არასამთავრობოები: 17 ოქტომბრიდან დღემდე 70-ამდე დემონსტრანტი დააკავეს
ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი განცხადებას ავრცელებს და შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად პროტესტის მონაწილეების დაკავებებს ეხმაურება.
არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ რეპრესიული ცვლილებების მიღებიდან, ანუ 17 ოქტომბრიდან, დღემდე 70-ამდე დემონსტრანტი დააკავეს. მათი თქმით, დაკავებულები ისჯებიან მხოლოდ ერთი მიზეზით — საქართველოს სიყვარულისა და თავისუფლებისადმი ერთგულებისთვის.
"ვეხმიანებით რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს, სადაც ქართული ოცნება მოქალაქეებს შეკრება-მანიფესტაციებში მონაწილეობის გამო აკავებს. რეპრესიული ცვლილებების მიღებიდან, ანუ 17 ოქტომბრიდან, დღემდე 70-ამდე დემონსტრანტი დააკავეს. მათ უმრავლესობას უკვე შეეფარდა ადმინისტრაციული პატიმრობა. გუშინ აქციაზე 29 პირი დააკავეს ადმინისტრაციული წესით, ხოლო ერთი პირი — სისხლის სამართლის წესით. ადმინისტრაციული წესით აღნიშნული პირების დაკავება ბოლო დღეებში მიღებული რეპრესიული კანონებით მოხდა.
როგორც ცნობილია, გასული წლის დეკემბრიდან მოყოლებული „ქართული ოცნების“ პარლამენტმა რამდენჯერმე შეიტანა ცვლილებები შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში. მიუხედავად იმისა, რომ ამ ცვლილებებს მკაცრი კრიტიკა მოჰყვა საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის, ვენეციის კომისიის მხრიდან, რამდენიმე დღის წინ „ქართულმა ოცნებამ“ კანონი კიდევ უფრო გაამკაცრა და დაჩქარებული წესით მიიღო ცვლილებები, რითაც, აქციის მონაწილეები სისხლის სამართლის დევნის ობიექტები გახდნენ. მაგალითად, პირბადის ტარება, ტრანსპორტისთვის დაბრკოლების შექმნა პირდაპირ 15 დღემდე პატიმრობით ისჯება, ხოლო განმეორების შემთხვევაში ერთი და ორ წლიანი პატიმრობით.
ცალსახაა, რომ ამ კანონის ცვლილებების მთავარი მიზნებია: გამოხატვის თავისუფლების უფლებით სარგებლობის შეზღუდვა და ფაქტობრივად, მოსპობაც კი; მოქალაქეების დაშინება და იძულება, თავი შეიკავონ პროტესტში მონაწილეობისგან; თვითცენზურის დონის გაზრდა კრიტიკული აზრის მქონე მოქალაქეებში; აქციების ორგანიზატორების და მონაწილეების სისხლის სამართლის დევნის ობიექტებად გადაქცევა; ნებისმიერი პროტესტის კრიმინალიზება.
პროცესებზე დაკვირვება ცხადყოფს, რომ აღნიშნული კანონების აღსრულება და დემონსტრანტების დაკავებები ხდება ამორჩევით. განსაკუთრებული სამიზნეები არიან საზოგადოებისთვის ცნობადი პირები, აქტივისტები და ჟურნალისტები. სავარაუდოდ, მათ დემონსტრაციულად და ძალის გამოყენებით დაკავებას საზოგადოებაში აქციაში მონაწილეობის შიშის და ტერორის გავრცელების მიზანი აქვს.
გუშინდელი აქციის დროს ცალსახად გამოიკვეთა, რომ აკავებენ ტროტუარზე მდგომ მშვიდობიან მოქალაქეებსაც კი, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ახალი რეპრესიული კანონითაც კი არ არის აკრძალული.
დაკავებების ნაწილს წინ უსწრებდა, წინა დღეებში, მოქალაქეთა ჩხრეკა რუსთაველის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე და მათგან ამოღებული პირბადეების ნივთმტკიცებად დალუქვა.
რაც შეეხებათ ვიდეო სამეთვალყურეო კამერების მეშვეობით შერჩეულ დემონსტრანტებს, მათ ხშირად გამოკითხვაზე გადაყვანის მოტივით ან/და ყველანაირი ახსნა-განმარტების გარეშე აკავებენ და გადაჰყავთ ან სასამართლოში, ან დროებითი მოთავსების იზოლატორში. დაკავებიდან სასამართლოში ან/და დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაყვანამდე, შსს ინფორმაციას პირის ადგილსამყოფლის შესახებ ადვოკატებს და ოჯახის წევრებს არ აწვდის.
უმეტესად, ადვოკატებს არ აქვთ შესაძლებლობა სასამართლო განხილვამდე დაცვის ქვეშ მყოფ პირს შეხვდნენ. საქმის განხილვა სასამართლოში დაჩქარებულად ინიშნება, რომელსაც უმეტესად ფორმალური ხასიათი აქვს. დაკავებულებს საქმის მასალებს პირდაპირ სასამართლო პროცესზე აცნობენ. ადვოკატებს არ ეძლევათ საშუალება მოიძიონ მტკიცებულებები, წარადგინონ მოწმეები, სათანადოდ მოამზადონ საქმეზე დაცვის სტრატეგია და შეათანხმონ დაკავებულთან.
პოლიციელების მიერ პირბადიანი ადამიანების დევნამ აბსურდული ფორმაც მიიღო. იყო შემთხვევები, როდესაც პოლიციელებმა გააჩერეს მოქალაქეები, რომელთაც ჯანმრთელობის პრობლემების გამო ეკეთათ პირბადე.
დაკავებულებს შორის არიან ხანდაზმული პირები, არასრულწლოვანი ბავშვების დედები, ჟურნალისტები, მწერლები, მსახიობები, ექიმები და სამოქალაქო აქტივისტები.
განსაკუთრებით საგანგაშოა ის ფაქტი, რომ ყველა ამ საქმეს განიხილავენ მოსამართლეები, რომლებიც უკვე დასანქცირებულნი არიან ევროკავშირის რამდენიმე ქვეყნის მიერ. ამ მოსამართლეებს შორის არიან: ზვიად ცეკვავა, მანუჩარ ცაცუა, ნინო ენუქიძე და კობა ჩაგუნავა.
კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ როგორც ამ არადემოკრატიული კანონების, ასევე, მათი აღსრულების ფორმის ერთადერთი მიზეზი არის ხელისუფლების შიში საქართველოში მიმდინარე უწყვეტი პროტესტის მიმართ.
დაკავებულები ისჯებიან მხოლოდ ერთი მიზეზით — საქართველოს სიყვარულისა და თავისუფლებისადმი ერთგულებისთვის", — ნათქვამია განცხადებაში.
-
ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი
-
ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია
გადახედვა
-
ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით
-
ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია
გადახედვა
-
10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს 10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა
-
სეზონის შეცვლის სურნელი — რატომ გვიყვარს ის მომენტი, როცა პირველად ვგრძნობთ შემოდგომის სიგრილეს ან გაზაფხულის სითბოს სეზონის შეცვლის სურნელი — რატომ გვიყვარს ის მომენტი, როცა პირველად ვგრძნობთ შემოდგომის სიგრილეს ან გაზაფხულის სითბოს
-
რბილი წინდები და დიდი სავარძელი — როგორ ცვლის განწყობას უბრალოდ მოსახერხებელი, თბილი ტანსაცმლის ჩაცმა სახლში დაბრუნებისას რბილი წინდები და დიდი სავარძელი — როგორ ცვლის განწყობას უბრალოდ მოსახერხებელი, თბილი ტანსაცმლის ჩაცმა სახლში დაბრუნებისას
-
გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება
გადახედვა
-
კრისტი ყიფშიძემ ესპანეთის დედოფლის ცნობილი კაბა მოირგო, რომელიც უკვე თბილისი აუთლეტ ვილიჯშია კრისტი ყიფშიძემ ესპანეთის დედოფლის ცნობილი კაბა მოირგო, რომელიც უკვე თბილისი აუთლეტ ვილიჯშია
-
ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა — კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა — კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა
გადახედვა
-
ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი
-
ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ
გადახედვა
-
საქსტატი: ივნისში საქართველოს ეკონომიკა 8.6%-ით გაიზარდა საქსტატი: ივნისში საქართველოს ეკონომიკა 8.6%-ით გაიზარდა
გადახედვა
კომენტარები