საქმის სიყვარული, თვითრწმენა და ინოვაციების ხელშეწყობა — ანა ნიკოლაიშვილის ამბავი
ფოტო: თიბისი
საკუთარი პროფესიის გულწრფელი სიყვარული ერთ-ერთი ყველაზე დიდი ძალაა წარმატებისაკენ მიმავალ გზაზე. იმის რწმენასთან ერთად, რომ ყველაფერი გამოვა, ეს წინსვლისათვის საჭირო ძალისხმევასაც ასაზრდოებს. შედეგად წარმატების არაერთი შთამაგონებელი ისტორია იწერება.
რუბრიკის "როცა გჯერა" ფარგლებში ამჯერად ანა ნიკოლაიშვილის ისტორიას მოგიყვებით. ანა ბიზნესის სამართლებრივი მხარდაჭერის მიმართულებით მუშაობს და შესაბამისი განყოფილების უფროსია. სწორედ მისი გუნდის დამსახურებაა, რომ ყველა საბანკო პროდუქტი არსებული რეგულაციებისა და ადამიანთა უფლებების დაცვით იქმნება.
პროფესიულ გზაზე ანას მუდამ სჯეროდა, რომ ყველაფერი შესაძლებელი იყო. იგი საკუთარ თავზე, სამუშაოსა და პროფესიულ მიდგომებზე მოგვიყვება.
ანა, თიბისიში რას საქმიანობთ?
ჩემი განყოფილება სამართლებრივ მხარდაჭერას უწევს მიკრო, მცირე, საშუალო და საცალო ბიზნესის მიმართულებას, ეს კი ფაქტობრივად ყველა საბანკო პროდუქტს ფარავს. ჩემი აღქმით, გუნდის როლია, ბიზნესს საშუალება მივცეთ, რომ კანონმდებლობის დაცვით განახორციელოს იდეები და შექმნას ინოვაციები.
საბანკო სექტორის მარეგულირებელი ჩარჩო საკმაოდ მძიმეა. შესაბამისად, ბიზნესის პროცესებსა და პროდუქტების შექმნას იმგვარად ვუწყობთ ხელს, რომ საფინანსო სექტორში სიახლეები არ შევაფერხოთ, პარალელურად კი საზოგადოების ინტერესებიც დავიცვათ.
როგორი იყო თიბისიში თქვენი პირველი ნაბიჯები? თქვენი აზრით, რა პროგრესი განიცადეთ ამ დროის განმავლობაში?
ჩემი თანამშრომლობა თიბისისთან 8 წელს ითვლის. საქმიანობა სასამართლო დავების მიმართულებით დავიწყე, შემდეგ სამართლებრივი შესაბამისობისა და ოპერაციებს გუნდს ვხელმძღვანელობდი, ახლა კი ბიზნესს ვუწევ სამართლებრივ მხარდაჭერას. პროფესიული თვალსაზრისით, სწრაფად გავიზარდე თიბისისთან ერთად. რამდენჯერმე შევიცვალე პოზიცია, გუნდის წევრები და ის მიმართულებები, რომლებსაც ვეხმარებით. ყოველი ასეთი ცვლილება ახალი ნაბიჯი იყო ახალი მიზნისკენ.
სამართალს ბევრი მრავალფეროვანი მიმართულება აქვს, ამიტომ სულ ვფიქრობდი, რომ საბანკო სექტორში იურისტი თავს ძალიან სწრაფად ამოწურავდა — მით უმეტეს, თიბისის გუნდის წევრობამდე ორ კომერციულ ბანკში ვმუშაობდი. ამის მიუხედავად, შემიძლია ვთქვა, რომ თიბისიში პროფესიულად ვერასდროს მოიწყენ; სამუშაო ძალიან მრავალფეროვანია, ყოველდღე რაღაც სიახლის შეცნობა და ხელშეწყობა გიწევს; შესაბამისად, ამ სიახლეებს მომზადებული, პროფესიულად გაზრდილი და სათანადოდ კვალიფიციური უნდა დახვდე.
როგორც გავიგე, თიბისის ახალი იურიდიული დეპარტამენტი აქვს და მისი წარმომადგენელიც ხართ. ამაზე ხომ არ მოგვიყვებოდით?
დეპარტამენტმა ბოლო სამი წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია განიცადა. გუნდი გაიზარდა, შეიქმნა ბანკის კონკრეტულ მიმართულებებზე მეტად ორიენტირებული რამდენიმე განყოფილება, შევიძინეთ გუნდის წევრები სპეციალური ცოდნითა და კვალიფიკაციით, შევქმენით სამართლის აკადემია. გარდა ამისა, ცოდნის კოლეგებისთვის გაზიარებას სისტემური სახე მივეცით.
ტრანსფორმაციის პროცესი ძალიან საინტერესო, თუმცა გამოწვევებით სავსე იყო. ამ პერიოდში ავსტრიაში, კერძოდ ვენის უნივერსიტეტში, დავიწყე სწავლა; ამის პარალელურად ორჯერ შევიცვალე განყოფილების ხელმძღვანელის პოზიცია. ცვლილებები ჩვენგან პროფესიულ და არაპროფესიულ (soft) უნარებს მოითხოვს; პროცესი ისეთი ღირებულებებით უნდა წარიმართოს, რომლებიც გუნდს ახალ გარემოსთან ადაპტაციას გაუმარტივებს.
ვენის უნივერსიტეტში სწავლა როგორი გამოცდილება იყო და რა მნიშვნელობა ჰქონდა ამას თქვენთვის?
2024 წელს დავიწყე სწავლა ვენის უნივერსიტეტში, საერთაშორისო და ევროპული ბიზნესსამართლის სამაგისტრო პროგრამაზე. ნამდვილად გამოწვევებით სავსე წელი იყო.
მოვხვდი ჩემთვის უცნობ სამყაროში: სხვა ქვეყანაში ვცხოვრობდი, უცხო ქვეყნების კანონმდებლობასა და უამრავ სასწავლო მასალას ვეცნობოდი, სამართლის სრულიად უცნობი დარგები აღმოვაჩინე. ამას იურიდიული დეპარტამენტის ტრანსფორმაციის პროცესიც დაერთო თან. ეს ყველაფერი სწავლასთან ერთად გავიარე. მეორე მხრივ, სწორად ასეთი სირთულეები გვზრდის და გვარწმუნებს, რომ ყველაფერი შეგვიძლია. ასეთი მაგალითებით ვარწმუნებთ გუნდის წევრებსაც, რომ მათაც შეუძლიათ.
აქვე მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს ოჯახს, თიბისისა და ჩემს კოლეგებს, რომელთა მხარდაჭერის გარეშეც გამოწვევებთან გამკლავება შეუძლებელი იქნებოდა.
რა მოგწონთ თქვენს პროფესიაში ყველაზე მეტად?
მომწონს გამოწვევების გადალახვა. იურისტს, როგორც წესი, მაშინ მიმართავენ, როდესაც პრობლემაა და დახმარება სჭირდებათ. ყველაზე მეტად მომწონს, პრობლემის წინ რომ ვდგავარ და ვფიქრობ, როგორ დავძლიო. ბანკში ჩემი ამჟამინდელი პოზიცია ზუსტად აკმაყოფილებს ამ საჭიროებას.
თიბისის გუნდის წევრები ხშირად მიყვებიან ისეთ ინიციატივებზე, რომელთა განხორციელებაც, ერთი შეხედვით, სამართლებრივ გამოწვევებს ქმნის. ასეთი იდეების ხელშეწყობა და შემდეგ რეალიზება საუკეთესო საშუალებაა იურისტისთვის, რომ პროფესიული უნარები რეალურ ცხოვრებაში ღირებულებად გამოიყენოს.
თქვენი აზრით, რამ განაპირობა, რომ თქვენი პროფესიული არჩევანი წარმატებული აღმოჩნდა?
თავიდან რომ ვიწყებდე პროფესიის შერჩევას, ისევ აუცილებლად სამართალს შევარჩევდი. ვფიქრობ, მთავარია თავდაჯერებით, პასუხისმგებლობითა და საქმის გულწრფელი სიყვარულით იმოქმედო, წარმატება კი თავისთავად — და აუცილებლად — მოვა.
როდესაც უნივერსიტეტს ამთავრებ, კარიერული ნაბიჯების დაგეგმვისთვის მზად არ ხარ. კორპორაციული განვითარების კიბეზე ნებისმიერი წარმატება უბრალოდ შედეგია იმ შრომისა და ძალისხმევის, რომელსაც ჩვენი საქმიანობის მიმართ გავიღებთ.
ერთ გამოწვევას ხომ ვერ გაიხსენებდით, რომელსაც გეგონათ ვერ დაძლევდით, მაგრამ მაინც გამოგივიდათ?
იურისტის პროფესიული ცხოვრება მუდმივად გამოწვევებით სავსეა — ყოველთვის ვსწავლობთ, ვაბარებთ სხვადასხვა პროფესიულ გამოცდას, ვლახავთ დაბრკოლებებს და აუცილებლად თავიდან ვირჩევთ ახალ მიზნებს.
ვერ გავიხსენებ გამოწვევას, რომელზეც ვიფიქრე, რომ ვერ დავძლევდი. მჯერა, თავდაპირველი განწყობა აუცილებლად აისახება სრულ პროცესზეც და შედეგზეც. ამის გამო გამოწვევას თავიდანვე გადაწყვეტის გზასთან ერთობლიობაში ვხედავ, ასე კი მისი დაძლევაც რეალური ხდება.
რა ტიპის გამოწვევებს აწყდებით ხოლმე საქმიანობის დროს და რა უნარებია საჭირო მათთან გასამკლავებლად?
როგორც მენეჯერი, მენეჯერის როლიდან და პასუხისმგებლობიდან გუნდის მართვას გამოვარჩევდი გამოწვევად. გუნდის წევრებს ინდივიდუალური მიდგომა სჭირდებათ მათი განსხვავებულობიდან გამომდინარე.
ჩემი აზრით, გულწრფელობა და ღიაობა საუკეთესო გზაა თანამშრომლებთან წარმატებული ურთიერთობისთვის. მენეჯერები გულწრფელები უნდა ვიყოთ როგორც გამოწვევებზე, ასევე წარმატებებზე საუბრისას; ჩვენი უკუკავშირით უნდა მივცეთ კოლეგებს შესაძლებლობა, რომ საკუთარი თავი მაქსიმალურად კარგად წარმოაჩინონ.
თქვენი საქმიანობის ყველაზე ღირებულ ასპექტს ხომ ვერ გამოარჩევდით?
ვფიქრობ, საზოგადოება იურისტის პროფესიას იმთავითვე პოზიტიურად არ აღიქვამს, რადგან ჩვენი პროფესიული პასუხისმგებლობაა, ადამიანებს რეგულაციები შევახსენოთ.
ჩემი მიზანი იყო, რომ თიბისის გუნდის წევრებს ჩვენი პროფესია და საქმიანობა არა დაბრკოლებად, არამედ შესაძლებლობად აღექვათ. ყველაზე ღირებული ასპექტი პოზიტიური მოლოდინია იურისტების მიმართ, რომელსაც თავად ვქმნით ჩვენს კოლეგებში — მათ უნდა სჯეროდეთ, რომ, ჩვენთან თუ მოვლენ მხარდაჭერისთვის, აუცილებლად ყველაფერი გამოვა.
საკუთარი თავის რწმენამ, თქვენი აზრით, რა როლი ითამაშა თქვენს პროფესიულ განვითარებაში?
თუ რაიმე ადამიანის შესაძლებლობებს არ აღემატება და სამყაროში ერთ ადამიანს მაინც შეუძლია, ვფიქრობ, სხვასაც აუცილებლად გამოუვა. ცხოვრებისგან ვისწავლე, რომ მთავარი ხარ შენ და არა სხვა ფაქტორები. მთავარია თავდაპირველი სურვილი; შემდეგ რწმენა, რომ გამოვა და ბოლოს შენივე ძალისხმევა მიზნის მისაღწევად.
ამ ჯაჭვში რწმენა გამორჩეულად მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ეს აძლევს ბიძგს ძალისხმევას. მაქვს საკუთარი შესაძლებლობების რწმენა; მჯერა, რომ შემიძლია არათუ ახალი გამოწვევები მივიღო, არამედ სუფთა ფურცლიდან, ახლიდან, გავიარო სრულიად ახალი პროფესიული გზაც კი.
როგორც განყოფილების უფროსს, თუ გიწევთ ხოლმე თანამშრომლების დარწმუნება იმაში, რომ რაღაც ნამდვილად შეუძლიათ?
ხშირად მიწევს მათი დარწმუნება, რომ ყველაფერი შეუძლიათ. დარწმუნების მცდელობა, ვფიქრობ, ნაკლებად ეფექტიანია სიტყვებით, თუმცა შედეგიანია მაგალითებით. ვფიქრობ, მენეჯერები უნდა ვიყოთ ლიდერები; თანამშრომლები ჩვენსავე მაგალითზე უნდა ხედავდნენ, როგორ ვმოქმედებთ მაშინ, როცა ვამბობთ, რომ ნამდვილად შეგვიძლია.
სამომავლოდ როგორ ფიქრობთ განვითარებას და რას ურჩევდით დამწყებ იურისტებს?
იურისტის პროფესია განვითარების თვალსაზრისით ფეხდაფეხ მიჰყვება სამყაროში საერთო პროგრესს, ამიტომ სულ ვსწავლობთ. სწავლის პროცესი ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია.
დამწყებებს ვეტყოდი, რომ ყველაფერი საუკეთესო ჯერ კიდევ წინაა. მათ პროფესიის გულწრფელი სიყვარული და იმის რწმენა სჭირდებათ, რომ ყველაფერი გამოვა. ჩვენი მიზანი არ არის, შევაფერხოთ პროცესები — ჩვენი მიზანია შედეგს იმგვარად მივაღწიოთ, რომ საზოგადოების წევრთა უფლებებს ვიცავდეთ.
იცოდეთ, მეგობრებო, რომ თქვენი პროფესიის სწორად გამოყენებით შეგიძლიათ ხელი შეუწყოთ ყველანაირი ინოვაციის რეალობად გარდაქმნას. გქონდეთ რწმენა, რომ აუცილებლად გამოვა — თანაც იქ, სადაც თქვენ ხართ, პროფესიით იურისტები, სამართლებრივად ყველაფერი სწორად გამოვა.
-
"არავის სალაპარაკო ბიძინა ივანიშვილი არ არის" — "ოცნების" წარმომადგენლები ბიძინა ივანიშვილისთვის მიძღვნილ ბრიფინგს ეხმაურებიან "არავის სალაპარაკო ბიძინა ივანიშვილი არ არის" — "ოცნების" წარმომადგენლები ბიძინა ივანიშვილისთვის მიძღვნილ ბრიფინგს ეხმაურებიან
გადახედვა
-
მეცნიერებმა ანტარქტიდის ქვეშ უზარმაზარი სტრუქტურა აღმოაჩინეს მეცნიერებმა ანტარქტიდის ქვეშ უზარმაზარი სტრუქტურა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ეროვნულმა ბანკმა $100 მლნ-ის მონეტარული ოქრო შეიძინა ეროვნულმა ბანკმა $100 მლნ-ის მონეტარული ოქრო შეიძინა
გადახედვა
-
შსს: 48 საათის განმავლობაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 119 პირი დააკავეს შსს: 48 საათის განმავლობაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 119 პირი დააკავეს
გადახედვა
-
FT: EU-ს მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციების 21-ე პაკეტში ქართული კრიპტოპლატფორმები მოხვდნენ FT: EU-ს მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციების 21-ე პაკეტში ქართული კრიპტოპლატფორმები მოხვდნენ
გადახედვა
-
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მეზობელმა მეზობელი მოკლა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მეზობელმა მეზობელი მოკლა
გადახედვა
-
შონ "დიდი" ქომბსს არასრულწლოვან მსახიობზე სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ შონ "დიდი" ქომბსს არასრულწლოვან მსახიობზე სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
Apple-ის განახლებული Siri ევროკავშირში ხელმისაწვდომი არ იქნება — აი, რატომ Apple-ის განახლებული Siri ევროკავშირში ხელმისაწვდომი არ იქნება — აი, რატომ
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: ყველა უყურებს საკუთარ ინტერესებს, არაფრად დაგიდევს სხვის ინტერესებს, განსაკუთრებით პატარა ერების ინტერესებს, რომლებიც აქლემების ბრძოლაში კოზაკივით იჭყლიტებიან ხოლმე შალვა პაპუაშვილი: ყველა უყურებს საკუთარ ინტერესებს, არაფრად დაგიდევს სხვის ინტერესებს, განსაკუთრებით პატარა ერების ინტერესებს, რომლებიც აქლემების ბრძოლაში კოზაკივით იჭყლიტებიან ხოლმე
გადახედვა
-
აშშ-ის საიმიგრაციო სამსახურის დაკავების ცენტრში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა აშშ-ის საიმიგრაციო სამსახურის დაკავების ცენტრში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა
გადახედვა
-
თქვენო აღმატებულებავ, გისურვებთ უწყვეტ წარმატებას — ირაკლი კობახიძე სი ძინპინს წერილს უგზავნის თქვენო აღმატებულებავ, გისურვებთ უწყვეტ წარმატებას — ირაკლი კობახიძე სი ძინპინს წერილს უგზავნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის და კომაროვის ყველაზე მასშტაბური STEM ოლიმპიადის გამარჯვებული ცნობილია საქართველოს ბანკის და კომაროვის ყველაზე მასშტაბური STEM ოლიმპიადის გამარჯვებული ცნობილია
-
AI განათლება მომავლის შესაძლებლობებისთვის: თიბისისა და GAIA-ს ერთობლივი ინიციატივები AI განათლება მომავლის შესაძლებლობებისთვის: თიბისისა და GAIA-ს ერთობლივი ინიციატივები
-
ფიტნეს ცენტრ "რეფორმერის" დამფუძნებელი მეწარმე იურიდიული პირისთვის პოლიტიკური აქტივობის აკრძალვას სასამართლოში გაასაჩივრებს ფიტნეს ცენტრ "რეფორმერის" დამფუძნებელი მეწარმე იურიდიული პირისთვის პოლიტიკური აქტივობის აკრძალვას სასამართლოში გაასაჩივრებს
გადახედვა
-
ქუთაისში მე-6 სართულიდან 21 წლის გოგო გადმოვარდა ქუთაისში მე-6 სართულიდან 21 წლის გოგო გადმოვარდა
გადახედვა
-
Meta მონაცემთა ცენტრების მშენებლობისთვის მუშათა აკადემიას ხსნის Meta მონაცემთა ცენტრების მშენებლობისთვის მუშათა აკადემიას ხსნის
გადახედვა
-
ასობით წერილი კაპიტანს — საქართველოს ბანკმა გურამ კაშიასთვის სპეციალური პლატფორმა შექმნა ასობით წერილი კაპიტანს — საქართველოს ბანკმა გურამ კაშიასთვის სპეციალური პლატფორმა შექმნა
-
OpenAI საფონდო ბირჟაზე გადის — კომპანიამ განაცხადი უკვე გააკეთა OpenAI საფონდო ბირჟაზე გადის — კომპანიამ განაცხადი უკვე გააკეთა
გადახედვა
-
"ო, კაპიტანო, ჩემო კაპიტანო" — რამდენად კარგად იცნობ გურამ კაშიას? "ო, კაპიტანო, ჩემო კაპიტანო" — რამდენად კარგად იცნობ გურამ კაშიას?
-
ურსულა ფონ დერ ლაიენი: ჩვენი სანქციები მუშაობს, ისინი ასუსტებენ რუსეთის სამხედრო ძალისხმევის ეკონომიკურ საფუძვლებს ურსულა ფონ დერ ლაიენი: ჩვენი სანქციები მუშაობს, ისინი ასუსტებენ რუსეთის სამხედრო ძალისხმევის ეკონომიკურ საფუძვლებს
გადახედვა
-
კაია კალასი: აგურ-აგურ ვანგრევთ რუსეთის საომარი ეკონომიკის საფუძვლებს კაია კალასი: აგურ-აგურ ვანგრევთ რუსეთის საომარი ეკონომიკის საფუძვლებს
გადახედვა
კომენტარები