მადრიდი: კატალონიამ შეიძლება ავტონომიის სტატუსი დაკარგოს
ფოტო: Getty Images
ესპანეთი კატალონიას ავტონომიის სტატუსს შეუჩერებს, თუ რეგიონის ხელმძღვანელი, კარლეს პუჩდემონი დამოუკიდებლობის გამოცხადებას არ გადაიფიქრებს. ამის შესახებ ქვეყნის ვიცე-პრემიერმა, პუჩდემონისთვის მიცემული ულტიმატუმის ვადის გასვლამდე, ერთი დღით ადრე განაცხადა. კატალონიაში აცხადებენ, რომ ისინი არ აპირებენ მადრიდთან დათმობებზე წასვლას.
პირველი ოქტომბრის რეფერენდუმის შემდეგ პუჩდემონიმ დამოუკიდებლობის დეკლარაციას ხელი მოაწერა, მაგრამ განაცხადა, რომ დოკუმენტი ჯერ ძალაში არ შევიდოდა. მან მადრიდის ხელისუფლებას დიალოგისკენ მოუწოდა.
ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, მარიანო რახოიმ კატალონიის ლიდერს ხუთშაბათამდე მისცა ვადა, რათა დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით კონკრეტული პასუხი გასცეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ცენტრალური ხელისუფლება კონსტიტუციის 155-ე მუხლის შესაბამისად იმოქმედებს.
155-ე მუხლი, რომელიც 1978 წელს მიიღეს, მადრიდს უფლებას აძლევს, რომ კრიზის სიტუაციაში პირდაპირი მმართველობა გამოიყენოს. დემოკრატიული ესპანეთის არსებობის განმავლობაში ეს მუხლი არასდროს გამოყენებულა.
"ერთადერთი, რასაც ვთხოვ ბატონ პუჩდემონის, ეს გონივრულად მოქცევა და ყველა ესპანელის ინტერესების გათვალისწინებაა", - განაცხადა რახოიმ.
კატალონიაზე მმართველობის ძალაუფლების მადრიდისთვის გადაცემა ესპანეთის სენატმა უნდა განიხილოს, რომლის უმრავლესობას რახოის სახალხო პარტია წარმოადგენს. ცენტრალურ ხელისუფლებას ექნება შესაძლებლობა გააკონტროლოს რეგიონის პოლიცია და ვადამდელი არჩევნებიც ჩაატაროს. თუმცა როგორც ადგილობრივი მედია ამბობს, ვადამდელი არჩევნების საკითხი ჯერ არ განიხილება.
კატალონიის რეფერენდუმი
კატალონიის დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმი, რომელსაც არ აღიარებს მადრიდი და არც ევროკავშირი, ჯერ კიდევ ჩატარებამდე გამოაცხადა არაკონსტიტუციურად ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლომ. ესპანეთის ერთიანობას დაუჭირეს მხარი გერმანიამ და საფრანგეთმა.
ცენტრალური ხელისუფლების მიერ არაღიარებული რეფერენდუმის შედეგების მიხედვით, კატალონიელების 90-მა პროცენტმა დამოუკიდებლობას დაუჭირა მხარი. ამავე დროს, მოქალაქეების აქტივობა 43 პროცენტს შეადგენდა.
მადრიდის განკარგულებით პოლიცია რეფერენდუმის ჩაშლას ცდილობდა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. პოლიცია საარჩევნო უბნებში შეიჭრა და ყუთები გაიტანა, ასევე, დალუქა რამდენიმე საარჩევნო უბანი. საერთო ჯამში, პოლიციელებთან შეტაკებებისას 900 მოქალაქე დაშავდა.
მოგვიანებით, ესპანეთის ხელისუფლებამ უხეში ძალის გამოყენებისთვის კატალონიას ბოდიში მოუხადა და ამავე დროს, არაკანონიერი რეფერენდუმის ჩატარებაში რეგიონის ლიდერებს ბრალი დასდო.
კატალონია ესპანეთის ავტონომიური გაერთიანებაა, რომლის მოსახლეობა 7,5 მილიონია. მას აქვს საკუთარი ენა და დროშა. ესპანეთიდან გამოყოფის იდეა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საკმაოდ პოპულარული გახდა.
2014 წელს ესპანეთის ხელისუფლებამ კატალონიაში რეფერენდუმის ჩატარება დაბლოკა. ერთი წლის შემდეგ, კატალონიის ხელისუფლებაში დამოუკიდებლობის მომხრე პარტია მოვიდა. 2017 წლის ივნისში ცნობილი გახდა, რომ პირველ ოქტომბერს კატალონიის ესპანეთიდან გამოყოფისა და მისი რესპუბლიკად ჩამოყალიბების რეფერენდუმი ჩატარდებოდა.
-
ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა
გადახედვა
-
ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი" საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი"
გადახედვა
-
სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება
გადახედვა
-
100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის 100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის
-
Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა
გადახედვა
-
10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში 10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში
გადახედვა
-
ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ? ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ?
-
ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძე დააკავეს გიორგი ბარამიძე დააკავეს
გადახედვა
-
Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ
-
საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ
-
აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა
გადახედვა
-
საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა
გადახედვა
-
"ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს "ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ
გადახედვა
-
შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება" შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება"
გადახედვა
-
ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება
გადახედვა
-
სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი: იგეგმება, რომ გარკვეულ ეტაპზე აზერბაიჯანს ვესტუმრო, თუმცა არა ბაქოს სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი: იგეგმება, რომ გარკვეულ ეტაპზე აზერბაიჯანს ვესტუმრო, თუმცა არა ბაქოს
გადახედვა

კომენტარები