"მედია აკადემიის" დირექტორად ერთი თვის ვადით სამთავრობო ტელეკომპანია იმედის წამყვანი გიორგი ფუტკარაძე დაინიშნა.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ შორენა შავერდაშვილი "მედია აკადემიის" ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლეს — გადაწყვეტილება კომუნიკაციების კომისიის ახალმა თავმჯდომარემ, გოგა გულორდავამ მიიღო.

"ეს შიდასამსახურეობრივი ამბებია, უბრალოდ, ჩვეულებრივ საკადრო ცვლილებებს უკავშირდება. ბუნებრივი ამბავია, ხდება ხოლმე, მუდმივად ერთი და იგივე ადგილზე ვერავინ ვერ იქნება…" — განაცხადა გოგა გულორდავამ.

"მედიაჩეკერის" ინფორმაციით, გულორდავამ თავმჯდომარის პოზიციაზე მოსვლიდან 2 კვირაში სამსახურიდან 10-მდე თანამშრომელი გაათავისუფლა.