ირანელები საქართველოში - როგორ ხედავენ ისინი საპროტესტო ტალღას?
ფოტო: IRNA
ირანელების პროტესტმა ბოლო ათწლეულის განმავლობაში უკვე მეორედ გააკვირვა მსოფლიო. უკანასკნელი პერიოდის საპროტესტო ტალღა, 2009 წლის "მწვანე მოძრაობის" გამოსვლებისგან განსხვავებით, ეკონომიკურ და სოციალურ ნიადაგზე დაიწყო. 2009 წელს მოსახლეობა - ძირითადად, საშუალო კლასი - არჩევნების შედეგებს აპროტესტებდა. დღეს, ქუჩაში მოსახლეობის შედარებით დაბალი ფენა გამოვიდა, რომელიც ფასების ზრდას და ეკონომიკურ სიდუხჭირეს უცხადებს პროტესტს.
გამოსვლები ირანის ჩრდილო-აღმოსავლეთში, კონსერვატიულად განწყობილ ქალაქ მეშჰედში პრეზიდენტ ჰასან როჰანის წინააღმდეგ დაიწყო და მალევე რეჟიმის საწინააღმდეგო დემონსტრაციებში გადაიზრდა. სხვადასხვა ქალაქსა და ურბანულ ცენტრში გავრცელებულ აქციებზე გაისმოდა მოწოდებები ირანის რელიგიური ხელისუფლების წინააღმდეგ, მათ შორის, აიათოლას მისამართითაც, რაც ირანის ისლამური რესპუბლიკისთვის უჩვეულოა. დემონსტრაციების მონაწილეებსა და პოლიციას შორის მომხდარი შეტაკებების შედეგად 21 ადამიანი დაუღუპა. რამდენიმე ათასი მომიტინგე კი დაკავებულია.
საქართველოში მცხოვრები ირანელები ამბობენ, რომ მიმდინარე აქციებს, მიუხედავად არსებული იმედებისა, ცვლილებების მოტანა გაუჭირდება. მათი ნაწილი ფიქრობს, რომ პოლიტიკურ ელიტაში ძალაუფლებისთვის ბრძოლის კვალდაკვალ, გამოსვლები სავარაუდოდ, გაგრძელდება. ამერიკის ხმა რამდენიმე მათგანს ესაუბრა, თუმცა ნაწილმა უსაფრთხოების მიზეზით საკუთარი ვინაობის გამხელა არ ისურვა.
"ირანელი ხალხი გაბრაზებული და დაღლილია სიღარიბისგან. მდიდრები უფრო მდიდრდებიან და ამას ხალხის წინააღმდეგ ბოროტად იყენებენ. ხალხი ამ ყველაფერს ხედავს. ეს მთავარი არაა, მაგრამ პოლიტიკური და თავისუფლების საკითხი გამოსვლებში როლს თამაშობს", - ამბობს ირანელი, რომელიც საქართველოში ოთხი წელია ცხოვრობს და ერთ-ერთი რესტორნის მენეჯერია.
“ეს გამოსვლები 2009 წლისგან განსხვავდება. 2009 წელს [არჩევნების შემდეგ] ქუჩაში ის ხალხი გამოვიდა ვინც არა აჰმედინეჯადს, არამედ სხვა კანდიდატებს უჭერდა მხარს - მუსავის ან კარუბის. ამ ჯერზე, გამოსვლები პატარა ქალაქებში მცხოვრები ხალხის ეკონომიკური პრობლემებითაა განპირობებული, რომლებსაც უკეთესი ცხოვრება სურთ, - ამბობს ის.
გამოსვლები, პატარა ქალაქებში მცხოვრები ხალხის ეკონომიკური მიზეზებითაა განპირობებული, რომლებსაც უკეთესი ცხოვრება სურთ
თეირანმა აქციების მიმდინარეობისას მოსახლეობის ფეისბუკსა და ინსტაგრამზე წვდომა შეაჩერა. თუმცა ირანის 80 მილიონიანი მოსახლეობის თითქმის ნახევარი 30 წელს ქვემოთაა, და მათ მალევე იპოვეს გამოსავალი და მიმართეს ისეთ აპლიკაციებს, როგორიცაა WhatsApp და Telegram, რომელზეც მთავრობა კონტროლს ვერ ახორციელებს.
ამერიკის ადმინისტრაციის რეაქცია
ირანში გამოსვლების ერთ-ერთი მასტიმულირებელი ფაქტორი 2015 წლის შეთანხმებით იმედგაცრუება იყო. ხელშეკრულებას, სახელწოდებით, "ერთობლივი ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმა," ირანი, აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ჩინეთი და რუსეთი აწერენ ხელს. ირანის მოსახლეობის უმრავლესობა შეთანხმებას მხარს უჭერდა. მიუხედავად დაპირებული ეკონომიკური წინსვლისა, ინფლაციამ ორციფრა ნიშნულს მიაღწია და ფასები მკვეთრად გაიზარდა.
შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ბარაკ ობამას ადმინისტრაციის მიერ მიღებული ამ ბირთვული შეთანხმების ცვლილებას გეგმავს. დემონსტრაციების დაწყებისთანავე ტრამპი და ამერიკის ელჩი გაეროში ნიკი ჰეილი ირანის რეჟიმის წინააღმდეგ აქტიური მოწოდებებით გამოვიდნენ და მომიტინგეებს მხარდაჭერა გამოუცხადეს. თეირანმა არ დააყოვნა და გამოვლების ორგანიზება "გარე მტრებს" დააბრალა.
"გამოსვლები მოსალოდნელი იყო. თუმცა პროცესი სავარაუდოდ არსად არ წავა. მხოლოდ სხვადასხვა გამოცემების პირველ გვერდზე მოხვდა… მოძრაობას ლიდერი არ ყავს. სწორედ ამიტომ გამომსვლელებმა არ იციან რა გზებს მიმართონ როდესაც მთავრობა მათ წინააღმდეგ ძალას იყენებს", - ამბობს კიანი, რომელიც საქართველოში სექტემბრიდან ცხოვროს.
"მე ირანის რეჟიმის გულშემატკივარი არ ვარ, თუმცა არ მგონია რომ ირანს ახლა არაბული გაზაფხული ან 1979 წლის [რევოლუციის] განმეორება სჭირდება, ან ის რაც სირიაში ვიხილეთ... ისტაბლიშმენტის ცვლილებამ შესაძლოა ქვეყანა ქაოსში გახვიოს", - თქვა მან ამერიკის ხმასთან საუბრისას.
გამოსვლები მოსალოდნელი იყო. თუმცა პროცესი სავარაუდოდ არსად არ წავა. მხოლოდ სხვადასხვა გამოცემების პირველ გვერდზე მოხვდა.
გამოსვლებზე ისმოდა მოწოდება, რომ თეირანმა ქვეყნის გარეთ წარმოებული კამპანიები შეწყვიტოს. ირანი რეგიონალურ პოლიტიკაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. მას დიდი გავლენა აქვს ერაყის შიიტ მთავრობაზე. ასევე მნიშვნელოვანია მისი როლი იემენსა და სირიაში. სირიაში ირანი ასადის რეჟიმს ეხმარება. ლიბანში ორგანიზაცია "ჰეზბოლას" ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერია. სახელმწიფო დეპარტამენტი წლების განმავლობაში მოიხსენიებს ირანს, როგორც "ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოს".
"მთავრობას სურს აჩვენოს, რომ ის სტაბილურობის გარანტია. ის საუბრობს იმაზე, რომ რეჟიმის შეცვლის შემთხვევაში ქვეყანაში შესაძლოა გამეორდეს ის, რაც სირიაში, ლიბიაში ან ერაყში მოხდა", - ამბობს ირანის მოქალაქე, რომელიც 20 წელზე მეტია საქართველოში ცხოვრობს.
გამოხმაურება საქართველოში
მცირერიცხოვანი პროტესტი საქართველოში ირანის საელჩოსთანაც გაიმართა. თუმცა, საქართველოში მყოფ ირანელთა დიდ ნაწილს მასში მონაწილეობა არ მიუღია ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურების მხრიდან მათი შენიშვნის და ამ ფაქტით შესაძლო მანიპულაციის შიშით.
საქართველოში იმიტომ ვცხოვრობთ, რომ აქ თავისუფლება გვაქვს. სისტემა უნდა შეიცვალოს. თუმცა ისე, რომ სისხლი არ დაიღვაროს.
"საქართველოში იმიტომ ვცხოვრობთ, რომ აქ თავისუფლება გვაქვს. სისტემა უნდა შეიცვალოს. თუმცა ისე, რომ სისხლი არ დაიღვაროს. ამან შესაძლოა ძალიან საშიშ ვითარებამდე მიგვიყვანოს", - ამბობს რახმანი (სახელი შეცვლილია), რომელიც საქართველოში ექვსი წელია ცხოვრობს და სათარჯიმნო ბიუროში მუშაობს.
"სისტემა დღეს ბევრად ძლიერია ვიდრე ბოლო 40 წლის მანძილზე. რევოლუციურ გვარდიას მეტი ძალა აქვს. დემონსტრანტებისთვის ეს სიტუაციას ართულებს", - ამბობს ის.
მიუხედავად იმისა, რომ ირანელებს საქართველოში თავისუფლება არ ეზღუდებათ, ზოგიერთი მათგანი ამბობს, რომ ვითარება იცვლება. ამერიკის ხმასთან საუბრისას ერთ-ერთ მათგანი ამბობს, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხტარლის სავარაუდო გატაცების შემდგომ, ის საქართველოში თავს უსაფრთხოდ არ გრძნობს.
რთული სათქმელია რას იზავს საქართველოს მთავრობა. დაიჭერს ის ამერიკის და ევროპის მხარეს ირანის რეჟიმის წინააღდეგ, თუ გაიმეორებს იგივეს რაც აფღან მუხთარლის შემთხვევაში ვნახეთ.
"თბილისი ერთ-ერთი ქალაქია ირანთან ახლოს სადაც ბევრი ირანელია", - ამბობს თბილისში მცხოვრები ირანელი იურისტი.
"რთული სათქმელია რას იზამს საქართველოს მთავრობა. დაიჭერს ის ამერიკის და ევროპის მხარეს ირანის რეჟიმის წინააღდეგ, თუ გაიმეორებს იგივეს, რაც აფგან მუხტარლის შემთხვევაში ვნახეთ. მე საქართველოს მთავრობის დიდი იმედი არ მაქვს. ისინი მიმდინარე პროცესებზე ნაკლებად დარდობენ. მათი ინტერესი ირანიდან შემომავალ მოკლევადიან და დროებით ფინანსურ ინტერესზე არის მიმართული", - ამბობს ის.
ოფიციალურ თბილისს ამ დრომდე ირანში მიმდინარე გამოსვლებზე პოზიცია საჯაროდ არ დაუფიქსირებია.
საქართველოს მთავრობამ 2013 წელს ირანს უვიზო მიმოსვლა შეუწყვიტა. თუმცა, ქვეყანაში ტურისტების და შესაბამისად შემოსავლის კლების შემდეგ, 2016 წელს მისი აღდგენის გადაწყვეტილება მიიღო. 2017 წლის მონაცემებით, ირანი მეხუთე ადგილს იკავებს საქართველოში უცხოელი ვიზიტორების რაოდენობით.
გასულ წელს ირანიდან საქართველოს 322 ათასი ვიზიტორი ეწვია. მათ შორის არიან თავშესაფრის მიღების მსურველებიც, რომელთა ნაწილსაც საქართველომ ქვეყანაში ლეგალურ სტატუსზე უარი უთხრა სახელმწიფო უსაფრთხოების მიზეზით. 2017 წლის აგვისტომდე, შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოში თავშესაფარს 50 ირანელი ითხოვდა.
-
ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა
გადახედვა
-
სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება
გადახედვა
-
100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის 100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის
-
Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა
გადახედვა
-
10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში 10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში
გადახედვა
-
19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა 19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა
გადახედვა
-
ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ? ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ?
-
ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძე დააკავეს გიორგი ბარამიძე დააკავეს
გადახედვა
-
Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ
-
საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ
-
WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა
გადახედვა
-
კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს
გადახედვა
-
აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა
გადახედვა
-
საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა
გადახედვა
-
"ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს "ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება" შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება"
გადახედვა
-
ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება
გადახედვა
-
სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი: იგეგმება, რომ გარკვეულ ეტაპზე აზერბაიჯანს ვესტუმრო, თუმცა არა ბაქოს სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი: იგეგმება, რომ გარკვეულ ეტაპზე აზერბაიჯანს ვესტუმრო, თუმცა არა ბაქოს
გადახედვა


კომენტარები