მზია ამაღლობელს, ჯილდო ეთიკისა და სიმართლის მიმართ 25-წლიანი ერთგულებისთვის, თავისუფალი მედიის პრემია გადაეცა
6 ნოემბერს, პატიმრობაში მყოფი ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელი მზია ამაღლობელი გერმანიაში, ჰამბურგში, ნორვეგიულმა და გერმანულმა ორგანიზაციებმა — Fritt Ord Foundation-მა და ZEIT Stiftung Bucerius-მა თავისუფალი მედიის პრემიით დააჯილდოვეს. მას ჯილდო ეთიკისა და სიმართლის მიმართ 25-წლიანი ერთგულებისთვის გადაეცა. ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმელები ავრცელებს.
"მინდა იცოდეთ, რომ ეს პრიზი მარტო მე კი არა, ეკუთვნის ჩემს კოლეგებს, ყველა იმ ქართველ ჟურნალისტს, რომლებიც რეპრესიების პირობებში იცავენ და იბრძვიან სიტყვის თავისუფლებისთვის", — წერია მზია ამაღლობელის მოკლე გზავნილში, რომელიც დაჯილდოების ცერემონიაზე წაიკითხეს.
დაჯილდოებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მზია ამაღლობელი "პირველი ქალი ჟურნალისტია, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოში პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებით დააპატიმრეს".
"ამ პერიოდში მან შექმნა ორი ყველაზე პოპულარული და სანდო პლატფორმა ქვეყანაში — "ბათუმელები" და "ნეტგაზეთი". ჟურნალისტური საქმიანობის გამო იგი არაერთხელ დაუპირისპირდა ხელისუფლებას. 2025 წელს მას ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, რასაც ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ. ის პირველი ქალი ჟურნალისტია, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოში პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებით დააპატიმრეს", — ნათქვამია განცხადებაში.
პრემია ჯამში ექვს დამოუკიდებელ მედიასაშუალებასა და ჟურნალისტს გადაეცა აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპიდან.
თავისუფალი მედიის წლევანდელი ლაურეატების სიაში არიან:
- მედიაპლატფორმა Gwara Media (უკრაინა);
- ჟურნალისტი და მედიის დამფუძნებელი მზია ამაღლობელი (საქართველო);
- საგამოძიებო ონლაინმედია Direkt 36 (უნგრეთი);
- ფოტოგრაფი და ფოტოჟურნალისტი ალექსანდრა ასტახოვა (რუსეთი);
- მედია არხი Belarusian Investigative Center (ბელარუსი);
- ჟურნალისტი ნარგიზ აბსალამოვა (აზერბაიჯანი).
6 აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მზია ამაღლობელს ბრალი გადაუკვალიფიცირდა და 2 წლით პატიმრობა მიესაჯა. სანქცირებულმა მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ამაღლობელს ბრალდება 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გადაუკვალიფიცირა, რაც პოლიციის მუშაკისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლას გულისხმობს. პროკურატურა 6 თვე ამაღლობელს პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდა, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილი 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, შინაპატიმრობას ან ჯარიმის დაწესებას გულისხმობს — მოსამართლემ 7-თვიანი უკანონო პატიმრობის მიუხედავად, ამაღლობელს თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
- "მზია ამაღლობელმა შეასრულა დავალება" — ირაკლი კობახიძე მზია ამაღლობელისთვის სახაროვის პრემიის მინიჭებაზე
- მზია ამაღლობელი: "ეს პრიზი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება ჩემთვის, თუ ყველა, ვინც ამ ბრძოლაშია ამ პრიზს თავისად მიიჩნევს"
- ძლიერ ლიდერებს დამოუკიდებელი ჟურნალისტების არ ეშინიათ — მარტა კოსი სახაროვის პრემიაზე
- სირცხვილი "ქართულ ოცნებას", რომელიც ცდილობს საქართველო ბელარუსად აქციოს — ნატალი ლუაზო სახაროვის პრემიაზე
- მზია ამაღლობელს თავისუფალი მედიის პრემია გადაეცემა
- მზია ამაღლობელი ჰაველის სახელობის ადამიანის უფლებათა პრემიის ფინალისტთა სიაშია
-
ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი
-
ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია
გადახედვა
-
ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით
-
ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს 10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა
-
კახა კალაძე: რეგიონების მართვაში გამოწვევები არსებობს, წარმატებებს ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს კახა კალაძე: რეგიონების მართვაში გამოწვევები არსებობს, წარმატებებს ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს
გადახედვა
-
ყველაზე დიდი ქომაგი — საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს ყველაზე დიდი ქომაგი — საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს
-
სეზონის შეცვლის სურნელი — რატომ გვიყვარს ის მომენტი, როცა პირველად ვგრძნობთ შემოდგომის სიგრილეს ან გაზაფხულის სითბოს სეზონის შეცვლის სურნელი — რატომ გვიყვარს ის მომენტი, როცა პირველად ვგრძნობთ შემოდგომის სიგრილეს ან გაზაფხულის სითბოს
-
რბილი წინდები და დიდი სავარძელი — როგორ ცვლის განწყობას უბრალოდ მოსახერხებელი, თბილი ტანსაცმლის ჩაცმა სახლში დაბრუნებისას რბილი წინდები და დიდი სავარძელი — როგორ ცვლის განწყობას უბრალოდ მოსახერხებელი, თბილი ტანსაცმლის ჩაცმა სახლში დაბრუნებისას
-
გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება
გადახედვა
-
კრისტი ყიფშიძემ ესპანეთის დედოფლის ცნობილი კაბა მოირგო, რომელიც უკვე თბილისი აუთლეტ ვილიჯშია კრისტი ყიფშიძემ ესპანეთის დედოფლის ცნობილი კაბა მოირგო, რომელიც უკვე თბილისი აუთლეტ ვილიჯშია
-
კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა
გადახედვა
-
რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი
-
ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ
გადახედვა
-
საქსტატი: ივნისში საქართველოს ეკონომიკა 8.6%-ით გაიზარდა საქსტატი: ივნისში საქართველოს ეკონომიკა 8.6%-ით გაიზარდა
გადახედვა
კომენტარები