თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ნაკრები ევროპის გოგოების ინფორმატიკის ოლიმპიადაზე იასპარეზებს
ფოტო: თიბისი
თიბისის გენერალური მხარდაჭერით, საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბის ფარგლებში, ევროპის გოგოების ინფორმატიკის ოლიმპიადისთვის (EGOI) 2026 წლის ეროვნული ნაკრები დაკომპლექტდა.
საქართველოს სახელით საერთაშორისო ასპარეზზე ოთხი მოსწავლე გოგო იასპარეზებს — გვანცა ხვედელიძე, ლიზი პავლიაშვილი, ნატალია პაპაშვილი და თაკო შანავა. ოლიმპიადა 12-18 მაისს, იტალიის ქალაქ ჩესენატიკოში გაიმართება, სადაც ქართველი მონაწილეები 50-ზე მეტი ქვეყნის მონაწილესთან ერთად, საერთაშორისო კონკურენციაში საკუთარ შესაძლებლობებს წარმოაჩენენ რთულ ალგორითმულ ამოცანებში, პროგრამირებასა და ანალიტიკურს აზროვნებაში.
ევროპის გოგოების ინფორმატიკის ოლიმპიადა (EGOI) საერთაშორისო მასშტაბის შეჯიბრია, რომლის მთავარი მიზანია ინფორმატიკისა და ტექნოლოგიების სფეროში გოგოების ჩართულობის გაზრდა და STEM მიმართულებებში გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა.
"EGOI ოლიმპიადაში მონაწილეობა ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. ერთი მხრივ, ძალიან მიხარია და მეამაყება, რომ ნაკრების წევრი ვარ, მაგრამ მეორე მხრივ, საკმაოდ ვნერვიულობ კიდეც, რადგან ქვეყნის სახელით გამოვდივარ. მჯერა, რომ ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმს გავაკეთებთ, რაც შედეგს გამოიღებს", — გვანცა ხვედელიძე. ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე, 2023 და 2025 წლებში ევროპის გოგოების ოლიმპიადის 2 ბრინჯაოს მედლის მფლობელი.
საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი, თიბისის გენერალური მხარდაჭერით, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) ორგანიზებით დაფუძნდა და მისი მიზანი ნიჭიერი მოსწავლეების აღმოჩენა, განვითარება და საერთაშორისო ოლიმპიადებისთვის მომზადებაა. სწორედ BTU-ში გადიან ეროვნული ნაკრების წევრები საერთაშორისო სტანდარტების მომზადებას.
"ჩემთვის საკმაოდ დიდი გამოწვევა იყო არსებულ სტერეოტიპებთან გამკლავება. ბევრი ადამიანი მეუბნებოდა, რომ პროგრამირება არ გამომივიდოდა, იმის გამო, რომ გოგო ვარ. ამ ყველაფრის მიუხედავად, მე არ შევწყვიტე მუშაობა, შესაძლებლობებისაც ვირწმუნე და სათანადო მომზადებით, შედეგსაც მივაღწიე", — ლიზი პავლიაშვილი, ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე, EGOI 2025-ის მონაწილე.
საქართველოს ნაკრები EGOI-ში წელს უკვე მეექვსედ მიიღებს მონაწილეობას. გასული წლების განმავლობაში ქართველმა მონაწილეებმა საერთაშორისო ასპარეზზე მნიშვნელოვანი შედეგები აჩვენეს და ჯამში 2 ოქროს, 4 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
თიბისი აგრძელებს ტექნოლოგიური განათლების მხარდაჭერას და ახალი თაობისთვის შესაძლებლობების შექმნას — მთავარია, გჯეროდეს საკუთარი მიზნების, იდეების და განათლების ძალის.
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
"გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა "გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული
გადახედვა
კომენტარები