როგორ აშუქებენ ტელევიზიები საარჩევნო სუბიექტებს – მონიტორინგის ანგარიში
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად მაუწყებლების მონიტორინგის ანგარიშის პრეზენტაცია გამართა. პრეზენტაციაზე მაუწყებლების წინასაარჩევნო მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიში წარადგინეს.
ქარტია აკვირდებოდა როგორც ახალ ამბებს, ისე საზოგადოებრივ პოლიტიკურ ტოქშოუებს. მონიტორინგი ხორციელდებოდა შემდეგ სატელევიზიო არხებზე: საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი, რუსთავი 2, იმედი, მაესტრო, GDS, ტაბულა, კავკასია, ტვ პირველი,ობიექტივი, აჭარის ტელევიზია, ტელეარხი 25.
ქარტიის განცხადებით ახალი ამბების კვლევის შედეგებით სამონიტორინგო არხების უმრავლესობა, საკუთარი ეთერის ყველაზე მეტ ნაწილს საქართველოს მთავრობის საქმიანობის გაშუქებას უთმობს. მონიტორინგის პირველ პერიოდშიც მსგავსი შედეგი დაფიქსირდა.
I არხი
სამონიტორინგო პერიოდში მონიტორები დააკვირდნენ I არხის მთავარ ყოველდღიურ საინფორმაციო გამოშვებას მოამბე 20 საათზე და კვირის მოამბეს.
ფოტო: საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის საინფორმაციო გამოშვება მოამბეში ყველაზე დიდი დრო მთავრობის გაშუქებას დაეთმო, არხზე ყველაზე დადებითად პრემიერმინისტრი გაშუქდა, ყველაზე უარყოფითად - ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი. ყველაზე მეტი ნეიტრალური ტონი საარჩევნო ბლოკს, „პატრიოტთა ალიანსს“ ჰქონდა.
I არხის ერთ-ერთ პრობლემად გამოიკვეთა ზოგიერთ შემთხვევაში მხარეთა შორის ბალანსის დარღვევა. ანგარიშის თანახმად პირველ არხზე ტრადიციად იქცა საარჩევნო სუბიექტების აქტივობების ერთ სიუჟეტად გაერთიანება, 5 წუთზე მეტი ხანგრძლივობის მასალაში მექანიკურად შეკრებილია დღის აქტივობები. ზოგიერთ შემთხვევაში, ასეთ სიუჟეტებში ერთი სუბიექტი მეორეს აკრიტიკებს,თუმცა, ამის საპასუხო კომენტარი ნაჩვენები არ არის და სიუჟეტი მხოლოდ სხვადასხვა სუბიექტების სხვადასხვა აქტივობების ნაკრებია. ასეთი სიუჟეტები მოკლებულია შინაარსს, ხშირად არ აქვს საერთო ხაზი, არ არის დაბალანსებული და საყურებლადაც უინტერესოა.
- რუსთავი 2
რუსთავი 2-ის ეთერში მონიტორები აკვირდებოდნენ მთავარ საინფორმაციო გამოშვებას კურიერი, შაბათის კურიერსა და გადაცემას P.S.
ფოტო: საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
რუსთავი 2 -ის საინფორმაციო გამოშვებებშიც დროის უმეტესი ნაწილი, მთავრობის გაშუქებას დაეთმო. ყველაზე დადებითად ნაციონალური მოძრაობა წარმოჩნდა, , ყველაზე მეტი უარყოფითი ტონი ბიძინა ივანიშვილთან მიმართებაში დაფიქსირდა, ყველაზე მეტი ნეიტრალურ ტონში გაშუქება ბლოკს -ბურჭულაძე სახელმწიფო ხალხისთვის ჰქონდა.
ქარტიის ანგარიშის თანახმად, რუსთავი 2-ზე არ არის დაცული ბალანსი, ხშირია შემთხვევები, როცა სხვადასხვა აქტუალურ თემებზე მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების კომენტარია მოცემული და პრობლემის შესახებ ნიუსებიც მათზე დაყრდნობით შუქდება.
- იმედი
ტელე იმედის ეთერში მონიტორები აკვირდებოდნენ მთავარ საინფორმაციო გამოშვებას ქრონიკა, ქრონიკის სტუდია და იმედის დრო.
ფოტო: საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
ტელეიმედზე, ყველაზე მეტი დრო მთავრობის გაშუქებას დაეთმო, ყველაზე დადებითად პარტია ქართული ოცნება წარმოჩნდა, ყველაზე უარყოფითად საარჩევნო სუბიექტებს შორის ბლოკი ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის გაშუქდა, ნეიტრალური გაშუქების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ბლოკს - პატრიოტთა ალიანსს ჰქონდა.
იმედზე ეთიკური კუთხით მთავარ პრობლემად ბალანსის დაღვევა გამოიკვეთა. ზოგიერთ შემთხვევაში, ინფორმაცია მაყურებლამდე ცალმხრივად მივიდა.
მაესტრო
მაესტროს ეთერში მონიტორები აკვირდებოდნენ მთავარ საინფორმაციო გამოშვებას კონტაქტი რვაზე.
ფოტო: საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
მაესტროს ეთერშიც, საინფორმაციო გამოშვების უმეტესი ნაწილი მთავრობას დაეთმო. ყველაზე დადებითად ბიძინა ივანიშვილი წარმოჩნდა, ყველაზე უარყოფითად კი ადგილობრივი ხელისუფლება. ყველაზე მეტი ნეიტრალური ტონი პატრიოტთა ალიანსს ჰქონდა.
"მაესტრო პირველი არხის და იმედის მსგავსად, ქართული ოცნების საარჩევნო კანდიდატების წარდგენისადმი განსაკუთრებული ყურადღებით გამოირჩეოდა. სამონიტორინგო პერიოდში დაფიქსირდა ბალანსის დარღვევის შემთხვევებიც."
GDS
GDS-ის ეთერში მონიტორები აკვირდებოდნენ მთავარ საინფორმაციო გამოშვებას 2030.
ფოტო: საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტი
GDS ის ეთერშიც, ყველაზე დიდი დრო მთავრობას დაეთმო, ყველაზე მეტი დადებითი ტონი ქართული ოცნების მიმართ დაფიქსირდა. უარყოფითი ტონით პარტიებს შორის ნაციონალური მოძრაობა ლიდერობს. ყველაზე მეტი ნეიტრალური გაშუქება პატრიოტთა ალიანსს ჰქონდა. მაღალი უარყოფითი ტონი ნაციონალური მოძრაობის მიმართ, შინაარსობრივ ნაწილშიც აისახა, ამ პარტიის მიმართ ხშირად ხდება ბალანსის დარღვევა. დაფიქსირდა შემთხვევები, როცა GDS-ს ეთერში ნაციონალური მოძრაობის მიმართ გაჟღერდა ბრალდებები პარტიას კი პასუხის საშუალება არ მიეცა.
ტაბულა
ტაბულას ეთერში მონიტორები აკვირდებოდნენ მთავარ საინფორმაციო გამოშვებას ფოკუსი.
ფოტო: საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
ტაბულას ეთერშიც, ყველაზე მეტი დრო მთავრობას დაეთმო, ყველაზე მეტი დადებითი ტონი ნაციონალურ მოძრაობას მიმართ დაფიქსირდა. უარყოფითი გაშუქების მხრივ, ლიდერი ტაბულაზე ბიძინა ივანიშვილია. ნეიტრალურ ტონში ყველაზე ხშირად პრეზიდენტი გაშუქდა.
"ტაბულას საინფორმაციო გამოშვებებში შეინიშნება ნაციონალური მოძრაობის წევრების კომენტარების სიმრავლე. ნაციონალური მოძრაობა, უმრავლეს შემთხვევაში, ხელისუფლებას აკრიტიკებს და ტაბულა ზოგჯერ ამ კრიტიკას ცალმხრივად, დაუბალანსებლად სთავაზობდა მაყურებელს."
კავკასია
კავკასიის ეთერში მონიტორები აკვირდებოდნენ, მთავარ საინფორმაციო გამოშვებას დღე.
ფოტო: საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
კავკასიის ეთერში ყველაზე მეტი დრო მთავრობას დაეთმო. ყველაზე დადებითად პრემიერ-მინისტრი გაშუქდა. ყველაზე მეტი უარყოფითი ტონი ადგილობრივ ხელისუფლებას დაუფიქსირდა. ნეიტრალური გაშუქებით კავკასიაზე ბლოკი- პატრიოტთა ალიანსი ლიდერობს.
„კავკასიის საინფორმაციო გამოშვებები სიუჟეტების სიმწირით გამოირჩევა, ამბების გაშუქება ძირითადად კადრ–სინქრონებით ხდება. პრობლემად რჩება რესპოდენტებზე ტიტრების არმიწერა, ზოგ შემთხვევაში შეუძლებელია რესპოდენტების ვინაობის დადგენა. მთავარ ეთიკურ პრობლემად კავკასიაზეც ბალანსის დარღვევა გამოიკვეთა, კადრ–სინქრონებში გაჟღერებული ბრალდებები ზოგჯერ ცალხმრივი და უპასუხოა."
ტვ პირველი
ტვ პირველის ეთერში მონიტორები აკვირდებოდნენ მთავარ საინფორმაციო გამოშვებას.
ფოტო: საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
ტელეკომპანია პირველი ყველაზე დიდი ქრონომეტრაჟით მთავრობას შუქებდა. ყველაზე მეტი დადებითი ტონი ბლოკს ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის ერგო. ყველაზე უარყოფითად ბიძინა ივანიშვილი გაშუქდა. ნეიტრალური ტონით კი პრეზიდენტი ლიდერობს.
"სამონიტორინგო პერიოდში ტვ პირველი ამბებს ძირითადად კადრ–სინქრონების ფორმატში აშუქებდა, ნაკლებად ჰქონდათ სიღრმისეული სიუჟეტები. ამბების გაშუქება უმეტესად,ზედაპირულია, მთავარი პრობლემა აქაც ბალანსის დარღვევაა."
ობიექტივი
ობიექტივის ეთერში მონიტორები მთავარ საინფორმაციო გამოშვებას აკვირდებოდნენ.
ფოტო: საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
"ობიექტივი თითქმის ერთადერთი არხია, სადაც ყველაზე მეტ დროს მთავრობას არ უთმობენ. გამოყოფილი დროით, ობიექტივზე ბლოკი პატრიოტთა ალიანსი ლიდერობს. (ირმა ინაშვილი მედია კავშირ ობიექტივის ერთ ერთი დამაარსებელია). დადებითი გაშუქების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი პატრიოტთა ალიანსს აქვს. უარყოფითი ტონით ბიძინა ივანიშვილი და მიხელ სააკაშვილი ლიდერობენ. ყველაზე მეტი ნეიტრალური გაშუქება დათმობილი დროის მიხედვით ისევ პატრიოტთა ალიანსს აქვს.
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია
მონიტორები აჭარის ტელევიზიის მთავარ საინფორმაციო გამოშვებას აკვირდებოდნენ.
ფოტო: საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტი
აჭარის ტელევიზიის ეთერში ყველაზე მეტი დრო აჭარის მთავრობის გაშუქებას დაეთმო,ყველაზე მაღალი დადებითი გაშუქების მაჩვენებელიც აჭარის მთავრობას ჰქონდა. ყველაზე მეტი უარყოფითი ტონი პროცენტულად ბიძინა ივანიშვილის მიმართ დაფიქსირდა, ნეიტრალური გაშუქებით ყველაზე მაღალი მაჩვენებელი პრემიერ-მინისტრს ჰქონდა.
"აჭარის ტელევიზიის საინფორმაციოში სიღრმისეული რეპორტაჟების ნაკლებობაა, სასურველია უფრო მეტად ხდებოდეს პრობლემების ჩაშლა, თუმცა აჭარის ტელევიზია გამორჩეულია ეთიკური თვალსაზრისით, ბალანსის დარღვევის მხოლოდ რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა."
ტელეარხი 25
ტვ 25-ის ეთერში მონიტორები აკვირდებოდნენ მთავარ საინფორმაციო გამოშვებას მაცნე.
ფოტო: საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
ტვ 25-ს ეთერში ყველაზე მეტი დრო ადგილობრივ ხელისუფლებას დაეთმო, დადებითი ტონით აჭარის მთავრობა ლიდერობს. ყველაზე მეტი უარყოფითი გაშუქება ადგილობრივ ხელისუფლებას ჰქონდა. მაღალი ნეიტრალური გაშუქება ჰქონდა ბლოკს ბურჭულაძე- სახელმწიფო ხალხისთვის.
"ტვ25-ც ეთიკური სტანდარტების დაცვით გამორჩეულია, თუმცა აქაც შეინიშნება სიღრმისეული სიუჟეტების და რეპორტაჟების სიმცირე. ტვ 25-ზე იშვიათ შემთხევაში დაფიქსირდა ეთიკური პრობლემა, ბალანსის დარღვევის სახით. "
11 არხის მონაცემების მიხედვით, მთავრობის მიმართ პოზიტიური გაშუქებით კავკასია ლიდერობს. ყველაზე მეტი უარყოფითი გაშუქება მთავრობას რუსთავი 2-ზე აქვს დათმობილი. ყველაზე მეტი ნეიტრალური გაშუქება კი ტელეკომპანია GDS-ზე.
პრეზიდენტი პოზიტიურ ტონში ყველაზე ხშირად კავკასიის ეთერში დაფიქსირდა; უარყოფითად – ობიექტივზე, ნეიტრალურად ყველაზე ხშირად პრეზიდენტი ტაბულაზე გაშუქდა.
პარტია ქართული ოცნება ყველაზე დადებითად იმედის ეთერში ჩანდა, , ნეგატიურად ქართული ოცნება ყველაზე დიდი დოზით რუსთავი-2-ზე გაშუქდა , ნეიტრალურად კი – მაესტროზე .
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დადებითი ტონით ყველაზე მეტად კავკასიაზე წარმოჩნდა, ყველაზე უარყოფითად GDS-მა გააშუქა , ნეიტრალურად კი ტვ 25-მა.
ბიძინა ივანიშვილი ყველაზე პოზიტიურად ტელეკომპანია მაესტროს ეთერში წარმოჩნდა. უარყოფითად კი, ობიექტივსა და ტაბულაზე. ყველაზე მეტი ნეიტრალური გაშუქება ივანიშვილს ტვ 25-ზე ჰქონდა.
მოცემულ ანგარიშში წარმოდგენილია რაოდენობრივი და თვისობრივი ანალიზის შედეგები მედიამონიტორინგის 11 ივლისიდან 30 აგვისტოს ჩათვლით .
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მედიამონიტორინგი ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მიერ დაფინანსებული პროექტის 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მედიაში გაშუქების კვლევა ფარგლებში ჩატარდა.
მონიტორინგი ხორციელდება 2016 წლის 20 მაისიდან 2016წლის 19 დეკემბრის ჩათვლით და მოიცავს 11 ტელევიზიის მთავარი საინფორმაციო გამოშვებებს. ქარტია აკვირდებოდა როგორც ახალ ამბებს, ისე საზოგადოებრივ პოლიტიკურ ტოქშოუებს. ონლაინ მედიისა და პრესის მონიტორინგს სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი ახორციელებს, რადიოებს კი ინტერნიუსი – საქართველო აკვირდება.
-
29 მარტს ქუთაისში, "თავისუფლების მოედნის" იმერეთის ერთკვირიანი ეროვნული კამპანია სამოქალაქო ფორუმით დასრულდა 29 მარტს ქუთაისში, "თავისუფლების მოედნის" იმერეთის ერთკვირიანი ეროვნული კამპანია სამოქალაქო ფორუმით დასრულდა
გადახედვა
-
თბილისი ციფრული დიზაინის საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს — რა ვიცით Touch RGB-ზე თბილისი ციფრული დიზაინის საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს — რა ვიცით Touch RGB-ზე
-
"არ უნდა ვამდიდრებდეთ მას, ვისი სახელიც არ ითქმის" — ენდრიუ გარფილდი როულინგზე "არ უნდა ვამდიდრებდეთ მას, ვისი სახელიც არ ითქმის" — ენდრიუ გარფილდი როულინგზე
გადახედვა
-
როგორი იყო დედობა ჰომო ერექტუსებისთვის როგორი იყო დედობა ჰომო ერექტუსებისთვის
გადახედვა
-
დეა კულუმბეგაშვილი ახალ ფილმზე ემა სტოუნთან ერთად მუშაობს დეა კულუმბეგაშვილი ახალ ფილმზე ემა სტოუნთან ერთად მუშაობს
გადახედვა
-
მარსის ბრუნვა ჩქარდება — მიზეზი შეიძლება "უარყოფითი მასის ანომალიაა" იყოს მარსის ბრუნვა ჩქარდება — მიზეზი შეიძლება "უარყოფითი მასის ანომალიაა" იყოს
გადახედვა
-
ადვოკატი: ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ 1 წლის წინ სასამართლოს არქივში გაჩენილ ხანძარზე გამოძიება იწყება ადვოკატი: ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ 1 წლის წინ სასამართლოს არქივში გაჩენილ ხანძარზე გამოძიება იწყება
გადახედვა
-
მეცნიერებმა ყველაზე ასაკოვანი ხის დნმ გაშიფრეს, რათა დიდხანს სიცოცხლის საიდუმლო ამოეხსნათ მეცნიერებმა ყველაზე ასაკოვანი ხის დნმ გაშიფრეს, რათა დიდხანს სიცოცხლის საიდუმლო ამოეხსნათ
გადახედვა
-
როგორ ცვლის 500 Global in Eurasia-ს მონაწილე Quissly ონლაინ შოპინგს როგორ ცვლის 500 Global in Eurasia-ს მონაწილე Quissly ონლაინ შოპინგს
-
ევროკავშირი-სომხეთის პირველი სამიტი 2026 წლის 4 და 5 მაისს გაიმართება ევროკავშირი-სომხეთის პირველი სამიტი 2026 წლის 4 და 5 მაისს გაიმართება
გადახედვა
-
თურქი მსახიობი, ჰანდე ერჩელი, სამედიცინო ექსპერტიზაზე გადაიყვანეს თურქი მსახიობი, ჰანდე ერჩელი, სამედიცინო ექსპერტიზაზე გადაიყვანეს
გადახედვა
-
თენგიზ შარმანაშვილი: ვერავინ ვერ შეგვასწრებს NATO-ში, ძალიან კარგად იცით თენგიზ შარმანაშვილი: ვერავინ ვერ შეგვასწრებს NATO-ში, ძალიან კარგად იცით
გადახედვა
-
ChatGPT-მ ორიგინალი მათემატიკური დამტკიცება შექმნა ChatGPT-მ ორიგინალი მათემატიკური დამტკიცება შექმნა
გადახედვა
-
როგორ ეცემა იუპიტერს მეხი და რამდენად ძლიერია? როგორ ეცემა იუპიტერს მეხი და რამდენად ძლიერია?
გადახედვა
-
10+ ტიპის ადამიანი, რომელიც საზოგადოებრივ ტრანსპორტში ყველას გვირყევს აურას 10+ ტიპის ადამიანი, რომელიც საზოგადოებრივ ტრანსპორტში ყველას გვირყევს აურას
გადახედვა
-
სემეკმა "თელასი" 35 ათასი ლარით დააჯარიმა სემეკმა "თელასი" 35 ათასი ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
10 შთამბეჭდავი ფოტო ველური ბუნების 2026 წლის ფოტოკონკურსიდან 10 შთამბეჭდავი ფოტო ველური ბუნების 2026 წლის ფოტოკონკურსიდან
გადახედვა
-
ვებისა და ჰაბლის ტელესკოპებით სატურნი გადაიღეს — როგორია ის ხილულ და ინფრაწითელ სპექტრში ვებისა და ჰაბლის ტელესკოპებით სატურნი გადაიღეს — როგორია ის ხილულ და ინფრაწითელ სპექტრში
გადახედვა
-
ტიკტოკის რეკორდი მოიხსნა — ნახეთ 12-წამიანი ვიდეო, რომელმაც 76 მილიონი მოწონება დააგროვა ტიკტოკის რეკორდი მოიხსნა — ნახეთ 12-წამიანი ვიდეო, რომელმაც 76 მილიონი მოწონება დააგროვა
-
ძალიან იმედგამაცრუებელია ეს განცხადება — შალვა პაპუაშვილი ომბუდსმენზე ძალიან იმედგამაცრუებელია ეს განცხადება — შალვა პაპუაშვილი ომბუდსმენზე
გადახედვა
-
JRC-ის პროექტი AINews WAN-IFRA 2026 წლის Digital Media Awards-ის ფინალისტი გახდა JRC-ის პროექტი AINews WAN-IFRA 2026 წლის Digital Media Awards-ის ფინალისტი გახდა
გადახედვა
კომენტარები