ბაზისბანკი სანდრო მრევლიშვილის სახელობის დრამატული თეატრის გენერალურ სპონსორობას განაგრძობს
ფოტო: ბაზისბანკი
ბაზისბანკი, როგორც ქართული კულტურისა და ხელოვნების აქტიური მხარდამჭერი, სანდრო მრევლიშვილის სახელობის თბილისის პროფესიული დრამატული თეატრის გენერალურ სპონსორობას განაგრძობს. ეს პარტნიორობა მიზნად ისახავს თეატრალური ხელოვნების პოპულარიზაციას, შემოქმედებითი პროცესების ხელშეწყობასა და ქვეყნის კულტურული ცხოვრების გაძლიერებას.
ბაზისბანკისა და სანდრო მრევლიშვილის სახელობის თეატრის თანამშრომლობის შედეგად, მაყურებელმა არაერთი წარმატებული პროექტი იხილა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის თებერვალში თეატრმა დრამატული თეატრის სტატუსი მოიპოვა, რაც მნიშვნელოვანი აღიარება და წინგადადგმული ნაბიჯია მისი შემოქმედებითი განვითარების გზაზე.
52-ე სეზონი თეატრმა, ძველ თბილისში, ქარვასლის ისტორიულ გარემოში, სპექტაკლ — მედეას ქანდაკების პრემიერით გახსნა. დადგმა მითოლოგიური და თანამედროვე ელემენტების სინთეზია. რეჟისორული გადაწყვეტა და მსახიობთა ოსტატობა მაყურებელს ანტიკური ტრაგედიის ახლებურ ხედვას სთავაზობს.
“მომავალ წელს, ბევრ მნიშვნელოვან დადგმას ვგეგმავთ, ყველაფერს წინასწარ ვერ გავამხელ, თუმცა აღვნიშნავ, რომ ერთი წარმოდგენა იქნება იტალიურ-ქართულ კოპროდუქცია, ერთ სპექტაკლს დადგამს ახალგაზრდა რეჟისირი ლუკა ბაზაძე და შესაძლოა, რეჟისორმა გიორგი თენაძემ დადგას სპექტაკლი. კიდევ რამდენიმე საინტერესო სიახლე გველის, ამაზე მოგვიანებით ვისაუბროთ. ვფიქრობ, ბაზისბანკის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია ჩვენთვის, არა მხოლოდ ფინანსური თვალსაზრისით, არამედ როგორც ბიზნესისა და ხელოვნების თანაზიარი ღვაწლი ქვეყნის განვითარებისთვის.“ — აღნიშნა სანდრო მრევლიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, მიხეილ მრევლიშვილმა.
“ბაზისბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის ფინანსური ინსტიტუტი, აგრძელებს სანდრო მრევლიშვილის სახელობის თეატრის მხარდაჭერას. ჩვენი პარტნიორობა ნაყოფიერ თანამშრომლობას ეფუძნება, რომელმაც საზოგადოებას არაერთი წარმატებული პროექტი შესთავაზა. ვულოცავთ თეატრს დრამატული სტატუსის მინიჭებას. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ დასი მუდმივად ვითარდება და ღირსეულ ადგილს იმკვიდრებს ქართულ კულტურულ ცხოვრებაში. დარწმუნებული ვარ, მიმდინარე წელი თეატრისთვის კიდევ უფრო მასშტაბური იქნება.“ — განაცხადა ბაზისბანკის სტრატეგიული კომუნიკაციების და ბრენდინგის დეპარტამენტის უფროსმა, თამარ ხადურმა.
ბაზისბანკი, ქართული კულტურის მხარდამჭერი სტრატეგიის ფარგლებში, კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის, ახმეტელის თეატრის, თოჯინების თეატრების გაერთიანებისა და თოჯინების სახლის გენერალური სპონსორია. ბაზისბანკი მხარს უჭერს არაერთი კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიების განხორციელებას ქვეყნის მასშტაბით.
-
რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით
-
საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა
-
2008 წლის ომის შედეგები დღემდე ძირს უთხრის საქართველოს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას — ევროკავშირის პრესპიკერის განცხადება 2008 წლის ომის შედეგები დღემდე ძირს უთხრის საქართველოს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას — ევროკავშირის პრესპიკერის განცხადება
გადახედვა
- აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით
-
უკრაინის საგარეო უწყება: 2008 წლის აგრესიაზე რეაგირების ნაკლებობამ გზა გაუხსნა ფართომასშტაბიან ომებს უკრაინის საგარეო უწყება: 2008 წლის აგრესიაზე რეაგირების ნაკლებობამ გზა გაუხსნა ფართომასშტაბიან ომებს
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ზაფხული) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ზაფხული)
გადახედვა
-
სტრასბურგის სასამართლო და 2008 წლის ომის საქმეები — საიას ბრძოლა დაზარალებულთა უფლებებისა და კომპენსაციებისთვის სტრასბურგის სასამართლო და 2008 წლის ომის საქმეები — საიას ბრძოლა დაზარალებულთა უფლებებისა და კომპენსაციებისთვის
გადახედვა
-
21-ე საუკუნის საუკეთესო თრილერი რომანები — ნახეთ The New York Times-ის სია 21-ე საუკუნის საუკეთესო თრილერი რომანები — ნახეთ The New York Times-ის სია
გადახედვა
-
აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა — ევროპული სახელმწიფოების საგარეო უწყებების განცხადებები აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა — ევროპული სახელმწიფოების საგარეო უწყებების განცხადებები
გადახედვა
-
POG: გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო POG: გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო
გადახედვა
-
მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება კომფორტერში შერჩეულ კოლექციაზე ნაწილ-ნაწილ გადახდისას მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება კომფორტერში შერჩეულ კოლექციაზე ნაწილ-ნაწილ გადახდისას
-
ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო
გადახედვა
-
როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა
გადახედვა
-
საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის" ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის"
გადახედვა
-
ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი? ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი?
-
"რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს "რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს
გადახედვა
-
ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს
კომენტარები