ინგლისური შხაპის ქვეშ: საკუთარ თავთან ლაპარაკი ინგლისურად მეტყველების გასაუმჯობესებლად
ფოტო: ბექას სკოლა
ხშირად ხდება ისე, რომ ინგლისური გესმის, მაგრამ როცა საქმე საუბარზე მიდგება, ყველა სიტყვა გავიწყდება და ჩერდები. საუბრის ბარიერი ყველაზე ხშირად პრაქტიკის ნაკლებობითაა გამოწვეული. ამის ობიექტური მიზეზიც შეიძლება გქონდეს. მართლაც, თუ გარშემო არ გყავს ინგლისურენოვანი ადამიანები, ვისთან უნდა გაიარო პრაქტიკა? ქუჩაში ხომ არ მივარდები ამერიკელებს და ხომ არ დაუწყებ ინგლისურად საუბარს?
შეიძლება ფიქრობდე, რომ ინგლისურად საუბრის დასაწყებად აუცილებლად სხვა ადამიანი, სპეციალური კურსები ან საზღვარგარეთ გამგზავრებაა საჭირო. სინამდვილეში, ყველაზე დიდი ბარიერი შენშია და მისი დანგრევა სრულიად მარტოც შესაძლებელია. შენი ყველაზე ერთგული, მომთმენი და ყოველთვის ხელმისაწვდომი პარტნიორი ყოველ დილით სარკიდან გიყურებს. ამ სტატიაში განვიხილავთ, როგორ შეგიძლია აქციო საკუთარ თავთან საუბარი (self-talk) ყველაზე ძლიერ ენობრივ პრაქტიკად.
როგორ მუშაობს?
საკუთარ თავთან დიალოგი შესაძლებელია ორ დონეზე — გონებაში (inner speech) ან ხმამაღლა საუბრის (private speech) სახით. ორივე ეს ფორმა საოცარ შედეგებს იძლევა:
- თარგმნის ჩვევის გადაგდება: ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომელიც ხელს გიშლის ინგლისურად საუბარში, არის ის, რომ წინადადებებს გონებაში ქართულად აწყობ და შემდეგ თარგმნი წარმოთქმამდე. საკუთარ თავთან ინგლისურად საუბარი (თუნდაც მხოლოდ გონებაში) გეხმარება ამ მავნე ჩვევის გადაგდებაში და პირდაპირ ინგლისურად ფიქრის დაწყებაში.
- გამოთქმის გაუმჯობესება: ხმამაღალი პრაქტიკისას ავარჯიშებ საუბრის კუნთებს და შენი მეტყველების აპარატი ეჩვევა ინგლისურ გამოთქმას.
- უწყვეტი მეტყველების უნარი (fluency): სხვა ადამიანებთან საუბრის დროს შენ აღარ გჭირდება დიდი დრო პასუხის მოსაფიქრებლად, რადგან ეს ფრაზები და კონსტრუქციები უკვე ბევრჯერ გაქვს საკუთარ თავთან ნათქვამი.
- სიტყვების მარაგის გააქტიურება: ხშირად ხდება ისე, რომ იცი სიტყვები (პასიური ლექსიკა), მაგრამ ვერ იყენებ მათ საუბრისას. საკუთარ თავთან ლაპარაკი გეხმარება იმაში, რომ ეს სიტყვები პასიურიდან აქტიურ ლექსიკაში გადმოიტანო.
- შიშის დაძლევა: შენი ყველაზე დიდი კრიტიკოსი შენივე თავია. თუ საკუთარ თავთან ლაპარაკისას თავს კომფორტულად იგრძნობ, სხვებთან საუბარი ბევრად მარტივი მოგეჩვენება.
რას ამბობს მეცნიერება?
ლევ ვიგოტსკის სოციო-კულტურული თეორიის თანახმად, ენა ჯერ სოციალურია (სხვებთან ურთიერთობა), შემდეგ ინდივიდუალური (საკუთარ თავთან საუბარი) და ბოლოს შინაგანი (აზროვნება). საკუთარ თავთან საუბარი წარმოადგენს გარდამავალ ეტაპს, რომელიც გვეხმარება ენის გაშინაურებაში. რაც უფრო მეტს ვლაპარაკობთ ხმამაღლა, მით უფრო მეტად გადადის ინგლისური სტრუქტურები ჩვენს ქვეცნობიერში. ეს იწვევს ავტომატიზაციას — ჩვენ უკვე აღარ ვთარგმნით ქართულიდან, არამედ პირდაპირ ინგლისურად ვიწყებთ ფიქრს, რადგან ენა ჩვენი შინაგანი სამყაროს ნაწილი ხდება.
ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, საკუთარ თავთან საუბრის პრაქტიკა იდეალურად ეხმიანება თანამედროვე ლინგვისტიკის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მკვლევრის, სტივენ კრაშენის აფექტური ფილტრის ჰიპოთეზას (Affective Filter Hypothesis). კრაშენი ამტკიცებს, რომ შიში, შფოთვა და კრიტიკის მოლოდინი ბლოკავს ენის ათვისების პროცესს. საკუთარ თავთან საუბრისას აფექტური ფილტრი მინიმუმამდეა დაყვანილი, რადგან არ არსებობს შეცდომის დაშვების გამო სოციალური განსჯის საფრთხე. ეს ქმნის უსაფრთხო გარემოს ინგლისურად საუბრის პრაქტიკისთვის, რაც შემდგომ გვეხმარება სხვა ადამიანებთან თავისუფალ საუბარში.
ცნობილი ენათმეცნიერის, მერილ სვეინის გამოხატვის ჰიპოთეზა (Output Hypothesis) ხსნის, რომ მხოლოდ მოსმენა ან წაკითხვა (input) არ არის საკმარისი. სწორედ ხმამაღლა წარმოთქმისას (output) ვამჩნევთ ჩვენს სუსტ წერტილებს. საკუთარ თავთან დიალოგი გვაიძულებს, ვიპოვოთ საჭირო სიტყვები, რაც პასიურ ცოდნას აქტიურ უნარად აქცევს და გვიმარტივებს ნამდვილ ადამიანებთან კომუნიკაციას.
არსებობს უამრავი კვლევა, რომელიც ამ თეორიების პრაქტიკულ ეფექტურობას ადასტურებს. მაგალითად, მარია დე გერეროს (2012), ლორა ბორერის (2007) და ვანგისა და შიჰის (2011) მიერ ჩატარებული კვლევები ადასტურებენ, რომ შინაგანი მეტყველება და საკუთარ თავთან საუბარი მკვეთრად აუმჯობესებს სიტყვების გრძელვადიანი დამახსოვრების (retention) უნარს და ზეპირი მეტყველების როგორც სისხარტეს (fluency), ისე სიზუსტეს (accuracy).
პრაქტიკული მეთოდები: როგორ დავიწყოთ?
როგორ შეგიძლია დაიწყო ვარჯიში დღესვე? აი, რამდენიმე კონკრეტული ტექნიკა:
საუბრის გამეორება შხაპის ქვეშ
გაიხსენე დღის განმავლობაში მომხდარი ნებისმიერი საუბარი, სადაც პასუხი დაგიგვიანდა ან სიტყვები ვერ იპოვე. ახლა, შხაპის ქვეშ ან სახლში მარტო ყოფნისას, გაიმეორე ეს დიალოგი და ჩაამატე ის ჭკვიანური ფრაზები და ზუსტი სიტყვები, რომლებიც იმ მომენტში ვერ გაიხსენე. ეს შენს ტვინს აპროგრამებს, რომ მსგავს სიტუაციაში მომავალში უფრო სწრაფი რეაქცია გქონდეს.
ფოტო: ბექას სკოლა
სარკესთან რეპეტიცია (Mirror rehearsal)
წარმოიდგინე, რომ ხარ გასაუბრებაზე ან მნიშვნელოვან ჯილდოს იღებ და მადლობის სიტყვას ამბობ. გაითამაშე ასეთი სცენარები სარკის წინ. დააკვირდი შენი სხეულის ენას და იმას, თუ რამდენად დამაჯერებლად ჟღერს შენი ხმა. ეს გიხსნის შიშს და გმატებს თავდაჯერებულობას რეალური კომუნიკაციის წინ.
აჩრდილივით გამეორების ტექნიკა (Shadowing)
ჩართე ინგლისურენოვანი პოდკასტი ან ვიდეო და ეცადე, სპიკერს აჩრდილივით მიჰყვე – გაიმეორე მისი ნათქვამი ზუსტად იმავე ემოციით და ინტონაციით. არაა აუცილებელი ყველაფრის გააზრება, მთავარია ბგერების, რიტმის და ინტონაციის იმიტირება.
საკუთარი ცხოვრების კომენტირება (Running Commentary)
აღწერე ყველაფერი, რასაც აკეთებ მოცემულ მომენტში: Now I am opening the fridge. I’m looking for some eggs… ეს გეხმარება ყოველდღიური ლექსიკის გამყარებაში და გონებაში თარგმნის ჩვევის დაძლევაში.
ფოტო: ბექას სკოლა
აუდიო დღიური
წარმოიდგინე, რომ პოდკასტის წამყვანი ხარ და შენს მსმენელს უზიარებ აზრებს შენს ჰობიზე ან ბოლო დროს წაკითხულ წიგნზე. ჩაწერე 2-წუთიანი მონოლოგი და შემდეგ მოუსმინე. შენ თავადვე შეამჩნევ იმ გრამატიკულ შეცდომებს ან ზედმეტ პაუზებს, რომლებსაც საუბრის პროცესში საერთოდ ვერ აკონტროლებდი. ეს დაგეხმარება დაინახო, რაზე გაქვს სამუშაო.
დებატები საკუთარ თავთან
ჩამოთვალე რაიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების (მაგალითად, სხვა ქალაქში გადასვლის) დადებითი და უარყოფითი მხარეები. ეცადე, თითოეულ პუნქტზე ვრცლად ისაუბრო. ეს გეხმარება ანალიტიკური ენის განვითარებაში.
ახალი ლექსიკის გამოყენება (Vocabulary anchoring)
როცა ახალ სიტყვას ისწავლი, წარმოთქვი ის ხმამაღლა ისეთ წინადადებაში, რომელიც შენს პირად ცხოვრებას, ბავშვობას ან ოჯახს ეხება. პერსონალური კავშირი სიტყვას შენს მეხსიერებაში ბეჭდავს.
ფოტო: ბექას სკოლა
ხმამაღლა კითხვა
წარმოიდგინე, რომ პროფესიონალი მსახიობი ხარ და აუდიოწიგნს წერ. გამოიყენე დრამატული პაუზები, ხაზი გაუსვი მთავარ სიტყვებს და შეცვალე ხმის ტემბრი პერსონაჟების მიხედვით. ეს გეხმარება ინგლისური ენის რიტმისა და ბუნებრივი მელოდიკის ათვისებაში. ეს მეთოდი ასევე საუკეთესოა იმ სიტყვების მოსათვინიერებლად, რომლების წარმოთქმაც გიჭირს საუბრისას.
დღის შეჯამება
ყოველ საღამოს, ძილის წინ, საკუთარ თავს ხმამაღლა ან გონებაში მოუყევი, როგორ ჩაიარა დღემ. მაგალითად: Today was quite productive. I finished the project and then I went for a walk. I also talked to my sister…
ბექას სკოლის კურსები
საკუთარ თავთან საუბარი არაჩვეულებრივი მეთოდია ენობრივი ბარიერის დასანგრევად, მაგრამ თუ ფიქრობ, რომ ეს საკმარისი არაა და გჭირდება თანმიმდევრული კურსი და მასწავლებელი, მაშინ ბექას სკოლის კურსებზე უნდა ჩაეწერო. სკოლაში ქართველი მასწავლებელი დაგეხმარება გრამატიკის და ლექსიკის ცოდნის გაუმჯობესებაში, უცხოელ მასწავლებლებთან კი იმუშავებ იმაზე, რომ მიღებული ცოდნა პრაქტიკაში გადმოიტანო და განივითარო მოსმენის, საუბრის, წერის და კითხვის უნარები.
ფოტო: ბექას სკოლა
არ გაჩერდე მხოლოდ საკუთარ თავთან საუბარზე — აქციე ინგლისური შენი ცხოვრების ნაწილად!
-
რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ
-
საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა
- აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით
-
უკრაინის საგარეო უწყება: 2008 წლის აგრესიაზე რეაგირების ნაკლებობამ გზა გაუხსნა ფართომასშტაბიან ომებს უკრაინის საგარეო უწყება: 2008 წლის აგრესიაზე რეაგირების ნაკლებობამ გზა გაუხსნა ფართომასშტაბიან ომებს
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ზაფხული) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ზაფხული)
გადახედვა
-
სტრასბურგის სასამართლო და 2008 წლის ომის საქმეები — საიას ბრძოლა დაზარალებულთა უფლებებისა და კომპენსაციებისთვის სტრასბურგის სასამართლო და 2008 წლის ომის საქმეები — საიას ბრძოლა დაზარალებულთა უფლებებისა და კომპენსაციებისთვის
გადახედვა
-
21-ე საუკუნის საუკეთესო თრილერი რომანები — ნახეთ The New York Times-ის სია 21-ე საუკუნის საუკეთესო თრილერი რომანები — ნახეთ The New York Times-ის სია
გადახედვა
-
აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა — ევროპული სახელმწიფოების საგარეო უწყებების განცხადებები აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა — ევროპული სახელმწიფოების საგარეო უწყებების განცხადებები
გადახედვა
-
POG: გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო POG: გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო
გადახედვა
-
მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება კომფორტერში შერჩეულ კოლექციაზე ნაწილ-ნაწილ გადახდისას მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება კომფორტერში შერჩეულ კოლექციაზე ნაწილ-ნაწილ გადახდისას
-
თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
-
საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის
-
ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო
გადახედვა
-
როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა
გადახედვა
-
საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის" ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის"
გადახედვა
-
ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი? ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი?
-
"რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს "რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს
გადახედვა
-
ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს
კომენტარები