ტეილორ სვიფტს ახალი ალბომის სახელწოდებისთვის უჩივიან
პოპვარსკვლავ ტეილორ სვიფტს მისი ახალი ალბომის სახელის გამო სასამართლოში უჩივიან, სარჩელი ლას-ვეგასის ყოფილმა შოუ-გოგომ შეიტანა, რომელიც ამტკიცებს, რომ სვიფტმა მისი მრავალწლიანი ბრენდი და სავაჭრო ნიშანი დაარღვია.
საქმე ეხება 2025 წელს გამოსულ ალბომს The Life of a Showgirl (შოუ-გოგოს ცხოვრება), რომლითაც, მარენ უეიდის მტკიცებით, სვიფტმა მისი უკვე არსებული ბრენდი და სავაჭრო ნიშანი დაარღვია.
სარჩელი კალიფორნიის ფედერალურ სასამართლოში ორშაბათს შევიდა. უეიდი ფლობს სახელწოდების Confessions of a Showgirl (შოუ-გოგოს აღსარებები) სავაჭრო ნიშანს და აცხადებს, რომ სვიფტის ალბომის სახელმა მომხმარებელთა დაბნეულობა გამოიწვია და მის მრავალწლიან საქმიანობას ზიანი მიაყენა.
ის სასამართლოს სთხოვს, სვიფტს აეკრძალოს "Showgirl"-ის ბრენდის გამოყენება და ასევე მოითხოვს დაუზუსტებელი ოდენობის ფინანსურ კომპენსაციას. სარჩელში მოპასუხედ დასახელებულია სვიფტის ლეიბლიც, Universal Music Group.
უეიდის ადვოკატი ჯეიმი პარკინენი ამბობს, რომ "შემსრულებელი, რომელმაც ბრენდის შექმნას 12 წელი მოანდომა, არ უნდა იყოს იძულებული უყუროს, როგორ ქრება ის მხოლოდ იმიტომ, რომ უფრო დიდი ფიგურა გამოჩნდა".
ტეილორ სვიფტი, მარენ უეიდი
ფოტო: Getty Images
მარენ უეიდმა Confessions of a Showgirl-ის სვეტის წერა 2014 წელს დაიწყო Las Vegas Weekly-ში, მოგვიანებით კი ამავე სახელწოდებით პოდკასტიც და ცოცხალი მუსიკალური შოუც შექმნა. მისი პროექტი მოიცავს შოუ-გოგოს კარიერასთან დაკავშირებულ პირად, ხშირად იუმორისტულ ისტორიებს, დაწყებული აბსურდული სცენური სიტუაციებით და დამთავრებული პოპკულტურული პაროდიებით.
სარჩელის მიხედვით, როდესაც სვიფტმა და მისმა ლეიბლმა ალბომი გამოუშვეს, "ეს ჩუმად არ გაუკეთებიათ", სახელწოდება მალევე გამოჩნდა სხვადასხვა პროდუქტზე, შეფუთვებსა და მარკეტინგულ მასალებში, იმავე აუდიტორიაზე გათვლით, რომლის დაგროვებასაც უეიდი წლების განმავლობაში ცდილობდა.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ როდესაც ტეილორ სვიფტმა სცადა The Life of a Showgirl-ის საკუთარი სავაჭრო ნიშნად რეგისტრაცია, აშშ-ის პატენტებისა და სავაჭრო ნიშნების ოფისმა განაცხადი უარყო, რადგან დაადგინა, რომ ის ზედმეტად ჰგავდა მარენ უეიდის უკვე არსებულ სავაჭრო ნიშანს და მომხმარებელთა დაბნეულობას გამოიწვევდა.
უეიდი ამტკიცებს, რომ სვიფტის მიერ სახელის გამოყენება მის ბრენდს "ჩრდილავს იმდენად, რომ მომხმარებლები ფიქრობენ, თითქოს ორიგინალი იმიტაციაა". მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ამ სახელწოდებას 2014 წლიდან იყენებს, ახლა ბევრი ფიქრობს, რომ სწორედ მან "გაიმეორა" სვიფტის ალბომის სათაური.
თავის მხრივ, The Life of a Showgirl სვიფტის მე-12 ალბომია, რომელმაც გამოსვლისთანავე Spotify-ზე რეკორდები დაამყარა და 2025 წლის ერთ-ერთ ყველაზე გაყიდვად ალბომად იქცა. ამ ეტაპზე სვიფტს ორი გზა აქვს, ან შეისყიდოს სახელზე უფლებები, ან სასამართლოში გააგრძელოს დავა. სვიფტისა და მისი ლეიბლის წარმომადგენლებს კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.
-
"ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება "ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება
გადახედვა
-
ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი
-
ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია
გადახედვა
-
ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია
გადახედვა
-
სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს 10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა
-
კახა კალაძე: რეგიონების მართვაში გამოწვევები არსებობს, წარმატებებს ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს კახა კალაძე: რეგიონების მართვაში გამოწვევები არსებობს, წარმატებებს ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს
გადახედვა
-
ყველაზე დიდი ქომაგი — საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს ყველაზე დიდი ქომაგი — საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს
-
რბილი წინდები და დიდი სავარძელი — როგორ ცვლის განწყობას უბრალოდ მოსახერხებელი, თბილი ტანსაცმლის ჩაცმა სახლში დაბრუნებისას რბილი წინდები და დიდი სავარძელი — როგორ ცვლის განწყობას უბრალოდ მოსახერხებელი, თბილი ტანსაცმლის ჩაცმა სახლში დაბრუნებისას
-
გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება
გადახედვა
-
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო პრეპარატის შეძენის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო პრეპარატის შეძენის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა
გადახედვა
-
ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა — კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა — კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე
გადახედვა
-
კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა
გადახედვა
-
ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი
კომენტარები