ჯესიკა ლანგის, სიუზან სარანდონისა და კეტრინ ზეტა-ჯონსის ახალ სერიალი
საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ რაიან მერფი მაყურებელს საინტერესო სერიალებითა თუ სატელევიზიო ფილმებით ყოველთვის ანებივრებდა. ამერიკული საშინელებათა ისტორიის და დანაშაულებათა ამერიკული ისტორიის შემდეგ მერფი, 2017 წელს, მაყურებელს ახალ სერიალს წარუდგენს.
შუღლი ასე ერქმევა სატელევიზიო შოუს, რომელიც ჰოლივუდის ოქროს ხანის, ლეგენდარული მსახიობების ცხოვრებისა და შუღლის შესახებ მოგვითხრობს. ყურადღების ეპიცენტრში კი ბეტ დევისი და ჯოან კროუფორდის უერთიერთობა მოექცევა. რეჟისორი და სცენარისტი ჰორორის ჟანრის კლასიკად შერაცხული რა დაემართა ბეიბი ჯეინს? კულისებში შეგვახედებს და გვიჩვენებს თუ რეალურად რამდენად რთული იყო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ამერიკული ფილმის გადაღება მაშინ, როდესაც ორი ლეგენდარული მსახიობი ერთმანეთს, არამხოლოდ ფილმში, არამედ გადასაღებ მოედანზეც ექიშპებოდნენ.
როგორც მერფის შეეფერება, სამსახიობო შემადგენლობა ამ შემთხვევაშიც ვარსკვლავური იქნება და მთავარ როლებს - ჯესიკა ლანგი, სიუზან სარანდონი და კეტრინ ზეტა ჯონსი ითამაშებენ.
ჯესიკა ლანგი, რომელმაც ყველას გული დაგვწყვიტა და ამერიკული საშინელებათა ისტორია დატოვა, შუღლში ჯოან კროუფორდის როლს შეასრულებს.
ჯოან კროუფორდი ჰოლივუდის ოქროს ხანის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი იყო. თავის დროზე, ის ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად მსახიობ ქალად ითვლებოდა ამერიკულ კინოში და ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს ქალი მსახიობადაა დასახელებული.
სიუზან სარანდონი შოუში ბეტ დევისის როლს მოირგებს.
ბეტი დეივისი ამერიკელი კინოს, ტელევიზიისა და თეატრის ყველაზე სახასიათო მსახიობად ითვლება. საყოველთაოდ აღიარებული ფაქტია, რომ მასზე უკეთ უარყოფითი როლების შესრულება არავის შეეძლო. თუმცა მისი ნიჭი მხოლოდ ერთი ხასიათებს როლებს არ მოიცავდა, ბეტი არანაკლებ კარგად ართმევდა თავს მელოდრამებში, ისტორიულ ფილმებსა და დრამებში თამაშს.
დევისის იყო პირველი ქალი, რომელიც ამერიკის კინო აკადემიის პრეზიდენტი გახდა, თუმცა მისი ბობოქარი ხასიათისა და დაუსრულებელი სკანდალების გამო მალევე დატოვა თანამდებობა.
სასიხარულოა ის ფაქტიც, რომ მერფის სერიალის საშუალებით ეკრანზე კეტრინ ზეტა-ჯონსი დაბრუნდება, რომელიც უკვე წლებია იმაზე იშვიათად ჩანს ეკრანზე, ვიდრე რომელიმე ჩვენგანი.
ჯონსი შუღლში ჰოლივუდის ოქროს ხანის უკანასკნელ ცოცხალ ლეგენდას ოლივია დე ჰავილანდს განასახიერებს, რომელსაც სულ ცოტა ხნის წინ 100 წელი შეუსრულდა.
ოლივიას სახელის გაგონებაზე, პირველი, რაც მაყურებელს ახსენდება, მელანი ჰამილტონის პერსონაჟია ფილმიდან ქარწაღებულნი. მიუხედავად იმისა, რომ ორი ოსკარის მფლობელი მსახიობი ფილმ რა დაემართა ბეიბი ჯეინს? გადაღებასთან საერთოდ არაფერ კავშირშია, არანაკლებ სკანდალური და შუღლით სავსე იყო მისი ცხოვრება. ის წლების განმავლობაში არ ელაპარაკებოდა საკუთარ დას, ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და წარმატებულ ამერიკელ მსახიობს - ჯოან ფონტეინს.
ოლივია დე ჰავილანდი ბეტ დევისის უახლოესი მეგობარი იყო და სერიალშიც, სავარაუდოდ, სწორედ ამ ამპლუით იქნება წარმოდგენილი.
სერიალის პრემიერა FX-ზე 2017 წელს არის დაგეგმილი და მისი პროდიუსერი ბრედ პიტი იქნება.
მოემზადეთ, მაყურებელს, რომელსაც უყვარს ძველი ჰოლივუდი, განსაკუთრებით კი ბეტ დევისი და ჯოან კროუფორდი, საბოლოოდ გაიგებს რა ხდებოდა გადასაღებ მოედანზე მაშინ როდესაც ბეიბი ჯეინს რაღაც დაემართა.
-
ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა
გადახედვა
-
ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი" საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი"
გადახედვა
-
სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება
გადახედვა
-
100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის 100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის
-
Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა
გადახედვა
-
10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში 10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში
გადახედვა
-
19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა 19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა
გადახედვა
-
ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ? ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ?
-
ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა
გადახედვა
-
Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ
-
WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა
გადახედვა
-
კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს
გადახედვა
-
დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ
გადახედვა
-
აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა
გადახედვა
-
საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა
გადახედვა
-
"ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს "ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ
გადახედვა
-
შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება" შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება"
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება
გადახედვა

კომენტარები