Touch Summit-ზე გიგა კაკაშვილმა საქართველოს ბანკის Ads მენეჯერის შესაძლებლობები წარადგინა
ფოტო: საქართველოს ბანკი
5-6 დეკემბერს თბილისში რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება — Touch Summit 25 გაიმართა, რომლის მთავარი მხარდამჭერი საქართველოს ბანკია. ღონისძიება ინოვაციურ იდეებზე დისკუსიებსა და პროფესიული თანამშრომლობის შესაძლებლობებს მიეძღვნა.
სამიტის პირველ დღეს საქართველოს ბანკის ციფრული გაყიდვების სამსახურის უფროსმა, გიგა კაკაშვილმა დამსწრეებს ციფრული პლატფორმა — Ads მენეჯერის შესაძლებლობების შესახებ ინფორმაცია გაუზიარა.
გიგა კაკაშვილი საქართველოს ბანკში მუშაობს ისეთი პროდუქტების განვითარებაზე, რომლებიც მომხმარებლის გამოცდილებას უფრო პერსონალიზებულ, გამართულ და შედეგზე ორიენტირებულ პროცესად აქცევს.
პრეზენტაციის ფარგლებში მან აუდიტორიას Ads მენეჯერის ეკოსისტემა დეტალურად გააცნო. ეს ინოვაციური პლატფორმაა, რომელიც ბიზნესებს შესაძლებლობას აძლევს, შექმნან საკუთარი ბიზნესის შეთავაზებები და საქართველოს ბანკის ციფრულ არხებზე განათავსონ.
“Touch Summit 25-მა კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რამდენად მნიშვნელოვანია ტექნოლოგიური განათლება, ცოდნის გაზიარება და ინოვაციებზე ორიენტირებული ეკოსისტემის გაძლიერება ქვეყანაში. საქართველოს ბანკში მუდმივად ვმუშაობთ იმაზე, რომ ბიზნესებს თანამედროვე ციფრული ინსტრუმენტები შევთავაზოთ. Ads მენეჯერი სწორედ ასეთი პლატფორმაა — სივრცე, რომლის მეშვეობით ბიზნესს შეუძლია, ეფექტურად და მიზნობრივად დაუკავშირდეს საკუთარ მომხმარებელს. მიხარია, რომ დღეს ამ აუდიტორიას გავუზიარე ინფორმაცია ჩვენს ეკოსისტემასა და იმ შესაძლებლობებზე, რომლებიც ბიზნესების ზრდასა და განვითარებას უწყობს ხელს”, — განაცხადა გიგა კაკაშვილმა.
Touch Summit-ის წლევანდელი თემატიკა — SPARK THE CHANGE იყო. ღონისძიებაში მონაწილეობდა 40-ზე მეტი სპიკერი 15-ზე მეტი ქვეყნიდან, მათ შორის Meta-ს, NVIDIA-ს, Google-ისა და სხვა გლობალური ტექნოლოგიური ბრენდების წარმომადგენლები. 1000-ზე მეტ მონაწილეს კი შესაძლებლობა ჰქონდა, მოესმინა Keynote გამოსვლები და პანელური დისკუსიები, დასწრებოდა ვორკშოფებს, ასევე B2B Startup Expo-სა და Startup Challenge-ს, სადაც სტარტაპები პოტენციურ ინვესტორებს ხვდებოდნენ.
საქართველოს ბანკი უკვე მრავალი წელია Touch Summit-ის მთავარი მხარდამჭერია. როგორც ტექნოლოგიური ლიდერი, ბანკი ცოდნის გაზიარებას, ინოვაციების გავრცელებასა და ახალი ტექნოლოგიური შესაძლებლობების შექმნას აქტიურად უწყობს ხელს.
-
რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით
-
2008 წლის ომის შედეგები დღემდე ძირს უთხრის საქართველოს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას — ევროკავშირის პრესპიკერის განცხადება 2008 წლის ომის შედეგები დღემდე ძირს უთხრის საქართველოს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას — ევროკავშირის პრესპიკერის განცხადება
გადახედვა
- აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით
-
უკრაინის საგარეო უწყება: 2008 წლის აგრესიაზე რეაგირების ნაკლებობამ გზა გაუხსნა ფართომასშტაბიან ომებს უკრაინის საგარეო უწყება: 2008 წლის აგრესიაზე რეაგირების ნაკლებობამ გზა გაუხსნა ფართომასშტაბიან ომებს
გადახედვა
-
სტრასბურგის სასამართლო და 2008 წლის ომის საქმეები — საიას ბრძოლა დაზარალებულთა უფლებებისა და კომპენსაციებისთვის სტრასბურგის სასამართლო და 2008 წლის ომის საქმეები — საიას ბრძოლა დაზარალებულთა უფლებებისა და კომპენსაციებისთვის
გადახედვა
-
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო
-
POG: გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო POG: გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო
გადახედვა
-
ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო
გადახედვა
-
მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება კომფორტერში შერჩეულ კოლექციაზე ნაწილ-ნაწილ გადახდისას მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება კომფორტერში შერჩეულ კოლექციაზე ნაწილ-ნაწილ გადახდისას
-
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
-
თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
-
საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის
-
ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო
გადახედვა
-
როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა
გადახედვა
-
საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის" ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის"
გადახედვა
-
"რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს "რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს
გადახედვა
-
ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს
კომენტარები