დუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტების გამოწვევების შესახებ პანელური დისკუსია გაიმართა
ფოტო: DMD GEORGIA
ერთ-ერთი იშვიათი დაავადების, დუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტების გამოწვევების შესახებ პანელური დისკუსია გაიმართა. ღონისძიება აღნიშნული დაავადების საინფორმაციო კამპანია — მივცეთ ძალას ფარგლებში ჩატარდა.
დუშენის კუნთოვანი დისტროფიის დიაგნოზით საქართველოში 100-მდე პაციენტია რეგისტრირებული. მკურნალობის მეთოდები საკმაოდ დიდ თანხებთანაა დაკავშირებული და პაციენტების ოჯახებს მათი დაფარვის შესაძლებლობა არა აქვთ. ამ იშვიათი დაავადების დიაგნოზის ადამიანების სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებისთვისა და დაავადების პროგრესირების შეჩერებისთვის, აუცილებელია მკურნალობა, რადგან დროული მედიკამენტური და მეთოდური ჩარევა საგრძნობლად ზრდის დაავადების ეფექტურად მართვის შანსებს.
პროცესის ეფექტურად მართვისთვის, შეიქმნა ასოციაცია: ერთად ვებრძოლოთ დუშენის კუნთოვან დისტროფიას, რომელიც დაკომპლექტებულია ამ იშვიათი დაავადებების მქონე პაციენტების მშობლებისგან. გარდა ამისა, თითქმის ერთი წელია აქტიურად ტარდება საინფორმაციო კამპანია —მივცეთ ძალა, რომლის მიზანია დუშენის კუნთოვანი დისტროფიის შესახებ საზოგადოების ცნობიერების გაზრდა და ინფორმირება სიმპტომების, დიაგნოსტირების პროცესისა თუ პაციენტთან სირთულეების შესახებ.
ფოტო: DMD GEORGIA
“მთავარი გამოწვევა წამლის მიღებაა. იმ წამლის, რომელიც აუმჯობესებს პაციენტების ცხოვრების ხარისხს და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას. ჩვენ ვიცით, რომ ფასთან დაკავშირებით სერიოზული გამოწვევაა, მაგრამ, რეალურად, შესაძლებელია სწორი ნაბიჯებით ამ მიზნის მიღწევა. ფარმაცევტული კომპანიები გამოთქვამენ მზადყოფნას სახელმწიფოსთვის, როგორც სტაბილური შემძენისთვის მაქსიმალური შეღავათების გაწევასა და დროში გადანაწილებას. ჩვენი ორგანიზაციის ერთ-ერთმა წევრმა უკვე მიიღო მედიკამენტი ამერიკის შეერთებულ შტატებში და ეს ძალიან გვახარებს. იმედია, რომ ძალიან მალე ჩვენი პრობლემაც გადაიჭრება. ყველაზე მეტი აქტიურობა მართებს ჯანდაცვის სამინისტროს, რადგან ამ საკითხის მოგვარება შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფოს მიერ. უფრო მეტი კომუნიკაციაა საჭირო ფარმაცევტულ კომპანიებთან და ჩვენს ორგანიზაციასთან,“ — აღნიშნავს ზაქარია გვიშიანი, ორგანიზაცია — ერთად ვებრძოლოთ დუშენის კუნთოვან დისტროფიის გამგეობის თავმჯდომარე.
დუშენის კუნთოვანი დისტროფია პროგრესირებადი, იშვიათი გენეტიკური დაავადებაა, რომელიც, ძირითადად, ბიჭებში გვხვდება. დაავადებული პაციენტები კარგავენ დამოუკიდებლად გადაადგილების უნარს და, დროთა განმავლობაში, გულის, სუნთქვისა და ყლაპვის პრობლემები უვითარდებათ.
სტატისტიკურად, ყოველი 5 000 ბიჭიდან 1 დუშენის კუნთოვანი დისტროფიით იბადება. ამჟამად, მსოფლიოს მასშტაბით, დუშენის კუნთოვანი დისტროფიის დიაგნოზი ოფიციალურად 300,000 ადამიანს აქვს დადასტურებული.
დისკუსიის ფარგლებში, დუშენის კუნთოვანი დისტროფიის სირთულეებსა და მკურნალობის მეთოდებზე ისაუბრეს ბავშვთა ნევროლოგებმა. დამსწრეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს პაციენტებმა და მათმა მშობლებმაც. ასევე, იშვიათი დაავადებების მართვისა და მედიკამენტების დაფინანსების საერთაშორისო პრაქტიკის შესახებ დეტალურად ისაუბრა იშვიათი დაავადებების საქართველოს ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ოლეგ ქვლივიძემ.
“დაავადების პროგრესირებასთან ერთად, პაციენტს, შესაძლოა, კიბეზე ასვლის პრობლემა გაუჩნდეს, დაიწყოს ფეხის წვერებზე სიარული, ხშირი დაცემა, რასაც მოსდევს ასაკთან ერთად ისეთი სერიოზული პრობლემები, როგორიცაა სიარულის გაძნელება. საბოლოოდ, პაციენტები გადადიან სავარძელში და აქვთ ისეთი გართულებები, როგორიცაა გულ-სისხლძარღვთა და რესპირატორული პრობლემები, სქოლიოზი და ა.შ. დღეს, უკვე არსებობს მედიკამენტები, რომლებსაც შეუძლია, დაეხმაროს ამ პაციენტებს და მისცეს საშუალება, მათ ცხოვრების ხარისხი გაუმჯობესებისა და სიცოცხლის გახანგრძლივების,“ — განმარტავს ბავშვთა ნევროლოგი თეონა შათირიშვილი.
ღონისძიებას ესწრებოდნენ დუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტები და მათი მშობლებიც, ასევე, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვის კომიტეტის და საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები.
პანელური დისკუსიის ფარგლებში, საუბარი შეეხო იმ საკითხებს, რომელიც უკავშირდება იშვიათი დაავადებების მკურნალობის დაფინანსების გამოცდილებებსა და პრაქტიკებს, დროული ჩარევის აუცილებლობასა და მხარდაჭერის მნიშვნელობას.
-
საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ
-
საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა
-
2008 წლის ომის შედეგები დღემდე ძირს უთხრის საქართველოს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას — ევროკავშირის პრესპიკერის განცხადება 2008 წლის ომის შედეგები დღემდე ძირს უთხრის საქართველოს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას — ევროკავშირის პრესპიკერის განცხადება
გადახედვა
- აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით
-
უკრაინის საგარეო უწყება: 2008 წლის აგრესიაზე რეაგირების ნაკლებობამ გზა გაუხსნა ფართომასშტაბიან ომებს უკრაინის საგარეო უწყება: 2008 წლის აგრესიაზე რეაგირების ნაკლებობამ გზა გაუხსნა ფართომასშტაბიან ომებს
გადახედვა
-
21-ე საუკუნის საუკეთესო თრილერი რომანები — ნახეთ The New York Times-ის სია 21-ე საუკუნის საუკეთესო თრილერი რომანები — ნახეთ The New York Times-ის სია
გადახედვა
-
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო
-
აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა — ევროპული სახელმწიფოების საგარეო უწყებების განცხადებები აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა — ევროპული სახელმწიფოების საგარეო უწყებების განცხადებები
გადახედვა
-
POG: გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო POG: გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო
გადახედვა
-
ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო
გადახედვა
-
მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება კომფორტერში შერჩეულ კოლექციაზე ნაწილ-ნაწილ გადახდისას მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება კომფორტერში შერჩეულ კოლექციაზე ნაწილ-ნაწილ გადახდისას
-
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
-
საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის
-
ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო
გადახედვა
-
როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა
გადახედვა
-
საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის" ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის"
გადახედვა
-
ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი? ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი?
-
"რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს "რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს
გადახედვა
-
ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს
კომენტარები