შოთა თუთბერიძე: თურქი ექიმების შეფასებით, სატანადო მკურნალობის გარეშე ელენე ხოშტარიამ უეტლოდ გადაადგილება შესაძლოა, ვეღარ შეძლოს
ელენე ხოშტარიას ადვოკატის, შოთა თუთბერიძის თქმით, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობას შესაძლოა, მიადგეს გამოუსწორებელი ზიანი და ვეღარ შეძლოს ეტლის გარეშე გადაადგილება.
ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე თუთბერიძემ აღნიშნა, რომ "ყოველი ვიზიტის დროს ადვოკატებისთვის თვალშისაცემია სიმპტომები, რომლებიც, შესაძლოა, საგანგაშო მდგომარეობაზე მიუთითებდეს".
"დღევანდელი ბრიფინგი მიზნად ისახავს საზოგადოების ინფორმირებას პოლიტიკური პატიმრის, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
უკვე 10 თვეა, ელენე ხოშტარია უკანონოდ იმყოფება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სადაც 4 თვის წინ დაიწყო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის ეტაპობრივი და შესამჩნევი გაუარესება.
ყოველი ვიზიტის დროს, ჩვენთვის, მისი ადვოკატებისთვის, თვალშისაცემია სიმპტომები, რომლებიც, შესაძლოა, საგანგაშო მდგომარეობაზე მიუთითებდეს. ესენია: სახსრების ძლიერი ტკივილი; მოძრაობის გაძნელება, პერიოდულად, სახსრების მოძრაობის შეზღუდვა, რის გამოც, ვერ ახერხებს ზოგჯერ წერასაც კი და გადაადგილებისას სჭირდება ყავარჯენი.
ელენე ხოშტარია არ აპირებდა ამ ინფორმაციის გასაჯაროებას, თუმცა მას მერე, რაც დარწმუნდა, რომ როგორც ციხის სამედიცინო პერსონალმა, ისე დაწესებულების დირექტორმა არ გამოიჩინეს სათანადო ყურადღება, გადაწყვიტა მისი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის საზოგადოებისთვის გაზიარება.
ელენეს არავითარი პრეტენზია არ აქვს დაწესებულების თანამშრომლებთან, კერძოდ ექთნებთან და ოფიცრებთან. თუმცა, აღსანიშნავია დაწესებულების სამედიცინო პერსონალისა და დირექტორის დამოკიდებულება ამ საკითხისადმი. მათ მიერ ამ 4 თვის მანძილზე ჩატარებული სამედიცინო კვლევები თუ პროცედურები სპორადული, არასისტემური, არაეფექტური და უშედეგოა.
იმის გამო, რომ მას დღემდე არ აქვს საჭირო პასუხები და მკურნალობის გეგმა, ჩვენ კონსულტაცია გავიარეთ თურქეთის კლინიკაში, ელენეს მკურნალ ექიმებთან. თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, ჯანმრთელობის მდგომარეობის რეგრესის,გაუარესების შემთხვევაში, შესაძლოა, ელენეს ჯანმრთელობას მიადგეს გამოუსწორებელი ზიანი. მაგალითად, ვეღარ შეძლოს ეტლის გარეშე გადაადგილება. თურქი ექიმების მიერ გამოგზავნილი შეფასებები და რეკომენდაციები, დაახლოებით 2 თვის წინ, მიღებისთანავე, გადაეცა მე-5 პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო პერსონალს.
ამასთან, ორი კვირის წინ, ელენე ხოშტარიას ადვოკატმა მიმართა პენიტენციურ დაწესებულებას პოლიტიკური პატიმრის მკურნალობის გეგმის შემუშავების, წარმოდგენისა და შეხვედრის ორგანიზების მოთხოვნით, დღემდე, ამ მიმართვაზე პასუხიც არ მიგვიღია. რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ პენიტენციური სამსახურის გულგრილ დამოკიდებულებას პატიმრების ჯანმრთელობისა და მათ წინაშე კანონით გათვალისწინებული ვალდებულებებს არ ასრულებს”, — განაცხადა შოთა თუთბერიძემ.
-
საქართველო მსოფლიო გასტრონომიულ რუკაზე საქართველო მსოფლიო გასტრონომიულ რუკაზე
-
გამარჯობა, მშია. მე მამა ვარ — მეცნიერებმა Daddy Jokes შეისწავლეს და სარგებელი გამოავლინეს გამარჯობა, მშია. მე მამა ვარ — მეცნიერებმა Daddy Jokes შეისწავლეს და სარგებელი გამოავლინეს
გადახედვა
-
რატომ დაიბარეს გარეთ უორდი საგარეო უწყებაში? რატომ დაიბარეს გარეთ უორდი საგარეო უწყებაში?
გადახედვა
-
ჯივიპის ლაბორატორიამ გლობალური აღიარება და Laboratory of Excellence-ის სერთიფიკატი მოიპოვა ჯივიპის ლაბორატორიამ გლობალური აღიარება და Laboratory of Excellence-ის სერთიფიკატი მოიპოვა
-
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო: დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებული გემი ყულევის ნავსადგურში იმყოფებოდა, მაგრამ მაშინ სანქცირებული არ იყო საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო: დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებული გემი ყულევის ნავსადგურში იმყოფებოდა, მაგრამ მაშინ სანქცირებული არ იყო
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს
-
მარტინ სკორსეზე, რომელიც მარველს და თანამედროვე კინოს აძაგებდა, AI-ის ფანი გამოდგა მარტინ სკორსეზე, რომელიც მარველს და თანამედროვე კინოს აძაგებდა, AI-ის ფანი გამოდგა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი უნივერსიტეტი ემოჯით ქვიზი: გამოიცანი უნივერსიტეტი ემოჯით
-
შრეკი, ფიონა და მათი შვილები ვირთან ერთად ციხეში აღმოჩნდნენ — ნახეთ Shrek 5-ის ტრეილერი შრეკი, ფიონა და მათი შვილები ვირთან ერთად ციხეში აღმოჩნდნენ — ნახეთ Shrek 5-ის ტრეილერი
გადახედვა
-
გია ხუხაშვილი: პაპუაშვილი კახურად პირდაპირ საუბრობს, რასაც ფიქრობენ “ქართულ ოცნებაში” და სამხარაძე იმერულად “ახვევს” გია ხუხაშვილი: პაპუაშვილი კახურად პირდაპირ საუბრობს, რასაც ფიქრობენ “ქართულ ოცნებაში” და სამხარაძე იმერულად “ახვევს”
გადახედვა
-
რატომ არ უნდა გამოტოვო რაგბის ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი რატომ არ უნდა გამოტოვო რაგბის ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი
-
ჰარი პოტერის ეკრანიზაციაში, როგორც იქნა, პივსს ვიხილავთ — ვინ ითამაშებს პოლტერგეისტს ჰარი პოტერის ეკრანიზაციაში, როგორც იქნა, პივსს ვიხილავთ — ვინ ითამაშებს პოლტერგეისტს
გადახედვა
-
ბიზნესმენების რეკეტი და მუქარა — "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 21 პირი დააკავეს ბიზნესმენების რეკეტი და მუქარა — "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 21 პირი დააკავეს
გადახედვა
-
"არანაირი უკან დახევა არ იქნება" — ირაკლი ზარქუა "გამჭვირვალობის კანონზე" "არანაირი უკან დახევა არ იქნება" — ირაკლი ზარქუა "გამჭვირვალობის კანონზე"
გადახედვა
-
G7: ვიღებთ ვალდებულებას, გავაძლიეროთ ზეწოლა რუსეთის საომარ ეკონომიკაზე G7: ვიღებთ ვალდებულებას, გავაძლიეროთ ზეწოლა რუსეთის საომარ ეკონომიკაზე
გადახედვა
-
ჯივიპი ისნის რაიონში წყალსადენისა და წყალარინების მაგისტრალურ ქსელებს აახლებს ჯივიპი ისნის რაიონში წყალსადენისა და წყალარინების მაგისტრალურ ქსელებს აახლებს
-
შოთა თუთბერიძე: თურქი ექიმების შეფასებით, სატანადო მკურნალობის გარეშე ელენე ხოშტარიამ უეტლოდ გადაადგილება შესაძლოა, ვეღარ შეძლოს შოთა თუთბერიძე: თურქი ექიმების შეფასებით, სატანადო მკურნალობის გარეშე ელენე ხოშტარიამ უეტლოდ გადაადგილება შესაძლოა, ვეღარ შეძლოს
გადახედვა
-
თეგეტა მოტორსის გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა თეგეტა მოტორსის გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
-
თამარა ვუჩიჩის საქართველოში თამარ ბაგრატიონი მასპინძლობს თამარა ვუჩიჩის საქართველოში თამარ ბაგრატიონი მასპინძლობს
გადახედვა
-
ექსპრეს ლომბარდის სტანდარტი: ნივთის შეფასება სერტიფიცირებული ექსპერტების მიერ ექსპრეს ლომბარდის სტანდარტი: ნივთის შეფასება სერტიფიცირებული ექსპერტების მიერ
-
ვინ არის მარატ კამბოლოვი, რომელიც ოკუპირებული ცხინვალის "მთავრობის მეთაურად" დაინიშნა? ვინ არის მარატ კამბოლოვი, რომელიც ოკუპირებული ცხინვალის "მთავრობის მეთაურად" დაინიშნა?
გადახედვა
კომენტარები