გიორგი შინჯიკაშვილმა მეუფე გიორგი ჯამდელიანს ცილისწამებისთვის უჩივლა
ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ყოფილი მოადგილე და ქართული ოცნების ქვემო ქართლის რეგიონული შტაბის ხელმძღვანელი გიორგი შინჯიკაშვილი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსს, მეუფე გიორგი ჯამდელიანს ცილისწამებაში ადანაშაულებს და სასამართლოში უჩივის. ამის შესახებ ინფორმაციას "რადიო მარნეული" ავრცელებს.
12 დეკემბერს პირველი სასამართლო სხდომა ბოლნისის რაიონულ სასამართლოში გაიმართა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 8 ივნისს მეუფე გიორგი ჯამდელიანმა ქადაგებისას განაცხადა, რომ შინჯიკაშვილი მის მკვლელობას გეგმავდა.
"შინჯიკაშვილმა შეიტანა საჩივარი ჩემს წინააღმდეგ, რომ თითქოს მისი ღირსება და პატივი შეილახა. საეკლესიო, კანონიკურ სასამართლოს არ მინდოდა გავცდენოდით და გამოდის, რომ იძულებულს მხდის მხარე, მიჩივის სასამართლოში, რომ ჩვენ სასამართლოს წარვუდგინოთ მტკიცებულებები და აქეთ დავიცვათ თავი. მტკიცებულებები არსებობს იმდენი, რამაც გამოუტანა მას განჩინება," — განაცხადა მეუფემ "ფორმულასთან" საუბრისას.
გიორგი შინჯიკაშვილი დღევანდელ პროცესს არ დაესწრო. შინჯიკაშვილის ადვოკატმა ფორმულასთან საუბრისას განაცხადა, რომ ბრალდებულმა თავისი განცხადებების სიმართლის დამადასტურებელი მტკიცებულებები ვერ წარადგინა.
"გიორგი ჯამდელიანს დღეს და შემდეგ პროცესებზეც მოუწევს იმის მტკიცება, რომ ქადაგებაში ნათქვამი ფაქტები არის სწორი. დღეს არც ერთი მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი და დაველოდებით შემდეგ სხდომას და ალბათ ვერ წარმოადგენს და ვერ დაადასტურებს, რომ რაშიც ბრალს დებს გიორგი შინჯიკაშვილს არის ნამდვილი," — განაცხადა ადვოკატმა.
შეგახსენებთ, რომ 10 ივნისს მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიამ გამოაქვეყნა საეპისკოპოსო სასამართლოს ოქმი, სადაც აღნიშნულია, რომ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის წინამძღოლის, გიორგი ჯამდელიანის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული გ.შ. დამნაშავედაა ცნობილი.
საეპისკოპოსო სასამართლოს ოქმის მიხედვით, ბრალმდებელი და მომჩივანი მონაზონი თ.კ.-ა, ბრალდებული — "საერო პირი, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის საზღვრებში მოქმედი ბატონი გ.შ."
საეპისკოპოსო სასამართლოს განჩინებით, "ბრალდებულ ბატონ გ.შ-ს გულწრფელ სინანულამდე აეკრძალა ზიარება", ხოლო სინანულის შემთხვევაში 20 წლით უზიარებლობის განაჩენი გამოუტანეს.
საეპისკოპოსო სასამართლოს ოქმი 6 ივნისითაა დათარიღებული და მას ხელს მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი (ჯამდელიანი) აწერს.
საქმე ეხება 8 ივნისს ეპისკოპოსის ქადაგებას. მისი თქმით, მთავრობის მოქმედ წევრს, კონკრეტულად უშიშროების უწყების წარმომადგენელს, მონაზონი ჰყავდა "დავერბოვკრებული" და მისი მეშვეობით წამლავდა.
-
ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი
-
ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია
გადახედვა
-
ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით
-
ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია
გადახედვა
-
10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს 10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა
-
კახა კალაძე: რეგიონების მართვაში გამოწვევები არსებობს, წარმატებებს ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს კახა კალაძე: რეგიონების მართვაში გამოწვევები არსებობს, წარმატებებს ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს
გადახედვა
-
ყველაზე დიდი ქომაგი — საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს ყველაზე დიდი ქომაგი — საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს
-
სეზონის შეცვლის სურნელი — რატომ გვიყვარს ის მომენტი, როცა პირველად ვგრძნობთ შემოდგომის სიგრილეს ან გაზაფხულის სითბოს სეზონის შეცვლის სურნელი — რატომ გვიყვარს ის მომენტი, როცა პირველად ვგრძნობთ შემოდგომის სიგრილეს ან გაზაფხულის სითბოს
-
რბილი წინდები და დიდი სავარძელი — როგორ ცვლის განწყობას უბრალოდ მოსახერხებელი, თბილი ტანსაცმლის ჩაცმა სახლში დაბრუნებისას რბილი წინდები და დიდი სავარძელი — როგორ ცვლის განწყობას უბრალოდ მოსახერხებელი, თბილი ტანსაცმლის ჩაცმა სახლში დაბრუნებისას
-
გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება
გადახედვა
-
კრისტი ყიფშიძემ ესპანეთის დედოფლის ცნობილი კაბა მოირგო, რომელიც უკვე თბილისი აუთლეტ ვილიჯშია კრისტი ყიფშიძემ ესპანეთის დედოფლის ცნობილი კაბა მოირგო, რომელიც უკვე თბილისი აუთლეტ ვილიჯშია
-
ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა — კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა — კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე
გადახედვა
-
კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი
გადახედვა
-
რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი
-
ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ
გადახედვა
-
საქსტატი: ივნისში საქართველოს ეკონომიკა 8.6%-ით გაიზარდა საქსტატი: ივნისში საქართველოს ეკონომიკა 8.6%-ით გაიზარდა
გადახედვა
კომენტარები