ირანელი კინო რეჟისორი აბას ქიაროსთამი 76 წლის ასაკში, პარიზში გარდაიცვალა. BBC-ის ცნობით, იგი საფრანგეთის ერთ-ერთ საავადმყოფოში კიბოს დიაგნოზით მკურნალობდა.

ქიაროსტამი ირანში დარჩა 1979 წელს, ისლამური რევოლუციის შემდეგ და 40-ზე მეტი ფილმი გადაიღო, მათ შორის დოკუმენტური. 1997 წელს, მისმა ფილმმა, Taste of Cherry, კანის კინოფესტივალზე, ოქროს პალმის რტო მოიპოვა. მინიმალისტური ფილმში, მთავარი გმირი ეძებს ვინმეს, ვინც მის სხეულს დაწვავს თვითმკვლელობის შემდეგ.

აბას ქიაროსტამმა თავისი ბოლო ორი ფილმი ქვეყნის გარეთ გადაიღო. იგი ერთადერთი ირანელი კინო რეჟისორია, რომელმაც კანის კინოფესტივალზე გაიმარჯვა.

ნიუ-იორკის კინო ჟურნალმა ტვიტერზე დაწერა, რომ სამყარომ უდიდესი რეჟისორი დაკარგა.