ქართველები ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე — ბრძოლა პირველი მედლებისთვის
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი ოლიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორია.
2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშები სულ უფრო ახლოვდება — ტურნირს იტალიის ჩრდილოეთი ნაწილი, მილანი და კორტინა-დ'ამპეცო უმასპინძლებს. ლომბარდიის დედაქალაქისთვის ეს სადებიუტო ოლიმპიადა იქნება, კორტინა-დ’ამპეცოსთვის კი, ერთგვარი რეტროსპექტივა, რადგან მან ზამთრის თამაშებს ჯერ კიდევ 1956 წელს უმასპინძლა.
სწორედ 1956 წელს, კორტინა-დ'ამპეცოს ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე, პირველმა ქართველმა მიიღო მონაწილეობა. კობა წაქაძე საბჭოთა კავშირის საუკეთესო ტრამპლინიდან მხტომელი გახლდათ. კარიერის განმავლობაში, მფრინავ ტორპედოდ წოდებულმა სპორტსმენმა ზამთრის ოთხ ოლიმპიადაზე იასპარეზა (1956, 1960, 1964, 1972) და მისი საუკეთესო შედეგი მე-9 ადგილი იყო. წაქაძე ხტომის ორიგინალური მანერით გამოირჩეოდა, რამაც ამერიკელი ნოველისტი და პოეტი ჯონ აპდაიკი იმდენად აღაფრთოვანა, რომ ქართველ სპორტსმენს ლექსიც კი მიუძღვნა (Tsokadze O Altitudo).
დამოუკიდებელი საქართველო ოლიმპიურ თამაშებზე
კობა წაქაძის შემდეგ, დამოუკიდებლობის მოპოვებამდე, საქართველოს ზამთრის ოლიმპიადებზე წარმომადგენელი აღარ ჰყოლია. პაუზა 1994 წელს, ლილეჰამერის თამაშებზე დასრულდა, სადაც საქართველო ოთხი სპორტსმენით წარსდგა. ეს იყო პირველი ზამთრის ოლიმპიადა, რომლის გახსნის ცერემონიალზე საქართველოს დროშა აღიმართა. აღსანიშნავია, რომ ოლიმპიურ დელეგაციაში კობა წაქაძის შვილი, კახა წაქაძეც ირიცხებოდა, რომელმაც ჯამში სამ ოლიმპიადაზე იასპარეზა.
1998 წლის ნაგანოს ოლიმპიადაზე კი ისტორიული ფაქტი დაფიქსირდა: საქართველოს სახელით პირველმა ქალმა სპორტსმენმა, სოფიკო ახმეტელმა (სლალომი) იასპარეზა. ამავე თამაშებზე ქართული დელეგაციისთვის საუკეთესო შედეგი ზურაბ ჯიჯიშვილმა აჩვენა, რომელმაც ძალები სწრაფად აშვებასა და სლალომში მოსინჯა.
ელენე გედევანიშვილი
2002 წლის სოლტ ლეიკ სიტის ოლიმპიადაზე საქართველომ ფიგურულ სრიალში პირველი წარმომადგენელი ვახტანგ მურვანიძის სახით წარადგინა, რომელმაც მე-17 ადგილი დაიკავა. მოგვიანებით, 2006 წელს მისი შედეგი 16 წლის ელენე გედევანიშვილმა გააუმჯობესა.
ელენეს დებიუტი დიდებს შორის 2006 წლის ევროპის ჩემპიონატზე შედგა, სადაც მან მე-5 ადგილი მოიპოვა. იმავე წლის ტურინის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე, ელენემ მოკლე პროგრამაში ბრწყინვალედ იასპარეზა და მე-6 ადგილი დაიკავა, რაც ყველასთვის მოულოდნელი იყო. თავისუფალ პროგრამაში ნერვიულობამ და გამოუცდელობამ თავისი გაიტანა, გედევანიშვილმა რამდენიმე შეცდომა დაუშვა და საბოლოოდ მე-10 ადგილზე გავიდა.
2010 წლის ვანკუვერის ოლიმპიადას ელენე უკვე ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორის სტატუსით შეხვდა. მასზე დიდი იმედები მყარდებოდა. ერთი შეხედვით, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდიოდა, თუმცა თავისუფალ პროგრამაში დაშვებული შეცდომა მას ქულების დაკარგვად დაუჯდა და საბოლოოდ, ელენემ მე-14 ადგილი დაიკავა.
2014 წლის სოჭის ოლიმპიადა ელენეს მესამე და უკანასკნელი ოლიმპიადა იყო. ამ პერიოდში, სპორტსმენს უკვე ტრავმები აწუხებდა და ფორმის შენარჩუნება უჭირდა. შედეგად, გედევანიშვილმა მე-19 ადგილი დაიკავა, თუმცა განვლილი კარიერით დაამტკიცა, რომ საქართველოს სპორტის ამ სახეობაში მსოფლიო ელიტაში ყოფნა შეეძლო.
ნოდარ ქუმარიტაშვილი
2010 წლის ვანკუვერის ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, ტრაგიკულად დაიღუპა 21 წლის ქართველი მოციგავე, ნოდარ ქუმარიტაშვილი. ტრაგედია მაშინ მოხდა, როდესაც ქუმარიტაშვილი უისტლერის საციგაო ცენტრში საკვალიფიკაციო ვარჯიშს გადიოდა. უისტლერის ტრასა იმ დროისთვის მსოფლიოში ყველაზე სწრაფ და საშიშ საციგაო გზად ითვლებოდა. სპორტსმენები იქ ისეთ სიჩქარეს ავითარებდნენ, რისთვისაც თავად ტრასა მზად არ იყო. ბოლო მოსახვევში ნოდარის ციგა ტრასის კიდეს შეეჯახა, ინერციამ კი სპორტსმენი გარეთ გატყორცნა. მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ქართულმა დელეგაციამ, მძიმე ტრაგედიის მიუხედავად, მიიღო გადაწყვეტილება, არ დაეტოვებინა ოლიმპიადა და ნოდარის ხსოვნის პატივსაცემად ეასპარეზა. გახსნის ცერემონიაზე საქართველოს ნაკრები შავი სამკლავურებითა და ნოდარის სურათიანი დროშით გამოვიდა, რასაც მაყურებელი ფეხზე წამოდგომითა და ოვაციებით შეხვდა.
2018-2022 წლები
2018 წლის პიონგჩანგის (სამხრეთ კორეა) თამაშებზე ქვეყანა ოთხი სპორტსმენით იყო წარმოდგენილი. საუკეთესო შედეგი (XXIV) დებიუტანტმა, მორის ყვითელაშვილმა დაიკავა, რომელმაც 4 წლის შემდეგ საკუთარი შედეგი საგრძნობლად გააუმჯობესა, მე-10 ადგილზე გადაინაცვლა და ელენე გედევანიშვილის მიღწევა გაიმეორა.
2018 წელს თავის მეოთხე ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზა ბაკურიანელმა სამთო მოთხილამურე იასონ აბრამაშვილმა, რომლის ოლიმპიური დებიუტიც 2006 წელს ტურინში შედგა.
2022 წლის პეკინის XXIV ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველომ სარეკორდო, 9 სპორტსმენით იყო წარმოდგენილი. ამასთანავე, განსაკუთრებული, სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა ოლიმპიურ ნაკრებში ნოდარ ქუმარიტაშვილის ახლო ნათესავის, ასევე მოციგავე საბა ქუმარიტაშვილის ყოფნას, რომელმაც ნოდარის ტრაგედიიდან 12 წლის შემდეგ ზამთრის ოლიმპიადაზე იასპარეზა.
პეკინში ისტორიული შედეგი დააფიქსირა ლუკა ბერულავასა და კარინა საფინას წყვილმაც (მე-9 ადგილი).
აღსანიშნავია, რომ პეკინის 2022 წლის ოლიმპიურ თამაშებზე პირველად მიიღო საქართველოს ფიგურული სრიალის ოლიმპიურმა ნაკრებმა მონაწილეობა გუნდურ შეჯიბრებაში, სადაც 10 საუკეთესო გუნდს შორის დაიკავა მე-6 ადგილი.
ქართველი სპორტსმენები 2026 წლის ოლიმპიადაზე
ფიგურულ სრიალში საქართველოს ისტორიული მაჩვენებელი აქვს - ბრწყინვალედ მოასპარეზე ჩვენმა სპორტსმენებმა ლიცენზიები ოთხივე დისციპლინაში მოიპოვეს, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო ოლიმპიურ თამაშებზე გუნდურ შეჯიბრებაშიც მიიღებს მონაწილეობას. ტურნირის მონაწილეები იქნებიან:
- ნიკა ეგაძე — ფიგურული სრიალი, ერთეულები | 10 და 13 თებერვალი;
- ანასტასია გუბანოვა — ფიგურული სრიალი, ერთეულები | 17 და 19 თებერვალი;
- ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა — ფიგურული სრიალი, სპორტული წყვილები | 15-16 თებერვალი;
- დიანა დევისი და გლებ სმოლკინი — ფიგურული სრიალი, სპორტული ცეკვები | 9 და 11 თებერვალი;
- საქართველოს ფიგურული სრიალის ნაკრები — გუნდური შეჯიბრება | 6-8 თებერვალი;
- ნინო წიკლაური — სამთო თხილამურობა | 15 და 18 თებერვალი;
- ლუკა ბუჩუკური — სამთო თხილამურობა | 14 და 16 თებერვალი.
ნიკა ეგაძე
აუცილებლად უნდა ვისაუბროთ ქართველი მოციგურავეების ბოლოდროინდელი წარმატების შესახებ: 2026 წლის იანვარში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ნიკა ეგაძემ მოკლე და თავისუფალი პროგრამების (91.28 და 181.72 ქულა) ჩინებულად შესრულების შემდეგ, ყველა მეტოქე ჩამოიტოვა და 273 ქულით, ასპარეზობა ჩემპიონის ტიტულით დაასრულა. აღსანიშნავია, რომ ეგაძემ საქართველოს ისტორიაში პირველად მოუტანა ქვეყანას ევროპის ჩემპიონობა ვაჟთა თანრიგში და ამით, ოლიმპიური მედლისთვის ბრძოლის ამბიცია რეალობად აქცია.
ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავა
ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას წყვილმა შეფილდში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ნამდვილი ფურორი მოახდინა. აღსანიშნავია, რომ ამ წყვილს წინა ჩემპიონატებზე უკვე ჰქონდა მოპოვებული ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები. თავად სპორტსმენების განცხადებით, 2026 წლის ოლიმპიადაზე მათი სამიზნე მხოლოდ და მხოლოდ ოქროს მედალი იქნება.
ანასტასია გუბანოვა
ევროპის ჩემპიონატი მოგებული აქვს ანასტასია გუბანოვასაც, რომელმაც 2023 წელს საქართველოს ისტორიული ოქროს მედალი მოუპოვა. მანამდე ევროპის ჩემპიონატი არც ერთ სპორტსმენს საქართველოდან არ ჰქონდა მოგებული. 2026 წლის ევროპის ჩემპიონატზე ანასტასია გუბანოვამ თავისუფალ პროგრამაში შესანიშნავად იასპარეზა და მე-2 ადგილი დაიკავა, თუმცა პირველი დღის მნიშვნელოვანი ჩამორჩენის აღმოფხვრა (მოკლე პროგრამაში მე-11 ადგილი) ვეღარ შეძლო და საბოლოოდ ტურნირზე მე-5 პოზიციას დასჯერდა.
დიანა დევისი და გლებ სმოლკინი
წარმატებული იყო 2026 წლის ევროპის ჩემპიონატი დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილისთვისაც, რომლებმაც საერთო ჩათვლაში მეექვსე ადგილი დაიკავეს. თუმცა მათი წყვილი ამაზე არ ჩერდება: “შეგვიძლია კიდევ უფრო უკეთესად ვიასპარეზოთ”, — თქვა სმოლკინმა შეჯიბრების დასრულების შემდეგ.
ნინო წიკლაური
განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებენ ჩვენი სამთო მოთხილამურეებიც. ნინო წიკლაური, რომელიც საქართველოს ნაკრების ყველაზე გამოცდილი წევრია — 2026 წლის მილანი-კორტინას თამაშები მისთვის მეხუთე ოლიმპიადა იქნება, რაც უპრეცედენტო მაჩვენებელია ქართული ზამთრის სპორტის ისტორიაში.
ლუკა ბუჩუკური
წიკლაურთან ერთად იასპარეზებს ლუკა ბუჩუკური, რომელიც სამთო მოთხილამურეების შედარებით ახალ თაობას წარმოადგენს. ლუკამ დუბაისა და თურქეთში გამართულ ტურნირებზე წარმატებით იასპარეზა, სადაც, შესაბამისად, მე-4 და მე-7 ადგილები დაიკავა. ამ შედეგებმა საშუალება მისცა, დაეგროვებინა საჭირო სარეიტინგო ქულები და ოლიმპიადაზე მონაწილეობის უფლება მოეპოვებინა.
წინ ისტორიული თამაშებია. 70 წლის შემდეგ, ქართული ზამთრის სპორტი ისევ ბრუნდება კორტინა-დ'ამპეცოსა და მილანის თოვლიან ტრასებზე და არენებზე, თუმცა ამჯერად, გაცილებით დიდი ამბიციით, რადგან ზამთრის ოლიმპიური მედლების რეალური მოლოდინი გვაქვს. აქვე აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ევროპის ჩემპიონატისგან განსხვავებით, ფიგურულ სრიალში ოლიმპიურ თამაშებზე გაცილებით მეტი კონკურენციაა — აზიისა და ამერიკის კონტინენტიდან ტურნირს საუკეთესო მოციგურავეები შემოუერთდებიან. ამის მიუხედავად, პირველ ქართულ მედალზე ფიქრი აბსოლუტურად რეალისტურია. ასე რომ, ერთად ვუგულშემატკივროთ ჩვენს სპორტსმენებს, რათა 2026 წელი ქართული ზამთრის სპორტისთვის ახალი ეპოქის დასაწყისად იქცეს.
ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველს სპორტსმენებს. საქართველოს ბანკი საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორია.
-
გიგა ავალიანის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემისთვის არასრულწლოვანს 3 წლით თავისუფლების აღვეთა მიესაჯა გიგა ავალიანის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემისთვის არასრულწლოვანს 3 წლით თავისუფლების აღვეთა მიესაჯა
გადახედვა
-
ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ, საქართველოში აშშ-ს საელჩო სახდეპის დელეგაციის განცხადებას ავრცელებს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ, საქართველოში აშშ-ს საელჩო სახდეპის დელეგაციის განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
რატომ შემცირდა 2026 წელს დასაქმებულთა და უმუშევართა რაოდენობა ერთდროულად? რატომ შემცირდა 2026 წელს დასაქმებულთა და უმუშევართა რაოდენობა ერთდროულად?
გადახედვა
-
რა ჯდება სიონის ტაძრის რეაბილიტაცია? რა ჯდება სიონის ტაძრის რეაბილიტაცია?
გადახედვა
-
დუა ლიპა და კალუმ ტერნერი ლონდონში საიდუმლოდ დაქორწინდნენ დუა ლიპა და კალუმ ტერნერი ლონდონში საიდუმლოდ დაქორწინდნენ
გადახედვა
-
საია: არასრულწლოვანს, რომლის ინტერესებსაც საია იცავს, სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება დაახლოებით 2.5 წელია არ ჩაბარებია საია: არასრულწლოვანს, რომლის ინტერესებსაც საია იცავს, სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება დაახლოებით 2.5 წელია არ ჩაბარებია
გადახედვა
-
ნიკა მელია: უმჯობესია სააკაშვილმა მალევე ღიად დაწეროს, თუ რეალურად ვის სდებს ბრალს ღალატში ნიკა მელია: უმჯობესია სააკაშვილმა მალევე ღიად დაწეროს, თუ რეალურად ვის სდებს ბრალს ღალატში
გადახედვა
-
მასტურბაცია ჩიტებისთვის ჩვეული ქცევაა და ამისთვის ნუ დასჯით — მკვლევრები მასტურბაცია ჩიტებისთვის ჩვეული ქცევაა და ამისთვის ნუ დასჯით — მკვლევრები
გადახედვა
-
ძილის დარღვევა 50 წლამდე ასაკის ადამიანებში სიმსივნის რისკთან დააკავშირეს ძილის დარღვევა 50 წლამდე ასაკის ადამიანებში სიმსივნის რისკთან დააკავშირეს
გადახედვა
-
როგორ უნდა შექმნათ გამორჩეული პორტფოლიო Miami Ad School-ისთვის — გახდით საქართველოს ბანკის ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიის გამარჯვებული როგორ უნდა შექმნათ გამორჩეული პორტფოლიო Miami Ad School-ისთვის — გახდით საქართველოს ბანკის ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიის გამარჯვებული
-
მამუკა მდინარაძე: "მთავრობა ენერგეტიკული სექტორისთვის დამაზიანებელი არალეგალური ბიზნესსაქმიანობის წინააღმდეგ ნაბიჯების გადადგმას იწყებს" მამუკა მდინარაძე: "მთავრობა ენერგეტიკული სექტორისთვის დამაზიანებელი არალეგალური ბიზნესსაქმიანობის წინააღმდეგ ნაბიჯების გადადგმას იწყებს"
გადახედვა
-
ქვიზი: რომელი IT პროფესია შეგეფერება? ქვიზი: რომელი IT პროფესია შეგეფერება?
-
რატი იონათამიშვილი: ჩვენი ვალდებულებაა, ქართული პოლიტიკური სივრცე სიძულვილის ენისგან გავწმინდოთ რატი იონათამიშვილი: ჩვენი ვალდებულებაა, ქართული პოლიტიკური სივრცე სიძულვილის ენისგან გავწმინდოთ
გადახედვა
-
"ერთი ხალხი — ერთი საქართველო": ჩვენს ქვეყანაში ბავშვების 37.8% უკიდურეს სიღარიბეში იზრდება "ერთი ხალხი — ერთი საქართველო": ჩვენს ქვეყანაში ბავშვების 37.8% უკიდურეს სიღარიბეში იზრდება
გადახედვა
-
გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქის ევროპული მოგზაურობა გრძელდება — მხარდამჭერი საქართველოს ბანკია გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქის ევროპული მოგზაურობა გრძელდება — მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
-
ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ მსჯავრდებული ნოდარ ტატუნაშვილი კლინიკაში შეყვანიდან ერთი კვირაში კომაში ჩავარდა ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ მსჯავრდებული ნოდარ ტატუნაშვილი კლინიკაში შეყვანიდან ერთი კვირაში კომაში ჩავარდა
გადახედვა
-
მამუკა კომახია: მოსკოვი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში საკუთარი პოლიტიკური და ადმინისტრაციული კონტროლის კიდევ უფრო გაღრმავებას ცდილობს მამუკა კომახია: მოსკოვი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში საკუთარი პოლიტიკური და ადმინისტრაციული კონტროლის კიდევ უფრო გაღრმავებას ცდილობს
გადახედვა
-
პაატა იმნაძე: ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს რეალური რისკი, რომ დენგე გავრცელდეს პაატა იმნაძე: ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს რეალური რისკი, რომ დენგე გავრცელდეს
გადახედვა
-
ჯეფ ბეზოსის კომპანიის რაკეტა ტესტირებისას აფეთქდა — ნახეთ ჯეფ ბეზოსის კომპანიის რაკეტა ტესტირებისას აფეთქდა — ნახეთ
გადახედვა
-
"სულ მქონდა იმედი, რომ რამე დადგებოდა მისგან" — მიხეილ სააკაშვილი ნიკა მელიაზე "სულ მქონდა იმედი, რომ რამე დადგებოდა მისგან" — მიხეილ სააკაშვილი ნიკა მელიაზე
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის გალერეა წარმოგიდგენთ ნათელა გრიგალაშვილის პერსონალურ გამოფენას თიბისი კონცეპტის გალერეა წარმოგიდგენთ ნათელა გრიგალაშვილის პერსონალურ გამოფენას
კომენტარები