5 პოლონური ფილმი თბილისის დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე
ფოტო: CinéDOC Tbilisi
22 ოქტომბრიდან 25 ოქტომბრის ჩათვლით დოკუმენტური კინოს მოყვარულებს CinéDOC–Tbilisi-ს ფარგლებში ხუთი პოლონური ფილმის ნახვის საშუალება ექნებათ, რომელთაც ფესტივალზე ადამ მიცკევიჩის ინსტიტუტის წამყვანი ბრენდი, Culture Pl-ი წარმოადგენს.
ფესტივალის ფარგლებში ჩატარდება ღია დისკუსიები, პრეზენტაციები და ვორქშოპები, შეხვედრები ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან მოწვეულ რეჟისორებთან და ადგილობრივი კინოინდუსტრიის წარმომადგენლებთან.
პროექტის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს Civil Pitch, რომლის მიზანია არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ქართველი კინოპროფესიონალების აქტიური საკომუნიკაციო სივრცის შექმნა. ორმხრივი ინტერესის ფონზე, Civil Pitch-ის ფარგლებში გაიმართება პრეზენტაციები და დისკუსიები დოკუმენტური ფილმების იდეების შესახებ, მის სამომავლო პერსპექტივაზე და საჭირო მხარდაჭერაზე. საერთაშორისო ექსპერტი, Marta Szuchnicka, WATCH DOCS Festival-იდან სწორედ ამ ნაწილის მენტორი იქნება.
CASA BLANCA
76 წლის ნელსა და მისი 37 წლის ვაჟი, ვლადიმერი, რომელსაც დაუნის სინდრომი აქვს, საერთო საცხოვრებლის ერთ პატარა ოთახში ცხოვრობენ. მათ ერთმანეთის გარდა არავინ ჰყავთ. მათი ურთიერთობა კონფლიქტებით აღსავსეა, ნელსა შვილის გაკონტროლებას ცდილობს, მაშინ როცა ვლადიმერს დედასთან დროის გატარებას მეთევზეებთან ერთად დალევა და გართობა ურჩევნია. ნელსა ყოველდღე კასა ბლანკას ქუჩებში დაეხეტება ერთადერთი შვილის საძებნელად. ერთ დღესაც, ნელსა ავად ხდება.
ფილმის ჩვენება:
23 ოქტომბერი / კვირა / ამირანი / 14:00 / დარბაზი N3
25 ოქტომბერი / სამშაბათი / 16:00 - ფრონტლაინ კლუბი
I AM KUBA
ოჯახური ბიზნესის გაკოტრების შემდეგ, 12 წლის კუბასა და 8 წლის მიკოლაჟის მშობლები იძულებულები ხდებიან პოლონეთი დატოვონ და სამუშაო საზღვარგარეთ ეძებონ. I AM KUBA არის ფილმი კუბაზე, რომელიც ვალდებულია უმცროს ძმას მოუაროს, სანამ მშობლები წასულები არიან. დრო გადის, კუბა თინეიჯერი ხდება და უარს ამბობს ამ პასუხისმგებლობაზე. ოჯახი იძულებულია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღოს. კუბას ამბავი თანამედროვე ევროპაზეა. მხოლოდ პოლონეთში 100 ათასზე მეტი ბავშვი რჩება მშობლების გარეშე, რადგან მშობლები იძულებული არიან სამსახური საზღვარგარეთ ეძებონ. I AM KUBA არის ფილმი ბავშვებზე, რომლებიც იზრდებიან „ევრო-ობლებად“.
ფილმის ჩვენება:
22 ოქტომბერი / შაბათი / ამირანი / 14:30 / დარბაზი N3
THE QUEEN OF SILENCE
10 წლის დენისა პოლონეთში არსებულ ბოშათა ბანაკში მცხოვრები უკანონო მოქალაქეა, რომელიც ვერ საუბრობს, რადგან სმენის პრობლემა აქვს. დენისა თავის სამყაროში ცხოვრობს, რომელიც სავსეა რიტმებით და ცეკვებით, ის ბაძავს ბოლივუდის გლამურულ ქალებს, რომლებიც ნაგავში ნაპოვნ DVD-ზე ნახა. ცეკვის დროს დენისას შეუძლია იყოს ის, ვინც უნდა, დედოფალიც კი და გამოხატოს ის, რისი თქმაც არ შეუძლია - მხიარულება, სევდა და შიში.
ფილმის ჩევენება:
25 ოქტომბერი / სამშაბათი / რუსთაველი / დარბაზი N3
THE END OF THE WORLD
ეს ინტიმური, კრეატიული დოკუმენტური ფილმი ერთ ღამეში მომხდარ რამდენიმე ამბავს აერთიანებს. დიდ ქალაქში ადამიანები ერთი საჭიროების გარშემო არიან გაერთიანებულები - აწუხებთ მარტოობა და სურთ ვინმესთან საუბარი. ზოგი მათგანი სასწრაფოში რეკავს, მაშინაც კი, როცა ამის საჭიროება არ არსებობს, ზოგიც - რადიოში. ამჯერად რადიოში საუბარია სამყაროს დასასრულზე, რომელიც მაიას კალენდრის მიხედვითაა ნაწინასწარმეტყველები. მსმენელები საუბრობენ ტრაგიკულ და მტკივნეულ თემებზე, ხანდახან სახალისო ისტორიებს ყვებიან. რადიო კრავს ფილმის ელემენტებს, როგორც სტრუქტურულად, ისე მნიშვნელობით: ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვების წყარო.
ფილმის ჩვენებას რეჟისორიც დაესწრება.
ფილმის ჩვენება:
24 ოქტომბერი / ორშაბათი / რუსთაველი / 20:00 - დარბაზი N3
25 ოქტომბერი / სამშაბათი / ამირანი / 16:00 / დარბაზი N3
BROTHERS
80-წლიანი განშორების შემდეგ ორი ძმა ყაზახეთიდან პოლონეთში ბრუნდება. მათი მიზანი ახალ მსოფლიოში თავის დამკვიდრებაა. ძმები წინააღმდეგობებს აწყდებიან განსხვავებული ხასიათის გამო. ერთი ძმა მხატვარი და მეოცნებეა, მეორე კი - პრაგმატული ინჟინერი. ისინი ისევე განსხვავდებიან, როგორც მელანი და წყალი და ისეთივე განუყრელები არიან, როგორც ყვავილი და მისივე ღერო. მათ სურთ ცხოვრება თავიდან დაიწყონ, რასაც ართულებს დრამატული მოვლენები, რაც მათ ცხოვრებაში ვითარდებოდა: ხანძარი, რომელმაც რამდენიმე ათასი ნახატი შეიწირა და ის ფაქტი, რომ ერთ-ერთმა ძმამ მეორე მოხუცებულთა თავშესაფარში ჩააბარა. დროსთან შეჯიბრი იწყება, ნუთუ ძმები საკმარისად სწრაფები იქნებიან?!
ფილმის ჩვენება:
22 ოქტომბერი / შაბათი / რუსთაველი / 20:00 / დარბაზი N4
24 ოქტომბერი / ორშაბათი / ამირანი / 20:00 / დარბაზი N3
CinéDOC–Tbilisi – პირველი საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალი კავკასიაში, რომელიც წელს უკვე მეოთხედ 21-25 ოქტომბერს ტარდება, ქალაქ თბილისში.ფესტივალის კინოჩვენებას უმასპინძლებენ: კინოთეატრები „ამირანი“ და „რუსთაველი“, Frontline Club და გოეთეს ინსტიტუტი.
-
ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი
გადახედვა
-
ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
გადახედვა
-
ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი" საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი"
გადახედვა
-
სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება
გადახედვა
-
Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა
გადახედვა
-
10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში 10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში
გადახედვა
-
19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა 19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა
გადახედვა
-
ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ? ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ?
-
ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძე დააკავეს გიორგი ბარამიძე დააკავეს
გადახედვა
-
Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ
-
WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა
გადახედვა
-
კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს
გადახედვა
-
დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ
გადახედვა
-
აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა
გადახედვა
-
საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა
გადახედვა
-
"ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს "ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ
გადახედვა
-
შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება" შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება"
გადახედვა
-
ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო
გადახედვა

კომენტარები