გადააგორე ზამთარი — შეცვალე აკუმულატორი და ანტიფრიზი თეგეტა მოტორსში
ფოტო: თეგეტა
ზამთარში ავტომობილის ტექნიკური მდგომარეობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. დაბალი ტემპერატურა, თოვლი და ყინული გზაზე რისკებს ზრდის, ამიტომ აუცილებელია დროული მომზადება იმისთვის, რომ ავტომობილით გადაადგილება ნებისმიერ ამინდში უსაფრთხო იყოს. მნიშვნელოვანია აკუმულატორისა და ანტიფრიზის შემოწმება და, საჭიროების შემთხვევაში, შეცვლა. ზამთარი რომ უსაფრთხოდ გადააგოროთ, თეგეტა მოტორსში დეკემბრის ბოლომდე აკუმულატორების სრულ ასორტიმენტსა და ანტიფრიზზე 25%-იანი ფასდაკლება მოქმედებს.
ფოტო: თეგეტა
ვახტანგ ღულაძე, თეგეტა მოტორსის პროდუქტების მთავარი ოფიცერი: “თეგეტა მოტორსში“ კარგად გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ზამთარში ავტომობილის შესაბამისად მომზადება. სწორედ ამიტომ მუდმივად ვცდილობთ, მომხმარებლებს ავტომობილის შენახვა გავუმარტივოთ და სეზონური ცვლილებებისთვის მომზადება მათთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ.
ჩვენს ფილიალებში წარმოდგენილია პროდუქციის ფართო არჩევანი, მათ შორის გერმანული ბრენდის Varta-ს აკუმულატორები, რომლებიც ისეთ მნიშვნელოვან უპირატესობებს აერთიანებს, როგორებიცაა ხანგრძლივი სამუშაო რესურსი და გამძლეობა. მსოფლიოს ლიდერი საავტომობილო კომპანიები სწორედ Varta-ს აკუმულატორებს იყენებენ საკუთარი ავტომობილების წარმოებისას. თეგეტა მოტორსში მომხმარებელს სხვა პრემიუმ ბრენდების აკუმულატორები და მაღალი ხარისხის ანტიფრიზებიც დახვდება, რაც ზამთრის სეზონზე ავტომობილის უსაფრთხო გადაადგილებისთვის მნიშვნელოვანია. ჩვენს ფილიალებში მოსულებს კი მაღალკვალიფიციური სპეციალისტები დაეხმარებიან შესაბამისი პროდუქტის შერჩევაში“.
ზამთრის პერიოდში სწორედ ავტომობილის აკუმულატორი განიცდის განსაკუთრებულ დატვირთვას და მისი სიმძლავრე მნიშვნელოვნად მცირდება. თუ აკუმულატორი უკვე მოძველებული ან დაზიანებულია, ცივ ამინდში შესაძლოა, ძრავა არ დაიქოქოს. დროული შემოწმება და, საჭიროების შემთხვევაში, შეცვლა კი ხელს უშლის უსიამოვნო სიტუაციებს გზაზე, ზოგავს დროსა და ფინანსებს.
ფოტო: თეგეტა
ზამთარში ძრავის დაცვაში კრიტიკულ როლს ასრულებს ანტიფრიზიც (გამაგრილებელი სითხე). ის იცავს სისტემას გაყინვისა და კოროზიისგან. რესურსამოწურული ანტიფრიზი კარგავს თვისებებს, რის გამოც ძრავა შეიძლება გადახურდეს ან პირიქით — არ მიაღწიოს საჭირო ტემპერატურას. რეგულარული შემოწმება და დროული შეცვლა კი უზრუნველყოფს ძრავის ხანგრძლივ მუშაობას.
თეგეტა მოტორსის გზავნილი — გადააგორე ზამთარი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს პრევენციის მნიშვნელობას: დროული შემოწმება და მომზადება ცივ სეზონზე მშვიდი და უსაფრთხო მგზავრობის გარანტიაა. ამიტომ კომპანია მომხმარებლებს მოუწოდებს, ზამთარში ავტომობილი სეზონისთვის შესაბამისად აღჭურვონ. თეგეტა მოტორსში სპეციალური შეთავაზებები დეკემბრის ბოლომდე გაგრძელდება. გარდა ამისა, ფილიალებში მისული მომხმარებელი უფასოდ შეძლებს საბურავების პროტექტორის დონის, აკუმულატორის მდგომარეობისა და ანტიფრიზის შემოწმებას.
--
თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი არაერთი პრემიუმ ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვ.
-
ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი
-
ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია
გადახედვა
-
ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით
-
ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია
გადახედვა
-
სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა
-
კახა კალაძე: რეგიონების მართვაში გამოწვევები არსებობს, წარმატებებს ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს კახა კალაძე: რეგიონების მართვაში გამოწვევები არსებობს, წარმატებებს ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს
გადახედვა
-
ყველაზე დიდი ქომაგი — საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს ყველაზე დიდი ქომაგი — საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს
-
რბილი წინდები და დიდი სავარძელი — როგორ ცვლის განწყობას უბრალოდ მოსახერხებელი, თბილი ტანსაცმლის ჩაცმა სახლში დაბრუნებისას რბილი წინდები და დიდი სავარძელი — როგორ ცვლის განწყობას უბრალოდ მოსახერხებელი, თბილი ტანსაცმლის ჩაცმა სახლში დაბრუნებისას
-
გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება
გადახედვა
-
კრისტი ყიფშიძემ ესპანეთის დედოფლის ცნობილი კაბა მოირგო, რომელიც უკვე თბილისი აუთლეტ ვილიჯშია კრისტი ყიფშიძემ ესპანეთის დედოფლის ცნობილი კაბა მოირგო, რომელიც უკვე თბილისი აუთლეტ ვილიჯშია
-
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო პრეპარატის შეძენის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო პრეპარატის შეძენის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა
გადახედვა
-
ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა — კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა — კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე
გადახედვა
-
კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა
გადახედვა
-
ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი
გადახედვა
კომენტარები