ნახეთ: ნეტფლიქსმა ფამუქის უმანკოების მუზეუმი სერიალად გადაიღო (ტრეილერი)
ფოტო: Netflix
"რა ვიცოდი, თურმე ჩემს ცხოვრებაში უბედნიერესი წამი რომ ყოფილა", — ამ სიტყვებით იწყება თურქი ნობელიანტი მწერლის, ორჰან ფამუქის, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რომანი უმანკოების მუზეუმი. სქელტანიანი წიგნი, რომელიც ფამუქმა ნობელის პრემიის მიღების შემდეგ, 2008 წელს გამოსცა, მელანქოლიური სასიყვარულო ამბავია. მასში მოქმედება სტამბოლში 1970-იანი წლებიდან ვითარდება და ქემალ ბეისა და ფუსუნის ამაღელვებელი ურთიერთობის გარშემო ტრიალებს. ნაწარმოების პოპულარობა კიდევ უფრო გაიზარდა მას შემდეგ, რაც 2012 წელს ფამუქმა სტამბოლში, ჩუქურჯუმის უბანში, ნამდვილი მუზეუმი გახსნა — შენობა, რომლის ინტერიერიც რომანზე მუშაობის პარალელურად იქმნებოდა, წიგნის 83 თავს მიჰყვება და ძველებური ნივთებით ჰყვება ქემალისა და ფუსუნის სიყვარულის ისტორიას.
ჩუქურჯუმის უმანკოების მუზეუმში ეს ყველაზე პოპულარული ექსპონატია — ფუსუნის მოწეული 4 213 სიგარეტის ნამწვი.
უმანკოების მუზეუმით 2019 წელს ჰოლივუდური კინოსტუდიაც დაინტერესდა და ფამუქმა ეკრანიზაციის უფლება გაყიდა, მაგრამ გადაწყვეტილება სანანებელი გაუხდა: სცენარის კითხვისას, მწერალმა აღმოაჩინა, რომ სერიალში სიუჟეტის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო შეცვლილი. იმ პერიოდში კოშმარები დამეწყოო, იხსენებს ფამუქი, რომელმაც პროდიუსერებს უჩივლა და საავტორო უფლებების დასაბრუნებლად ამერიკელი ადვოკატი დაიქირავა. ავტორის სარჩელი სასამართლომ 2022 წელს დააკმაყოფილა. მაშინ მწერალმა გადაწყვიტა, რომანის სატელევიზიო ადაპტაცია თურქი პროდიუსერისთვის მიენდო და სერიალზე მუშაობის პროცესში თავადაც აქტიურად ჩართულიყო. შედეგი ნეტფლიქსის ახალი სერიალია, რომლის პრემიერაც სულ ცოტა ხნის წინ შედგა.
ცხრა ეპიზოდისგან შემდგარ თურქულენოვან სერიალზე მუშაობა ოთხი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. თავიდანვე გადაწყვეტილი იყო, რომ რამდენად წარმატებულიც უნდა გამომდგარიყო პროექტი, სერიალს მეორე სეზონი არ ექნებოდა. ყოველი ეპიზოდის სცენარი წასაკითხად და დასადასტურებლად ფამუქს ეგზავნებოდა. ამასთან, სერიალის რამდენიმე სცენა სწორედ ჩუქურჯუმის მუზეუმშია გადაღებული.
თავის დროზე, ფამუქის რომანმა ფემინისტი აქტივისტების კრიტიკა დაიმსახურა მხოლოდ კაცი პერსონაჟის პერსპექტივის წარმოდგენის გამო. ვეცადე, შუააღმოსავლელი კაცების შეხედულებები და წინასწარგანწყობები არ გადმომეცა, მაგრამ, სამწუხაროდ, თავადაც შუააღმოსავლელი კაცი ვარ, ასე რომ, სრულიად ვიღებ ფემინისტების კრიტიკასო, ამბობდა ფამუქი და ალბათ ამიტომ, სწორედ მწერლის გადაწყვეტილებით, სერიალისთვის ქალი რეჟისორი შეირჩა, რომელმაც ამბავში ქალი პერსონაჟის პერსპექტივა შემოიტანა.
ფოტო: Istanbul Tour Studio
ორჰან ფამუქი პირველი და დღემდე ერთადერთი თურქი მწერალია, რომელსაც ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა. ფამუქმა, "რომელმაც მშობლიური ქალაქის მელანქოლიური განწყობის ძიებაში კულტურათა შეჯახებისა და გადაკვეთის ახალი ნიშნები აღმოაჩინა", ეს ჯილდო 2006 წელს მიიღო. მწერლის რომანები თარგმნილია 60-ზე მეტ ენაზე და მსოფლიოში მილიონობით ეგზემპლარადაა გაყიდული.
უმანკოების მუზეუმი, როგორც ფამუქის თითქმის ყველა რომანი, ქართულადაცაა ნათარგმნი (მთარგმნელი ეკატერინე ახვლედიანი), თუმცა, ორივე გამოცემის ტირაჟი უკვე წლებია, ამოწურულია. ქართულად გამოცემულია ასევე ჩუქურჯუმის მუზეუმის ერთგვარი წიგნი-კატალოგი, სახელწოდებით ნივთების უმანკოება.
თუ სერიალებს თვალს აქტიურად ადევნებ, არ დაგავიწყდეს, შემოიხედო ჩვენს ჯგუფშიც – ერთი სერიაც და…
-
სსე: ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის სრულად აღდგენის პროცესი უმოკლეს დროში დასრულდება სსე: ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის სრულად აღდგენის პროცესი უმოკლეს დროში დასრულდება
გადახედვა
-
საქართველოში ელექტროენერგიის მიწოდება კვლავ ავარიულად შეწყდა საქართველოში ელექტროენერგიის მიწოდება კვლავ ავარიულად შეწყდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა ტურინის სუდარაზე ადამიანების, მცენარეებისა და ცხოველების დნმ აღმოაჩინეს მეცნიერებმა ტურინის სუდარაზე ადამიანების, მცენარეებისა და ცხოველების დნმ აღმოაჩინეს
გადახედვა
-
SpaceX-ის აქციების ფასი რეკორდულად დაეცა SpaceX-ის აქციების ფასი რეკორდულად დაეცა
გადახედვა
-
რატომ დაუკავშირეს ძველეგვიპტელებმა ბაბუინები და იბისები მთვარეს? — კვლევა რატომ დაუკავშირეს ძველეგვიპტელებმა ბაბუინები და იბისები მთვარეს? — კვლევა
გადახედვა
-
როგორ ატარებდნენ ინკები მსხვერპლშეწირვის რიტუალს? — ახალი დეტალები როგორ ატარებდნენ ინკები მსხვერპლშეწირვის რიტუალს? — ახალი დეტალები
გადახედვა
-
ვარჯიშის მეცნიერება: რატომ იზრდება კუნთები მძიმეების აწევისას და რა (არ) წვავს ცხიმს? ვარჯიშის მეცნიერება: რატომ იზრდება კუნთები მძიმეების აწევისას და რა (არ) წვავს ცხიმს?
-
პროკურატურამ ვაკეში მომხდარ სროლის ფაქტზე ნიკოლოზ კაპანაძეს ბრალი 4 მუხლით წარუდგინა პროკურატურამ ვაკეში მომხდარ სროლის ფაქტზე ნიკოლოზ კაპანაძეს ბრალი 4 მუხლით წარუდგინა
გადახედვა
-
სემეკმა საქართველოს ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის გამომწვევი მიზეზების შესწავლა დაიწყო სემეკმა საქართველოს ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის გამომწვევი მიზეზების შესწავლა დაიწყო
გადახედვა
-
შსს: კახეთში კაცმა მამა ბლაგვი საგნით მოკლა და კვალის დაფარვის მიზნით სახლის ეზოში დამარხა შსს: კახეთში კაცმა მამა ბლაგვი საგნით მოკლა და კვალის დაფარვის მიზნით სახლის ეზოში დამარხა
გადახედვა
-
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელისთვის 5 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელისთვის 5 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს
გადახედვა
-
ოპერის თეატრთან მდებარე მშენებარე კომპლექსიდან მუშა გადმოვარდა და გარდაიცვალა ოპერის თეატრთან მდებარე მშენებარე კომპლექსიდან მუშა გადმოვარდა და გარდაიცვალა
გადახედვა
-
სუს: სხვისი კუთვნილი 18 000-ზე მეტი კვ/მ მიწის $1.2 მლნ-ად გაყიდვის მცდელობისას 1 პირი დააკავეს სუს: სხვისი კუთვნილი 18 000-ზე მეტი კვ/მ მიწის $1.2 მლნ-ად გაყიდვის მცდელობისას 1 პირი დააკავეს
გადახედვა
-
OpenAI-ის ინციდენტის შემდეგ, აშშ-ის კანონმდებლები "AI Kill Switch"-ს ითხოვენ OpenAI-ის ინციდენტის შემდეგ, აშშ-ის კანონმდებლები "AI Kill Switch"-ს ითხოვენ
გადახედვა
-
AI კომპანია პირატული წიგნების გამოყენებისთვის ავტორებსა და გამომცემლებს $1.5 მილიარდს გადაუხდის AI კომპანია პირატული წიგნების გამოყენებისთვის ავტორებსა და გამომცემლებს $1.5 მილიარდს გადაუხდის
გადახედვა
-
ევროკომისიის პრესსპიკერი: ყულევის ქარხნის 6-თვიანი გადავადება, რათა მფლობელებს მიეცეთ საშუალება, ჩამოშორდნენ რუსულ ნავთობს ევროკომისიის პრესსპიკერი: ყულევის ქარხნის 6-თვიანი გადავადება, რათა მფლობელებს მიეცეთ საშუალება, ჩამოშორდნენ რუსულ ნავთობს
გადახედვა
-
PLUS ბარათის მფლობელები Alta-ში 20%-იან ქეშბექს მიიღებენ PLUS ბარათის მფლობელები Alta-ში 20%-იან ქეშბექს მიიღებენ
-
საგარეო უწყება იმედოვნებს, რომ ყულევის ქარხნის სანქციების ჩამონათვალში შეტანის გადაწყვეტილება გადაიხეება საგარეო უწყება იმედოვნებს, რომ ყულევის ქარხნის სანქციების ჩამონათვალში შეტანის გადაწყვეტილება გადაიხეება
გადახედვა
-
შესაძლოა, მეცნიერებმა მზის "დაკარგული" ვერცხლის საიდუმლო ამოხსნეს შესაძლოა, მეცნიერებმა მზის "დაკარგული" ვერცხლის საიდუმლო ამოხსნეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ქვეწარმავალი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ქვეწარმავალი ფოტოთი
-
საქართველოს ბანკის ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის საქართველოს ბანკის ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის
კომენტარები