Zeekr 9X უკვე საქართველოშია — Zeekr Center Tegeta-მ ახალი პრემიუმ SUV წარადგინა
ფოტო: თეგეტა
Zeekr Center Tegeta-მ ახალი ავტომობილის, Zeekr 9X-ის პრეზენტაცია გამართა. ღონისძიებას მედიის წარმომადგენლები, ბრენდის პარტნიორები და ავტომოყვარულები დაესწრნენ და ახალი მოდელის შესაძლებლობებს სპეციალურად მოწყობილ გარემოში — ღვინის ქარხანაში გაეცნენ. ჩინური ბრენდის ავტომობილის წარსადგენად სივრცეც განსაკუთრებულად მოეწყო — აზიური კულტურის ელემენტებით, მუსიკალური გაფორმებითა და შესაბამისი დეკორაციებით, რაც უნიკალურ ატმოსფეროს ქმნიდა.
ფოტო: თეგეტა
გიორგი შაქარაშვილი, Zeekr Center Tegeta-ს კომერციული დირექტორი: “ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოდელი ჩვენს სამოდელო ხაზში. იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც სურდათ, რომ ელექტრომობილების ჰიბრიდული ალტერნატივა ჰქონოდათ, 9X იდეალური ავტომობილია. გვინდოდა, საზოგადოებისთვის ახალი მოდელი განსაკუთრებულ გარემოში გაგვეცნო, ამიტომაც გადავწყვიტეთ, ღონისძიება სწორედ აზიური მოტივებით დაგვეტვირთა და მათ ავტომობილის შესახებ ინფორმაცია ადგილზე მიეღოთ“.
ფოტო: თეგეტა
Zeekr 9X არის ავტომობილი, რომელიც უსაფრთხოებას, კომფორტს, ინოვაციასა და მიმზიდველ დიზაინს აერთიანებს. სრული ზომის SUV ბრენდის ისტორიაში პირველი Plug-in Hybrid-ია. 2.0-ლიტრიანი ტურბო და ელექტროძრავით აღჭურვილი Zeekr 9X-ის სიმძლავრე 1 400-მდე ცხენის ძალას აღწევს, რაც 0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას მხოლოდ 3.1 წამში უზრუნველყოფს.
“ძალიან დიდი ინტერესი იყო ახალი მოდელის მიმართ, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში ელექტრულ და ჰიბრიდულ ავტომობილებზე მოთხოვნა სულ უფრო მზარდია. გასული წლის ბოლოს, როდესაც Zeekr Center Tegeta-მ ამ მოდელზე წინასწარი შეკვეთები გამოაცხადა, პირველი კვირის განმავლობაში სრული კვოტა ამოიწურა და დაახლოებით 20 ერთეული 9X უმოკლეს ვადაში, თითქმის ერთ კვირაში გაიყიდა. ეს ავტომობილი არის ელექტრომობილი ჰიბრიდული რეჟიმის დამატებითი შესაძლებლობით - სრული დამუხტვით ის ელექტრულ რეჟიმში 350 კილომეტრამდე გადის, შემდეგ კი ჰიბრიდული ძრავა ირთვება. ამ შემთხვევაში, საწვავის მოხმარება 100 კილომეტრზე 5-6 ლიტრია. შედეგად, ავტომობილის საერთო სვლის მანძილი 1 200 კილომეტრს აღწევს, რაც კომფორტულია როგორც ქალაქში, ისე გრძელ მანძილზე გადაადგილებისას“, — აღნიშნავს გიორგი შაქარაშვილი.
ფოტო: თეგეტა
Zeekr 9X არა მხოლოდ ტექნიკური ინოვაციებითაა გამორჩეული, არამედ მომხმარებლის ყოველდღიურ საჭიროებებს ერგება. დიდი სივრცით, პერსონალიზებული კონფიგურაციებითა და უმაღლესი დონის უსაფრთხოებით ეს ავტომობილი ახალ სტანდარტს ქმნის. ტექნიკური მაჩვენებლების მიღმა, გამორჩეულია ახალი მოდელის ექსტერიერი და ინტერიერი, რომელიც ლუქს კლასის ელემენტებს აერთიანებს, ავტომობილს განსაკუთრებულ ხიბლს სძენს და თანამედროვე ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი.
ახალი მოდელის წარდგენის ღონისძიებაზე Zeekr Center Tegeta-მ მომხმარებელს ბრენდის სამომავლო გეგმებიც გააცნო, სადაც აღინიშნა, რომ Zeekr-ის ხედვები მომდევნო წლებში შეიცვლება და ეს ავტომობილი სწორედ ამ ცვლილებების ერთ-ერთი საწყისია.
9X საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია — მომხმარებელს როგორც მისი წინასწარი შეკვეთა, ისე ტესტდრაივის დაჯავშნა შეუძლია.
--
თეგეტა ჰოლდინგის ერთ-ერთ მიმართულებაში, თეგეტა ქარსში შემავალი კომპანია Zeekr Center Tegeta ქართულ ბაზარზე 2024 წლიდან ოპერირებს. ის ავტოინდუსტრიის გიგანტის Geely Holding-ის ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური საავტომობილო ბრენდის Zeekr-ის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. Zeekr არის სრულად ელექტრული პრემიუმ ბრენდი, რომელიც ხელს უწყობს ელექტრომიმართულების განვითარებას საავტომობილო სფეროში და დაფუძნებულია ნულოვანი გამონაბოლქვის იდეაზე.
-
რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით
-
საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა
-
2008 წლის ომის შედეგები დღემდე ძირს უთხრის საქართველოს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას — ევროკავშირის პრესპიკერის განცხადება 2008 წლის ომის შედეგები დღემდე ძირს უთხრის საქართველოს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას — ევროკავშირის პრესპიკერის განცხადება
გადახედვა
- აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით
-
უკრაინის საგარეო უწყება: 2008 წლის აგრესიაზე რეაგირების ნაკლებობამ გზა გაუხსნა ფართომასშტაბიან ომებს უკრაინის საგარეო უწყება: 2008 წლის აგრესიაზე რეაგირების ნაკლებობამ გზა გაუხსნა ფართომასშტაბიან ომებს
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ზაფხული) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ზაფხული)
გადახედვა
-
სტრასბურგის სასამართლო და 2008 წლის ომის საქმეები — საიას ბრძოლა დაზარალებულთა უფლებებისა და კომპენსაციებისთვის სტრასბურგის სასამართლო და 2008 წლის ომის საქმეები — საიას ბრძოლა დაზარალებულთა უფლებებისა და კომპენსაციებისთვის
გადახედვა
-
POG: გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო POG: გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო
გადახედვა
-
მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება კომფორტერში შერჩეულ კოლექციაზე ნაწილ-ნაწილ გადახდისას მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება კომფორტერში შერჩეულ კოლექციაზე ნაწილ-ნაწილ გადახდისას
-
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
-
საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის
-
ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო
გადახედვა
-
როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა
გადახედვა
-
საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის" ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის"
გადახედვა
-
ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი? ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი?
-
"რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს "რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს
გადახედვა
-
ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს
კომენტარები