თანამედროვე ირანული კინო, მუსიკა და ლიტერატურა
ცოტა ადამიანს თუ ჰქონია შესაძლებლობა ესტუმროს ირანს ან გამოიკვლიოს 90 მილიონზე მეტი ადამიანისგან შემდგარი ეთნიკურად მრავალფეროვანი ერი, რომელიც 1979 წლის ირანის რევოლუციის შემდეგ ფაქტობრივად ჩაკეტილია. ახლა, როდესაც ირანის წინააღმდეგ აშშ-ისა და ისრაელის ომი მიმდინარეობს, ირანელების იდეები, გრძნობები და შეხედულებები შესაძლოა ნაკლებად ხელმისაწვდომი ჩანდეს. თუმცა, ირანში მცხოვრები და ირანული დიასპორის წარმომადგენელი ხელოვანებისა და ჟურნალისტების მიერ შექმნილი რამდენიმე ბოლოდროინდელი წიგნი, ფილმი და მუსიკა დაგვეხმარება ამ უძველესი კულტურისა და მისი თანამედროვე პოლიტიკის ნათელყოფაში.
ეს შემოთავაზებები, რა თქმა უნდა, მხოლოდ დასაწყისია, აქცენტი გაკეთებულია თავად ირანელების მიერ შექმნილ ბოლოდროინდელ ნამუშევრებზე და არა გარედან დამკვირვებლის თვალით დანახულ ირანზე.
წიგნები
მზისთვის გრძელი ღამეების შემდეგ: ირანის ქალთა აჯანყების ისტორია (For the Sun After Long Nights: The Story of Iran's Women-Led Uprising), ფატემე ჯამალპური და ნილო ტაბრიზი
მზისთვის გრძელი ღამეების შემდეგ: ირანის ქალთა აჯანყების ისტორია
არსებობს არაერთი შესანიშნავი ნაშრომი, რომელიც ირანის ისტორიას უძველესი დროიდან, ფეჰლევის დინასტიის მმართველობის გავლით, ირანის რევოლუციამდე შლის. თუმცა ბევრად ნაკლებია ისეთი წიგნები, რომლებიც გვეხმარება 2026 წლის ირანისა და იქ მცხოვრები ხალხის გაგებაში. ერთ-ერთი გამორჩეული წიგნია ეროვნულ წიგნის პრემიაზე ნომინირებული მზისთვის გრძელი ღამეების შემდეგ, რომელიც ჟურნალისტებმა ფატემე ჯამალპურმა და ნილო ტაბრიზიმ დაწერეს. ის თითქმის რეალურ დროში აღწერს მოძრაობას "ქალი, სიცოცხლე, თავისუფლება", რომელიც 2022 წელს დაიწყო, სწორედ მაშინ, როცა ჯამალპური თეირანში ფარულად მუშაობდა ჟურნალისტად.
ოქრო (Gold), რუმი, ჰალე ლიზა გაფორის ახალი თარგმანი
ოქრო (Gold), რუმი
თუ მაგალითად ამერიკელები საერთოდ იცნობენ სპარსულ პოეზიას, ეს ძირითადად ხდება მე-13 საუკუნის სუფი პოეტის, ჯალალედინ რუმის პოპულარული თარგმანებით, რომლებიც გარდაცვლილმა ამერიკელმა პოეტმა კოლმენ ბარკსმა შეასრულა. ბარკსმა არ იცოდა სპარსული ენა და მოლანას (როგორც მას ირანელები უწოდებენ — "ჩვენი მოძღვარი") ნაწარმოებები ისლამთან დაკავშირებული ყოველგვარი მინიშნებისგან გააცალკევა. (ამის ნაცვლად, ბარკსი ახდენდა უკვე არსებული ინგლისური თარგმანების "ინტერპრეტაციას").
2022 წელს ირანელ-ამერიკელმა პოეტმა, პერფორმანსის ხელოვანმა და მომღერალმა ჰალე ლიზა გაფორიმ წარმოადგინა პირველი ტომი, როგორც ამის გამოსასწორებელი საშუალება, რუმის ახალი თარგმანების სახით, რომლებიც ერთდროულად გასაგები, ღრმად დამაფიქრებელი და უშუალოა. მეორე ტომი, წყალი (Water), გასულ წელს გამოვიდა.
წამებული! (Martyr!), კავე აქბარი
წამებული!
კავე აქბარის ეს 2024 წლის სადებიუტო რომანი არის შეუპოვარი ოსტატობის მწვერვალი, რომელიც სავსეა მახვილგონიერებითა და ღრმა ხედვით დიასპორულ სირთულეებზე. წიგნი იკვლევს იდენტობის ბუნებას "ტერორიზმთან ომის" შემდგომ სამყაროში და 1979 წლის რევოლუციის გავლენას ირანელების მომდევნო თაობებზე. მთავარი გმირი, ირანში დაბადებული, თუმცა ამერიკაში გაზრდილი საირუს შამსი, მთელი ცხოვრება ებრძვის დამოკიდებულებებს, დეპრესიასა და უძილობას. ის ცდილობს, საკუთარი ადგილი იპოვოს და აზრი გამოიტანოს სამყაროში, რომელიც "ირანულობისა და ამერიკული შუა დასავლეთის (Midwestern) კულტურათა კვეთაზე" იმყოფება.
აქ წარმოდგენილი სხვა ნაწარმოებების მსგავსად, აქაც მხატვრული ფიქცია და რეალური ფაქტები ერთმანეთშია გადახლართული: სიუჟეტის ცენტრშია 1988 წელს, ირან-ერაყის ომის დროს, აშშ-ის მიერ ირანული სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდების ტრაგიკული და ნამდვილი ისტორია.
საკანცელარიო მაღაზია (The Stationery Shop), მარჯან კამალი
საკანცელარიო მაღაზია
მარჯან კამალის 2019 წლის სასიყვარულო რომანი არის ახალგაზრდა როიასა და იდეალისტი აქტივისტის, ბაჰმანის შესახებ სევდიანი ამბავი. მათი ურთიერთობა 1950-იანი წლების თეირანის ერთ პატარა მაღაზიაში იწყება, თუმცა დაგეგმილი ქორწინება ოჯახური და პოლიტიკური ქარცეცხლის გამო იშლება: აშშ-ისა და ბრიტანეთის მიერ ორგანიზებული სახელმწიფო გადატრიალება ირანის დემოკრატიულად არჩეულ მთავრობას ამხობს, რაც ქვეყანაში შაჰის მმართველობის დამყარებით სრულდება. ახალი ცხოვრების დასაწყებად როია აშშ-ში გარბის, თუმცა ათწლეულების შემდეგ, 2013 წელს, ისინი კვლავ ხვდებიან ერთმანეთს და ფიქრობენ: როგორი იქნებოდა მათი ბედი, ცხოვრებას სხვა მიმართულება რომ მიეღო?
საკანცელარიო მაღაზია 2024 წელს ქართულადაც ითარგმნა: საკანცელარიო მაღაზია თეირანში — წიგნი ცხოვრების მოულოდნელობებზე
ფილმები
გადატრიალება 53 (Coup 53)
ირანელი კინორეჟისორის, თაღი ამირანის 2019 წლის დოკუმენტური ფილმი (რომლის თანასცენარიც უოლტერ მარჩს ეკუთვნის) აღწერს "ოპერაცია აიაქსს", პროცესს, რომლის დროსაც CIA-მ და ბრიტანულმა MI6-მა ირანის დემოკრატიულად არჩეული პრემიერ-მინისტრის, მოჰამედ მოსადეყის გადაყენება დაგეგმეს და მის ნაცვლად მათთვის მისაღები მმართველი, შაჰი მოჰამედ რეზა ფეჰლევი დანიშნეს (შაჰი მოგვიანებით, 1979 წლის რევოლუციის შედეგად ჩამოაგდეს).
როგორც Fresh Air-ის კრიტიკოსი ჯონ პაუერსი თავის მიმოხილვაში აღნიშნავს: "პირველ რიგში იკვეთება გადატრიალების წინაისტორია, რომელიც, ისევე როგორც ბევრი რამ თანამედროვე ახლო აღმოსავლეთში, ნავთობზეა დაფუძნებული. მე-20 საუკუნის დასაწყისში ირანში 'შავი ოქროს' აღმოჩენიდან მალევე, ბრიტანულმა ნავთობკომპანიამ (დღეს ცნობილი როგორც BP) ნავთობის მოპოვებაზე თავისთვის საოცრად მომგებიანი ხელშეკრულება გააფორმა. ირანი ნავთობიდან მიღებული შემოსავლის მხოლოდ მწირ 16%-ს იღებდა, ისიც ბრიტანული გადასახადების დაქვითვამდე, ფინანსურ დოკუმენტაციას კი თავად ბრიტანელები აწარმოებდნენ და ირანელებს მათ ნახვის უფლებასაც არ აძლევდნენ".
კლდეების კვეთა (Cutting Through Rocks)
სარა ხაქისა და მოჰამედრეზა ეინის ფილმი კლდეების კვეთა, 2025 წლის სანდენსის კინოფესტივალზე გამართული პრემიერის შემდეგ, ამ სეზონზე ოსკარის ნომინაციაზეა წარდგენილი. ეს შთამაგონებელი დოკუმენტური სურათი მოგვითხრობს სარა შაჰვერდის, განქორწინებული და უშვილო მოტოციკლისტი ქალის, შესახებ. ფილმი ასახავს მის ბრძოლას, გახდეს პირველი ქალი, რომელიც თავისი მიკარგული სოფლის საკრებულოში აირჩევენ. სარა ოცნებობს, გოგონებს მოტოციკლის ტარება ასწავლოს და წერტილი დაუსვას ბავშვთა ქორწინებას.
ეს უბრალოდ უბედური შემთხვევა იყო (It Was Just an Accident)
აღიარებული რეჟისორის, ჯაფარ პანაჰის (რომელსაც ირანში ფილმების გადაღება ოფიციალურად აკრძალული აქვს) უახლესი ნამუშევარი 2025 წლის სურათია ეს უბრალოდ უბედური შემთხვევა იყო. პანაჰი საკუთარი შემოქმედების გამო არაერთხელ იყო დაპატიმრებული, ცოტა ხნის წინ კი მას კვლავ დაუსწრებლად მიესაჯა პატიმრობა.
რეჟისორმა ინტერვიუებში აღნიშნა, რომ ამ სასტიკი და გამაოგნებლად სასაცილო თრილერისთვის შთაგონება ციხეში გაცნობილი ადამიანებისგან მიიღო: ავტომექანიკოსი, სახელად ვახიდი, პირისპირ ხვდება კაცს, რომელზეც თითქმის დარწმუნებულია, რომ საპატიმროში მისი მწამებელი იყო. საბოლოოდ, ის სხვა მსხვერპლებსაც აერთიანებს, რათა საკუთარი ეჭვები დაადასტუროს. Fresh Air-ის კრიტიკოსმა, ჯასტინ ჩანგმა ფილმს "წმინდა ანტიავტორიტარული მრისხანების აფეთქება" უწოდა.
წმინდა ლეღვის თესლი (The Seed of the Sacred Fig)
ეს 2024 წლის თრილერი, რომელიც რეჟისორმა მოჰამედ რასულოფმა ფარულად გადაიღო, ფოკუსირებულია ოჯახზე, რომლის მამა, იმანი, თეირანში გამომძიებელ მოსამართლედ ინიშნება. თუმცა მალევე ცხადი ხდება, რომ მის სამუშაოს რეალურ გამოძიებასთან საერთო არაფერი აქვს. მასობრივი თვალთვალის ეპოქაში იმანი, მისი ცოლი და ორი ქალიშვილი ერთმანეთის მიმართ ეჭვებით ივსებიან, მაშინ როდესაც მათ ფანჯრებს მიღმა, ქალაქის ქუჩებში, რეალური საპროტესტო ტალღა "ქალი, სიცოცხლე, თავისუფლება" მძვინვარებს.
მუსიკა
ქაიჰან ქალჰორი
სპარსული კლასიკური მუსიკის ერთ-ერთი უმთავრესი ელჩი კომპოზიტორი და კამანჩას (ირანული სიმებიანი საკრავი) ვირტუოზი ქაიჰან ქალჰორია. მიუხედავად იმისა, რომ მუსიკა, პოეზიის მსგავსად, საუკუნეების განმავლობაში ირანული კულტურის განუყოფელი ნაწილი იყო, 1979 წლის რევოლუციის შემდეგ ყველა სახის მუსიკა თავდაპირველად აიკრძალა. მას შემდეგ ირანელმა კლასიკურმა მუსიკოსებმა მრავალი რთული ეტაპი გამოიარეს, ოფიციალური დაგმობითა და მკაცრი ცენზურით დაწყებული, რეჟიმის მხრიდან იძულებითი შემწყნარებლობითა თუ მათი მითვისების მცდელობებით დასრულებული.
ამ სირთულეების მიუხედავად, ქალჰორმა ბრწყინვალე კარიერა შექმნა როგორც ირანში, ისე მის ფარგლებს გარეთ. მან მოიპოვა გრემის ჯილდო Silkroad Ensemble-ის შემადგენლობაში და სამჯერ იყო ნომინირებული, როგორც სოლო შემსრულებელი. "არ მეგონა, თუ შემეძლო 12 წუთის განმავლობაში ზედიზედ ჟრუანტელი მქონოდა", — დაწერა ახლახან YouTube-ის ერთ-ერთმა მომხმარებელმა და ამაზე უკეთესად მისი მუსიკა ალბათ ვერ შეფასდება.
საიდ შანბეჰზადე
ირანის 92 მილიონიან მოსახლეობაში დაახლოებით 40% სხვადასხვა ეთნიკურ უმცირესობას მიეკუთვნება, მათ შორის არიან აზერბაიჯანელები, ქურთები, სომხები და მრავალი სხვა. ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი თემია აფრო-ირანელები ირანის სამხრეთში; მათი წინაპრების დიდი ნაწილი ირანში აღმოსავლეთ აფრიკიდან მონების სახით ჩამოიყვანეს. მულტიინსტრუმენტალისტი და მოცეკვავე საიდ შანბეჰზადე, რომლის ფესვებიც ზანზიბარამდე მიდის, თავის ბენდთან ერთად სწორედ ამ მემკვიდრეობას უმღერის. ის ირანულ გუდასტვირსა და პერკუსიაზე დაკვრის აღიარებული ოსტატია.
იატაკქვეშა მეტალ-სცენა
მუსიკაზე არსებული მუდმივი შეზღუდვების მიუხედავად, (მათ შორის ქალი მომღერლებისთვის შერეულ საზოგადოებაში გამოსვლის აკრძალვა) ირანში მეტალისა და პანკის იატაკქვეშა სცენა ყვავის. მიუხედავად იმისა, რომ ფარბოდ არდებელის 2020 წლის მოკლემეტრაჟიანი დრამა აკრძალულია ჩვენი ყვირილის ნახვა თეირანში (Forbidden to See Us Scream in Tehran) მხატვრულია, ის მაინც ზუსტად გადმოსცემს ამ რეალური სცენის სულისკვეთებასა და საფრთხეებს, რომლებსაც ეს ხელოვანები ყოველდღიურად აწყდებიან. აღსანიშნავია, რომ ფილმი ფარულად, უშუალოდ თეირანში გადაიღეს, რეჟისორი კი გადასაღებ მოედანს დისტანციურად, აშშ-დან, WhatsApp-ის მეშვეობით ხელმძღვანელობდა.
-
ტურისტული საქმიანობის სუბიექტები ვალდებულნი იქნებიან, რომ ტურისტული საქმიანობების სუბიექტების ბაზაში დარეგისტრირდნენ ტურისტული საქმიანობის სუბიექტები ვალდებულნი იქნებიან, რომ ტურისტული საქმიანობების სუბიექტების ბაზაში დარეგისტრირდნენ
გადახედვა
-
"შეწყვიტეთ ტყუილი!" — კაცმა Artemis 2-ის ეკიპაჟი მთვარის მისიის გაყალბებაში დაადანაშაულა "შეწყვიტეთ ტყუილი!" — კაცმა Artemis 2-ის ეკიპაჟი მთვარის მისიის გაყალბებაში დაადანაშაულა
გადახედვა
-
"Facebook-ბაბლია, რომელსაც თავი საზოგადოებად წარმოუდგენია და სინამდვილეში Facebook-ის ერთი "ფრენდლისტია" — შალვა პაპუაშვილი ოპოზიციის აქციაზე "Facebook-ბაბლია, რომელსაც თავი საზოგადოებად წარმოუდგენია და სინამდვილეში Facebook-ის ერთი "ფრენდლისტია" — შალვა პაპუაშვილი ოპოზიციის აქციაზე
გადახედვა
-
15 წლის ბიჭი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს 15 წლის ბიჭი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
გადახედვა
-
მარსის დამალული გვირაბები შეიძლება "ბაბუაწვერა დრონებით" შეისწავლონ მარსის დამალული გვირაბები შეიძლება "ბაბუაწვერა დრონებით" შეისწავლონ
გადახედვა
-
კახა კალაძემ შიდა აუდიტის სამსახურს დაავალა, დაიწყონ მოკვლვეა, რატომ "წვიმდა" "ავლაბრის" მეტროსადგურში? კახა კალაძემ შიდა აუდიტის სამსახურს დაავალა, დაიწყონ მოკვლვეა, რატომ "წვიმდა" "ავლაბრის" მეტროსადგურში?
გადახედვა
-
5 ისტორიული ტყუილი, რომლებიც დღემდე გვჯერა 5 ისტორიული ტყუილი, რომლებიც დღემდე გვჯერა
გადახედვა
-
UK-ის საელჩო: სანქციების პაკეტში შედის საქართველოში რეგისტრირებული 3 კომპანია, ტრანზაქციების მოცულობა სულ მცირე $70 მლნ-ს შეადგენს UK-ის საელჩო: სანქციების პაკეტში შედის საქართველოში რეგისტრირებული 3 კომპანია, ტრანზაქციების მოცულობა სულ მცირე $70 მლნ-ს შეადგენს
გადახედვა
-
ახალი მისიით ჩინეთი მთვარეზე დაშვებას კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა ახალი მისიით ჩინეთი მთვარეზე დაშვებას კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა
გადახედვა
-
ანდრეი სიბიჰა: ვსურვებთ საქართველოს უწყვეტ წარმატებას, კეთილდღეობას და მშვიდობიან მომავალს ანდრეი სიბიჰა: ვსურვებთ საქართველოს უწყვეტ წარმატებას, კეთილდღეობას და მშვიდობიან მომავალს
გადახედვა
-
როგორ და რატომ უნდა დავიწყოთ აგრობიზნესი — თიბისი ბიზნესის ხუთშაბათის შეხვედრები გრძელდება როგორ და რატომ უნდა დავიწყოთ აგრობიზნესი — თიბისი ბიზნესის ხუთშაბათის შეხვედრები გრძელდება
-
Apple მუშაობს ფუნქციაზე, რომელიც iPhone-ს გატაცებისთანავე დაბლოკავს Apple მუშაობს ფუნქციაზე, რომელიც iPhone-ს გატაცებისთანავე დაბლოკავს
გადახედვა
-
MyCellfie-მ საუკეთესო მობილური აპლიკაციის ჯილდო მიიღო MyCellfie-მ საუკეთესო მობილური აპლიკაციის ჯილდო მიიღო
-
მომავალი არ ჩერდება, მომავალი მოდის — საქართველოს ბანკის დამოუკიდებლობის დღის კამპანია მომავალი არ ჩერდება, მომავალი მოდის — საქართველოს ბანკის დამოუკიდებლობის დღის კამპანია
-
ჯო უილსონი: გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს, ქართველ ხალხს! მე მჯერა, რომ თავისუფალი ქართველი ხალხი გაიმარჯვებს კრიმინალურ ანტიამერიკულ "ქართული ოცნების" რეჟიმზე ჯო უილსონი: გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს, ქართველ ხალხს! მე მჯერა, რომ თავისუფალი ქართველი ხალხი გაიმარჯვებს კრიმინალურ ანტიამერიკულ "ქართული ოცნების" რეჟიმზე
გადახედვა
-
ვოლოდიმირ ზელენსკი: ვულოცავ საქართველოს და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს. ვუსურვებ საქართველოს მშვიდობას, ერთიანობას, ძლიერებას და კეთილდღეობას ვოლოდიმირ ზელენსკი: ვულოცავ საქართველოს და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს. ვუსურვებ საქართველოს მშვიდობას, ერთიანობას, ძლიერებას და კეთილდღეობას
გადახედვა
-
მძღოლი, რომელმაც რუსთაველზე აქციისთვის საჭირო აპარატურა მიიტანა, 1000 ლარით დააჯარიმეს და მართვის მოწმობა ჩამოართვეს მძღოლი, რომელმაც რუსთაველზე აქციისთვის საჭირო აპარატურა მიიტანა, 1000 ლარით დააჯარიმეს და მართვის მოწმობა ჩამოართვეს
გადახედვა
-
დიდი ბრიტანეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციების სიაში საქართველოში რეგისტრირებული 3 კომპანია მოხვდა დიდი ბრიტანეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციების სიაში საქართველოში რეგისტრირებული 3 კომპანია მოხვდა
გადახედვა
-
სომხეთმა და აშშ-მ ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას მოაწერეს ხელი სომხეთმა და აშშ-მ ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას მოაწერეს ხელი
გადახედვა
-
ნიკოლოზ ხატიაშვილმა პრაღის გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე 30-მდე მაღალი დონის შეხვედრა გამართა ნიკოლოზ ხატიაშვილმა პრაღის გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე 30-მდე მაღალი დონის შეხვედრა გამართა
გადახედვა
-
ჩარლზ III: მე და ჩემი მეუღლე გულთბილად ვულოცავთ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ჩარლზ III: მე და ჩემი მეუღლე გულთბილად ვულოცავთ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
გადახედვა
კომენტარები