საგადასახადო პოლიტიკის ცვლილების შედეგები 2017 წლის 9 თვის მდგომარეობით
2017 წლის პირველი იანვრიდან, საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებებით დადგინდა ავტომობილების იმპორტზე აქციზის ახალი განაკვეთები. საქართველოში იმპორტირებული ავტომობილების დიდი ნაწილი იყო მოძველებული, რაც გარემოზე ახდენს უარყოფით გავლენას, როგორც აქტიური დამაბინძურებელი.
ახალი განაკვეთები შემუშავდა ქვეყანაში არსებული ავტოპარკის განახლების მიზნით და გარემოს დაცვითი პოლიტიკის გათვალისწინებით, რაც გულისხმობს ძველი და გარემოსათვის მავნე ავტომობილებისათვის უფრო მძიმე საგადასახადო ტვირთს. ამასთან, გარემოს დაცვითი პოლიტიკის გათვალისწინებით, 0-დან 6 წლის ჩათვლით მსუბუქი ავტომობილებისათვის საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული აქციზის განაკვეთები ჰიბრიდული ძრავის მქონე მსუბუქი ავტომობილების შემთხვევაში შემცირდა 60 პროცენტით, ნაცვლად მანამდე არსებული 50 პროცენტისა. ასევე, მარჯვენასაჭიან მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთი განისაზღვრა სტანდარტული განაკვეთის სამმაგი ოდენობით.
გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მიუხადავად განაკვეთების ცვლილებისა, საქართველოში მეზობელ ქვეყნებთან შედარებით ავტომობილის იმპორტზე საგადასახადო ტვირთი მნიშვნელოვნად დაბალი რჩება.
"საგადასახადო პოლიტიკის ცვლილების შედეგად, საქართველოში ხდება ავტოპარკის განახლება და საგრძნობლად მცირდება ისეთი ავტომობილების მოხმარება, რომლებიც დიდ ზიანს აყენებენ გარემოს. მეორე მხრივ მნიშვნელოვნად იზრდება ჰიბრიდული და ელექტრო ძრავიანი ავტომობილების იმპორტი, რაც ამცირებს ავტომობილებიდან გარემოსთვის მიყენებული ზიანის მასშტაბებს. ამასთან, იმის გამო, რომ არსებითად შემცირდა საქართველოში იმპორტირებული ავტომობილების ასაკი და დაუახლოვდა საექსპორტო ბაზრებზე შემოღებულ ახალ სტანდარტებს, მნიშვნელოვანად გაიზარდა ავტომობილების ექსპორტი", - აცხადებს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი.
ამ ეტაპისთვის შესაძლებელია საგადასახადო პოლიტიკის ცვლილებების განვლილი 9 თვის შედეგების შეჯამება:
2017 წლის 9 თვის მონაცემებით, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ჰიბრიდული და ელექტრო ძრავის მქონე მსუბუქი ავტომობილების იმპორტი 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. კერძოდ, 2017 წელის 9 თვეში საქართველოში განხორციელდა 11,652 ერთეული ჰიბრიდული ძრავის მქონე მსუბუქი ავტომობილის იმპორტი, რაც მთლიანად იმპორტირებული ავტომობილების 25 პროცენტს შეადგენს. 2016 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ფიქსირდება 260 პროცენტიანი ზრდა (8,414 ერთეულით მეტი). 2016 წელს ჰიბრიდულ ძრავიანი ავტომობილების იმპორტი შედაგენდა 3,238 ერთეულს, რაც მთლიანი იმპორტის მხოლოდ 5 პროცენტი იყო.
საქართველოში 2017 წელს იმპორტირებული ყოველი მეოთხე ავტომობილი არის ჰიბრიდული ძრავით.
ასევე, ზრდა არის ელექტრო ძრავიანი ავტომობილების იმპორტში: 2017 წელს 9 თვეში 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20-ჯერ მეტი ელექტრო ძრავიანი ავტომობილის იმპორტი განხორციელდა, სულ 467 ერთეული.
2017 წლის 9 თვის მონაცემებით, ყველა სახის ავტომობილის იმპორტი 2016 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შემცირდა 20 პროცენტით, რაც გამოწვეულია ძველი ავტომობილების იმპორტის მნიშნელოვანი შემცირებით და შედარებით ახალი ავტომობილების იმპორტის ზრდით. კერძოდ, ახალი ავტომობილების (1 წლამდე) იმპორტში ფიქსირდება 9 პროცენტიანი ზრდა. ასევე, 9 წლამდე ავტომობილების იმპორტი საქართველოში გაიზარდა 41 პროცენტით, ხოლო 9 წლამდე ავტომობილების წილი მთლიან იმპორტში გაიზარდა 27 პროცენტიდან 47 პროცენტამდე. გასათვალისწინებელია, რომ ყველაზე დიდი ზრდა ფიქსირდება 3-დან 6 წლამდე ავტომობილების იმპორტში - 178 პროცენტი. ამასთან, 9-დან 15 წლამდე ასაკის ავტომობილების იმპორტი შემცირდა 36 პროცენტით, ხოლო 15 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების იმპორტი შემცირდა 66 პროცენტით.
აღსანიშნავია, რომ საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებები ავტომობილების იმპორტის ახალ განაკვეთებთან დაკავშირებით ამოქმედდა 2017 წლის 1 აპრილიდან, ხოლო პირებმა, რომლებმაც 1 აპრილამდე განახორციელეს ავტომობილის საქართველოში შემოყვანა, განბაჟებისთვის მიეცათ 6 თვიანი ვადა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ახალი რეგულაციები სრულად მოქმედებაშია 3-4 თვის განმავლობაში. თუ შევხედავთ ბოლო 4 თვის (ივნისი-სექტემბერი) სტატისტიკას, კიდევ უფრო კარგად ჩანს საგადასახადო პოლიტიკის ცვლილების შედეგები და სამომავლო ტენდენციები.
აღსანიშნავია, რომ საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებები ავტომობილების იმპორტის ახალ განაკვეთებთან დაკავშირებით ამოქმედდა 2017 წლის 1 აპრილიდან, ხოლო პირებმა, რომლებმაც 1 აპრილამდე განახორციელეს ავტომობილის საქართველოში შემოყვანა, განბაჟებისთვის მიეცათ 6 თვიანი ვადა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ახალი რეგულაციები სრულად მოქმედებაშია 3-4 თვის განმავლობაში. თუ შევხედავთ ბოლო 4 თვის (ივნისი-სექტემბერი) სტატისტიკას, კიდევ უფრო კარგად ჩანს საგადასახადო პოლიტიკის ცვლილების შედეგები და სამომავლო ტენდენციები.
ამასთან, გასათვალისწინებელია რომ 2017 წლის ივნისი-სექტემბრის თვეებში იმპორტირებული ელექტრო და ჰიბრიდული ძრავიანი ავტომობიების წილი მთლიან იმპორტში შეადგენს 42 პროცენტს.
შესაბამისი შედეგები გამოიღო მარჯვენასაჭიანი ავტომობილებზე იმპორტის განაკვეთების ცვლილებამ. ბოლო ოთხი თვის, 2017 წლის ივნისი-სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში 90 პროცენტით არის შემცირებული მარჯვენა საჭიანი ავტომობილების იმპორტი. 2016 წლის ივნისი-სექტემბრის თვეებში სულ იმპორტირებული იყო 11,994 ერთეული მარჯვენა საჭიანი ავტომობილი, რაც მთლიანი იმპორტის 43 პროცენტს შეადგენდა, ხოლო 2017 წლის ანალოგიურ პერიოდში მარჯევა საჭიანი ავტომობილების იმპორტმა შეადგინა 1,063 ერთეული, რაც მთლიანი იმპორტის მხოლოდ 7 პროცენტს შეადგენს.
გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ 2017 წლის ივნისი-სექტემბრის თვეებში იმპორტირებული 1,063 მარჯვენასაჭიანი ატომობილებიდან 72 პროცენტს წარმოედგენს ელექტრო და ჰიბრიდული ძრავიანი მარჯვენასაჭიანი ავტომობილები (766 ერთეული).
ავტომობილების იმპორტზე აქციზის ახალი განაკვეთების შემოღებამ გავლენა იქონია საგარეო ვაჭრობაზეც. მიმდინარე წელს, ახალი განაკვეთების სრულად ამოქმედების პერიოდში (ივნისი-სექტემბერი) მნიშვნელოვნად არის შემცირებული ავტომობილების წმინდა იმპორტი საქართველოში. კერძოდ, ბოლო 4 თვის განმავლობაში წმინდა იმპორტი შემცირებულია 36 პროცენტით (37 მილიონი აშშ დოლარით), რაც გამოწვეულია იმპორტის 8 პროცენტიანი შემცირებით (13 მლ აშშ დოლარი) და ექსპორტის 41 პროცენტიანი ზრდით (24 მლ აშშ დოლარი).
თავის მხრივ, ექსპორტის ზრდა დაკავშირებულია 2017 წლიდან ამოქმედებულ ახალ განაკვეთებთან. კერძოდ, ავტომობილების ექსპორტის მნიშვნელოვანი შემცირება საქართველოში დაიწყო 2014 წლიდან, რაც გამოწვეული იყო მეზობელ ქვეყნებში ავტომობილის იმპორტზე ახალი სტანდარტების შემოღებით. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში ახალი საგადასახადო პოლიტიკის შემუშავების შედეგად, არსებითად შემცირდა იმპორტირებული ავტომობილების ასაკი, მნიშვნელოვნად დაუახლოვდა მეზობელ ქვეყნებში შემოღებულ ახალ სტანდარტებს და შესაბამისად, გაიზარდა საქართველოდან ავტომობილების ექსპორტის განხორციელების შესაძლებლობაც.
-
ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი
-
ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია
გადახედვა
-
ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით
-
ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია
გადახედვა
-
სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება
გადახედვა
-
ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია
გადახედვა
-
10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს 10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა
-
ყველაზე დიდი ქომაგი — საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს ყველაზე დიდი ქომაგი — საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს
-
რბილი წინდები და დიდი სავარძელი — როგორ ცვლის განწყობას უბრალოდ მოსახერხებელი, თბილი ტანსაცმლის ჩაცმა სახლში დაბრუნებისას რბილი წინდები და დიდი სავარძელი — როგორ ცვლის განწყობას უბრალოდ მოსახერხებელი, თბილი ტანსაცმლის ჩაცმა სახლში დაბრუნებისას
-
გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება
გადახედვა
-
კრისტი ყიფშიძემ ესპანეთის დედოფლის ცნობილი კაბა მოირგო, რომელიც უკვე თბილისი აუთლეტ ვილიჯშია კრისტი ყიფშიძემ ესპანეთის დედოფლის ცნობილი კაბა მოირგო, რომელიც უკვე თბილისი აუთლეტ ვილიჯშია
-
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო პრეპარატის შეძენის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო პრეპარატის შეძენის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა
გადახედვა
-
კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა
გადახედვა
-
ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი
-
საქსტატი: ივნისში საქართველოს ეკონომიკა 8.6%-ით გაიზარდა საქსტატი: ივნისში საქართველოს ეკონომიკა 8.6%-ით გაიზარდა
გადახედვა











კომენტარები