Netflix ამბობს, რომ ფილმებსა და სერიალებში სიუჟეტის გამეორებას არ ითხოვს
ფოტო: Getty Images for Netflix
მიუხედავად მეტ დეიმონისა და ბენ აფლეკის ბოლოდროინდელი კომენტარებისა, Netflix-ის ხელმძღვანელები ამბობენ, რომ ისინი რეჟისორებს ფილმისა თუ სერიალის სიუჟეტის დიალოგებში რამდენჯერმე გამეორებას არ სთხოვენ.
"ასეთი პრინციპი არ არსებობს", — განუცხადა Netflix-ის კინოგანყოფილების ხელმძღვანელმა, დენ ლინმა ჟურნალისტებს ოთხშაბათს, მომავალი პროექტების წარსადგენ შეხვედრაზე.
აფლეკმა და დეიმონმა ეს კომენტარი ჯო როგანის პოდკასტში Netflix-ის ახალ ფილმზე საუბრისას გააკეთეს. მათ მიანიშნეს, რომ Netflix კრეატიულ ჯგუფებს სთხოვს "სიუჟეტის სამჯერ ან ოთხჯერ გამეორებას დიალოგებში", რათა გაეთვალისწინებინათ ის ადამიანები, რომლებიც ამ დროს ტელეფონებში არიან შემძვრალნი. ამ ამბავს კვირას ოსკარების დაჯილდოებაზე ხუმრობაც მოჰყვა, სადაც სტერლინგ კ. ბრაუნმა და წამყვანმა კონან ო'ბრაიენმა წარმოიდგინეს, როგორ გადაიღებდნენ კასაბლანკას ამ წესის მიხედვით.
"სიმართლე გითხრათ, ყველამ ვიცინეთ, როცა ოსკარებზე ეს ნომერი ვნახეთ, მაგრამ ასეთი პრინციპი არ არსებობს", — თქვა ლინმა Netflix-ის პრესკონფერენციაზე — "ვგულისხმობ, თუ ჩვენს ფილმებს ან სერიალებს უყურებთ, ჩვენ არ ვიმეორებთ სიუჟეტს. ასე რომ, არ ვიცი, საიდან გაჩნდა ეს კომენტარი. რა თქმა უნდა, ჩვენ ორიენტირებული ვართ შესანიშნავი ფილმების შექმნაზე".
იმ იდეის საპირისპიროდ, თითქოს Netflix ავტორებს პროექტებში განმარტებითი დეტალების დამატებას სთხოვს, სერიალების განყოფილების ხელმძღვანელმა, ჯინი ჰაუმ იხუმრა, რომ შინაარსის მთავარი ოფიცერი ბელა ბაჯარია ერთგვარი "ექსპოზიციის პოლიციაა" და კატეგორიულად ეწინააღმდეგება მოვლენების ზედმეტად განმარტებას: "ჩვენ ვიცით, რამდენად გამჭრიახია აუდიტორია. ვიცით, რამდენად ყურადღებით არიან ფანები და მათ ისე ვეპყრობით, როგორც დახვეწილ და ჭკვიან ადამიანებს".
ბაჯარიამ დაამატა: "ვფიქრობ, ეს შეურაცხმყოფელია კრეატორებისა და რეჟისორებისთვის, იფიქრო, რომ ჯერ ერთი, ჩვენ მათ ასეთ ცუდ შენიშვნას მივცემდით და მეორე, ისინი ამას უბრალოდ შეასრულებდნენ".
კითხვაზე, კვლავ განიხილავს თუ არა Netflix კინოთეატრებში ჩვენების განსხვავებულ ვადებს მას შემდეგ, რაც Warner Bros.-ის შეძენის გარიგება დასრულდა, ლინმა თქვა: "დრო მოგვეცით", რათა ჩამოვაყალიბოთ, შეიცვალა თუ არა რამე. "ჩვენ, პირველ რიგში, სტრიმინგ კომპანია ვართ", — თქვა მან — "ეს სტრატეგია ჩვენთვის ძალიან კარგად მუშაობს. ვხედავთ, რომ ჩვენი გამომწერები თვეში საშუალოდ შვიდ ფილმს უყურებენ. თუმცა, Warner-ის პროცესის განმავლობაში, კინოთეატრების მფლობელებთან უფრო მჭიდრო ურთიერთობა დავამყარეთ. ჩვენ ვეძებთ სპეციალურ ღონისძიებებს, რომლებიც შეიძლება კინოთეატრებში გვქონდეს, მაგრამ უბრალოდ დრო მოგვეცით იმის გასარკვევად, რას ვაპირებთ".
ბაჯარიამ განმარტა, რომ Netflix-ის თანა-აღმასრულებელი დირექტორის, ტედ სარანდოსის დაპირებები კინოთეატრებში 45-დღიანი ჩვენების შესახებ ძირითადად ეხებოდა Warner Bros.-ის პროდუქციას და არა თავად Netflix-ის ფილმებს, ეს სტრატეგია უცვლელი რჩება, თუმცა სტრიმინგი აგრძელებს ექსპერიმენტებს კინოთეატრებში ჩვენებებზე, როგორც სერიალების, ისე მხატვრული ფილმებისთვის.
"არ მინდა ეს ორი რამ ერთმანეთში აურიოთ. როდესაც ტედი საუბრობდა იმაზე, თუ რას გააკეთებდა Warner Bros., ეს განსხვავებული ბიზნესია, ვიდრე Netflix", — თქვა ბაჯარიამ — "მაგრამ ჩვენ, რა თქმა უნდა, განვახორციელეთ გარკვეული ნაბიჯები კინოთეატრებში".
სხვა განხილულ თემებს შორის იყო:
- Netflix-ის მიერ InterPositive-ის შეძენაზე (ბენ აფლეკის დაარსებული სტარტაპი, რომელიც ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ ინსტრუმენტებს ქმნის კინემატოგრაფისტებისთვის): "რაც ვფიქრობ, რომ ნამდვილად მაგარი და საინტერესოა InterPositive-ში, არის ის, რომ ბენი, როგორც მსახიობი და რეჟისორი, ეძებდა გზებს: 'რა გახდიდა ამ ფილმს უფრო ეფექტურს, ან შემეძლო თუ არა გამეკეთებინა ისეთი რამ, რასაც სხვაგვარად ვერ შევძლებდი?'. ამის შექმნამდე, ის წლების განმავლობაში ატარებდა ექსპერიმენტებს საკუთარ თავზე... ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ გვინდა საუკეთესო ინსტრუმენტები გვქონდეს, თუ კინემატოგრაფისტებს ეს დასჭირდებათ. ვისაც არ სურს, არ მოუწევთ მათი გამოყენება. მაგრამ მათთვის, ვისაც სურს, თუ გვექნება ინსტრუმენტი, რომელიც რეალურად რეჟისორის მიერაა შექმნილი და ძალიან პრაქტიკულია, ვფიქრობ, ეს ყველაზე სასიხარულო რამაა".
- კონკურენციასთან გამკლავებაზე ახლა, როცა გაერთიანებული Warner Bros./Paramount შესაძლოა ტალანტებზე ნადირობდეს: "ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ რეჟისორების იმ ჯგუფით, რომლებთანაც ახლა ვმუშაობთ, როცა გადახედავთ გრეტა გერვიგს, დევიდ ფინჩერს, გილერმო დელ ტოროს", — თქვა ლინმა — "ჩვენ ყველასთან ვერ ვიმუშავებთ, მაგრამ ძალიან ბედნიერები ვართ იმ ტალანტებით, რომლებთანაც ვთანამშრომლობთ... ვფიქრობ, ამ კონკურენციის გამო კიდევ უფრო უკეთესები გავხდებით. ეს უფრო გვაშიებს, უფრო გვაფხიზლებს, ასე რომ, ჩვენ არ გვეშინია კონკურენციის".
- სეზონებს შორის ინტერვალების შემცირებაზე: "ჩვენ გვსურს, რომ მაყურებლისთვის პროექტები უფრო სწრაფად დაბრუნდეს", — თქვა ბაჯარიამ — "ეს ასევე დამოკიდებულია ავტორზე, სცენარის წერასა და ყველაფრის მომზადებაზე".
- იქნება თუ არა მეტი თოქ-შოუ Netflix-ზე: "ეს ისე არ არის, თითქოს 'ოჰ, ჩვენ აუცილებლად უნდა გავაკეთოთ თოქ-შოუ'. [ჯონ] მულეინის ჰქონდა ძალიან კარგი, ახალი ხედვა და ეს უბრალოდ შესაძლებლობა იყო, ვიღაცასთან, ვისთანაც ბევრს ვმუშაობდით, გვემუშავა Netflix Is A Joke-ის ფარგლებში. აქ არ არის 'კი ან არა'. არ არის ისე, რომ ამას არასოდეს გავაკეთებთ მხოლოდ იმიტომ, რომ მანამდე ისე კარგად არ იმუშავა".
- დაინტერესდებიან თუ არა სტივენ კოლბერით მას შემდეგ, რაც ის CBS-ზე მოღვაწეობას დაასრულებს: "ვგულისხმობ, ის ჯერ არ მოსულა და ჩვენთან საუბარი არ ჰქონია", — თქვა ბაჯარიამ.
-
რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით
-
2008 წლის ომის შედეგები დღემდე ძირს უთხრის საქართველოს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას — ევროკავშირის პრესპიკერის განცხადება 2008 წლის ომის შედეგები დღემდე ძირს უთხრის საქართველოს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას — ევროკავშირის პრესპიკერის განცხადება
გადახედვა
- აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით
-
უკრაინის საგარეო უწყება: 2008 წლის აგრესიაზე რეაგირების ნაკლებობამ გზა გაუხსნა ფართომასშტაბიან ომებს უკრაინის საგარეო უწყება: 2008 წლის აგრესიაზე რეაგირების ნაკლებობამ გზა გაუხსნა ფართომასშტაბიან ომებს
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ზაფხული) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ზაფხული)
გადახედვა
-
სტრასბურგის სასამართლო და 2008 წლის ომის საქმეები — საიას ბრძოლა დაზარალებულთა უფლებებისა და კომპენსაციებისთვის სტრასბურგის სასამართლო და 2008 წლის ომის საქმეები — საიას ბრძოლა დაზარალებულთა უფლებებისა და კომპენსაციებისთვის
გადახედვა
-
21-ე საუკუნის საუკეთესო თრილერი რომანები — ნახეთ The New York Times-ის სია 21-ე საუკუნის საუკეთესო თრილერი რომანები — ნახეთ The New York Times-ის სია
გადახედვა
-
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო
-
აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა — ევროპული სახელმწიფოების საგარეო უწყებების განცხადებები აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა — ევროპული სახელმწიფოების საგარეო უწყებების განცხადებები
გადახედვა
-
POG: გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო POG: გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო
გადახედვა
-
მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება კომფორტერში შერჩეულ კოლექციაზე ნაწილ-ნაწილ გადახდისას მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება კომფორტერში შერჩეულ კოლექციაზე ნაწილ-ნაწილ გადახდისას
-
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
-
საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის
-
როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა
გადახედვა
-
საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის" ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის"
გადახედვა
-
"რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს "რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს
გადახედვა
-
ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს
კომენტარები