იარე და დასაჩუქრდი კოკა-კოლას აქციებით — ექსკლუზიური შესაძლებლობა კოკა-კოლასა და თიბისისგან
ფოტო: კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია
16 თებერვლიდან 13 აპრილამდე, ორი ბრენდი — კომპანია კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია და თიბისის მობაილბანკის ინვესტიციები მომხმარებლებს უნიკალურ შანსს აძლევს, გადააქციონ ყოველდღიური ნაბიჯები რეალურ ინვესტიციად. Coca-Cola Rewards Georgia-ს აპლიკაციაში ორი კომპანიის ერთობლივი ლიდერბორდი იწყება, სადაც მონაწილეები კონკურენციას გაუწევენ ერთმანეთს და გლობალური ბრენდის „The Coca-Cola Company-ს“ აქციების მფლობელები გახდებიან.
კოკა-კოლასა და თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების თანამშრომლობა ახალ რეალობას ქმნის, სადაც ერთგულება და ყოველდღიური აქტივობა რეალურ კაპიტალად გარდაიქმნება. კომპანია კოკა-კოლას აქციების მოგება ნიშნავს ბევრად მეტს, ვიდრე პრიზის მიღებას — ეს არის შესაძლებლობა გახდე გლობალური წარმატების ისტორიის თანამონაწილე და შენი ნაბიჯები ფინანსურ შესაძლებლობად გადააქციო.
კომპანია კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიასა და თიბისის კოლაბორაცია ზრდის ნდობას, აძლიერებს ბაზარს და ქმნის დამატებით ეკონომიკურ ღირებულებას. კამპანია აერთიანებს აქტიური ცხოვრების წესს, ინოვაციურ ციფრულ გამოცდილებასა და საინვესტიციო შესაძლებლობას ერთ სივრცეში.
გათამაშების შესახებ
გათამაშება 4 ორკვირიან ციკლს მოიცავს, რომლის მიმდინარეობისას ყოველ ორ კვირაში ერთხელ 5 საუკეთესო მონაწილე გამოვლინდება. 2 თვიანი კამპანიის ფარგლებში, 20 გამარჯვებული The Coca-Cola Company-ის სხვადასხვა ღირებულების აქციებით დასაჩუქრდება. გამარჯვებულებს პრიზები თიბისის მობაილბანკში, მათ საინვესტიციო ანგარიშზე ჩაერიცხებათ, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ინიციატივის მთავარ იდეას, რომ თითოეული ნაბიჯი შენი ფინანსური მომავლის ნაწილი შეიძლება გახდეს.
როგორ მოვხვდე Coca-Cola-სა და TBC-ის ერთობლივ ლიდერბორდში?
გათაშებაში მონაწილეობის მისაღებად მომხმარებელს რამდენიმე ეტაპის გავლა მოიწევს, რომელიც ძალიან მარტივია; ამისთვის Coca-Cola Rewards Georgia-სა და თიბისი მობაილბანკის აპლიკაციები დაგჭირდებათ.
- Coca-Cola Rewards Georgia-ს აპლიკაციაში მომხმარებელმა უნდა შეიყვანოს კოკა-კოლას ყვითელ თავსახურზე მოთავსებული უნიკალური კოდი;
- კოდის შეყვანის შემდეგ, მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება გაააქტიუროს სიარულის რეჟიმი;
- ნაბიჯების დასაგროვებლად მომხმარებელმა უნდა დაიწყოს სიარული და 30 წუთის განმავლობაში დააგროვოს რაც შეიძლება მეტი ნაბიჯი;
- ყოველ დაგროვებულ 100 ნაბიჯზე, მომხმარებელს ანგარიშზე 1 დამატებითი ქულა ერიცხება;
- გასათვალისწინებელია, რომ ერთდროულად რამდენიმე კოდის შეყვანის შემთხვევაში, სიარულისთვის დროის ათვლა დაიწყება ბოლო კოდის შეყვანიდან;
- მომხმარებელმა საინვესტიციო ანგარიში უნდა გახსნას თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე;
- ტოპ 5 მომხმარებელი, რომელიც ყველაზე მეტ ნაბიჯს დააგროვებს, გახდება პრიზების მფლობელი;
- ერთ მომხმარებელს შეუძლია ორკვირიანი ლიდერბორდების გამარჯვებული გახდეს მხოლოდ ერთხელ;
რას პრიზებს მიიღებენ ლიდერბორდის გამარჯვებულები?
ფოტო: კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია
- I ადგილი — The Coca-Cola Company-ს 1 000 დოლარის ღირებულების აქციები
- II ადგილი — The Coca-Cola Company-ს 600 დოლარის ღირებულების აქციები
- III ადგილი — The Coca-Cola Company-ს 400 დოლარის ღირებულების აქციები
- IV ადგილი — The Coca-Cola Company-ს 300 დოლარის ღირებულების აქციები
- V ადგილი — The Coca-Cola Company-ს 200 დოლარის ღირებულების აქციები
პრიზებს გამარჯვებულები The Coca-Cola Company-ის აქციების სახით, თიბისის მობაილბანკში მიიღებენ — მომხმარებლის საინვესტიციო ანგარიშზე.
აქციების პრიზად გადაცემა ნიშნავს, რომ გამარჯვებულები მხოლოდ ერთჯერად საჩუქარს არ მიიღებენ, არამედ ისინი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კომპანიის თანამფლობელები გახდებიან. მსგავსი ფორმატის კამპანია მნიშვნელოვანი ნაბიჯია, როგორც მომხმარებლებისთვის საინვესტიციო კულტურის გასაძლიერებლად, ისე ორი მსხვილი კომპანიის წარმატებული პარტნიორობისთვის, რომელიც ქართულ ბაზარზე ახალ სტანდარტს ქმნის.
Coca-Cola Rewards Georgia-ს აპლიკაცია მომხმარებელს მუდმივად სთავაზობს სხვადასხვა სახის ლიდერბორდებსა და წამახალისებელ გათამაშებებს, რომლის გამარჯვებულებიც განსაკუთრებული პრიზებით ჯილდოვდებიან.
კოკა-კოლას დალევა ახლა უკვე ორმაგად სასიამოვნოა!
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით
-
საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა
-
2008 წლის ომის შედეგები დღემდე ძირს უთხრის საქართველოს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას — ევროკავშირის პრესპიკერის განცხადება 2008 წლის ომის შედეგები დღემდე ძირს უთხრის საქართველოს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას — ევროკავშირის პრესპიკერის განცხადება
გადახედვა
- აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით
-
უკრაინის საგარეო უწყება: 2008 წლის აგრესიაზე რეაგირების ნაკლებობამ გზა გაუხსნა ფართომასშტაბიან ომებს უკრაინის საგარეო უწყება: 2008 წლის აგრესიაზე რეაგირების ნაკლებობამ გზა გაუხსნა ფართომასშტაბიან ომებს
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ზაფხული) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ზაფხული)
გადახედვა
-
სტრასბურგის სასამართლო და 2008 წლის ომის საქმეები — საიას ბრძოლა დაზარალებულთა უფლებებისა და კომპენსაციებისთვის სტრასბურგის სასამართლო და 2008 წლის ომის საქმეები — საიას ბრძოლა დაზარალებულთა უფლებებისა და კომპენსაციებისთვის
გადახედვა
-
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო
-
აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა — ევროპული სახელმწიფოების საგარეო უწყებების განცხადებები აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა — ევროპული სახელმწიფოების საგარეო უწყებების განცხადებები
გადახედვა
-
POG: გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო POG: გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო
გადახედვა
-
მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება კომფორტერში შერჩეულ კოლექციაზე ნაწილ-ნაწილ გადახდისას მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება კომფორტერში შერჩეულ კოლექციაზე ნაწილ-ნაწილ გადახდისას
-
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
-
საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის
-
ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო
გადახედვა
-
როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა
გადახედვა
-
საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის" ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის"
გადახედვა
-
ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი? ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი?
-
"რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს "რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს
გადახედვა
-
ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს
კომენტარები