საქართველოს პერსპექტივა, რუსული პროპაგანდა და ყარაბაღი ნატოს კვირეულზე
მთიან ყარაბაღში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებები, საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივები და გამოწვევები, მოლოდინები მოახლოებული ვარშავის სამიტისადმი და ანტიდასავლური პროპაგანდის საფრთხეები - ეს ის ძირითადი საკითხებია, რაზეც დღეს, 4 აპრილს, ნატოს რიგით მეცხრე კვირეულის ფარგლებში საქართველოს დიპლომატიური კორპუსისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წარმომადგენლებმა ისაუბრეს.
ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებული პროგნოზები
ფორუმის გახსნაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა შეშფოთება გამოხატა მთიან ყარაბაღში მიმდინარე კონფლიქტის ესკალაციის გამო და იმედი გამოთქვა, რომ საერთაშორისო ძალისხმევით სომხეთისა და აზერბაიჯანის დაპირისპირების დეესკალაცია შესაძლებელი გახდება.
თინა ხიდაშელი ნატოს კვირეულზე. აპრილი, 2016
თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა კი განაცხადა, რომ საქართველოს ინტენსიური კომუნიკაცია აქვს კონფლიქტში ჩართულ ორივე მხარესთან. მისი თქმით, ის უკვე შეხვდა სომხეთის თავდაცვის მინისტრს, დღეს კი აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრთან აქვს შეხვედრა დაგეგმილი. ხიდაშელმა განმარტა, რომ ამ ეტაპზე რაიმე სახის თხოვნით საქართველოსთვის არც ერთ მხარეს მოუმართავს:
"მთავარი ამოცანა დღეს ცეცხლის შეწყვეტაა. როდესაც დაძაბულობა ამ მასშტაბს აღწევს, რაც ყარაბაღის პირობებში ვნახეთ, აქ სხვა ამოცანა აღარ დგას. შემდეგ შეიძლება გაგრძელდეს ლაპარაკი დანარჩენ ყველაფერზე. იმედი მაქვს, მინსკის ჯგუფის შეხვედრა, რომელიც ვენაშია დაგეგმილი, შედეგიანი აღმოჩნდება მინიმუმ ცეცხლის შეწყვეტისთვის".
როგორც უმრავლესობის წევრმა, ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებს განუმარტა, გუშინ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე იმ სავარაუდო სცენარებზე, რისკებსა და გამოწვევებზე იმსჯელეს, რომლებიც ყარაბაღის კონფლიქტის ესკალაციამ შეიძლება გამოიწვიოს. მისი თქმით, საქართველოს პარტნიორ ქვეყნებთან კავშირი აქვს იმისთვის, რომ საერთაშორისო ძალისხმევით კონფლიქტის დეესკალაცია მოხდეს.
ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის დაპირისპირების ესკალაცია მნიშვნელოვანი გამოწვევაა მთლიანად რეგიონისათვის.
როგორც საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე პრეზიდენტმა ბათუ ქუთელიამ ჟურნალისტებთან საუბარში განმარტა, ყარაბაღში მიმდინარე მოვლენების დასტაბილურებისთვის საერთაშორისო და მყისიერი ჩარევა მნიშვნელოვანია. მისი თქმით, რუსეთი არის ერთადერთი სახელმწიფო, რომელიც დაინტერესებულია ამ კონფლიქტის ასეთ დაუსრულებელ ფაზაში შენარჩუნებაში იმისთვის, რომ ჰქონდეს რეგიონზე ზემოქმედების ბერკეტები. მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი ხშირად მიმართავს მსგავს პრაქტიკას, როდესაც აშშ-ს ადმინისტრაციას უფლებამოსილების ვადა ეწურება, არჩევნებია დანიშნული, რა დროსაც პროვოკაციებს იწყებს. მისი განმარტებით, აღნიშნულის ნათელი მაგალითები საქართველოში 2008 წლისა და ასევე უკრაინაში მიმდინარე მოვლენებია:
"კონსულტაციის ყველა მექანიზმი უნდა გამოვიყენოთ ევროკავშირთან, ნატოსთან იმისთვის, რომ აქტიური ნეიტრალიტეტის რეჟიმში ჩვენი ინტერესები მაქსიმალურად დავაფიქსიროთ და შევინარჩუნოთ. ძალიან ბევრი პრობლემური საკითხი დადგება დღის წესრიგში და ამაზე კარგად ჩამოყალიბებული, მკაფიო პასუხი უნდა ჰქონდეს ჩვენს ქვეყანას იმისთვის, რომ მოსახლეობამ და საერთაშორისო თანამეგობრობამ დაინახოს, რომ მთავრობამ იცის, რას აკეთებს".
საერთაშორისო ურთიერთობათა დოქტორი თორნიკე შარაშენიძე კი მიიჩნევს, თუკი რუსეთი გადაწყვეტს, რომ სჭირდება სამხედრო კორიდორი საქართველოზე, ვინაიდან თბილისთან რუსული სამხედრო ბაზა ძალიან ახლოსაა, თბილისი უშუალო დარტყმის ქვეშ აღმოჩნდება. მისი თქმით, თუ მოვლენები ამ სცენარით განვითარდა, საქართველო ბუნებრივად ჩაებმება კონფლიქტში. მისი განმარტებით, საქართველო ემოციებს არ უნდა აჰყვეს და არცერთი დაპირისპირებული მხარისკენ არ უნდა დადგეს:
"ის ილუზია, რომ შეიძლება ახლა აზერბაიჯანმა ტერიტორიები დაიბრუნოს და მერე ჩვენც დავიბრუნებთ ტერიტორიებს, ეს ასე მალე არ მოხდება. ამიტომაც ჩვენ უნდა ვიმუშაოთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად დაცხრეს ყველაფერი".
ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის, უილიამ ლაჰიუს თქმით კი, ყარაბაღის კონფლიქტი მთლიანად რეგიონისათვის, მათ შორის საქართველოსთვისაც საშიშია. მისი განმარტებით, ნატო მხარს უჭერს იმ ფორმატს, რომელიც ახლა არსებობს იმისთვის, რომ სიტუაციის ნორმალიზება, დარეგულირება და მშვიდობის დამყარება მოხდეს.
მოახლოებული ვარშავის სამიტი ანტიდასავლური პროპაგანდის ფონზე
ნატოს კვირეულის ფარგლებში ასევე კომენტარები გაკეთდა იმაზე, თუ რას ელოდება საქართველო მოახლოებული ვარშავის სამიტისგან და რა გავლენა აქვს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის გზაზე რუსულ პროპაგანდას.
დავით ბაქრაძე ნატოს კვირეულზე. აპრილი, 2016
სახელმწიფო მინისტრის ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, დავით ბაქრაძის განმარტებით, ანტიდასავლური პროპაგანდასთან გამკლავების სწორი სტრატეგია საქართველომ ერთწლიანი მუშაობის შედეგად ჩამოაყალიბა. მისი თქმით, უკვე არსებობს მრავალმხრივი მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით, რაც გულისხმობს, როგორც მთავრობის მუშაობის კოორდინაციას, ადგილობრივი თვითმმართველობის აქტიურობას. ბაქრაძემ აღნიშნა, რომ ნატოს მიმართ გაცნობიერებულ, ცოდნაზე დამყარებულ მხარდაჭერას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს:
"მხარდაჭერა, რომელიც არ შეირყევა დეზინფორმაციით და პროპაგანდით. ამ თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობა".
მისი თქმით, საქართველო ვარშვის სამიტზე ელოდება მიღწეული პროგრესის კიდევ ერთხელ დაფიქსირებას, როგორც პოლიტიკური დეკლარაციის, ისე პრაქტიკული საშუალებების მხრივ. მისი განმარტებით, დეკემბრის მინისტერიალზე უკვე აღნიშნეს, რომ საქართველოს გააჩნია ყველა საჭირო ინსტრუმენტი იმისთვის, რომ მოემზადოს წევრობისთვის:
"ჩვენ ველოდებით პოლიტიკურად კიდევ ერთხელ ხაზგასმას იმისა, რომ საქართველოს ყველა ეს ინსტრუმენტი გააჩნია და იმ ინსტრუმენტების გაძლიერებას, რომლის ფარგლებშიც ჩვენი თავდაცვისუნარიანობა განმტკიცდება და ჩვენი ნატოსთან თავსებადობა გაძლიერდება".
ჟურნალისტების შეკითხვას, უნდა ელოდოს თუ არა მაპს(ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმა) საქართველო ვარშავის სამიტზე, თინა ხიდაშელმა უპასუხა, რომ დეკემბრის მინისტერიალზე საქართველომ გაცილებით უფრო ფართი ნაბიჯი გადადგა ნატოსკენ, ვიდრე ეს მაპის მოთხოვნაა. ხიდაშელმა აღნიშნა, რომ მისი, როგორც თავდაცვის მინისტრის მთავარი ამოცანა არის ის, რომ ვარშავის სამიტიდან წამოიღოს ისეთი შეთანხმება, რომელიც საქართველოს თავდაცვისუნარიანობას გაზრდის:
"ნატოს წევრობა არის ჩვენი მთავარი ამოცანა. ჩვენ ვაგრძელებთ ამ გზაზე სიარულს, ჩვენი მთავარი და ერთადერთი მოთხოვნაა ნატოს წევრობა. მაგრამ სანამ ეს ამოცანა შესრულდება, მანამდე ნომერ პირველი ამოცანაა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლება, რაც ბოლო დღეებში ჩვენს სამეზობლოში განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა".
ნატოს სამეკავშირეო ოფისის წამომადგენელმა, უილიამ ლაჰიუმ კი განმარტა, რომ ნატოს კვირეულის ერთ-ერთი მთავარი მიზანი საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა იმის შესახებ, თუ რა არის საქართველოს ნატოში ინტეგრაცია. მისი თქმით, კვირეული ფარგლებში ასევე განიხილავენ რუსეთისა და მისი პროპაგანდის ძალისხმევას ამ პროცესში, რომელიც ალიანსისა და დასავლეთის წინააღმდეგ არის მიმართული.
ბენჯამინ ზიფი
აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილის, ბენჟამენ ზიფის განმარტებით კი, მნიშვენელოვანია, რომ ნატოს კვირეულზე მთავრობის წევრები შეიკრიბნენ და საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად აპირებენ გადაწყვიტონ, თუ როგორ შეიძლება დაუპირისპირდე დეზინფორმაციას და რუსულ პროპაგანდას. მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა სამინისტრომ და მთავრობის ყველა წევრმა ჩამოაყალიბოს ფორმალური მიდგომა ამ საკითხების მიმართ.
ზიფიმ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანება ბუქარესტის სამიტზე იყო გადაწყვეტილი. მას შემდეგ საქართველოს მინიჭებული აქვს არსებითი პაკეტი. საქართველოს წვლილი საერთაშორისო არენაზე, სამშვიდობო მისიებში მონაწილეობა, ის მსხვერპლი, რომელიც საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა გაიღო დაფასებულია, ხოლო ის რეფორმები, რომელებიც ამ ეტაპზე მიმდინარეობს მიმართულია იმისკენ, რომ საბოლოო ჯამში საქართველო გაწევრიანდეს ნატოში.
ნატოს კვირეული ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის, თავდაცვის სამინისტროს, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისისა და რუმინეთის საელჩოს მხარდაჭერით ტარდება. კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიება თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებშია დაგეგმილი.
-
კვლევა ხსნის, რატომ იწვევს მოწევა და UV სხივები კიბოს ზოგ ადამიანში, ზოგში კი არა კვლევა ხსნის, რატომ იწვევს მოწევა და UV სხივები კიბოს ზოგ ადამიანში, ზოგში კი არა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეტროპოლ ორთაჭალის პროექტი ხორციელდება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეტროპოლ ორთაჭალის პროექტი ხორციელდება
-
უნგრეთში სააგენტო შეიქმნა, რომელიც ორბანის მმართველობის დროს მითვისებულ ქონებას სახელმწიფოს დაუბრუნებს უნგრეთში სააგენტო შეიქმნა, რომელიც ორბანის მმართველობის დროს მითვისებულ ქონებას სახელმწიფოს დაუბრუნებს
გადახედვა
-
რატომ გვშველის ჩაის ორთქლზე დაკვირვება რატომ გვშველის ჩაის ორთქლზე დაკვირვება
-
ჯივიპიმ რუსთაველის გამზირის წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მასშტაბური განახლება დაიწყო ჯივიპიმ რუსთაველის გამზირის წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მასშტაბური განახლება დაიწყო
-
კოლპოსკოპია: საშვილოსნოს ყელის დეტალური შეფასება კოლპოსკოპია: საშვილოსნოს ყელის დეტალური შეფასება
-
"გურიის მოამბე": ბახმაროში იაპონელი ტურისტი გააუპატიურეს "გურიის მოამბე": ბახმაროში იაპონელი ტურისტი გააუპატიურეს
გადახედვა
-
გურიაში არასრულწლოვანის გაუპატიურების ფაქტზე ბიძა დააკავეს გურიაში არასრულწლოვანის გაუპატიურების ფაქტზე ბიძა დააკავეს
გადახედვა
-
ქართველ პრორუსებს შორის დაპირისპირებაა — ნიკოლოზ მჟავანაძე ამბობს, რომ მამუკა ფიფიამ აგინა და დაემუქრა ქართველ პრორუსებს შორის დაპირისპირებაა — ნიკოლოზ მჟავანაძე ამბობს, რომ მამუკა ფიფიამ აგინა და დაემუქრა
გადახედვა
-
გალტ & თაგარტმა საქართველოს სასაწყობე და ლოგისტიკის ბაზრის კვლევა წარადგინა გალტ & თაგარტმა საქართველოს სასაწყობე და ლოგისტიკის ბაზრის კვლევა წარადგინა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკის გათამაშება დაიწყო — საპრიზო ფონდია 150 000 ლარი საქართველოს ბანკის მობილბანკის გათამაშება დაიწყო — საპრიზო ფონდია 150 000 ლარი
-
8 წლის წინ დაკარგული ფისო ქალმა სოციალური ქსელების დახმარებით იპოვა 8 წლის წინ დაკარგული ფისო ქალმა სოციალური ქსელების დახმარებით იპოვა
გადახედვა
-
"ერთიანი ნეიტრალური საქართველო" ქვეყნის ნეიტრალიტეტზე დისკუსიის დაწყების ინიციატივას კიდევ ერთხელ აყენებს "ერთიანი ნეიტრალური საქართველო" ქვეყნის ნეიტრალიტეტზე დისკუსიის დაწყების ინიციატივას კიდევ ერთხელ აყენებს
გადახედვა
-
შონ ესტინის თქმით, დაბალი ანაზღაურების გამო ბეჭდების მბრძანებლის გადაღებების დროს სახლის გაყიდვა მოუწია შონ ესტინის თქმით, დაბალი ანაზღაურების გამო ბეჭდების მბრძანებლის გადაღებების დროს სახლის გაყიდვა მოუწია
გადახედვა
-
სემ ალტმანის თქმით, ხელოვნური ინტელექტი უკვე სინგულარობის ეტაპზეა სემ ალტმანის თქმით, ხელოვნური ინტელექტი უკვე სინგულარობის ეტაპზეა
გადახედვა
-
იაპონიის სამხრეთ ნაწილში წინასწარი მონაცემებით 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა იაპონიის სამხრეთ ნაწილში წინასწარი მონაცემებით 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
შსს: ბოლო 24 საათში ე.წ. "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 27 პირი დააკავეს, 1-ს ბრალი წარედგინა შსს: ბოლო 24 საათში ე.წ. "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 27 პირი დააკავეს, 1-ს ბრალი წარედგინა
გადახედვა
-
გზამკვლევი დამწყები ინვესტორებისთვის — რას მივაქციოთ ყურადღება? გზამკვლევი დამწყები ინვესტორებისთვის — რას მივაქციოთ ყურადღება?
-
რაჭაში 21-23 აგვისტოს "ყიჟინა" გაიმართება — ინტერვიუ მუსიკალური ფესტივალის ორგანიზატორთან რაჭაში 21-23 აგვისტოს "ყიჟინა" გაიმართება — ინტერვიუ მუსიკალური ფესტივალის ორგანიზატორთან
-
პუტინი ფაშინიანს სომხეთში EU-ში გაწევრიანების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას სთხოვს — ერევნის პასუხი პუტინი ფაშინიანს სომხეთში EU-ში გაწევრიანების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას სთხოვს — ერევნის პასუხი
გადახედვა
-
ქვიზი: რამდენად არჩევ ვარჯიშთან დაკავშირებულ მითებს რეალობისგან ქვიზი: რამდენად არჩევ ვარჯიშთან დაკავშირებულ მითებს რეალობისგან

კომენტარები