ლევან სონღულაშვილის ნახატი ნიუ-იორკის “სოტბისში” აუქციონზე გაიყიდა
11 ოქტომბერს, ქართველი მხატვრის, ლევან სონღულაშვილის ნახატი "პორტრეტი" (2016) ნიუ იორკის სოტბის სააუქციონო სახლში გამოიფინა და გაიყიდა.
სონღულაშვილი “სოტბისში” გამართულ “Take Home a Nude” აუქციონის ორგანიზატორთა და კურატორთა რჩეული პირველად 2015 წელს, 23 წლის ასაკში გახდა, როცა მხატვრის “მედუზა” წარადგინეს და ამერიკელ კოლექციონერთა ყურადღების ცენტრში მაშინვე მოექცა.
აუქციონი წარმატებული აღმოჩნდა 2016 წელსაც, სადაც მხატვრის “მონაზონი” მარინა აბრამოვიჩის, ჯეფ კუნსის, კიკი სმიტის, ერიკ ფიშლის, ბასკიას, სპენსერ ტუნიკის, იოკო ონოსა და სხვა ცნობილ ხელოვანთა ნამუშევრებთან ერთად იყო წარმოდგენილი. ნახატი კვლავ ამერიკელი კოლექციონერის კერძო საკუთრებაში მოხვდა.
წელსაც, ლევან სონღულაშვილის “პორტრეტსა” და სხვა წარმოდგენილ ხელოვნების ნიმუშებზე განმცხადებელთა შორის იყვნენ ჰოლივუდის ცნობილი მსახიობები, გრემის მფლობელი მუსიკოსები, კოლექციონერები, პოლიტიკოსები, მათ შორის ნაომი უოთსი, მერი-ქეით ოლსენი, ოლივიერ სარკოზი და ბრუკ შილდსი. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ლეონარდო დიკაპრიო ვიზუალური ხელოვნების კოლექციონერია, ხოლო ბრუკ შილდსი 2016 წელს კურატორად მოევლინა არტ სცენას. შარშან სონღულაშვილის ნახატი შილდსის კერძო კოლექციაშიც მოხვდა.
26 წლის ლევან სონღულაშვილი ნიუ-იორკში ცხოვრობს, ნიუ-იორკის ხელოვნების აკადემიის მაგისტრის ხარისხი აქვს მინიჭებული და აქტიურად მოღვაწეობს საერთაშორისო ხელოვნების სამყაროში, როგორც ამერიკაში, ასევე ევროპაში. მისი ნამუშევრები გამოქვეყნებულია “ნიუ იორკ ტაიმზში”, “გარდიანში”, “შპიგელში” და სხვა; მიღებული აქვს მრავალი ჯილდო, მათ შორის ნიუ იორკის შტატის ანსამბლეის ჯილდო ხელოვნებაში შეტანილი წვლილისთვის. 2017 წელს აშშ-მ ქართველი ხელოვანი აღიარა ექსტრაორდინარ არტისტად და დააჯილდოვა მწვანე ბარათით. ორი თვის წინ გამართულ BWAC-ის ამერიკის ეროვნულ ექსპოზიციაზე მეტროპოლიტენ ხელოვნების მუზეუმის კურატორმა 1100-ზე მეტი ხელოვანის ნამუშევრიდან სწორედ სონღულაშვილის “პორტრეტი” ("სტიქსის" სერიიდან) შეარჩია, ხალხის რჩეულად დასახელდა და გაიმარჯვა.
ლევანი პირველი ქართველი არტისტია, რომელიც ArtistADay-ის მსოფლიო ხელოვანთა რეიტინგშიც მოხვდა და ნიუ-იორკის ხელოვანთა ტოპ ათეულშია. ორი წლის წინ ჯეფ კუნსისგანაც მიიღო თანამშრომლობის შემოთავაზება თავის მანჰეტენის კომპანიაში.
აღსანიშნავია, რომ ლევანი პირველი და ერთადერთი ქართველი ხელოვანია, რომლის ნახატებმაც მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს, ბრუკლინის მუზეუმის მუდმივ კოლექციაში, ენდი უორჰოლის, პაბლო პიკასოს, ანრი მატისის, ეგონ შილესა თუ მაკს ბეკმანის ნამუშევრებთან ერთად დაიდო ბინა. სონღულაშვილის ნახატები ტერნერის პრიზიორი ბრიტანელი კონცეპტუალისტი არტისტის, ჯერემი დელერის, მუზეუმის კურატორთა და ამერიკელი როკ ლეგენდის, პანკის ნათლიის, იგი პოპის ფავორიტი გახდა. 2016 წელს ქართველი ხელოვანის წინაშე სწორედ იგი პოპი პოზირებდა უნიკალური პროექტისთვის, რომელსაც მსოფლიო მედიის გამოხმაურება მოჰყვა.
წელს ლევან სონღულაშვილი “გლობალ არტ ევარდსის” დაჯილდოვებაზე, რომელიც დუბაიში, ბურჯ ხალიფაში იმართება, ნომინანტებს შორის წარადგინეს ARTNET, ARTPRICE, REORIENT-ის კრიტიკოსებმა და შუა აღმოსავლეთის ხელოვნების კოლექციონერთა ასოციაციის წევრებმა. გარდა ამისა, ქართველი მხატვარი სინგაპურის არტ რეზიდენციის გრანტის გამარჯვებულიც გახდა, რომელიც ერთი საერთაშორისო ხელოვანისთვის იყო განკუთვნილი.
გასულ წელს ასევე წარმატებული იყო "Idem et idem"-ის ლონდონის გლობალურ არტ ფეარზე, სააჩის გალერეაში გამოფენა, სადაც ბელგიურმა კრიტიკამ ლევან სონღულაშვილი აღმოჩენად დაასახელა და რეცენზიაც მიუძღვნა.
ამჟამად, ლევან სონღულაშვილი ევროპის ტურისთვის ემზადება, მისმა ნამუშევრებმა უკვე დატოვა შეერთებული შტატები. 13 ოქტომბერს გერმანიაში გაემგზავრა, იგი სახელოვნებო პროექტით ბერლინში მიიწვიეს, სადაც სამ თვეს დაჰყოფს, 2018 წლის მარტში კი გერმანიის დედაქალაქში მოეწყობა მისი ნამუშევრების ექსპოზიცია. მხატვრის შემოქმედების ნაწილი თებერვალში შვეიცარიაში, ჟენევაში გამოიფინება.
2018 წლის იანვარში, გალერეა “ერთის” ხელმძღვანელთა მოწვევით, საქართველოშიც იგეგმება ცოტა ხნით სონღულაშვილის ვიზიტი, სადაც მნიშვნელოვანი კოლაბორაცია უნდა შედგეს. ვიზიტის ფარგლებში, პერსონალურ გამოფენასთან ერთად, დაგეგმილია მასტერკლასის სერიები ქართველი სტუდენტებისთვის.
-
ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა
გადახედვა
-
ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
გადახედვა
-
ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი" საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი"
გადახედვა
-
სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება
გადახედვა
-
100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის 100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის
-
10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში 10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში
გადახედვა
-
19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა 19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა
გადახედვა
-
ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ? ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ?
-
ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძე დააკავეს გიორგი ბარამიძე დააკავეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ
-
WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა
გადახედვა
-
კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს
გადახედვა
-
დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ
გადახედვა
-
საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა
გადახედვა
-
"ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს "ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ
გადახედვა
-
შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება" შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება"
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება
გადახედვა









კომენტარები