მიტოვებული სახლები ევროპაში (ფოტოები)
34 წლის ავსტრიელი ფოტოგრაფი სტეფან ბაუმანი ევროპაში მოგზაურობისას გადაღებულ ექსტრავაგანტული სახლების ფოტოებს გვთავაზობს, რომლებიც ადრე მდიდარ და გავლენიან ოჯახებს ეკუთვნოდათ.
ის სახლების ადგილმდებარეობას საიდუმლოდ ინახავს, რათა მიტოვებული შენობები ვანდალებისა და მძარცველებისგან დაიცვას.
"ხშირად, ამ ადგილებში შესვლა რისკთანაა დაკავშირებული, რადგან შენობების უმრავლესობა ძალიანაა დაზიანებული. ზოგიერთი მათგანი გარკვეული ბარიერებითაა დაცული, როგორიცაა, მაგალითად ელექტრო მოწყობილობები და მე მათი გადალახვა მიწევდა".
სახლები ძველი დროის საუკეთესო არქიტექტორებისა და ხელოვანების მიერაა შექმნილი.
1. ერთი სახეობის ქვით აშენებული სახლისგან ხანძრის შემდეგ მხოლოდ ფასადი დარჩა
2. ოთახი ლამაზი ფანჯრით. სახლი ადრე შეძლებულ ოჯახს ეკუთვნოდა. მთელი სართული მძიმე მდგომარეობაშია, თუმცა წითელი მარმარილოს სვეტები მაინც მყარად დგას.
3. რამდენიმე მიწისძვრის შემდეგ ეს ვილა მრავალი წლის წინ მძიმედ დაზიანდა. კედლების ულამაზესი ხელოვნების შედევრი ჩანგრევის შემდეგ ქვედა სართულზე აღმოჩნდა.
4. ბელგიაში ეს მიტოვებული სახლი წლების განმავლობაში აუთვისებელი იყო. ახლა უკვე ის ადმინისტრაციის შენობაა.
5. გერმანულ-იტალიური სამეფო ოჯახის ეს სახლი მიწისძვრის შემდეგ დაინგრა. ამის შემდეგ აქ შესვლის ნება მფლობელებსაც კი არ დართეს.
6. საფრანგეთში ეს სახლი ერთ დროს გავლენიან და ძლიერ ოჯახს ეკუთვნოდა. ახლა ფინანსური პრობლემების გამო მიტოვებულია.
7. ეს მიტოვებული გოთიკური შენობა საფრანგეთშია. შელახული საკეტები, ჩამსხვრეული შუშები და შიშველი ხეები მოჩვენებათა ამბებში რომ წარმოგვიდგენია, ისეთ სახლს ჰგავს.
8. იტალიის მრეწველობის ერთ-ერთი გავლენიანი ხელმძღვანელის ეს ვილა ადრე ცეცხლში გაეხვა. სასახლიდან მთელი სიმდიდრე გაიტანეს, თუმცა შემორჩენილი ბრწყინვალე ჭაღი მაშინდელი დიდებულების შეგრძნებას აღვიძებს.
9. ათ წელზე მეტია საფრანგეთში ეს სახლი მიტოვებულია. მფლობელებს სარემონტო სამუშაოების ჩასატარებელი თანხა არ აქვთ.
10. სახლი საფრანგეთში. საძინებელში დარჩენილი ქუდი და წიგნები შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ ვიღაც ნაჩქარევად გაიქცა. მნიშვნელოვანია ასევე უცნაური საწოლიც.
11. მიტოვებული ვილა საფრანგეთში. ფანჯრიდან შემოსული მზის სხივები ხის ორნამენტებიან ტახტს ანათებს.
12. სააბაზანო, სადაც თითქოს აღსადგენი არც არაფერია.
13. იტალიის ერთ-ერთი მიტოვებული ვილას დიდი დარბაზი. სახლი ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ დაცარიელდა. ახალგაზრდა წყვილის ქორწინების დღეს, ცერემონიის შემდეგ, პატარძალმა თავი მოიკლა.
14. უზარმაზარი გარდერობი ვილაში.
15. ოცი წლის წინ მიტოვებული ვილა იტალიაში, რომელიც უდიდესი ვენახების მფლობელს ეკუთვნოდა. ბოლოს ამ შენობას ბავშვთა სახლად იყენებდნენ.
16. ეს კიბე გერმანიაში მიტოვებული სახლის ნაწილია, რომელსაც საბოლოო მიტოვებამდე მოხუცებულთა თავშესაფრად იყენებდნენ.
17. აქ უკვე მცენარეები იზრდებიან. მრავალოთახიანი მიტოვებული ვილა იტალიაში.
18. მთავარი კიბე მიტოვებულ სასახლეში.მიუხედავად სიძველისა, მოხატული ჭერი ფერებს კვლავ ინარჩუნებს.
19. ოცი წლის მიტოვებული სასახლის მთავარი შესასვლელი. მფლობელი იტალიაში ერთ-ერთი ღვინის ქარხნის მეპატრონე იყო. ბიზნესის წარუმატებლობის შემდეგ სასახლე მიატოვა.
20. დამჭკნარი ვარდები და ქუდი მისტიურობის შესაქმნელი უბრალო ატრიბუტია.
21. საძინებელი იტალიის ერთ-ერთი მიტოვებული სასახლიდან.
22. ეს ოთახი დანგრევის პირასაა.რატომ დარჩა ოთახში მხოლოდ ეს ორი სავარძელი, მხოლოდ ამ სახლმა იცის ეს საიდუმლო.
ფოტო: stefan baumann / mediadrumworld.com
-
ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი
გადახედვა
-
ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
გადახედვა
-
ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი" საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი"
გადახედვა
-
100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის 100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის
-
10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში 10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში
გადახედვა
-
19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა 19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა
გადახედვა
-
ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ? ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ?
-
ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძე დააკავეს გიორგი ბარამიძე დააკავეს
გადახედვა
-
Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ
-
საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ
-
WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა
გადახედვა
-
აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა
გადახედვა
-
საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა
გადახედვა
-
"ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს "ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ
გადახედვა
-
შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება" შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება"
გადახედვა
-
ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება
გადახედვა
-
სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი: იგეგმება, რომ გარკვეულ ეტაპზე აზერბაიჯანს ვესტუმრო, თუმცა არა ბაქოს სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი: იგეგმება, რომ გარკვეულ ეტაპზე აზერბაიჯანს ვესტუმრო, თუმცა არა ბაქოს
გადახედვა

კომენტარები