პირველად საქართველოში — სამართლის სწავლება ბლოკჩეინ სიმულატორის გამოყენებით
ფოტო: სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში სჯერათ, რომ თითოეული ახალი ნაბიჯი ახალი ისტორიის დასაწყისია. ისტორიის, რომელიც მიზნებს, არჩევანსა და განვითარებაზე ორიენტირებულ გაბედულ გადაწყვეტილებებს აერთიანებს.
იმ სამყაროში, სადაც პროფესიული წარმატება უკვე მხოლოდ კლასიკურ ცოდნაზე აღარ არის დამოკიდებული, სამართლის სფეროც ახალ რეალობას ეხმიანება. თანამედროვე იურისტისთვის ტექნოლოგიური კომპეტენციები ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც სამართლის ფუნდამენტური პრინციპების ცოდნა. სწორედ ამ ხედვით სთავაზობს სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი სტუდენტებს ახალ სტანდარტს — AI Policy-ის და Legal-Tech-ის სწავლებასა და პირველად საქართველოში ბლოკჩეინის სასწავლო სიმულატორს, რომელიც სამართლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს რთული ციფრული მექანიზმების რეალურ მოქმედებას აცნობს.
ეს მიდგომა კლასიკურ იურიდიულ განათლებას არ ცვლის, პირიქით, ავსებს და აძლიერებს მას, რათა სტუდენტებმა პროფესიულ სამყაროში საკუთარი გზა უფრო თავდაჯერებულად და კონკურენტუნარიანად გააგრძელონ.
ინოვაციურ მიდგომებსა და სწავლების თანამედროვე მეთოდებზე გვესაუბრება სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი და AI Policy და Legal-Tech კურსის ავტორი, შალვა ჯოხარიძე.
— Legal-Tech-ის მნიშვნელობა იურიდიულ განათლებაში
Legal Tech შედარებით ახალი, თუმცა სწრაფად მზარდი მიმართულებაა, რომელიც სამართლის პროფესიის ტექნოლოგიურ ტრანსფორმაციას ასახავს. იგი მოიცავს ყველა იმ ინსტრუმენტს, რომლებიც იურისტებს ეხმარება სამუშაო პროცესების ეფექტიანად მართვაში, მონაცემების სისტემატიზაციასა და თანამედროვე სტანდარტების დაცვაში.
საერთაშორისო ტენდენციების გათვალისწინებით, უახლოეს წლებში AI და Legal-Tech-ის ცოდნა გახდება იურიდიული საქმიანობის ჩვეულებრივი და აუცილებელი კომპონენტი, მსგავსად ფინანსურ სექტორში გამოყენებული საბუღალტრო ან ავტომატიზაციის (FinTech) პროგრამებისა. შესაბამისად, სამართლის სტუდენტებისთვის მნიშვნელოვანია, როგორც ტექნოლოგიური კონცეფციების გაცნობა, ისე მათი ეთიკურად და პასუხისმგებლობით გამოყენების უნარის განვითარება.
— ბლოკჩეინის სიმულატორის დანერგვის მიზანი
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში ბლოკჩეინის სიმულატორი გამოიყენება სწავლების ერთ-ერთ კომპონენტში, რათა სტუდენტებს მარტივი ენით ავუხსნათ სმარტ კონტრაქტების კონცეფცია. სიმულატორი სწავლას ამარტივებს და სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, თეორიული მასალასთან ერთად პრაქტიკაში დაინახონ, თუ როგორ მუშაობს დეცენტრალიზებული სისტემა. იგი განსაკუთრებით ეფექტურია რთული ტექნიკური კონცეფციების გასაგებად.
ფოტო: სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
— სიმულატორის ტექნიკური აღწერა და ფუნქციები
სიმულატორი MIT ლიცენზიით მოპოვებული პროგრამაა, რომლის ადაპტირებაც მოხდა სასწავლო მიზნებისთვის და რომელიც განთავსებულია დოკუმენტების ავტომატიზაციის პლატფორმის ბაზაზე.
სიმულატორი საბაზისო ვიზუალიზაციის ხელსაწყოა, სადაც სტუდენტებს შეუძლიათ მარტივი მოდელის მაგალითზე დაინახონ, როგორ მუშაობს ბკლოკჩეინის სისტემა.
სტუდენტები შეუძლიათ:
- ბლოკჩეინის სისტემის სტრუქტურის ვიზუალურად აღქმა;
- მონაცემთა სანდოობისა და დაცვითი მექანიზმების გაცნობა;
- ახალი მონაცემების დამატებისა და გადამოწმების პროცესის დაკვირვება;
- საჯარო/კერძო გასაღებების მუშაობის პრინციპების გაგება;
- სმარტ კონტრაქტების ძირითადი ლოგიკის პრაქტიკულად შესწავლა.
— სიმულატორმა სწავლების პროცესში მნიშვნელოვანი შედეგი აჩვენა. სტუდენტების შეფასებით, ვიზუალიზაციის მეთოდმა მათ შესაძლებლობა მისცა უკეთ გაეგოთ ბლოკჩეინის არქიტექტურა და ციფრული კონტრაქტების პრინციპები.
ამ კურსმა დაგვანახა, თუ როგორ მუშაობს სამართლის ავტომატიზაცია, ხელოვნური ინტელექტის მოდელები და ლეგალური ანალიტიკა პრაქტიკაში, იქნება ეს ციფრული ხელმოწერები, დოკუმენტების ავტომატური გენერირება თუ ინფორმაციის სწრაფი ანალიზი.
საგანი რეალურად გვასწავლის იმ კომპეტენციებს, რომლებიც ტრადიციულ იურიდიულ განათლებაში ხშირად ჩრდილშია და სხვაგან არ ისწავლება. აქ მიღებული უნარები გვაძლევს შესაძლებლობას, ტექნოლოგიებთან თანამშრომლობა პროფესიული ყოველდღიურობის ბუნებრივ ნაწილად ვაქციოთ.
საბოლოოდ, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე და საჭირო კურსი, რომელმაც გვაჩვენა, რომ დღევანდელ იურისტს ტექნოლოგიურ გარემოში მუშაობა ბუნებრივად უნდა შეეძლოს. — ანი ზანდუკელი, სამართლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი.
ფოტო: სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
— სამომავლო გეგმები
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი აგრძელებს სამართლის პროგრამის განვითარებას და AI და Legal-Tech მიმართულების გაძლიერებას, რათა სტუდენტებს შესთავაზოს სწავლება, რომელიც პასუხობს თანამედროვე იურიდიული პროფესიის სტანდარტებს. უნივერსიტეტი გეგმავს ახალი ტექნოლოგიური მოდულების, პრაქტიკული პლატფორმებისა და ინოვაციური სასწავლო კომპონენტების დამატებას, მომავალი იურისტების კონკურენტული და თანამედროვე პროფესიული გარემოსთვის სრულფასოვნად მოსამზადებლად.
სამართლის ფაკულტეტი სწავლას უზრუნველყოფს სამივე საფეხურზე: საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო. სტუდენტები ყალიბდებიან თანამედროვე პროფესიული ცოდნითა და პრაქტიკული უნარებით, რაც მათ რეალურ კონკურენტულ უპირატესობას ანიჭებს.
-
როგორი იყო დედობა ჰომო ერექტუსებისთვის როგორი იყო დედობა ჰომო ერექტუსებისთვის
გადახედვა
-
დეა კულუმბეგაშვილი ახალ ფილმზე ემა სტოუნთან ერთად მუშაობს დეა კულუმბეგაშვილი ახალ ფილმზე ემა სტოუნთან ერთად მუშაობს
გადახედვა
-
მარსის ბრუნვა ჩქარდება — მიზეზი შეიძლება "უარყოფითი მასის ანომალიაა" იყოს მარსის ბრუნვა ჩქარდება — მიზეზი შეიძლება "უარყოფითი მასის ანომალიაა" იყოს
გადახედვა
-
ადვოკატი: ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ 1 წლის წინ სასამართლოს არქივში გაჩენილ ხანძარზე გამოძიება იწყება ადვოკატი: ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ 1 წლის წინ სასამართლოს არქივში გაჩენილ ხანძარზე გამოძიება იწყება
გადახედვა
-
მეცნიერებმა ყველაზე ასაკოვანი ხის დნმ გაშიფრეს, რათა დიდხანს სიცოცხლის საიდუმლო ამოეხსნათ მეცნიერებმა ყველაზე ასაკოვანი ხის დნმ გაშიფრეს, რათა დიდხანს სიცოცხლის საიდუმლო ამოეხსნათ
გადახედვა
-
როგორ ცვლის 500 Global in Eurasia-ს მონაწილე Quissly ონლაინ შოპინგს როგორ ცვლის 500 Global in Eurasia-ს მონაწილე Quissly ონლაინ შოპინგს
-
ჭიათურაში, შუქრუთის მაღაროში 50 წლამდე მაღაროელი გარდაიცვალა ჭიათურაში, შუქრუთის მაღაროში 50 წლამდე მაღაროელი გარდაიცვალა
გადახედვა
-
ევროკავშირი-სომხეთის პირველი სამიტი 2026 წლის 4 და 5 მაისს გაიმართება ევროკავშირი-სომხეთის პირველი სამიტი 2026 წლის 4 და 5 მაისს გაიმართება
გადახედვა
-
თურქი მსახიობი, ჰანდე ერჩელი, სამედიცინო ექსპერტიზაზე გადაიყვანეს თურქი მსახიობი, ჰანდე ერჩელი, სამედიცინო ექსპერტიზაზე გადაიყვანეს
გადახედვა
-
თენგიზ შარმანაშვილი: ვერავინ ვერ შეგვასწრებს NATO-ში, ძალიან კარგად იცით თენგიზ შარმანაშვილი: ვერავინ ვერ შეგვასწრებს NATO-ში, ძალიან კარგად იცით
გადახედვა
-
ChatGPT-მ ორიგინალი მათემატიკური დამტკიცება შექმნა ChatGPT-მ ორიგინალი მათემატიკური დამტკიცება შექმნა
გადახედვა
-
როგორ ეცემა იუპიტერს მეხი და რამდენად ძლიერია? როგორ ეცემა იუპიტერს მეხი და რამდენად ძლიერია?
გადახედვა
-
სემეკმა "თელასი" 35 ათასი ლარით დააჯარიმა სემეკმა "თელასი" 35 ათასი ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
POG: 16 საბავშვო ბაღის მშენებლობის საქმეზე ₾4.7 მლნ-ის მითვისებისთვის 9 პირის სამართლებრივი დევნა დაიწყო, 4 — დაკავებულია POG: 16 საბავშვო ბაღის მშენებლობის საქმეზე ₾4.7 მლნ-ის მითვისებისთვის 9 პირის სამართლებრივი დევნა დაიწყო, 4 — დაკავებულია
გადახედვა
-
ვებისა და ჰაბლის ტელესკოპებით სატურნი გადაიღეს — როგორია ის ხილულ და ინფრაწითელ სპექტრში ვებისა და ჰაბლის ტელესკოპებით სატურნი გადაიღეს — როგორია ის ხილულ და ინფრაწითელ სპექტრში
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: პრობლემა არის NATO-ში შალვა პაპუაშვილი: პრობლემა არის NATO-ში
გადახედვა
-
"ვთვლი, რომ ივანიშვილი არის დასამხობი" — პროკურატურამ სასამართლოზე ნათქვამი ამ ფრაზისთვის ბაჩო ახალიას ახალი ბრალი წარუდგინა "ვთვლი, რომ ივანიშვილი არის დასამხობი" — პროკურატურამ სასამართლოზე ნათქვამი ამ ფრაზისთვის ბაჩო ახალიას ახალი ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
JRC-ის პროექტი AINews WAN-IFRA 2026 წლის Digital Media Awards-ის ფინალისტი გახდა JRC-ის პროექტი AINews WAN-IFRA 2026 წლის Digital Media Awards-ის ფინალისტი გახდა
გადახედვა
-
ტრანსგენდერ ქალებს ქალთა ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობა აეკრძალათ ტრანსგენდერ ქალებს ქალთა ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობა აეკრძალათ
გადახედვა
-
Bedford Falls ახალი მუსიკალური ალბომით დაბრუნდა — მოისმინეთ LAZYBONES Bedford Falls ახალი მუსიკალური ალბომით დაბრუნდა — მოისმინეთ LAZYBONES
გადახედვა
-
ჯოან როულინგი HBO-ს ჰარი პოტერის პირველ ტრეილერს გამოეხმაურა ჯოან როულინგი HBO-ს ჰარი პოტერის პირველ ტრეილერს გამოეხმაურა
გადახედვა
კომენტარები