Emmy ახალ ჯილდოს აწესებს სერიალებისთვის, რომლებმაც ტელევიზია შეცვალეს
ფოტო: Getty Images
2026 წლის Emmy Awards-ს ახალი კატეგორია ემატება — Legacy Award, ანუ მემკვიდრეობის ჯილდო იმ სერიალებს მიენიჭება, რომლებმაც ტელევიზიის ისტორიაში გრძელვადიანი კულტურული და შემოქმედებითი კვალი დატოვეს.
ეს Emmy-ის პირველი მსხვილი ახალი კატეგორიაა თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში და მისი მთავარი იდეა წლიური შეფასებისგან განსხვავდება: აქ ყურადღება გამახვილებულია არა კონკრეტულ სეზონზე, არამედ სერიალის ისტორიულ მნიშვნელობასა და გავლენაზე.
რას აფასებს მემკვიდრეობის ჯილდო
Television Academy-ის მიხედვით, კატეგორიაში მონაწილეობის მისაღებად სერიალს უნდა ჰქონდეს მინიმუმ ხუთი სეზონი და დაახლოებით 60 ეპიზოდი. თუმცა ფორმალური კრიტერიუმები მხოლოდ ერთი ნაწილია, მთავარი საზომი ისაა, როგორ შეცვალა სერიალმა ტელევიზიის ენა, ჟანრი ან მაყურებლის მოლოდინი.
ფოტო: Variety
"მემკვიდრეობის ჯილდო ინოვაციურ სატელევიზიო პროგრამებს ეძღვნება, იმ პროექტებს, რომლებმაც დროს გაუძლეს, მოგვითხრეს ისტორიები, რომლებიც დღესაც იზიდავს მაყურებელს და შექმნეს საკულტო, დროის მიღმა არსებული პერსონაჟები, მრავალთაობიანი მიმზიდველობით", — განაცხადა Television Academy-ის თავმჯდომარემ, კრის აბრეგომ.
"ეს ჯილდო აკადემიას საშუალებას აძლევს, უფრო ფართოდ აღნიშნოს ტელევიზიის მდიდარი ისტორია და დააფასოს ის მთხრობელები, რომელთა ნამუშევრებმა მაყურებელთან ძლიერი რეზონანსი შექმნა და დღემდე აგრძელებს მილიონობით გულშემატკივრის გართობას მსოფლიოს მასშტაბით".
რომელი სერიალები მიიჩნევა ყველაზე რეალურ კანდიდატებად
ოფიციალური ნომინანტები ჯერ გამოცხადებული არ არის, თუმცა კრიტიკოსებისთვის გარკვეული სახელები თითქმის შეუცვლელია.
ყველაზე ხშირად სახელდება The Sopranos, სერიალი, რომელიც თანამედროვე სატელევიზიო დრამის საწყის წერტილად ითვლება და ანტი-გმირის ფორმატი დაამკვიდრა. არანაკლებ მნიშვნელოვანია The Wire, რომელიც ტელევიზიას სოციალური ანალიზის ინსტრუმენტად აქცევს და დღემდე ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ნამუშევრად რჩება.
კანდიდატთა შორის ხშირად მოიხსენიება Game of Thrones-იც, გლობალური ფენომენი, რომელმაც ფანტასტიკის ჟანრი სატელევიზიო მეინსტრიმის ცენტრში მოაქცია. მიუხედავად ფინალის მიმართ არსებული კრიტიკისა, მისი მასშტაბი და გავლენა თანამედროვე ტელევიზიაზე სადავო აღარ არის.
ამავე კონტექსტში განიხილებიან ისეთი სერიალებიც, როგორებიცაა The Simpsons, Friends და Breaking Bad, პროექტები, რომლებმაც თაობები განსაზღვრეს და ტელევიზიის კულტურული სტატუსი შეცვალეს. კრიტიკოსების ნაწილი შესაძლო კანდიდატად Lost-საც ასახელებს, სერიალს, რომელმაც ტელევიზიის გარშემო ონლაინ დისკუსიისა და ფან-თეორიების კულტურა პრაქტიკულად შექმნა.
როდის გაიმართება დაჯილდოება?
78-ე Primetime Emmy Awards-ის ნომინანტები 2026 წლის ზაფხულში გამოცხადდება. ჯერჯერობით უცნობია, რომელ ღონისძიებაზე გადაეცემათ მემკვიდრეობის ჯილდო, მთავარ ცერემონიაზე თუ Television Academy-ს ცალკე ფორმატში.
თუ სერიალებს თვალს აქტიურად ადევნებ, არ დაგავიწყდეს, შემოიხედო ჩვენს ჯგუფშიც – ერთი სერიაც და…
-
Apple ქვითრის ფოტოთი საერთო ანგარიშის გაყოფის ფუნქციას ამზადებს Apple ქვითრის ფოტოთი საერთო ანგარიშის გაყოფის ფუნქციას ამზადებს
გადახედვა
-
ამ ეგზოპლანეტაზე "ქვიშის" ღრუბლებია, რომლებიც დილით ჩნდება და საღამოს ქრება ამ ეგზოპლანეტაზე "ქვიშის" ღრუბლებია, რომლებიც დილით ჩნდება და საღამოს ქრება
გადახედვა
-
მიხაილ გალუზინი: საქართველოს გარეშეც 3+3 ფორმატის პერსპექტივები სრულად ვერ განხორციელდება მიხაილ გალუზინი: საქართველოს გარეშეც 3+3 ფორმატის პერსპექტივები სრულად ვერ განხორციელდება
გადახედვა
-
ქვიზი: დაასრულე ქართული გამოთქმა ქვიზი: დაასრულე ქართული გამოთქმა
-
მსოფლიოში პირველი ქარის ენერგიაზე მომუშავე წყალქვეშა მონაცემთა ცენტრი ამოქმედდა მსოფლიოში პირველი ქარის ენერგიაზე მომუშავე წყალქვეშა მონაცემთა ცენტრი ამოქმედდა
გადახედვა
-
ყველაზე მასშტაბური STEM ოლიმპიადის ფინალური ტური იმართება — პროექტს საქართველოს ბანკი და კომაროვის სკოლა ახორციელებს ყველაზე მასშტაბური STEM ოლიმპიადის ფინალური ტური იმართება — პროექტს საქართველოს ბანკი და კომაროვის სკოლა ახორციელებს
-
რა შესწორებები შევიდა აშშ-ის ავტორიზაციის აქტის პროექტში (NDAA) საქართველოზე? რა შესწორებები შევიდა აშშ-ის ავტორიზაციის აქტის პროექტში (NDAA) საქართველოზე?
გადახედვა
-
საჰარაში ნაპოვნი მეტეორიტი მზის სისტემის ადრეულ პლანეტაზე მიანიშნებს საჰარაში ნაპოვნი მეტეორიტი მზის სისტემის ადრეულ პლანეტაზე მიანიშნებს
გადახედვა
-
"არ მგონია, რომ რაიმე ობიექტური და სამართლიანი წუხილი არსებობდეს საქართველოს მიმართ" — შალვა პაპუაშვილი მარკო რუბიოს განცხადებაზე "არ მგონია, რომ რაიმე ობიექტური და სამართლიანი წუხილი არსებობდეს საქართველოს მიმართ" — შალვა პაპუაშვილი მარკო რუბიოს განცხადებაზე
გადახედვა
-
მაკდონალდს საქართველოს შიდა საფეხბურთო ჩემპიონატი დასრულდა | გამარჯვებული გოთუას რესტორანი გახდა მაკდონალდს საქართველოს შიდა საფეხბურთო ჩემპიონატი დასრულდა | გამარჯვებული გოთუას რესტორანი გახდა
-
ზელენსკი პუტინს ომის დასრულებაზე შეხვედრას თავაზობს ზელენსკი პუტინს ომის დასრულებაზე შეხვედრას თავაზობს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მომხმარებლები 5, 6 და 7 ივნისს, ბაზარი ორბელიანზე მეწარმე ქალების პროდუქციის შეძენისას 30%-იან ქეშბექს მიიღებენ საქართველოს ბანკის მომხმარებლები 5, 6 და 7 ივნისს, ბაზარი ორბელიანზე მეწარმე ქალების პროდუქციის შეძენისას 30%-იან ქეშბექს მიიღებენ
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის რიგით 28-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა გურიის სოფელ ხიდისთავში გაიხსნა საქართველოს ბანკის რიგით 28-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა გურიის სოფელ ხიდისთავში გაიხსნა
-
თბილისის აეროპორტში FBI-ს მიერ ძებნილი დამნაშავე დააკავეს თბილისის აეროპორტში FBI-ს მიერ ძებნილი დამნაშავე დააკავეს
გადახედვა
-
შსს: მესტიის მუნიციპალიტეტში ჩხრეკების შედეგად 47 ე.წ. მაინერი ამოიღეს შსს: მესტიის მუნიციპალიტეტში ჩხრეკების შედეგად 47 ე.წ. მაინერი ამოიღეს
გადახედვა
-
გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ 107 ხმით მიიღო რეზოლუცია საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ 107 ხმით მიიღო რეზოლუცია საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ
გადახედვა
-
ახალმა ბიოლოგიურმა საათმა შეიძლება თქვენი სიკვდილის დრო განსაზღვროს — კვლევა ახალმა ბიოლოგიურმა საათმა შეიძლება თქვენი სიკვდილის დრო განსაზღვროს — კვლევა
გადახედვა
-
რამდენად იცავს ხეები ქალაქებს სიცხისგან? — ახალი კვლევა რამდენად იცავს ხეები ქალაქებს სიცხისგან? — ახალი კვლევა
გადახედვა
-
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები: "მადლობა ყველას!" დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები: "მადლობა ყველას!"
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც იმუშავებს დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის მედიკამენტების უზრუნველყოფის საკითხზე ირაკლი კობახიძე: შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც იმუშავებს დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის მედიკამენტების უზრუნველყოფის საკითხზე
გადახედვა
-
კარიერული ტრანსფორმაცია Upgaming-ში: კომფორტის ზონიდან საერთაშორისო კარიერამდე კარიერული ტრანსფორმაცია Upgaming-ში: კომფორტის ზონიდან საერთაშორისო კარიერამდე
კომენტარები