უნგრეთის არჩევნებში პეტერ მადიარმა გაიმარჯვა
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებზე ხმების 98.9% უკვე დათვლილია. პეტერ მადიარის პარტია Tisza-მ ხმების 53 მოიპოვა, რაც პარლამენტში 138 მანდატის მიღებას ნიშნავს. ვიქტორ ორბანის პარტია Fidesz-მა კი —38%-ის (55 მანდატი). ამ შედეგებით, Tisza-ს პარტიამ და მისმა 45 წლის ლიდერმა პეტერ მადიარმა უნგრეთის პარლამენტში ხმების ორ მესამედზე მეტის მიღება შეძლო.
დღის ბოლოს მადიარმა, ბუდაპეშტში ათიათასობით გახარებულ მხარდამჭერს მიმართა და "მმართველობის ისტორიული მანდატი" გამოაცხადა.
AFP-ის ცნობით, ეს ახალ მთავრობას საკმარის სივრცეს მისცემს მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებისა და მისი პოლიტიკის განხორციელებისთვის.
"ჩვენ გავათავისუფლეთ უნგრეთი; ჩვენ დავიბრუნეთ ჩვენი სამშობლო", — ხაზგასმით აღნიშნა უნგრელმა პოლიტიკოსმა.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, 62 წლის ვიქტორ ორბანი, რომელმაც დამარცხება აღიარა, ხელისუფლებაში 16 წელი იყო — 2010 წლიდან.
მადიარმა პირობა დადო, რომ წარმოადგენს "ყველა უნგრელის ინტერესებს, მათ შორის საზღვარგარეთ მყოფებისას". ლიდერის გამოსვლას დროდადრო უნგრეთის ცენტრალურ მოედანზე შეკრებილი ხალხი აწყვეტინებდა. ისინი სკანდირებდნენ: "ევროპა! ევროპა!".
პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ მისი პირველი საგარეო ვიზიტი ვარშავაში იქნება და დასძინა, რომ აღადგენდა და გააფართოებდა თანამშრომლობას ვიშეგრადის ჯგუფში, რომელიც შედგება ცენტრალური ევროპის ოთხი სახელმწიფოსგან: უნგრეთი, პოლონეთი, სლოვაკეთი და ჩეხეთი. Tisza-ს ლიდერმა დასძინა, რომ შემდეგ ეწვევა ვენას და ბრიუსელს, სადაც მოლაპარაკებებს გამართავს ევროკავშირის დაფინანსებაზე. მისივე თქმით, ბუდაპეშტი ევროკავშირისა და NATO-ს "ძლიერი მოკავშირე" იქნება.
ქვეყნის შიგნით არსებულ ვითარებაზე საუბრისას, პოლიტიკოსმა პირობა დადო, რომ აღადგენდა შეკავებისა და ბალანსის სისტემას და თქვა, რომ ბოლო 16 წლის განმავლობაში დამოუკიდებელი ინსტიტუტები "მძევლად იყვნენ აყვანილი". მადიარმა ასევე მოუწოდა უნგრეთის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, გენერალურ პროკურორს და ეროვნული მედიისა და კომუნიკაციების ორგანოს ხელმძღვანელს გადადგომისკენ.
ვინ არის პეტერ მადიარი?
პეტერ მადიარი
მადიარი, იურისტი და ორბანის პარტია Fidesz-ის ახალგაზრდული ფრთის ყოფილი წევრია. ის მოულოდნელად გამოჩნდა პოლიტიკურ ასპარეზზე 2024 წლის თებერვალში. მისმა ორატორულმა ნიჭმა სწრაფად მოუტანა უზარმაზარი პოპულარობა. მადიარმა არაერთხელ მოახერხა ათასობით ადამიანის შეკრება ორბანის რეჟიმის წინააღმდეგ საპროტესტოდ. ის ხელმძღვანელობდა პატარა პარტია Tisza-ს, რომელმაც მალევე გაუსწრო Fidesz-ს არჩევნებში და უნგრელებს რადიკალურ ცვლილებებს დაჰპირდა.
თებერვლის დასაწყისში Tisza-ს მხარდამჭერებმა YouTube ვიდეოში პარტიის 240-გვერდიანი საარჩევნო პლატფორმა წარმოადგინეს. Tisza-ს მთავარი დაპირების გარდა — ორბანის კორუმპირებული სისტემის დემონტაჟი და კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის აღდგენა უნგრეთში, მათი პროგრამის ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტებია უნგრეთის, როგორც ევროკავშირისა და NATO-ს საიმედო პარტნიორის დაბრუნება, უნგრეთის ჯანდაცვისა და განათლების სისტემების დიდი ხნის ნანატრი რეფორმები, ასევე სოციალური პოლიტიკის გაუმჯობესება და მდგრადი სიღარიბის შემცირება.
Tisza-ს გამარჯვება
კვირას, 12 აპრილს, საღამოს, ეროვნული საარჩევნო ბიუროს (NVI) ვებსაიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ოპოზიციის ლიდერის, პეტერ მადიარის, უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში, ხმების 99%-ზე მეტის დათვლის შემდეგ, პარტია Tisza-ს ლიდერობს.
ამ ინფორმაციის თანახმად, Tisza პარლამენტში 138 ადგილს მიიღებს, ხოლო მოქმედი პრემიერმინისტრის, ვიქტორ ორბანის პარტია, ფიდესი და მისი მოკავშირე ქრისტიან-დემოკრატიული სახალხო პარტია (KDNP) 55 ადგილს. ულტრამემარჯვენე მოძრაობა ჩვენი სამშობლო, სავარაუდოდ, კიდევ ექვს ადგილს მოიპოვებს.
მანამდე, ოპოზიციის ლიდერმა, პეტერ მადიარმა Facebook-ზე დაწერა, რომ ორბანმა მას დაურეკა და არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
როგორც BBC წერს, ორბანმა არჩევნებში მარცხი აღიარა და მადლობა გადაუხადა ორნახევარ მილიონ ამომრჩეველს, რომლებმაც მის პარტიას, Fidesz-ს მისცეს ხმა და დაჰპირდა, რომ ისინი იმედგაცრუებულნი არასდროს იქნებიან.
"ჩვენ არასდროს ვნებდებით, ეს არის ერთი რამ, რაც ხალხმა იცის ჩვენ შესახებ — ჩვენ არასდროს ვნებდებით. წინ გველის დღეები ჩვენი ჭრილობების მოსაშუშებლად".
-
ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი
-
ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია
გადახედვა
-
ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით
-
ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია
გადახედვა
-
10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს 10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს
გადახედვა
-
კახა კალაძე: რეგიონების მართვაში გამოწვევები არსებობს, წარმატებებს ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს კახა კალაძე: რეგიონების მართვაში გამოწვევები არსებობს, წარმატებებს ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს
გადახედვა
-
ყველაზე დიდი ქომაგი — საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს ყველაზე დიდი ქომაგი — საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს
-
სეზონის შეცვლის სურნელი — რატომ გვიყვარს ის მომენტი, როცა პირველად ვგრძნობთ შემოდგომის სიგრილეს ან გაზაფხულის სითბოს სეზონის შეცვლის სურნელი — რატომ გვიყვარს ის მომენტი, როცა პირველად ვგრძნობთ შემოდგომის სიგრილეს ან გაზაფხულის სითბოს
-
რბილი წინდები და დიდი სავარძელი — როგორ ცვლის განწყობას უბრალოდ მოსახერხებელი, თბილი ტანსაცმლის ჩაცმა სახლში დაბრუნებისას რბილი წინდები და დიდი სავარძელი — როგორ ცვლის განწყობას უბრალოდ მოსახერხებელი, თბილი ტანსაცმლის ჩაცმა სახლში დაბრუნებისას
-
გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება
გადახედვა
-
კრისტი ყიფშიძემ ესპანეთის დედოფლის ცნობილი კაბა მოირგო, რომელიც უკვე თბილისი აუთლეტ ვილიჯშია კრისტი ყიფშიძემ ესპანეთის დედოფლის ცნობილი კაბა მოირგო, რომელიც უკვე თბილისი აუთლეტ ვილიჯშია
-
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო პრეპარატის შეძენის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო პრეპარატის შეძენის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა
გადახედვა
-
კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა
გადახედვა
-
ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი
-
ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ
გადახედვა
-
საქსტატი: ივნისში საქართველოს ეკონომიკა 8.6%-ით გაიზარდა საქსტატი: ივნისში საქართველოს ეკონომიკა 8.6%-ით გაიზარდა
გადახედვა
კომენტარები