უსაფრთხო ავეჯი და ხის ნაწარმი — რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ასეთი პროდუქტის შეძენისას
ფოტო: ჩეხეთის განვითარების სააგენტო
ავეჯი და ხის ნაწარმი იმ არასასურსათო პროდუქტების ნუსხაშია, რომლებიც თითოეული ჩვენგანის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახლავთ. ხშირად ჩვენ გვგონია, რომ თუ ავეჯი, განსაკუთრებით კი ბავშვებისთვის განკუთვნილი ნაწარმი, ხისგან არის დამზადებული, აუცილებლად ხარისხიანი და უსაფრთხოა, მაგრამ ეს ასე არ არის.
ავეჯი და ხის ნაწარმი შეიძლება მრავალგვარი საფრთხის შემცველი იყოს, დაწყებული მათი მექანიკური დაზიანებისგან მომდინარე საფრთხეებიდან, მასალის ქიმიური შემადგენლობით დამთავრებული. იმისთვის, რომ ამგვარი არასასურსათო პროდუქტებისგან მომდინარე პოტენციური საფრთხისგან დაცულები ვიყოთ, საჭიროა ქვეყანაში გამართულად მუშაობდეს ხარისხის ინფრასტრუქტურა, რომელიც უზრუნველყოფს შესაბამის რეგლამენტებს, სტანდარტებს, ტესტირებას, სერტიფიცირებასა და ბაზრის ზედამხედველობას. მხოლოდ ამ სისტემური მიდგომის არსებობის პირობებშია შესაძლებელი ბაზარზე უსაფრთხო და ხარისხიანი პროდუქტის განთავსება, რაც იცავს, როგორც მომხმარებლის ჯანმრთელობას, ისე გარემოს.
ჩეხეთის განვითარების სააგენტო გერმანიის თანამშრომლობის საზოგადოებასთან ერთად ახორციელებს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტ QUIS-ს, რომლის მიზანია არასასურსათო პროდუქტისა და სერვისის უსაფრთხოების გაზრდა და მომხმარებლების ინფორმირება ხარისხის ინფრასტრუქტურის შესახებ. აღნიშნული მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ არასასურსათო პროდუქტის, მათ შორის, ავეჯისა და ხის ნაწარმის, შეძენისას მომხმარებელმა ინფორმირებული არჩევანის გაკეთება შეძლოს.
რა კომპონენტებისგან შედგება ავეჯისა და ხის ნაწარმის უსაფრთხოება
ავეჯი, მათ შორის, ხის ავეჯიც მრავალგვარი საფრთხის შემცველი შეიძლება იყოს. რეგლამენტებსა და სტანდარტებთან შეუსაბამო ავეჯმა შესაძლოა, დააზიანოს ადამიანის ჯანმრთელობა, დაემუქროს მის სიცოცხლეს და დააბინძუროს გარემო. ევროკავშირში მოქმედებს სხვადასხვა რეგულაცია და დანერგილია სტანდარტები, რომლებიც უზრუნველყოფს, ბაზარზე მხოლოდ უსაფრთხო პროდუქტის მოხვედრას.
ფოტო: ჩეხეთის განვითარების სააგენტო
ავეჯთან დაკავშირებული ძირითადი მოთხოვნებია:
მდგრადობა და გადაბრუნებისადმი წინააღმდეგობა — მდგრადი ავეჯი ნორმალური ექსპლუატაციის პირობებში არ უნდა წაიქცეს. ეს განსაკუთრებით ეხება მაღალ ან მაღლა დაკიდებულ ავეჯს, მაგ., თაროებსა და კარადებს. გადაბრუნებისადმი წინააღმდეგობა (Tip-Over Resistance) არის პროდუქტის უნარი, გაუძლოს დამატებით ზემოქმედებას (მაგ., პატარა ბავშვის უჯრებზე აძრომას ან დაკიდებას) ისე, რომ არ გადაბრუნდეს.
მასალების უსაფრთხოება და ქიმიური შემადგენლობა: ავეჯი ხშირად დამზადებულია მრავალფეროვანი მასალისგან, მათ შორის ხისგან, მეტალისგან, მინისგან. ამასთან, ხშირად გამოიყენება სხვადასხვა სახის საღებავები, ტექსტილი, წებო და ა.შ., რომლებიც ზოგჯერ ტოქსიკურ ნივთიერებებს შეიცავს და შეიძლება გრძელვადიანი გავლენა მოახდინოს ჩვენს ჯანმრთელობაზე.
ზოგიერთი ქიმიკატი, მაგ., ფორმალდეჰიდი, რომელიც გვხვდება ფანერაში (პლაივუდში) დაკავშირებულია სასუნთქი გზების პრობლემებსა და კანის გაღიზიანებასთან, ასევე შეიძლება კიბოს გამომწვევიც გახდეს. ბალიშებსა და ლეიბებში გამოყენებულ ზოგიერთ ცეცხლგამძლე საშუალებას (Flame retardants), რომლის მიზანი აალებადობის შემცირებაა, ასევე შეუძლია სერიოზული საფრთხე შეუქმნას ჩვენს ჯანმრთელობას. პლასტმასის ავეჯი ან ავეჯის პლასტმასის ნაწილები, ისევე როგორც საწოლის კარკასები და ჩარჩოები, შეიძლება ისეთ მავნე ნივთიერებას შეიცავდეს, როგორიც კადმიუმია.
ერთ-ერთი ძირითადი რეგულაცია, რომელიც მასალების ქიმიურ შემადგენლობას განსაზღვრავს, მათ შორის ტოქსიკურ ნივთიერებებს კრძალავს/საზღვრებს აწესებს, არის REACH. ტოქსიკური შემადგენლობის მქონე ავეჯის შეძენისგან თავის დასაზღვევად პროდუქტზე ასევე უნდა ეძებოთ OEKO-TEX® Standard 100, რომელიც მოიცავს ყველა სახის ტექსტილის, მათ შორის ავეჯში გამოყენებულის, 100-მდე მავნე ქიმიურ ნივთიერებასთან დაკავშირებულ ტესტირებებს.
ფოტო: ჩეხეთის განვითარების სააგენტო
სტრუქტურული მთლიანობა: ავეჯის ნაწილის სტრუქტურა, კარკასის, შეერთებებისა და მასალების ჩათვლით, პირდაპირ გავლენას ახდენს მის გამძლეობასა და ფუნქციონირებაზე. ავეჯის გამძლეობაზე მოქმედებს მასალის ხარისხიც: მტკიცე მასალები, როგორებიცაა ხე და ლითონები, უზრუნველყოფს გრძელვადიან გამძლეობას. ამასთან, ავეჯმა უნდა გაუძლოს იმ წონას, რომლისთვისაცაა განკუთვნილი.
სტრუქტურიდან გამომდინარე საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით:
- შეამოწმეთ რა წონისთვის არის განკუთვნილი ავეჯი, იმისთვის, რომ დარწმუნდეთ, ავეჯი გაუძლებს თუ არა ყოველდღიურ გამოყენებას ჩამონგრევის/გატეხვის რისკის გარეშე.
- მნიშვნელოვანია ბმების/შეერთებების ადგილების სიმყარე. მაგ., ხის ავეჯის შემთხვევაში სხვადასხვა სახის შეერთებების ტიპებს შორის მეტად გამძლეა dovetail ან mortise and tenon შეერთება (იხ. სურათები):
ფოტო: ჩეხეთის განვითარების სააგენტო
აალებადობა: ცეცხლგამძლე, სპეციალური ნივთიერებებით დამუშავებულ ავეჯს შეუძლია შეამციროს ცეცხლის გავრცელების სიჩქარე და მეტი დრო მისცეს ადამიანებს ევაკუაციისთვის. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ავეჯი აკმაყოფილებდეს აალებადობასთან დაკავშირებულ მოთხოვნებსა და სტანდარტებს.
სწორი სტანდარტის შერჩევა დამოკიდებულია ავეჯის ტიპსა და დანიშნულებაზე, აგრეთვე ამოყენებულ მასალებზე. ზოგადად, დამუშავებული მასალები უფრო ცეცხლგამძლეა, ვიდრე ბუნებრივი, დაუმუშავებელი. მაგალითად, ისეთი მასალები, როგორებიცაა ბუნებრივი ხე ან ბამბა დაუმუშავებელ მდგომარეობაში სწრაფად იწვის, ამიტომ მწარმოებლები ასეთ მასალებს სპეციალური ნივთიერებებით ამუშავებენ, რაც ხელს უშლის ალის სწრაფად გავრცელებას.
ბავშვებისთვის განკუთვნილი ავეჯის უსაფრთხოება
ვინაიდან ბავშვები საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფია, განსაკუთრებული ყურადღება ენიჭება მათთვის განკუთვნილ ავეჯს. პროდუქტის მახასიათებლებიდან და ტიპიდან გამომდინარე საბავშვო ავეჯს სხვადასხვა სტანდარტი ფარავს. ამასთან, თუ ავეჯს აქვს სათამაშო დანიშნულება, იგი ექცევა სათამაშოების უსაფრთხოების დირექტივის მოქმედების სფეროშიც (საქართველოში — სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტში) და უნდა დააკმაყოფილოს ამ რეგლამენტის მოთხოვნებიც.
საბავშვო ავეჯის შეძენისას მომხმარებელმა საჭიროა გაითვალისწინოს, რომ:
- ავეჯს უნდა ჰქონდეს მომრგვალებული, გლუვი კიდეები და უსაფრთხო მოძრავი ნაწილები, იმისთვის რომ ფიზიკურად დააზიანოს ბავშვი.
- ავეჯს უნდა ჰქონდეს საიმედო საკეტები, იმისთვის, რომ ბავშვს არ ჰქონდეს წვდომა მისთვის საფრთხის შემცველ ნივთებზე.
- ავეჯს უნდა ჰქონდეს შესაბამისი სიმაღლე და მდგრადობა, იმისთვის, რომ არ გადაყირავდეს, ან ჩაიმტვრეს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ ბავშვი მასზე ასვლას/ჩამოკიდებას შეეცდება.
გარემოს დაცვის კომპონენტი ავეჯისა და ხის პროდუქტის წარმოების პროცესში
ავეჯი და ხის ნაწარმი საფრთხეს არ უნდა უქმნიდეს და აბინძურებდეს გარემოს. ეს ეხება, როგორც უშუალოდ პროდუქტს, ისე მის შეფუთვას.
ევროკავშირში მოქმედებს ევროპის ხე-ტყის რეგულაცია (The European Timber Regulation (EUTR), რომელიც უზრუნველყოფს, რომ ბაზარზე არ განთავსდეს არალეგალური გზებით მოპოვებული ხის მასალა. საქართველოშიც არსებობს სხვადასხვა კანონმდებლობა, რომელიც კრძალავს ხე-ტყის უკანონო მოპოვებას. თუ პროდუქტის შეფუთვაზე დატანილია შემდეგი ლოგოები, ნიშნავს, რომ მწარმოებელი ზრუნავს გარემოსა და მის მდგრად განვითარებაზე. ვინაიდან FSC და PEFC მსოფლიოში ტყის სერტიფიცირების ორი ყველაზე ცნობილი სისტემაა, ორივე მათგანი ტყის მდგრადი მართვის უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.
ფოტო: ჩეხეთის განვითარების სააგენტო
Eco Lebel კი გახლავთ ნებაყოფლობითი ნიშანი, რომელიც ადასტურებს, რომ ავეჯი აკმაყოფილებს მაღალ ეკოლოგიურ სტანდარტებს.
ფოტო: ჩეხეთის განვითარების სააგენტო
ამასთან, გაითვალისწინეთ, რომ:
- პროდუქტზე უმჯობესია დატანილი იყოს მწარმოებლის საიდენტიფიკაციო და საკონტაქტო ინფორმაცია;
- პროდუქტს უმჯობესია ახლდეს შემადგენლობასთან დაკავშირებული ინფორმაცია ან/და ინსტრუქცია;
- პრაქტიკული რჩევები მომხმარებლებისთვის უსაფრთხო ავეჯის შესარჩევად;
- ბრენდების კვლევა: შეიძინეთ ავეჯი სანდო მწარმოებლებისგან, რომლებიც აქვეყნებენ ინფორმაციას ხის მოპოვების, უსაფრთხოების სერტიფიკატებისა და წარმოების სტანდარტების შესახებ;
- სერტიფიკატების მოთხოვნა: მოითხოვეთ გამონაბოლქვებისა და ქიმიური ტესტირების დადასტურება, აალებადობის სერტიფიკატები ან მდგრადობის ნიშნები (მაგ., FSC ან PEFC);
- ფიზიკური დათვალიერება: ყურადღებით დაათვალიერეთ ავეჯი — დააკვირდით გლუვ ზედაპირებს, მყარ კონსტრუქციას, სტაბილურ შეერთებებს, უსიამოვნო და ტოქსიკური სუნის არარსებობას და გამძლეობის მახასიათებლებს;
- პროდუქტის უკან გამოთხოვის შემთხვევები: რეგულარულად შეამოწმეთ მომხმარებელთა უსაფრთხოების ვებგვერდები და უკან გამოთხოვის შესახებ ინფორმაცია;
- უსაფრთხოების ინსტრუქციების დაცვა: განსაკუთრებით მაღალი ან მძიმე ავეჯი აუცილებელია კედელზე დამაგრდეს, იმისთვის რომ არ გადაბრუნდეს.
ჩეხეთის განვითარების სააგენტო (CzDA) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) ახორციელებენ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტ — QUIS — უკეთესი პროდუქტი, უკეთესი მომსახურებას, რომლის მთავარი მიზანია საქართველოში ხარისხის ინფრასტრუქტურის განვითარება.
ეს სტატია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ჩეხეთის განვითარების სააგენტო და შესაძლოა, იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.
-
რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით
- აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით
-
უკრაინის საგარეო უწყება: 2008 წლის აგრესიაზე რეაგირების ნაკლებობამ გზა გაუხსნა ფართომასშტაბიან ომებს უკრაინის საგარეო უწყება: 2008 წლის აგრესიაზე რეაგირების ნაკლებობამ გზა გაუხსნა ფართომასშტაბიან ომებს
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ზაფხული) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ზაფხული)
გადახედვა
-
სტრასბურგის სასამართლო და 2008 წლის ომის საქმეები — საიას ბრძოლა დაზარალებულთა უფლებებისა და კომპენსაციებისთვის სტრასბურგის სასამართლო და 2008 წლის ომის საქმეები — საიას ბრძოლა დაზარალებულთა უფლებებისა და კომპენსაციებისთვის
გადახედვა
-
21-ე საუკუნის საუკეთესო თრილერი რომანები — ნახეთ The New York Times-ის სია 21-ე საუკუნის საუკეთესო თრილერი რომანები — ნახეთ The New York Times-ის სია
გადახედვა
-
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო
-
აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა — ევროპული სახელმწიფოების საგარეო უწყებების განცხადებები აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა — ევროპული სახელმწიფოების საგარეო უწყებების განცხადებები
გადახედვა
-
POG: გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო POG: გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო
გადახედვა
-
ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო
გადახედვა
-
თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
-
საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის
-
ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო
გადახედვა
-
საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის" ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის"
გადახედვა
-
ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი? ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი?
-
"რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს "რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს
გადახედვა
-
ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს
კომენტარები