გლაზგოს ავტოგასამართი სადგური გომბორზე — სოკარი კრეატიულ კამპანიას განაგრძობს
ფოტო: სოკარი
ფეხბურთის ევროპის 2020 წლის ჩემპიონატთან დაკავშირებით კომპანია სოკარი კრეატიულ კამპანიას განაგრძობს. კამპანიის ფარგლებში, 13 მაისს სოკარის კიდევ ერთი რებრენდირებული ავტოგასამართი სადგური, ამჯერად უკვე კახეთში, გომბორის უღელტეხილზე გაიხსნა.
განახლებული სადგური დიდი ბრიტანეთის ქალაქ გლაზგოში გამოგზაურებთ. განსხვავებულ დიზაინში შოტლანდიის საფეხბურთო კლუბების, "სელტიკისა" და "რეინჯერსის" ფერებია გამოყენებული, რადგან "სელტიკის" (აღმოსავლეთ გლაზგოს გუნდი) და "რეინჯერსის" (დასავლეთ გლაზგოს გუნდი) ერთმანეთთან დაპირისპირება — ე.წ. Old Firm მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე განთქმული და დაძაბული დაპირისპირებაა.
სადგურს დეკორაციის სახით ვისკის კასრები დაემატა, როგორც შოტლანდიის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლო.
მომხმარებლისთვის საინტერესოა ავტოგასამართ სადგურებზე დამატებული სხვადასხვა სერვისიც. მაგალითად, გომბორზე მდებარე ავტოგასამართ სადგურზე მისულებს "სელტიკისა" და "რეინჯერსის" საფეხბურთო გუნდების მაისურების შეძენა შეუძლიათ.
კამპანიის ფარგლებში სოკარმა ორი განახლებული ავტოგასამართი სადგური უკვე გახსნა. თამარაშვილის ქუჩაზე მდებარე სადგური ამსტერდამს, მთავარი ოფისის მიმდებარე სადგური კი რომს მოგაგონებთ.
კამპანია ფეხბურთის 2020 წლის ჩემპიონატს უკავშირდება, რომელიც, UEFA-ს ინიციატივით, გლობალურად აღინიშნება. ფეხბურთის ისტორიაში პირველად, მატჩები მსოფლიოს 12 სხვადასხვა ქალაქში ჩატარდება. სწორედ ამ ქალაქების სიმბოლიკას იყენებს სოკარი საქართველოში მდებარე ავტოგასამართი სადგურების რებრენდინგისთვის. თუმცა, კომპანია ითვალისწინებს გარემოებებს და საქართველოში რუსეთის ქალაქის პოზიციონირებისგან თავს იკავებს. ამიტომ ავტოგასამართი სადგურები გაფორმდება ყველა ქალაქის სიმბოლიკით, გარდა პეტერბურგისა.
ქალაქების მიხედვით, სადგურებზე გაიხსნება თემატური მაღაზიები. რებრენდინგზე ცნობილმა დიზაინერებმა იმუშავეს.
სოკარის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პლატფორმის "პასუხისმგებლობის 5 სტანდარტის" ერთ-ერთი მიმართულება ახალგაზრდების მხარდაჭერაა, რაც განათლების, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და სპორტის, მათ შორის, ფეხბურთის პოზიციონირების ხელშეწყობას გულისხმობს.
-
ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი
-
ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია
გადახედვა
-
ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით
-
მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია
გადახედვა
-
სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება
გადახედვა
-
ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია
გადახედვა
-
10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს 10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა
-
ყველაზე დიდი ქომაგი — საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს ყველაზე დიდი ქომაგი — საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს
-
სეზონის შეცვლის სურნელი — რატომ გვიყვარს ის მომენტი, როცა პირველად ვგრძნობთ შემოდგომის სიგრილეს ან გაზაფხულის სითბოს სეზონის შეცვლის სურნელი — რატომ გვიყვარს ის მომენტი, როცა პირველად ვგრძნობთ შემოდგომის სიგრილეს ან გაზაფხულის სითბოს
-
რბილი წინდები და დიდი სავარძელი — როგორ ცვლის განწყობას უბრალოდ მოსახერხებელი, თბილი ტანსაცმლის ჩაცმა სახლში დაბრუნებისას რბილი წინდები და დიდი სავარძელი — როგორ ცვლის განწყობას უბრალოდ მოსახერხებელი, თბილი ტანსაცმლის ჩაცმა სახლში დაბრუნებისას
-
გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება
გადახედვა
-
კრისტი ყიფშიძემ ესპანეთის დედოფლის ცნობილი კაბა მოირგო, რომელიც უკვე თბილისი აუთლეტ ვილიჯშია კრისტი ყიფშიძემ ესპანეთის დედოფლის ცნობილი კაბა მოირგო, რომელიც უკვე თბილისი აუთლეტ ვილიჯშია
-
ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა — კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა — კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე
გადახედვა
-
კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა
გადახედვა
-
ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი
-
ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ
გადახედვა
-
საქსტატი: ივნისში საქართველოს ეკონომიკა 8.6%-ით გაიზარდა საქსტატი: ივნისში საქართველოს ეკონომიკა 8.6%-ით გაიზარდა
გადახედვა
კომენტარები