ვაჩუქოთ ქვეყნის მოქალაქეებს ტყიბულის ქვანახშირი
ფოტო: Yelena Chenokova
მაგალითისთვის, ავიღოთ უღიმღამო საბჭოთა წარსულის და უიმედო მომავალის მქონე ტყიბულის მაღაროები და შეწუხებული იქაურები. შედარებით დაბალი ხარისხის ნახშირზეა საუბარი, რომლის უდიდესი ძირითადი დარჩენილი მარაგი რთულად ჩასაღწევ სიღრმეებში და შრეებშია დაბუდებული. მიუხედავად დიდი რაოდენობისა და შესაბამისად მარაგის დიდი ჯამური ფასისა, ერთეულის ფასი და მასზე წლიური მოთხოვნა მცრეა;
ყოველწლიურად ბაზარს ეს ნახშირი სჭირდება იმ ოდენობით, რომ მისი პრაქტიკულად ველური მოპოვებით, რაც აქამდე გრძელდება (მაღაროელთა უმძიმესი სამუშაოს ღირსეულ ანაზღაურებასა და ეკოლოგიის დაცვაზე საკმარისი ხარჯების გაუწევლადაც კი), საქმიანობა უმეტესად არარენტაბელურია.
როცა წიაღისეული სახელმწიფოს საკუთრებაშია და მისი მოპოვება ლიცენზიით ხდება, ამ ქონების თანამედროვე დონეზე მოწესრიგებას და მაღაროების რენტაბელური ამოქმედების ტექნოლოგიურ უზრუნველყოფას კერძო სახსრებს არავინ ახარჯავს.
დღევანდელი მდგომარეობით, ჯანმრთელობისათვის და ეკოლოგიურადაც სარისკო ამ არარენტაბელურ საქმიანობას ასე ვთქვათ "რეგიონის გადარჩენის" პოლიტიკური მიზნით მხოლოდ მაშინ კიდებს ხელს რომელიმე სერიოზული კომპანია, როცა ხელისუფლება მას საკომპენსაციოდ, პარალელურად სხვა მაღალმომგებიან საქმეებში მნიშვნელოვან სანაცვლო უპირატესობებს პირდება...
თემაში უკეთ გასარკვევად სულ რამდენიმე უმთავრესი მოცემულობა უნდა გავიაზროთ:
- ნახშირის ლიცენზირებული მარაგები, თუ არ ვცდები, შეფასებულია 17 მილიარდ აშშ დოლარად;
- მის ცივილიზებულ მოპოვებას ამ ფასის 1%-ზე ბევრად ნაკლები, ალბათ 40-50 მილიონი დოლარის წინასწარი ხარჯი სჭირდება;
- ამ წიაღის მოპოვება თანამედროვე ინფრასტრუქტურის, საუკეთესო ტექნოლოგიების და შესაბამისი ტექნიკის გარეშე, პრაქტიკულად არარენტაბელურია. შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ არაუმეტეს 1-დან 5-მდე მილიონ აშშ დოლარ წლიურ მოგებას მხოლოდ ყველა ამ პირობის მოწესრიგების შემდეგ მოიტანდა;
- მთელი ხსენებული წიაღის მოპოვების გრძელვადიანი ლიცენზია იაფია, მაგრამ წარმატება მხოლოდ ნახსენები 40-50 მილიონი დოლარის წინასწარი ხარჯით მიიღწევა.
სხვა შემთხვევაში, ინვესტორი ლიცენზიის მისაღებად გახარჯულ თანხასაც ვერ ამოიღებს...
დავინახავთ, რომ ამ უზარმაზარი მატერიალური ფასეულობის სარგებლიანად გადაქცევას გამოცლილი აქვს ფინანსური თვითუზრუნველყოფა. ჩიხი სახეზეა.
სანამ ეს წიაღი სახელმწიფო საკუთრებაა, ვერც თვითონ სახელმწიფო შეძლებს პ.2-ით ნახსენები 40-50 მილიონი დოლარის გამოძებნას ან მოზიდვას, არადა ამ აქტივის გონივრული კაპიტალიზაცია, საერთაშორისო საფონდო ბირჟებზე მისი აქციების ინტეგრირება, მარტივად მოიზიდავდა მისთვისაც და ქვეყნისათვისაც ასე საჭირო თანხებს.
დღეს მისი საინვესტიციო მიმზიდველობის სამაგალითო გაცოცხლება ყველაზე უკეთ მოქალაქეებზე უფასოდ გადაცემის გზით შეიძლება და ეს პროცესი, ნაბიჯ-ნაბიჯ, ასე გამოიყურება:
ნაბიჯი 1
არსებული გეოლოგიური მონაცემების და პროდუქტის ნიმუშის საფუძველზე, უმაღლესი საერთაშორისო რეპუტაციის მქონე აუდიტორიული კომპანიების დიდი ოთხეულიდან, ტენდერის საფუძველზე, მათგან ნებისმიერი აფასებს ტყიბულის წიაღში არსებულ ქვანახშირის მარაგს;
- პირობითად დავუშვათ, რომ აუდიტორული დასკვნით ხსენებული მარაგების საბაზრო ფასი მიუახლოვდა $ 10 მილიარდს.
ნაბიჯი 2
სახელმწიფო აფუძნებს სააქციო საზოგადოებას, ამ შეფასებაზე საგრძნობლად ნაკლები, ვთქვათ 5 მილიარდი აშშ დოლარი საწესდებო კაპიტალით;
ნაბიჯი 3
გამოშვებული 5 მილიარდი ცალი $1 ნომინალური ღირებულების აქცია უფასოდ და თანაბრად მიეცემა საკუთრებაში საქართველოს მოქალაქეებს - ანუ სახელმწიფო აჩუქებს თითოეულ მოქალაქეს 1000-1000 ცალ ამ აქციას, დანარჩენ აქციებს კი დამატებით საჩუქრად გაუნაწილებს უშუალოდ ტყიბულელებს და მაღაროში დასაქმებულთა კონტიგენტს;
ნაბიჯი 4
მსგავსი სააქციო საზოგადოების აქციები ადვილად ჩაერთვება ცივილიზებული მსოფლიოს მიერ ორგანიზებულ, მაღალი რეპუტაციის მქონე სავაჭრო მოედნებზე გამართულ ვაჭრობებში და იოლად შევა შესაბამის საბირჟო ლისტინგებში;
ნაბიჯი 5
აქციები უთუოდ გამოიწვევენ მსოფლიოში უმაღლესი რეპუტაციის მქონე ინვესტორთა ტოპ ასეულის ცხოველ ინტერესს, და მათ პორტფელებში ამ აქციების რამდენიმე %-ის (რამდენიმე ასეული მილიონი აქციის) გადანაცვლებით, ეს აქციები მოიპოვებენ საერთაშორისო ბირჟებზე აღიარებულ, მყარ კოტირებას და ლიკვიდურობას;
ნაბიჯი 6
ამ ლიკვიდური უზრუნველყოფის ქვეშ იოლად მოხდება წიაღის რაციონალური მოპოვებისტექნოლოგიური და ეკოლოგიურად სრულყოფისთვის საჭირო მრავალმილიონიანი და გრძელვადიანიინვესტიციის მოზიდვა;
ნაბიჯი 7
ამ აქციების კოტირების საწყისსავე ეტაპზე საქართველოს ათასობით მოქალაქის მიერ საერთაშორისო ბაზარზე 10-20%-მდე აქციების გაყიდვით მიღებული ფინანსები (ჯამში 1 მილიარდამდე აშშ დოლარი) მოხმარდება მათი პირადი ფინანსურ-მატერიალურიმდგომარეობის (ვალები, საბინაო და სხვა მოთხოვნების) მოწესრიგება-სრულყოფას, ხოლო ასევე ათასობით ჩვენი მოქალაქის საკუთრებაში ბოლომდე დარჩენილ ამ აქციათა 80-90% პროცენტი, (ჯამში მინიმუმ 4 მილიარდამდე აშშ დოლარის ღირებულების და უმაღლესი ლიკვიდურობის მქონე აქტივი) გარდაუვალი შემდგომი დივერსიფიცირების თუ პირიქით, კოსოლიდაციის და კონცენტრირების შედეგად, მოხმარდება მრავალფეროვანი კერძოსამეწარმეო ინიციატივების რეალიზაციისათვის საჭირო საერთაშორისო ინვესტიციების შეუფერხებელ მოზიდვას.
დღემდე სახელმწიფოს ხელში უგუნურად დარჩენილ ამ აქტივზე ამ პროცესის შედეგად აღდგება ისტორიული სამართლიანობა - ქონება, საბჭოთა პერიოდის ყალბ სტერეოტიპზე უარის თქმით, უშუალოდ დაუბრუნდება მის ნამდვილ მესაკუთრეებს, საქართველოს მოქალაქეებს და შესაბამისად რეალური ეკონომიკის მშენებლობას. ხელისუფლებას ჩამოერთმევა ამ ქონების მეშვეობით ხალხზე მანიპულირების უგვანო შესაძლებლობა და ნაცვლად ამისა დაუბრუნდება საზოგადოების მსახურის (და არა მმართველის) ფინანსურად უკეთ ანაზღაურებული, კუთვნილი ფუნქცია...
შედეგად მთავარია, რომ ძვირადღირებული აქტივების მქონე კერძო სააქციო საზოგადოება, რომლის აქციები ინტეგრირებულია უმაღალესი რეპუტაციის საფონდო ბირჟებზე, თავისი კერძო აქტივის უზრუნველყოფის ქვეშ, თვითონვე თავისუფლად მოიზიდავს საჭირო მილიონებს. თვითონვე საუკეთესოდ მოახდენს თავისი, დღეს უვარგისი და დაბალრენტაბელური, სახიფათო და რისკებიანი სამუშაო გარემოს სრულყოფას, ჯანმრთელობისათვის და ეკოლოგიურად მაქსიმალურად უვნებელ პირობების შექმნას.
ვიცი, ამ უმარტივეს ნაბიჯებშიც უამრავი დეტალია ბევრისათვის გაუგებარი და გასანმარტავი, რაშიც არ იქნებოდა ურიგო, ყველა მსურველი, თუნდაც ელემენტარული კითხვებით, ბოლომდე გარკვეულიყო. აი მაშინ გვექნებოდა თავის დიდ პოტენციურ შესაძლებლობაში დარწმუნებული და მართლა ძლიერი საზოგადოება!
ეს შეთავაზება დღესაც ერთგვარი ტესტია საზოგადოებისათვის და თან პოლიტიკური ლაკმუსის ქაღალდი გადაწყვეტილების მიმღებთათვის.
20.10.2013
-
სსე: ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის სრულად აღდგენის პროცესი უმოკლეს დროში დასრულდება სსე: ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის სრულად აღდგენის პროცესი უმოკლეს დროში დასრულდება
გადახედვა
-
მეცნიერებმა ტურინის სუდარაზე ადამიანების, მცენარეებისა და ცხოველების დნმ აღმოაჩინეს მეცნიერებმა ტურინის სუდარაზე ადამიანების, მცენარეებისა და ცხოველების დნმ აღმოაჩინეს
გადახედვა
-
SpaceX-ის აქციების ფასი რეკორდულად დაეცა SpaceX-ის აქციების ფასი რეკორდულად დაეცა
გადახედვა
-
რატომ დაუკავშირეს ძველეგვიპტელებმა ბაბუინები და იბისები მთვარეს? — კვლევა რატომ დაუკავშირეს ძველეგვიპტელებმა ბაბუინები და იბისები მთვარეს? — კვლევა
გადახედვა
-
როგორ ატარებდნენ ინკები მსხვერპლშეწირვის რიტუალს? — ახალი დეტალები როგორ ატარებდნენ ინკები მსხვერპლშეწირვის რიტუალს? — ახალი დეტალები
გადახედვა
-
ვარჯიშის მეცნიერება: რატომ იზრდება კუნთები მძიმეების აწევისას და რა (არ) წვავს ცხიმს? ვარჯიშის მეცნიერება: რატომ იზრდება კუნთები მძიმეების აწევისას და რა (არ) წვავს ცხიმს?
-
პროკურატურამ ვაკეში მომხდარ სროლის ფაქტზე ნიკოლოზ კაპანაძეს ბრალი 4 მუხლით წარუდგინა პროკურატურამ ვაკეში მომხდარ სროლის ფაქტზე ნიკოლოზ კაპანაძეს ბრალი 4 მუხლით წარუდგინა
გადახედვა
-
სემეკმა საქართველოს ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის გამომწვევი მიზეზების შესწავლა დაიწყო სემეკმა საქართველოს ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის გამომწვევი მიზეზების შესწავლა დაიწყო
გადახედვა
-
შსს: კახეთში კაცმა მამა ბლაგვი საგნით მოკლა და კვალის დაფარვის მიზნით სახლის ეზოში დამარხა შსს: კახეთში კაცმა მამა ბლაგვი საგნით მოკლა და კვალის დაფარვის მიზნით სახლის ეზოში დამარხა
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად ვიზიარებ "ჯერ საქართველოს" ამოცანას მთელი ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გარშემო ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად ვიზიარებ "ჯერ საქართველოს" ამოცანას მთელი ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გარშემო
გადახედვა
-
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელისთვის 5 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელისთვის 5 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს
გადახედვა
-
ოპერის თეატრთან მდებარე მშენებარე კომპლექსიდან მუშა გადმოვარდა და გარდაიცვალა ოპერის თეატრთან მდებარე მშენებარე კომპლექსიდან მუშა გადმოვარდა და გარდაიცვალა
გადახედვა
-
სუს: სხვისი კუთვნილი 18 000-ზე მეტი კვ/მ მიწის $1.2 მლნ-ად გაყიდვის მცდელობისას 1 პირი დააკავეს სუს: სხვისი კუთვნილი 18 000-ზე მეტი კვ/მ მიწის $1.2 მლნ-ად გაყიდვის მცდელობისას 1 პირი დააკავეს
გადახედვა
-
OpenAI-ის ინციდენტის შემდეგ, აშშ-ის კანონმდებლები "AI Kill Switch"-ს ითხოვენ OpenAI-ის ინციდენტის შემდეგ, აშშ-ის კანონმდებლები "AI Kill Switch"-ს ითხოვენ
გადახედვა
-
"გახარია საქართველოსთვის" სუს-ს ჩორჩანას საგუშაგოზე მოლაპარაკებების გასაჯაროებას სთხოვს "გახარია საქართველოსთვის" სუს-ს ჩორჩანას საგუშაგოზე მოლაპარაკებების გასაჯაროებას სთხოვს
გადახედვა
-
ევროკომისიის პრესსპიკერი: ყულევის ქარხნის 6-თვიანი გადავადება, რათა მფლობელებს მიეცეთ საშუალება, ჩამოშორდნენ რუსულ ნავთობს ევროკომისიის პრესსპიკერი: ყულევის ქარხნის 6-თვიანი გადავადება, რათა მფლობელებს მიეცეთ საშუალება, ჩამოშორდნენ რუსულ ნავთობს
გადახედვა
-
PLUS ბარათის მფლობელები Alta-ში 20%-იან ქეშბექს მიიღებენ PLUS ბარათის მფლობელები Alta-ში 20%-იან ქეშბექს მიიღებენ
-
საბავშვო ევროვიზიაზე წელს 16 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას — ნახეთ სია საბავშვო ევროვიზიაზე წელს 16 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას — ნახეთ სია
გადახედვა
-
საგარეო უწყება იმედოვნებს, რომ ყულევის ქარხნის სანქციების ჩამონათვალში შეტანის გადაწყვეტილება გადაიხეება საგარეო უწყება იმედოვნებს, რომ ყულევის ქარხნის სანქციების ჩამონათვალში შეტანის გადაწყვეტილება გადაიხეება
გადახედვა
-
შესაძლოა, მეცნიერებმა მზის "დაკარგული" ვერცხლის საიდუმლო ამოხსნეს შესაძლოა, მეცნიერებმა მზის "დაკარგული" ვერცხლის საიდუმლო ამოხსნეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ქვეწარმავალი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ქვეწარმავალი ფოტოთი

კომენტარები