თბილისში ტერა ბაიკით სარგებლობის დროა
ფოტო: Terabank
ველოსიპედი ჩემთვის მუდმივად ჯანსაღი ცხოვრების წესთან ასოცირდება, თანაც იმდენად, რომ ზოგჯერ მის ნაცვლად ველოსიპედის ცხოვრების წესს ვამბობ ხოლმე.
თავად ბავშვობის მერე აღარ მქონია: თბილისში ველოსიპედებით სიარული იმდენად წარმოუდგენელი მეგონა, რომ მისი შეძენა არასდროს მიფიქრია. სამაგიეროდ, ევროპაში ჩამწკრივებულ-ჩაწიკწიკებული ველოსადგომების დანახვისას ბევრჯერ სინანულით მითქვამს: თბილისი ველოსიპედების ქალაქი არ არის და ოდნავადაც არ შემპარვია ეჭვი იმაში, რაც სინამდვილეში არც ისეთი სინამდვილეა, როგორიც მეგონა.
აბა, ლისაბონის აღმართ-დაღმართების მერე თბილისის რელიეფის სირთულე რა მოსატანია? ჰოდა, თუ იქ შეძლეს ყველაზე ჯანსაღი ტრასპორტის დამკვიდრება, ჩვენთანაც გამოვა. უბრალოდ, მეტი მონდომება, სულ პატარა სტიმულია საჭირო და ამის მაგალითი უკვე გვაქვს.
სამ კვირაზე მეტია ჟოლოსფერი, კოხტა ტერა ბაიკებით დედაქალაქში ბევრი ადამიანი დადის და კიდევ უფრო ბევრს აჩვენებს, რომ თბილისიც შეიძლება ველოსიპედების ქალაქად იქცეს. ჰოდა, თუ ცხოვრების ჯანსაღი წესი და ველოსიპედი გხიბლავს, თან გინდა, რომ ეს ტრანსპორტი შენი ქალაქის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდეს, თანამოაზრე უკვე გყავს: ტერაბანკის საზაფხულო კამპანია ტერა ბაიკი, რომელიც უფასო ველოსიპედებით სიარულის საშუალებას გაძლევს.
მეც მინდა ტერა ბაიკი, როგორ ჩავერთო კამპანიაში?
იმისთვის, რომ კამპანიას შეუერთდე და მთელ თბილისში ველოსიპედით უფასოდ იარო, ტერა ბაიკის ბარათი უნდა აიღო. ბარათის აღება უმარტივესია, მთავარია, სრულწლოვანი და, თანაც, ტერაბანკის მომხმარებელი იყო. თუ ბანკის სერვისებით უკვე სარგებლობ, ანუ ტერაბანკის მომხმარებელი ხარ, მაშინ ტერა ბაიკის ბარათს ყოველგვარი პროცედურის გარეშე, უფასოდ მიიღებ. გაითვალისწინე, რომ ბარათი 7 ფილიალში, შემდეგ მისამართებზე გაიცემა:
- ავლაბარი — ქეთევან დედოფლის გამზირი N3
- ვაკის პარკის მიმდებარედ — ილია ჭავჭავაძის გამზირი N43
- პეკინის გამზირი N24ა
- დავით აღამაშენებლის გამზირი N148
- აკაკი წერეთლის გამზირი N60
- სასტუმრო ბილტმორი; რუსთაველის გამზირი № 29
- თავისუფლების სერვისცენტრი; თავისუფლების მოედანი № 4
და თუ ტერაბანკის მომხმარებელი ჯერ არ ხარ, კამპანიის ფარგლებში, ჯერ ბანკში ანგარიშს უფასოდ გახსნი, შემდეგ კი ტერა ბაიკის ბარათსაც უფასოდ მიიღებ. ანგარიშის გახსნა ნებისმიერ ფილიალში შეგიძლია, ტერაბაიკის ბარათის აღება კი მხოლოდ იმ 7 ფილიალში, რომელთა მისამართებიც ამ აბზაცის დაწყებამდეა ჩამოთვლილი.
ტერა ბაიკის ბარათი უკვე მაქვს, ახლა რა ვქნა?
ახლა სპეციალურად მოწყობილ ველოსადგომებს უნდა მიაკითხო, რომლებიც ტერაბანკის 5 ფილიალის მიმდებარედ, იმ მისამართებზეა განთავსებული, სადაც ტერა ბაიკის ბარათები გაიცემა. ბევრი რომ არ „სქროლო“, ჩამონათვალს კიდევ გაგიმეორებ: ქეთევან დედოფლის გამზირი N3, ილია ჭავჭავაძის გამზირი N43, პეკინის გამზირი N24ა, დავით აღამაშენებლის გამზირი N148 და აკაკი წერეთლის გამზირი N60.
ველოსადგომზე მისულმა მოიმარჯვე ტერა ბაიკის ბარათი და მიაწკაპე აპარატს. რამდენიმე წამში მობილურ ტელეფონზე სმს-ით მოგივა ველოსიპედის ნომერი და საკეტის ოთხნიშნა კოდი. შეტყობინებაში აღნიშნული იქნება დროც, როდესაც ის სადგომზე უნდა დააბრუნო.
სმს-ის მიღების შემდეგ ისღა დაგრჩენია, სადგომზე ნომრით შენი ველოსიპედი მოძებნო, ჩამკეტზე ოთხნიშნა კოდი შეიყვანო და სასურველი მიმართულებით გააქროლო.
რა წესები უნდა დავიცვა ველოსიპედის გაყვანის შემდეგ?
ველოსიპედის გაყვანა დღეში ერთხელ, დილის 8:00 საათიდან ღამის 12:00 საათამდეა შესაძლებელი. სარგებლობის დრო 3 საათია. დრო არ გამოგეპარება: ვადის გასვლამდე რამდენიმე წუთით ადრე მობილურზე შეტყობინება მოგივა და შეგახსენებს, რომ ლიმიტი იწურება. ამის შემდეგ ველოსიპედი ნებისმიერ სადგომზე შეგიძლია დატოვო. საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, საიდან გაიყვანე ის, მთავარია, ღამის 12:00 საათს არ გადააცილო, ჩამკეტით საგულდაგულოდ მიამაგრო, მერე კვლავ ტერა ბაიკის ბარათი მოიმარჯვო, აპარატს მიაწკაპო და დაბრუნება მიუთითო.
არ დაგავიწყდეს მთავარი წესი: დაიცავი უსაფრთხოების ნორმები!
ველოსიპედი მიყვარს, მაგრამ თბილისში გადაადგილება მაინც რთული მგონია
ტერა ბაიკმა ამაზეც იფიქრა და პროფესიონალი ბაიკერების დახმარებით, სპეციალური გზამკვლევები მოგიმზადა. გზამკვლევებში ის ეფექტური მარშრუტებია აღწერილი, რომლებიც თბილისის მასშტაბით კომფორტულად გადაადგილებაში დაგეხმარება და გაჩვენებს, რომ სინამდვილეში, ველოსიპედით სიარული თბილისშიც მარტივია. გზამკვლევები ტერა ბაიკის ბარათთან ერთად გადმოგეცემა.
ტერა ბაიკი თბილისში 15 აგვისტომდე დაგელოდება.
-
ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
გადახედვა
-
ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი" საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი"
გადახედვა
-
სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება
გადახედვა
-
Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა
გადახედვა
-
19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა 19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა
გადახედვა
-
ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ? ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ?
-
ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძე დააკავეს გიორგი ბარამიძე დააკავეს
გადახედვა
-
Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ
-
საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ
-
WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა
გადახედვა
-
კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს
გადახედვა
-
დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ
გადახედვა
-
აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა
გადახედვა
-
საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა
გადახედვა
-
"ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს "ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ
გადახედვა
-
შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება" შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება"
გადახედვა
-
ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება
გადახედვა
კომენტარები