ვინ მიიღო ყველაზე მეტი ოსკარი — კინოაკადემიის ისტორიული რეკორდები
ფოტო: გიორგი მუზაშვილი / On.ge
ოსკარის დაჯილდოება, რომელიც ყოველწლიურად იმართება, კინოს სამყაროში ყველაზე პრესტიჟულ აღიარებად ითვლება. თითქმის საუკუნეა, რაც კინოს ისტორიაში ოსკარი ეპოქის ყველაზე გავლენიანი რეჟისორების, მსახიობებისა თუ კომპოზიტორების ადგილს განსაზღვრავს.
ამ დროის განმავლობაში საზოგადოებამ არაერთი დრამატული მომენტი, მოულოდნელი გამარჯვება და ისტორიული უსამართლობაც იხილა. 1929 წლიდან დღემდე 3 000-ზე მეტი ოსკარი გაიცა, თუმცა ჰოლივუდის ზოგიერთ ვარსკვლავსა და რეჟისორს სხვებზე გაცილებით მეტი ჯილდო ხვდა წილად.
მოდით, ვნახოთ, როგორ გამოიყურება იმ ვარსკვლავების სია, რომლებმაც კარიერის განმავლობაში შესრულებული როლებისთვის ყველაზე მეტი ოსკარი მიიღეს:
1. კეტრინ ჰეპბერნი
მიუხედავად იმისა, რომ ჰოლივუდის ისტორიაში უამრავი ლეგენდარული სახელი ფიგურირებს, კეტრინ ჰეპბერნი დღემდე ერთადერთ მსახიობად რჩება, რომელმაც 4 ოსკარის მოპოვება შეძლო. მან ოთხივე ოსკარი მთავარი როლის შემსრულებელი საუკეთესო მსახიობის ქალის კატეგორიაში მოიპოვა.
მისი კარიერა ექვს ათწლეულს მოიცავდა, ხოლო პირველ აღიარებას, რომელიც 1933 წელს ფილმისთვის Morning Glory მიიღო, ბოლო ტრიუმფამდე თითქმის ნახევარი საუკუნე — 48 წელი აშორებდა. ამ დროის განმავლობაში კეტრინმა ოსკარი კიდევ სამი ფილმისთვის დაიმსახურა: Guess Who’s Coming to Dinner, The Lion in Winter და On Golden Pond.
ფოტო: Metro-Goldwyn-Mayer
მიუხედავად წარმატებისა, ჰეპბერნი საკუთარ პრიზებს დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებდა და ცერემონიებს თითქმის არასდროს ესწრებოდა — ის თვლიდა, რომ ნამდვილი ჯილდო თავად მუშაობის პროცესი იყო.
2. მერილ სტრიპი
მერილ სტრიპი ოსკარის ნომინაციების ისტორიაში აბსოლუტური რეკორდსმენია — ის აკადემიის რჩეულთა შორის 21-ჯერ მოხვდა, რაც კინოსამყაროსთვის ფენომენალური მაჩვენებელია. მიუხედავად ხშირი ნომინაციებისა, მერილ სტრიპმა ოსკარი მხოლოდ სამჯერ მოიგო.
ფოტო: Getty images
მსახიობმა პირველი ოსკარი 1979 წელს ფილმისთვის Kramer vs. Kramer მოიპოვა ნომინაციაში მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი საუკეთესო მსახიობი ქალი. ამას მოჰყვა ორი ტრიუმფი მთავარი როლისთვის ფილმებში: Sophie's Choice და The Iron Lady. 1970-იანი წლებიდან მოყოლებული, თითქმის არ ყოფილა ათწლეული, მერილ სტრიპს ნომინაცია რომ არ მიეღო.
ამ აღიარებას კურიოზული ისტორიებიც ახლავს თან. თავისი პირველი გამარჯვების ღამეს, მსახიობს ოსკარის ქანდაკება საპირფარეშოში დარჩა, რადგან დაჯილდოების შემდეგ იმდენად აღელვებული იყო, რომ ნივთების შემოწმება სულ აღარ ახსოვდა.
3. ჯეკ ნიკოლსონი
ჯეკ ნიკოლსონი ათწლეულების განმავლობაში ოსკარის დაჯილდოების ცერემონიის განუყოფელი ნაწილი და ერთგვარი სიმბოლო იყო. ის კაც მსახიობებს შორის ნომინაციების რაოდენობით რეკორდსმენია — რჩეულთა შორის სულ 12-ჯერ მოხვდა. მან გამარჯვება როგორც მთავარი, ისე მეორეხარისხოვანი როლების კატეგორიაში მოიპოვა.
ფოტო: Bettmann // Getty Images
ჯეკ ნიკოლსონმა სამი "ოქროს კაცის" მოპოვება შეძლო, რაც მას კინოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ტიტულიან შემსრულებლად აქცევს.
პირველი ოსკარი მან 1975 წელს, საკულტო ფილმისთვის One Flew Over the Cuckoo's Nest მიიღო, რასაც მოგვიანებით მოჰყვა გამარჯვებები ფილმებისთვის: Terms of Endearment და As Good as It Gets.
4. ინგრიდ ბერგმანი
ინგრიდ ბერგმანი იმ იშვიათ ვარსკვლავთა შორისაა, რომელმაც საზოგადოების მოხიბვლა როგორც მთავარი, ისე მეორეხარისხოვანი როლებით შეძლო. მან სამი ოსკარიდან ორი — ფილმებისთვის Gaslight და Anastasia — მთავარი როლის კატეგორიაში მიიღო, მესამე კი კლასიკურ დეტექტივში Murder on the Orient Express შესრულებულმა მეორეხარისხოვანმა როლმა მოუტანა.
1945 წელს 29 წლის ინგრიდ ბერგანი თავისი სამი ოსკარიდან პირველს იღებს. იმ წელს ქანდაკებები ოქროსფრად შეღებილი თაბაშირისგან მზადდებოდა, რადგან ომის პერიოდში მეტალის დეფიციტი იყო. გამარჯვებულებმა ნამდვილი ქანდაკებები მოგვიანებით მიიღეს.
ფოტო: Oscars
შვედური წარმოშობის ინგრიდ ბერგმანი იმ იშვიათ შემოქმედთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებმაც შეძლეს და ენობრივი თუ კულტურული ბარიერების მიუხედავად, ამერიკული კინოინდუსტრიის მწვერვალზე მოექცნენ.
5. დენიელ დეი-ლუისი
დენიელ დეი-ლუისი ჰოლივუდში ერთ-ერთ ყველაზე პრეტენზიულ მსახიობად ითვლება — ის როლებს დიდი სიფრთხილით ირჩევს და ზოგჯერ ეკრანზე გამოსაჩენად წლობით ემზადება. 46-წლიანი კარიერის განმავლობაში მან მხოლოდ 18 მხატვრულ ფილმში მიიღო მონაწილეობა. მისმა ასეთმა მიდგომამ შედეგი გამოიღო: დეი-ლუისი ერთადერთი კაცია კინოს ისტორიაში, რომელმაც 3 ოსკარი მთავარი როლის შემსრულებელი საუკეთესო მსახიობი კაცის ნომინაციაში მოიპოვა.
ფოტო: Entertainment
მისი პირველი აღიარება 1989 წელს ფილმს My Left Foot უკავშირდება. ამას მოჰყვა ორი ეპოქალური როლი ფილმებში: There Will Be Blood და Lincoln.
2017 წელს მან სამსახიობო კარიერა დაასრულა. 7-წლიანი პაუზის შემდეგ, დენიელ დეი-ლუისი კინოს მაინც დაუბრუნდა — ამჯერად საკუთარი შვილის სადებიუტო ფილმში (Anemone) მონაწილეობის მისაღებად.
6. ფრანსის მაკდორმანდი
ფრანსის მაკდორმანდი იმ მცირერიცხოვან მსახიობთა ჯგუფს მიეკუთვნება, რომლებმაც 3 ოსკარის მოპოვება შეძლეს, თუმცა მისი შემთხვევა მაინც გამორჩეულია. კეტრინ ჰეპბერნის მსგავსად, ფრანსის მაკდორმანდმა სამივე ჯილდო საუკეთესო მსახიობის ქალის ნომინაციაში დაიმსახურა.
ფოტო: Angela Weiss / AFP / Getty Images
მისი კარიერული წარმატებების სერია 1996 წელს ფილმით Fargo დაიწყო, სადაც ორსული პოლიციელის როლი შეასრულა. ამას მოჰყვა ორი გამორჩეული როლი ფილმებში: Three Billboards Outside Ebbing, Missouri და Nomadland.
Nomadland-მა მაკდორმანდს ერთბაშად ორი ოსკარი მოუტანა — ის გახდა პირველი ქალი, რომელმაც ერთი ფილმისთვის ჯილდო როგორც მსახიობის, ისე პროდიუსერის სტატუსით მიიღო.
7. უოლტერ ბრენანი
უოლტერ ბრენანი 1930-იან და 40-იან წლებში კინოაკადემიის ნამდვილი ფავორიტი იყო. მან სამივე ოსკარი მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის დაიმსახურა, თანაც ეს ყველაფერი სულ რაღაც ხუთ წელიწადში შეძლო.
ფოტო: IMDb
მან გამარჯვებები შემდეგი ფილმებისთვის მოიპოვა: Come and Get It, Kentucky და The Westerner. ბრენანი პირველი მსახიობი იყო ისტორიაში, რომელმაც სამი ოსკარის მოპოვება მოახერხა.
8. დენზელ ვაშინგტონი
დენზელ ვაშინგტონი ოსკარის დაჯილდოებაზე 10-ჯერ იყო ნომინირებული, რაც მას კინოს ისტორიაში ყველაზე მეტჯერ ნომინირებულ შავკანიან მსახიობად აქცევს. მან აკადემიის წევრები ჯერ კიდევ 1989 წელს აალაპარაკა, როცა ისტორიულ დრამაში — Glory — შესრულებული მეორეხარისხოვანი როლისთვის საუკეთესო მსახიობი კაცის კატეგორიაში გაიმარჯვა. ეს იყო მომენტი, რომელმაც ვაშინგტონი ჰოლივუდის წამყვან მსახიობად აქცია.
ფოტო: CHRISTOPHE D YVOIRE/Sygma via Getty
მოგვიანებით მან მეორე ოსკარი უკვე მთავარი როლისთვის, Training Day-ში განსახიერებული კორუმპირებული პოლიციელის პერსონაჟისთვის მიიღო.
9. ბეტი დეივისი
ბეტი დეივისი პირველი მსახიობი ქალია, რომელიც ოსკარებზე 10-ჯერ იყო ნომინირებული. მიუხედავად მრავალი ნომინაციისა, მან ოსკარი ორჯერ საუკეთესო მსახიობი ქალის კატეგორიაში ფილმებისთვის — Dangerous და Jezebel — მიიღო.
ფოტო: Bettmann // Getty Images
მიუხედავად ამისა, ბეტის გავლენა ჰოლივუდზე გაცილებით მასშტაბური იყო: არსებობს ლეგენდაც, რომ ოქროს ქანდაკებას სახელწოდება "ოსკარი" სწორედ მან შეარქვა, რადგან ქმარს აგონებდა, რომლის მეორე სახელიც ოსკარი იყო. თუმცა, კინემატოგრაფიული ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემია ამ ვერსიის შესახებ არსად საუბრობს.
10. სპენსერ ტრეისი
სპენსერ ტრეისი ჰოლივუდის ისტორიაში იმ მცირერიცხოვან მსახიობებს შორის ერთ-ერთია, რომლებმაც ოსკარის მოპოვება ზედიზედ ორჯერ შეძლეს. მან აკადემიის აღიარება 1937 და 1938 წლებში ფილმებისთვის Captains Courageous და Boys Town მოიპოვა.
ფოტო: Turner Classic Movies
კოლეგები სპენსერს ხშირად "მსახიობების მსახიობს" უწოდებდნენ, რადგან მისი შესრულების მანერა იმდენად რეალისტური იყო, რომ ეკრანზე თამაშის კვალსაც კი ვერ შეამჩნევდით. კარიერის განმავლობაში დაგროვილი 9 ნომინაციით, ტრეისი ათწლეულების განმავლობაში პროფესიონალიზმის ეტალონად რჩებოდა.
-
"არ უნდა ვამდიდრებდეთ მას, ვისი სახელიც არ ითქმის" — ენდრიუ გარფილდი როულინგზე "არ უნდა ვამდიდრებდეთ მას, ვისი სახელიც არ ითქმის" — ენდრიუ გარფილდი როულინგზე
გადახედვა
-
როგორი იყო დედობა ჰომო ერექტუსებისთვის როგორი იყო დედობა ჰომო ერექტუსებისთვის
გადახედვა
-
მარსის ბრუნვა ჩქარდება — მიზეზი შეიძლება "უარყოფითი მასის ანომალიაა" იყოს მარსის ბრუნვა ჩქარდება — მიზეზი შეიძლება "უარყოფითი მასის ანომალიაა" იყოს
გადახედვა
-
ადვოკატი: ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ 1 წლის წინ სასამართლოს არქივში გაჩენილ ხანძარზე გამოძიება იწყება ადვოკატი: ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ 1 წლის წინ სასამართლოს არქივში გაჩენილ ხანძარზე გამოძიება იწყება
გადახედვა
-
მეცნიერებმა ყველაზე ასაკოვანი ხის დნმ გაშიფრეს, რათა დიდხანს სიცოცხლის საიდუმლო ამოეხსნათ მეცნიერებმა ყველაზე ასაკოვანი ხის დნმ გაშიფრეს, რათა დიდხანს სიცოცხლის საიდუმლო ამოეხსნათ
გადახედვა
-
ჭიათურაში, შუქრუთის მაღაროში 50 წლამდე მაღაროელი გარდაიცვალა ჭიათურაში, შუქრუთის მაღაროში 50 წლამდე მაღაროელი გარდაიცვალა
გადახედვა
-
ევროკავშირი-სომხეთის პირველი სამიტი 2026 წლის 4 და 5 მაისს გაიმართება ევროკავშირი-სომხეთის პირველი სამიტი 2026 წლის 4 და 5 მაისს გაიმართება
გადახედვა
-
თურქი მსახიობი, ჰანდე ერჩელი, სამედიცინო ექსპერტიზაზე გადაიყვანეს თურქი მსახიობი, ჰანდე ერჩელი, სამედიცინო ექსპერტიზაზე გადაიყვანეს
გადახედვა
-
თენგიზ შარმანაშვილი: ვერავინ ვერ შეგვასწრებს NATO-ში, ძალიან კარგად იცით თენგიზ შარმანაშვილი: ვერავინ ვერ შეგვასწრებს NATO-ში, ძალიან კარგად იცით
გადახედვა
-
ChatGPT-მ ორიგინალი მათემატიკური დამტკიცება შექმნა ChatGPT-მ ორიგინალი მათემატიკური დამტკიცება შექმნა
გადახედვა
-
როგორ ეცემა იუპიტერს მეხი და რამდენად ძლიერია? როგორ ეცემა იუპიტერს მეხი და რამდენად ძლიერია?
გადახედვა
-
სემეკმა "თელასი" 35 ათასი ლარით დააჯარიმა სემეკმა "თელასი" 35 ათასი ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
10 შთამბეჭდავი ფოტო ველური ბუნების 2026 წლის ფოტოკონკურსიდან 10 შთამბეჭდავი ფოტო ველური ბუნების 2026 წლის ფოტოკონკურსიდან
გადახედვა
-
POG: 16 საბავშვო ბაღის მშენებლობის საქმეზე ₾4.7 მლნ-ის მითვისებისთვის 9 პირის სამართლებრივი დევნა დაიწყო, 4 — დაკავებულია POG: 16 საბავშვო ბაღის მშენებლობის საქმეზე ₾4.7 მლნ-ის მითვისებისთვის 9 პირის სამართლებრივი დევნა დაიწყო, 4 — დაკავებულია
გადახედვა
-
ვებისა და ჰაბლის ტელესკოპებით სატურნი გადაიღეს — როგორია ის ხილულ და ინფრაწითელ სპექტრში ვებისა და ჰაბლის ტელესკოპებით სატურნი გადაიღეს — როგორია ის ხილულ და ინფრაწითელ სპექტრში
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: პრობლემა არის NATO-ში შალვა პაპუაშვილი: პრობლემა არის NATO-ში
გადახედვა
-
"ვთვლი, რომ ივანიშვილი არის დასამხობი" — პროკურატურამ სასამართლოზე ნათქვამი ამ ფრაზისთვის ბაჩო ახალიას ახალი ბრალი წარუდგინა "ვთვლი, რომ ივანიშვილი არის დასამხობი" — პროკურატურამ სასამართლოზე ნათქვამი ამ ფრაზისთვის ბაჩო ახალიას ახალი ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
ძალიან იმედგამაცრუებელია ეს განცხადება — შალვა პაპუაშვილი ომბუდსმენზე ძალიან იმედგამაცრუებელია ეს განცხადება — შალვა პაპუაშვილი ომბუდსმენზე
გადახედვა
-
JRC-ის პროექტი AINews WAN-IFRA 2026 წლის Digital Media Awards-ის ფინალისტი გახდა JRC-ის პროექტი AINews WAN-IFRA 2026 წლის Digital Media Awards-ის ფინალისტი გახდა
გადახედვა
-
ტრანსგენდერ ქალებს ქალთა ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობა აეკრძალათ ტრანსგენდერ ქალებს ქალთა ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობა აეკრძალათ
გადახედვა
-
Bedford Falls ახალი მუსიკალური ალბომით დაბრუნდა — მოისმინეთ LAZYBONES Bedford Falls ახალი მუსიკალური ალბომით დაბრუნდა — მოისმინეთ LAZYBONES
გადახედვა
კომენტარები