ელენე ხოშტარია

23 Sep. 2025, 19:05

ელენე ხოშტარია: "დღეს უწყვეტი პროტესტის მე-300 დღეა. ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა ჩვენს ისტორიაში, როდესაც ასეთი შემართებით, დაუღლელად, რუტინულად, პრინციპულად, ყველანაირი რეპრესიების, ჯარიმების, პროვოკაციების მიუხედავად, საზოგადოება ერთიანად იბრძვის.

ბევრი რთული დღე გვქონდა, მაგრამ არ გავტყდით, არაფერმა არ გაგვაჩერა. არცერთი სინდისის პატიმარი არ გატყდა და მათ წინაშე პასუხისმგებლობა, მათი ღირსება გვმატებს ძალას.
ყველას ცინიკური მოლოდინი მახსოვს — ახლა დაიშლებიან, ახლა დაიშლებიან, პროტესტი არ მუშაობს.

მუშაობს, თან მაგრად.

1. ჩვენ მთელს მსოფლიოს ვანახეთ, რომ საქართველო არ არის რუსეთი და ,"რუსული ოცნება";
2. "ოცნება" იზოლაციაშია, ჩვენი ხალხი აღფრთოვანებას იწვევს.
3. სანქციები ხალხის დამსახურებაა
4. "ოცნებაში" ერთმანეთს ჭამენ, რაც მხოლოდ სისტემის რყევის ნიშანია. ხშირად ამბობენ,

როდემდე? იქამდე, სანამ არ გავიმარჯვებთ, ბოლომდე!

და აუცილებლად გავიმარჯვებთ, რადგან ჩვენ ვართ მეტნი, მართლები, თავისუფლები და მებრძოლები.

ჩემი პატივისცემა ყველა აქტივისტს სათითაოდ და ყველა სინდისის პატიმარს".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 15 წლის ბიჭი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
  2. თუ პირის შემოსავალი 1 250 ლარია, ოჯახი სოციალურად დაუცველის სტატუსს დაკარგავს — ცვლილება კანონში
  3. 2013-2025 წლებში ხელფასები ნომინალურად 220%-ით და რეალურად 86%-ით გაიზარდა
  4. მთავრობა სარეზერვო ფონდიდან საპატრიარქოს 5 300 000 ლარს გამოუყოფს
  5. "მე ვნახე ეს კადრები, აბსოლუტურად მიუღებელია" — ირაკლი კობახიძე გორში მომხდარ ინციდენტზე

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

პირი, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს, კლინიკა "ვივამედში" გადაიყვანეს

გორში პოლიციელების მხრიდან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი, პაპუნა ლოცულაშვილი, სამკურნალოდ კლინიკა "ვივამედში" მოათავსეს.…