ტურისტად ჩამოსულთა 73% მეზობელია და მათ შორის რუსეთის მოქალაქეები ლიდერობენ
ტურიზმის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ტოპ 15 საერთაშორისო ტურისტულ ვიზიტებში, მეზობელი ქვეყნების წილი 73%-ია და პირველი ადგილი ამ მხრივ რუსეთმა დაიკავა. მათი განმარტებით, ტურისტებში მოიაზრებიან ისინი, რომლებიც 24 საათი და მეტი ჩერდებიან ქვეყანაში. მეორე ადგილი დაიკავა აზერბაიჯანმა, ხოლო ვიზიტორების მხრივ პირველ ადგილზე მყოფი სომხეთი კი, მეოთხე ადგილზე გადავიდა.
2015 წლის განმავლობაში ტურიზმის 7%-იანი ზრდა იყო, რაც შეეხება ვიზიტორებს, მთლიანობაში საქართველოში 2015 წელს 5 901 091 პირი შემოვიდა. 2015 წლის ანგარიშის პრეზენტაცია ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ დღეს გამართა.
ანგარიშის თანახმად, წინა წელთან შედარებით, რაოდენობრივად ვიზიტორები 385 535-ით გაიზარდა, ზრდაში კი ყველაზე დიდი წვლილი შეიტანეს:
- სომხებმა (37%).
- რუსებმა (30%).
- აზერბაიჯანელებმა (29%).
ანგარიშის თანახმად, დადგინდა ისიც, რომ 87,8% მეზობელი ქვეყნებიდან შემოდის, რაც ჯამში 5 180 010 ვიზიტორია.
ჩამოსულთა რაოდენობით, ტოპ 5 ქვეყანას შორის არიან:
- სომხეთი (1 468 888).
- აზერბაიჯანი (1 393 257).
- თურქეთი (1 391 721).
- რუსეთი (926 144).
- უკრაინა (141 734).
საერთაშორისო ვიზიტორებს შორის, რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა 115 528-ით გაიზარდა.
ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან, ქვეყანაში შემოსულთა რაოდენობა 4,1%-ით გაიზარდა და მთლიანობაში ზრდამ 242 172 შეადგინა.
ქვეყანაში შემოსვლის სხვადასხვა ტიპების მიხედვით, ძირითადი წილი სახმელეთო საზღვარზე მოდის, შემდეგია საჰაერო, სარკინგზო და საზღვაო.
სახმელეთო გზას ყველაზე მეტად იყენებენ სომხები, აზერბაიჯანელები, თურქები, უკრაინელები, ირანელები, ბერძნები, ყაზახები და ბელორუსები. საჰაერო შემოსვლებში კი რუსეთი (21%) ლიდერია.
სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე დატვირთული საზღვარია სარფი, საიდანაც სულ 1 406 998 ვიზიტორი შემოვიდა.
-
ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი
-
ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია
გადახედვა
-
ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა
გადახედვა
-
სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია
გადახედვა
-
10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს 10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა
-
კახა კალაძე: რეგიონების მართვაში გამოწვევები არსებობს, წარმატებებს ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს კახა კალაძე: რეგიონების მართვაში გამოწვევები არსებობს, წარმატებებს ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს
გადახედვა
-
ყველაზე დიდი ქომაგი — საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს ყველაზე დიდი ქომაგი — საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს
-
სეზონის შეცვლის სურნელი — რატომ გვიყვარს ის მომენტი, როცა პირველად ვგრძნობთ შემოდგომის სიგრილეს ან გაზაფხულის სითბოს სეზონის შეცვლის სურნელი — რატომ გვიყვარს ის მომენტი, როცა პირველად ვგრძნობთ შემოდგომის სიგრილეს ან გაზაფხულის სითბოს
-
რბილი წინდები და დიდი სავარძელი — როგორ ცვლის განწყობას უბრალოდ მოსახერხებელი, თბილი ტანსაცმლის ჩაცმა სახლში დაბრუნებისას რბილი წინდები და დიდი სავარძელი — როგორ ცვლის განწყობას უბრალოდ მოსახერხებელი, თბილი ტანსაცმლის ჩაცმა სახლში დაბრუნებისას
-
გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება
გადახედვა
-
კრისტი ყიფშიძემ ესპანეთის დედოფლის ცნობილი კაბა მოირგო, რომელიც უკვე თბილისი აუთლეტ ვილიჯშია კრისტი ყიფშიძემ ესპანეთის დედოფლის ცნობილი კაბა მოირგო, რომელიც უკვე თბილისი აუთლეტ ვილიჯშია
-
ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა — კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა — კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე
გადახედვა
-
კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი
გადახედვა
-
ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი
-
ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ
გადახედვა
-
საქსტატი: ივნისში საქართველოს ეკონომიკა 8.6%-ით გაიზარდა საქსტატი: ივნისში საქართველოს ეკონომიკა 8.6%-ით გაიზარდა
გადახედვა
კომენტარები