ძველისა და ახლის სინთეზი: სუხიშვილების ქორეოგრაფიული მემკვიდრეობა
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი სუხიშვილების გენერალური სპონსორია.
უკვე 80 წელია, რაც ლეგენდარული სუხიშვილები მუდმივად ავითარებენ საკუთარ ხელწერას და არ თმობენ ლიდერობას. ფასდაუდებელ მემკვიდრეობასთან ერთად, ანსამბლი იქცა ბრენდად, რომელიც უყვართ და ოცნებობენ მის წევრობაზე.
რამდენად გასაკვირიც უნდა იყოს, მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული სცენების: მეტროპოლიტენ ოპერას, მედისონ სქუერ გარდენის, როიალ ალბერტ ჰოლის, კოლიზეუმის, ლა-სკალას დაპყრობის შემდეგაც კი, სუხიშვილებისთვის ყველაზე საპასუხისმგებლო მაინც ოპერისა და ბალეტის თეატრია. ეს არის სივრცე, სადაც მათ გამოსვლას ყველაზე კრიტიკული, ქართველი მაყურებელი შეაფასებს.
მთავარი სპონსორის, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ოპერისა და ბალეტის სცენაზე, სწორედ იმ პროგრამით წარდგნენ, რომლითაც კარნეგი ჰოლში ნამდვილი ტრიუმფი მოახდინეს.
რეპერტუარი ტრადიციისა და თანამედროვეობის უნიკალური სინთეზია, რომელიც მაყურებელს დროში ამოგზაურებს, აღაფრთოვანებს და აჩვენებს, თუ როგორი შრომით, სიყვარულითა და ინსპირაციითაა შექმნილი ქართული ნაციონალური ბალეტის ყოველი კომპოზიცია.
ამ ბლოგში მიმოვიხილავთ ცეკვებს, რომლებიც დროთა განმავლობაში საქართველოს სავიზიტო ბარათად იქცა. მათი შექმნა უმეტესად, სუხიშვილების დინასტიას, განსაკუთრებით კი ნინო რამიშვილსა და ილიკო სუხიშვილს უკავშირდება. წყვილს, რომელმაც საკუთარი ნოვატორული ხედვითა და შეუპოვარი შრომით ქართული ფოლკლორი ახალ განზომილებაში გადაიყვანა.
ზეკარი და შეჯიბრი
სუხიშვილების ახალი პროგრამის გახსნა ყოველთვის მნიშვნელოვანი და სიმბოლურია. საღამო იწყება ზეკარით — ცეკვით, რომელმაც 2000 წელს სრულიად ახალი ქორეოგრაფია შემოიტანა და ნამდვილი გარდატეხა მოახდინა. ზეკარი თითქოს მაყურებელს ძველსა და ახალს შორის ამოგზაურებს, ეპოქებს აერთიანებს და ემოციურად გვახსენებს ქართული ფოლკლორის სიმდიდრეს.
საღამო ტრადიციულად მთავრდება შეჯიბრით. ცეკვით, რომელიც ოსტატურად შესრულებული აკრობატული სანახაობაა. ეს არის ნინო რამიშვილისა და ილიკო სუხიშვილის მიერ გამოგონილი ცეკვა, რომელიც მანამდე არ არსებობდა და იდეალურად ასახავს ქართულ ხასიათს. მისი შესრულება საკმაოდ რთულია, რადგან მოცეკვავეებს მუხლზე დაცემა, ცერზე ტრიალი, სალტოების გაკეთება ევალებათ.
ძველი რეპერტუარი — უცვლელი მემკვიდრეობა
სუხიშვილების დადგმებში ძველი პროგრამის ცეკვები განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. ისინი უცვლელად ინარჩუნებენ პირვანდელ ფორმას, რადგან სწორედ ამით ვლინდება ქართული ფოლკლორის ნამდვილობა და ხანგრძლივი კულტურული მემკვიდრეობა.
განსაკუთრებით აღსანიშნავია კლასიკური ნომრები: ქართული, ილოური და სამაია. თითოეული მათგანი საუკუნოვანი ტრადიციების სინთეზია, რომელშიც ერთდროულად იგრძნობა მოცეკვავის, კომპოზიტორისა და ქორეოგრაფის შრომა.
ცეკვა ქართულზე საუბრისას, ნინო სუხიშვილი, ბებიის, ნინო რამიშვილის სიტყვებს იხსენებს: „ეს არის ცეკვა, რომელიც ვერანაირ განახლებასა და მოდერნიზაციას ვერ იტანს.“
„ეს არის ქალისა და მამაკაცის დუეტური ცეკვა, სადაც ყველაფერია თავმოყრილი: ქართული ადათ წესები, კდემამოსილება, მამაკაცის რაინდული პატივისცემა, ღირსება. დღემდე ეს ცეკვა უცვლელია ჩვენს ანსამბლსა და პროგრამაში. ის არასდროს უნდა შესრულდეს დუდუკისა და დოლის ფრთხილი რიტმის გარეშე. ეს არის ცეკვა, რომლის შესრულებაც ყველას არ შეუძლია“ — აღნიშნავს ნინო სუხიშვილი.
თავის დროზე კრიტიკის ქარცეცხლი გამოიარა თეთრ ჩოხაში გამოწყობილი ნინო რამიშვილის მთიულურმა, რომელსაც დღეს ილოურის სახელით ვიცნობთ. ცეკვაში ქალის ამოცნობა მაყურებელს ბოლომდე უჭირდა, ვინაიდან მისი მოძრაობის სიზუსტე, სინქრონი და ენერგია ტოლს არ უდებდა მამაკაც მეწყვილეს. დღეს ილოურს ორი წყვილი ცეკვავს, სახელი კი უფროსი ილიკო სუხიშვილის პატივსაცემად შეარქვეს. რადგან მის გამოგონილ ილეთებს ის ილიკოსეულს, ილოურს უწოდებდა.
სამაის იდეა ნინოსა და ილიკოს ქართულმა ხუროთმოძღვრულმა ცეკვებმა და თამარ მეფის ხატმა შთააგონა. სამაია დასისთვის სიმბოლური, მონუმენტური ცეკვაა. ვირსალაძის სამოსი და თამარ მეფის გამომსახველი ელემენტები ქართულ სილამაზეს, სიმკაცრესა და ჰარმონიას წარმოაჩენს. ცეკვა ერთდროულად აერთიანებს ქორეოგრაფიულ ოსტატობას, ისტორიულ განზომილებასა და სუხიშვილების უნიკალურ ხელწერას.
მიუხედავად იმისა, რომ დღეს ხორუმს ცეკვავს ყველა, მისი ერთადერთი ავტორი ილიკო სუხიშვილია. თავდაპირველად, არაერთი დადგმა იყო, თუმცა ბოლო ვერსია ახალ თაობას აღარ შეუცვლია. თემატურად, ის ოთხი ნაწილისგან შედგება: მეომართა დაბანაკება, მტრის დაზვერვა, იერიში, გამარჯვება და ზეიმი.
ძველი თბილისის სურათები — ერთიანი კომპოზიცია
ყარაჩოხელი, კინტოური და დავლური სუხიშვილების ერთიანი კომპოზიციის ნაწილია, რომლებიც ძველი თბილისის მრავალფენოვან სურათს აჩვენებს.
თითოეული ცეკვა თავისებურად აყალიბებს ქალაქის ცხოვრების სხვადასხვა ასპექტს: ყარაჩოხელი ასახავს ყოველდღიურ სამოქალაქო გარემოს, კინტოური — მევაჭრეებს განასახიერებს, ხოლო დავლური — დიდგვაროვნების მეჯლისებსა და ელეგანტურობას.
ეს სამი ცეკვა ერთმანეთს ერწყმის არა მხოლოდ თემატურად, არამედ მოძრაობითა და სცენური განლაგებით. ყარაჩოხელის სიფრთხილე, კინტოურის მანერები და დავლურის დახვეწილობა ქმნის ერთ მთლიან სიუჟეტს, რომლითაც მაყურებელი ძველ ქალაქში მოგზაურობს.
გაერთიანებული კომპოზიცია გვთავაზობს არა მხოლოდ ვიზუალურ სანახაობას, არამედ ისტორიის, ტრადიციისა და ხელოვნების ერთგვარ სინთეზს, რომელიც ცოცხალ, ძველ თბილისში წარსულსა და თანამედროვეობას ერთმანეთთან აკავშირებს.
მთის ცეკვები — სვანური და ხანჯლური
ნინო რამიშვილმა და ილიკო სუხიშვილმა თითოეული კუთხისთვის შექმნეს ცეკვები, სადაც მელოდია, სამოსი და ქორეოგრაფია სრული ჰარმონიით ერწყმის ერთმანეთს და მაყურებლის თვალწინ აცოცხლებს რეგიონის სულსა და ხასიათს. მათ რიგებში განსაკუთრებულად სვანური, ხანჯლური და ხევსურული.
სვანური ცეკვა სცენაზე გამოხატავს სვანების სიმტკიცეს და სიდინჯეს. უმეტესად ცერებზე სრულდება, რაც თავისთავად ართულებს ქორეოგრაფიულ ტექნიკას. და რატომ ცერებზე? იმიტომ, რომ ძველი ხალხი სვანეთში ნადირობდა, ხოლო გზების სივიწროვის გამო ხშირად ფეხისწვერებზე სიარული უწევდათ, რაც ტრანსფორმირდა და ცეკვის ნაბიჯებში აისახა. რაც შეეხება კოსტიუმს, თეთრი ახალუხი და სვანური ქუდი მთის მყინვარწვერის შთაგონებით არის შექმნილი, ხოლო ჩოხის ჩამჯდარი ელემენტები რეგიონის ხასიათს წარმოაჩენს.
ხანჯლური ერთ-ერთი ყველაზე დინამიკური და ფიზიკურად დატვირთული ნომერია. მისი ძველი ვერსია ნაბდებით სრულდებოდა, ლირიკული ნაწილით იწყებოდა და შემდეგ ჩქარდებოდა. უსაფრთხოების მიზნით ახალი ვერსია ხანჯლების გარეშე სრულდება. თუმცა, ცეკვის ენერგია მაყურებელს მთის ბრძოლებისა და თავგადასავლის განცდას უქმნის.
ჯუთა და ცდო
ცდო და ჯუთა ქართული სახელებია, რომლებიც განსაკუთრებით იზიდავს უცხოელ მაყურებელს.
ცდო მთიულურისა და ყაზბეგურის მოტივებზეა შექმნილი, რომელიც რიტმითა და ენერგიით გამოირჩევა. ჯუთა ხევსურულის მოტივებზეა და მთაში მცხოვრები ქალის მტკიცე ხასიათს, შეუპოვრობასა და ტემპერამენტს წარმოაჩენს. ბარში მცხოვრები მოსახლეობისგან განსხვავებით, მთის ქალები მკაცრი, დამოუკიდებლები და ძლიერი ბუნების არიან, რაც სცენაზეც გამოკვეთილია.
უახლესი ცეკვები — ნანილა და ჯარა
უმცროსი ილიკო სუხიშვილის დადგმები, ნანილა და ჯარა, ახალი ინოვაციური რეპერტუარის ნაწილია.
ნანილას შექმნის იდეა წამოვიდა ძველი სვანური იავნანადან. ეს არის ოთხი ქალის მიერ შესრულებული სვანური, რომლებიც თითქოს ბავშვს არწევენ. კაბები ზარის ფორმისაა. ნინო სუხიშვილის თქმით, „ძველ იავნანაზე შექმნილი ნანილა ყველაზე მოდერნისტული ცეკვაა ახალ პროგრამაში.“
ჯარა ტრიუმფის 80 წლისთვის, სპეციალურად თაკარას სცენისთვის შეიქმნა. მთიულური ცეკვა, რომელიც ცდოს დადგმას მიჰყვება, თუმცა რადიკალურად განსხვავებულია. სახელწოდება ჯარა მთაში, კლდეებში ველური ფუტკრების ადგილს ნიშნავს. ცეკვა საოცრად თეატრალიზებულია, სცენოგრაფია გამორჩეულია და ტრადიციულობასთან ერთად ენერგიითა და ემოციითაც გამოირჩევა.
ბუნებრივია, ეს სია სუხიშვილების რეპერტუარის არასრული ჩამონათვალია. დინასტია კვლავ განაგრძობს ისტორიის წერას. ქმნის სრულიად ახალს ან ათანამედროვებს ძველს. თუმცა, ტრადიციულ ცეკვებს უცვლელი სახით ინარჩუნებენ. ყოველ ახალ წამოწყებაში, ბრენდად ქცეული ანსამბლის მთავარი მხარდამჭერი საქართველოს ბანკია.
საქართველოს ბანკი — სუხიშვილების გენერალური სპონსორი.
-
რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით
-
საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა
-
2008 წლის ომის შედეგები დღემდე ძირს უთხრის საქართველოს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას — ევროკავშირის პრესპიკერის განცხადება 2008 წლის ომის შედეგები დღემდე ძირს უთხრის საქართველოს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას — ევროკავშირის პრესპიკერის განცხადება
გადახედვა
- აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით
-
უკრაინის საგარეო უწყება: 2008 წლის აგრესიაზე რეაგირების ნაკლებობამ გზა გაუხსნა ფართომასშტაბიან ომებს უკრაინის საგარეო უწყება: 2008 წლის აგრესიაზე რეაგირების ნაკლებობამ გზა გაუხსნა ფართომასშტაბიან ომებს
გადახედვა
-
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო
-
აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა — ევროპული სახელმწიფოების საგარეო უწყებების განცხადებები აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა — ევროპული სახელმწიფოების საგარეო უწყებების განცხადებები
გადახედვა
-
POG: გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო POG: გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო
გადახედვა
-
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
-
თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
-
საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის
-
ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო
გადახედვა
-
როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა
გადახედვა
-
საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის" ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის"
გადახედვა
-
ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი? ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი?
-
"რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს "რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს
გადახედვა
-
ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს
კომენტარები