ილიაუნის 2018 წლის ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებული გამოვლინდა
ფოტო: ილიაუნი
ილიაუნის ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებულის დაჯილდოება დღეს, 20 ივნისს, 19:00 საათზე, წიგნის სახლ "ლიგამუსში" გაიმართება.
წელს პრემია უცხოური რომანის საუკეთესო ქართული თარგმანისათვის გაიცემოდა. ჟიურის უნდა აერჩია 2014-2018 წლებში გამოცემული საუკეთესო თარგმანი. წლევანდელი კონკურსი გამორჩეული იყო შესაფასებელი თარგმანების რაოდენობითა და ხარისხით. განსახილველად სულ ასამდე უცხოენოვანი რომანის ქართული თარგმანი შემოვიდა.
გამარჯვებული გახდა ლანა კალანდია, ესპანურიდან მარიო ვარგას ლიოსას ორი რომანის — ქალაქი და ძაღლები და ვაცის ნადიმი — თარგმნისათვის. რომანები გამომცემლობა ინტელექტმა გამოსცა.
ილიაუნის ლიტერატურული კონკურსის წლევანდელი გამარჯვებული უნივერსიტეტის პროფესორებისა და სტუდენტებისაგან შემდგარმა ჟიურიმ გამოავლინა.
მარიო ვარგას ლიოსას სახელის ხელახალი პოპულარიზაცია ქართველ მკითხველთა შორის სწორედ ამ მთარგმნელს უკავშირდება. ლანა კალანდიამ ასევე თარგმნა მისი ცუდი გოგოს ოინები. ყველა ეს თარგმანი გამოირჩევა ორიგინალის ერთგულებით, ქართული ლექსიკისა და იდიომების ფლობით, უცხო რეალიების ქართველ მკითხველამდე მიტანის უნარით.
მსოფლიოში ცნობილი პერუელი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი, მარიო ვარგას ლიოსა (დაბ. 1936 წ.) იმ დიდი თაობის წარმომადგენელია, რომელსაც 1960-იანი წლებიდან უკავშირდება ლათინური ამერიკის მწერლობის ბუმი. ამ ეტაპის დაწყების მაცნე მნიშვნელოვანწილად იყო ლიოსას პირველი რომანი ქალაქი და ძაღლები (1963), რომელშიც დიდი ოსტატობითაა აღწერილი ავტორიტარული ინსტიტუციის ბუნება და ფუნქციონირების ფორმები. ვაცის ნადიმი კი 2000 წელს გამოიცა და დიქტატორის რომანის ჟანრის ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო ნაწარმოებად ითვლება. რომანში სიღრმისეულად არის ნაჩვენები ძალადობაზე დაფუძნებული პოლიტიკური რეჟიმის ანატომია. ლიოსას რომანების სამოქალაქო პოზიცია და ანტიავტორიტარული სულისკვეთება ქართველი მკითხველისთვის განსაკუთრებით საინტერესოა. დიდი მწერალი საქართველოს 2019 წლის სექტემბერში ეწვევა და სტუდენტებთან შეხვედრაზე მას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტშიც ელიან.
-
ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი
-
ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით
-
ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია
გადახედვა
-
სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია
გადახედვა
-
10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს 10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს
გადახედვა
-
ყველაზე დიდი ქომაგი — საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს ყველაზე დიდი ქომაგი — საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს
-
სეზონის შეცვლის სურნელი — რატომ გვიყვარს ის მომენტი, როცა პირველად ვგრძნობთ შემოდგომის სიგრილეს ან გაზაფხულის სითბოს სეზონის შეცვლის სურნელი — რატომ გვიყვარს ის მომენტი, როცა პირველად ვგრძნობთ შემოდგომის სიგრილეს ან გაზაფხულის სითბოს
-
რბილი წინდები და დიდი სავარძელი — როგორ ცვლის განწყობას უბრალოდ მოსახერხებელი, თბილი ტანსაცმლის ჩაცმა სახლში დაბრუნებისას რბილი წინდები და დიდი სავარძელი — როგორ ცვლის განწყობას უბრალოდ მოსახერხებელი, თბილი ტანსაცმლის ჩაცმა სახლში დაბრუნებისას
-
გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება
გადახედვა
-
კრისტი ყიფშიძემ ესპანეთის დედოფლის ცნობილი კაბა მოირგო, რომელიც უკვე თბილისი აუთლეტ ვილიჯშია კრისტი ყიფშიძემ ესპანეთის დედოფლის ცნობილი კაბა მოირგო, რომელიც უკვე თბილისი აუთლეტ ვილიჯშია
-
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო პრეპარატის შეძენის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო პრეპარატის შეძენის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა
გადახედვა
-
კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი
გადახედვა
-
ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი
-
ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ
გადახედვა
-
საქსტატი: ივნისში საქართველოს ეკონომიკა 8.6%-ით გაიზარდა საქსტატი: ივნისში საქართველოს ეკონომიკა 8.6%-ით გაიზარდა
გადახედვა
კომენტარები