ქართული ეკლესიის უკრაინული არჩევანი
ფოტო: intermedia.ge
საქართველოში დამკვიდრებულია აზრი ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის დიდი როლის შესახებ, რომელიც მან ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ითამაშა. ეს აზრი ასახულია ქართულ ისტორიულ ლიტერატურაში, ხოლო საქართველოს მოქმედ კონსტიტუციაში წერია, რომ "სახელმწიფო აღიარებს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს საქართველოს ისტორიაში."
ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ისაა, რომ რეალურ ცხოვრებაში ეკლესიას და მის ქმედებებს ზოგჯერ შეხება აქვს არა მხოლოდ წმინდა რელიგიურ, არამედ პოლიტიკურ საკითხებთანაც. მათ შორის, ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის მოპოვებაც, დაკარგვაც და აღდგენაც, მჭიდროდ უკავშირდებოდა ყველა შესაბამისი ეპოქის პოლიტიკურ ვითარებას. ეკლესიას პოლიტიკურ რეალობასთან არავითარი შეხება რომ არ ჰქონოდა, მისი როლი ქვეყნის ისტორიაში ბევრად მცირე იქნებოდა.
მაგრამ ისტორია არ არის გაყინული სუბსტანცია. ის კვლავაც იქმნება, ყოველდღე, მიმდინარე მოვლენების სახით. ეს ქართულ ეკლესიასაც ეხება. მისი დღევანდელი ქმედებები მისი ისტორიის ნაწილი გახდება, ზუსტად ისევე, როგორც ეს საუკუნეების მანძილზე ხდებოდა.
დღეს კვლავაც უცნობია, როგორი იქნება ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის გადაწყვეტილება უკრაინული ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებასთან დაკავშირებით. ეკლესიის ცალკეული წარმომადგენლები გამოხატავენ სწორ, პრინციპულ პოზიციებს ამ საკითხზე. მაგრამ მათი რიცხვი შეზღუდულია და უცნობია, გაიმარჯვებს თუ ვერა მათი მიდგომა ეკლესიის შიდა დისკუსიაში.
ზოგჯერ ისე ხდება, რომ სხვადასხვა სახელმწიფოთა მიზნები ერთმანეთთან სრულიად შეუთავსებელია. დღეს საქართველოსა და რუსეთის შემთხვევა სწორედ ასეთია. რუსული სახელმწიფო ამჟამად საქართველოს მტერია. ახლანდელ ისტორიულ მომენტში ამ ფაქტს ვერაფერი ეშველება. იგივე ეხება უკრაინასაც. რუსეთის მმართველი რეჟიმი მტრობს ორივე ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, და ის ამ მტრობას გააგრძელებს კიდეც.
ამ ბრძოლაში ჩვენ და უკრაინა ერთსა და იმავე ბანაკში, ერთ მხარეს ვართ. უკრაინის მდგომარეობის გაუმჯობესება რუსეთს არ აწყობს, ხოლო ჩვენ გვაწყობს. მისი მდგომარეობის გაუარესება კი — პირიქით. ფორმალობების მიუხედავად, ამჟამინდელი ისტორიული ვითარების არსიდან გამომდინარე, უკრაინა ჩვენი მოკავშირეა.
უკრაინისთვის მისი ეკლესიის ავტოკეფალია ძალიან მნიშვნელოვანია. ცხადია, მთავარია სუვერენული უკრაინული სახელმწიფოს არსებობის ფაქტი, მაგრამ ავტოკეფალია ხელს უწყობს დამოუკიდებელი უკრაინული იდენტობის განმტკიცებას, იმის ხაზგასმას, რომ უკრაინული საზოგადოება არ არის უბრალოდ რუსული სოციალურ-კულტურული სივრცის ერთი ნაწილი, რასაც რუსი იმპერიალისტები ამტკიცებენ. საქართველოში ეს, წესით, არ უნდა გვიკვირდეს, თუ გავითვალისწინებთ რამდენი წერია ჩვენს წიგნებში იმის შესახებ, რა ცუდი იყო ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმება 1811 წელს, რა ცუდად იქცეოდნენ რუსი ექზარქოსები და რა კარგია, რომ 1917 წელს ქართულმა ეკლესიამ ავტოკეფალია დაიბრუნა.
დღევანდელი რუსეთი თავის ეკლესიას სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთ ინსტრუმენტად იყენებს. სწორედ იმ პოლიტიკისა, რომელიც საქართველოს და უკრაინის თავისუფლების წინააღმდეგაა მიმართული. ამიტომ, უკრაინის გათავისუფლება რუსული ეკლესიური გავლენისგან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეს არსებულ დაძაბულ და სახიფათო რეალობაში. და, ამავე მიზეზით, საუბარი რელიგიური და პოლიტიკური საკითხების გამიჯვნის შესახებ ამ კონკრეტულ ვითარებაში აბსურდულია. ეს საკითხები, ამ შემთხვევაში, გამიჯნული არაფრით არ არის.
ნებისმიერი სახის ძალაუფლება, ნებისმიერი უფლებამოსილება რაიმე გადაწყვეტილება მიიღო პასუხისმგებლობასაც გაკისრებს. მოხდა ისე, რომ დღეს ასეთი პასუხისმგებლობა ქართულ ეკლესიას ეკისრება. საქართველოს მხრიდან სწორედ ის აღიარებს ან არ აღიარებს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას. მხარს დაუჭერს ან უკრაინას, რომელთანაც ერთ მხარეს ვართ მიმდინარე ბრძოლაში, ან რუსეთს, რომელიც ჩვენი საერთო მტერია. ცხადია, გადაწყვეტილების უსასრულოდ გაწელვაც იქნებოდა არსებითად იგივე, რაც უკრაინული ავტოკეფალიის არაღიარება და, შესაბამისად, რუსეთისთვის ხელსაყრელი არჩევანი.
უსუსურია "არგუმენტები", რომ, თურმე, უკრაინული ეკლესიის ქართულ აღიარებაზე რუსეთის ან რუსული ეკლესიის საპასუხო ქმედებების უნდა გვეშინოდეს. არ ვიცი, შეამჩნია ეს ყველამ თუ ვერა, მაგრამ რუსეთი ისედაც ყველაფერს აკეთებს საქართველოს ინტერესების და სუვერენიტეტის დასაზიანებლად. აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან უკვე გამოდევნილია ქართული სახელმწიფოც და ქართული ეკლესიაც. მაგ თვალსაზრისით, ნამდვილი ზიანი რუსეთმა უკვე ისედაც მოგვაყენა. არაფერი არსებითად არ შეიცვლება, თუ მოსკოვში ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით მორიგ არალეგიტიმურ ქაღალდს შეთხზავენ. არ შეიძლება, მტერს უშინაარსო მუქარებით შენით მანიპულირების უფლებას აძლევდე.
დღევანდელი გადაწყვეტილებები შეადგენენ ხვალინდელ დაწერილ ისტორიას. საბოლოო ჯამში, ის თუ როგორ მოიქცევა დღეს ქართული ეკლესია, მისთვისვე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე უკრაინისთვის. მას ამჟამად ისტორიული პასუხისმგებლობა აკისრია. თუ შეცდება, მისი არჩევანი, დღესაც და მომავალშიც, შეფასებული იქნება ისევე, როგორ აფასებენ ხოლმე ისტორიაში ყველას, ვინც მოქმედებს არა მეგობრის, არამედ მტრის სასარგებლოდ.
დღეს ჯერ ისევ არის იმედი, რომ ასეთი რამ არ მოხდება. ამ გადამწყვეტ დროს, ეკლესიის სტრუქტურის გარეთ მყოფ ადამიანებს შეგვიძლია მხოლოდ წარმატება ვუსურვოთ ჯანსაღ ძალებს ეკლესიის შიგნით.
-
ისტორიული მისია შესრულებულია! — Artemis 2-ის ეკიპაჟი დედამიწაზე მშვიდობით დაბრუნდა ისტორიული მისია შესრულებულია! — Artemis 2-ის ეკიპაჟი დედამიწაზე მშვიდობით დაბრუნდა
გადახედვა
-
BMG: ზაზა ფაჩულია რაჭაში ჰესს ააშენებს BMG: ზაზა ფაჩულია რაჭაში ჰესს ააშენებს
გადახედვა
-
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით 11 აპრილის 23:00-დან 12 აპრილის 04:00 საათამდე თბილისის მეტროთი მგზავრობა უფასო იქნება აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით 11 აპრილის 23:00-დან 12 აპრილის 04:00 საათამდე თბილისის მეტროთი მგზავრობა უფასო იქნება
გადახედვა
-
პოლონეთში 5 თვის ქართველი ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად გარდაიცვალა — დაკავებულია დედა, მამა ძებნაშია პოლონეთში 5 თვის ქართველი ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად გარდაიცვალა — დაკავებულია დედა, მამა ძებნაშია
გადახედვა
-
CNN-მა შეცდომით გამოაქვეყნა ნეკროლოგი მსახიობზე, რომელიც ცოცხალია CNN-მა შეცდომით გამოაქვეყნა ნეკროლოგი მსახიობზე, რომელიც ცოცხალია
გადახედვა
-
Wednesday-ის მესამე სეზონს ლინა ჰიდი და სხვა ვარსკვლავები შეუერთდნენ Wednesday-ის მესამე სეზონს ლინა ჰიდი და სხვა ვარსკვლავები შეუერთდნენ
გადახედვა
-
ზენდეიამ და ლო როუჩმა ერთობლივი კოლექცია შექმნეს ზენდეიამ და ლო როუჩმა ერთობლივი კოლექცია შექმნეს
გადახედვა
-
მეთიუ პერის სიკვდილის საქმეზე "კეტამინის დედოფალს" 15 წელი მიესაჯა მეთიუ პერის სიკვდილის საქმეზე "კეტამინის დედოფალს" 15 წელი მიესაჯა
გადახედვა
-
ქვიზი: რომელი სააღდგომო კვერცხი ხარ? ქვიზი: რომელი სააღდგომო კვერცხი ხარ?
-
ტესტი: რა იცი Artemis 2-ის მისიაზე? ტესტი: რა იცი Artemis 2-ის მისიაზე?
-
ქვიზი: გამოიცანი ქართული სიმღერა პირველი ფრაზით ქვიზი: გამოიცანი ქართული სიმღერა პირველი ფრაზით
-
როკის დაბადება და გარდასახვა — როგორ იქცა მუსიკა ეპოქის ხმად როკის დაბადება და გარდასახვა — როგორ იქცა მუსიკა ეპოქის ხმად
გადახედვა
-
მეუფე შიო: "გარეგნული თავისუფლება საღმრთო კანონისა და ზნეობრივი კანონის გარეშე სახიფათო შეიძლება გახდეს" მეუფე შიო: "გარეგნული თავისუფლება საღმრთო კანონისა და ზნეობრივი კანონის გარეშე სახიფათო შეიძლება გახდეს"
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი: 9 აპრილი გვახსენებს, რომ თავისუფლებისა და სუვერენიტეტის დაცვა დღესაც მტკიცე ერთობას, პასუხისმგებლობის მძაფრ შეგრძნებასა და ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის მუდმივ ბრძოლას მოითხოვს მიხეილ ყაველაშვილი: 9 აპრილი გვახსენებს, რომ თავისუფლებისა და სუვერენიტეტის დაცვა დღესაც მტკიცე ერთობას, პასუხისმგებლობის მძაფრ შეგრძნებასა და ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის მუდმივ ბრძოლას მოითხოვს
გადახედვა
-
გიგა ავალიანის საქმეზე ალექსანდრე გაბაშვილსა და გიორგი რიკაძეს 10,5 წლით, დემეტრე ჩიქოვანს კი 6 წლით და 9 თვით პატიმრობა მიესაჯათ გიგა ავალიანის საქმეზე ალექსანდრე გაბაშვილსა და გიორგი რიკაძეს 10,5 წლით, დემეტრე ჩიქოვანს კი 6 წლით და 9 თვით პატიმრობა მიესაჯათ
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში ტრივია დაიწყო — გაიგე, როგორ ჩაერთო სკოლის შეჯიბრში საქართველოს ბანკის sCoolApp-ში ტრივია დაიწყო — გაიგე, როგორ ჩაერთო სკოლის შეჯიბრში
-
წალკაში ცოფის შემთხვევა დადასტურდა — ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა წალკაში ცოფის შემთხვევა დადასტურდა — ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა
გადახედვა
-
რა გვასწავლა არტემის 2-ის მისიამ? რა გვასწავლა არტემის 2-ის მისიამ?
გადახედვა
-
შსს: "სტუმრად მისული კაცი შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა. ბრალდებულებმა ცხედარი ავტომობილით ტყეში დატოვეს" შსს: "სტუმრად მისული კაცი შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა. ბრალდებულებმა ცხედარი ავტომობილით ტყეში დატოვეს"
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ უმკლავდები სააღდგომო სამზადისს? ქვიზი: როგორ უმკლავდები სააღდგომო სამზადისს?
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მე-16 ნაკადზე მიღება დაიწყო საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მე-16 ნაკადზე მიღება დაიწყო

კომენტარები