NASA Space Apps Challenge 2025 ზუგდიდში ალტე უნივერსიტეტის ორგანიზებით ჩატარდება
ფოტო: ალტე უნივერსიტეტი
2025 წლის 4–5 ოქტომბერს ზუგდიდი მსოფლიოში ყველაზე დიდ გლობალურ ჰაკათონს — NASA Space Apps Challenge უმასპინძლებს. ღონისძიების ადგილობრივი ორგანიზატორი და მასპინძელი კი ალტე უნივერსიტეტი იქნება და მას პარტნიორობას ზუგდიდის ტექნოპარკი გაუწევს.
წლევანდელი ჰაკათონი — “Learn, Launch, Lead!” თემატიკის ქვეშ გაიმართება და მონაწილეებს მისცემს უნიკალურ შესაძლებლობას, NASA-სა და მისი პარტნიორი სააგენტოების ღია მონაცემებზე დაყრდნობით იმუშაონ რეალურ, აქტუალურ გამოწვევებზე.
რა არის NASA Space Apps Challenge
NASA Space Apps Challenge საერთაშორისო მასშტაბის ინოვაციური პროექტია, რომელსაც ორგანიზებას უწევს აშშ-ის კოსმოსური სააგენტო - NASA. ეს გლობალური ჰაკათონი 2012 წლიდან ტარდება და დღეისთვის მასში ათიათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა მსოფლიოს 160-ზე მეტი ქვეყნიდან.
პლატფორმა ქმნის სივრცეს, სადაც მეცნიერება, ტექნოლოგია, კრეატიულობა და გუნდური თანამშრომლობა ერთიანდება. ჰაკათონის ფარგლებში მონაწილეებს ეძლევათ შესაძლებლობა, ორი დღის განმავლობაში იმუშაონ ინოვაციურ იდეებზე, შექმნან პროტოტიპები და იპოვონ გადაწყვეტები ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა კლიმატის ცვლილება, გარემოს დაცვა, მონაცემთა ვიზუალიზაცია, პროგრამული უზრუნველყოფის დიზაინი, ხელოვნური ინტელექტი და სხვა.
როგორ მიმდინარეობს ჰაკათონი
Space Apps Challenge-ის მონაწილეები ერთიანდებიან გუნდებად და ორი დღის განმავლობაში მუშაობენ NASA-სა და მისი პარტნიორების მიერ მომზადებულ გამოწვევებზე. ეს გამოწვევები ჩამოყალიბებულია NASA-ს თემატური ექსპერტების (Subject Matter Experts, SMEs) მიერ და მოიცავს როგორც ტექნიკურ, ისე ვიზუალურ, ანალიტიკურ და იდეის დიზაინის მიმართულებებს.
გუნდები ქმნიან პროტოტიპებს ან კონცეფციებს და ტვირთავენ მათ ოფიციალურ პლატფორმაზე. პროექტები ფასდება როგორც ადგილობრივად, ასევე გლობალურად. ადგილობრივი გამარჯვებულები გადადიან გლობალურ ეტაპზე, სადაც NASA-სა და პარტნიორი სააგენტოების წარმომადგენლები ირჩევენ საუკეთესოებს. ყოველწლიურად ათი გუნდი იღებს გლობალურ ჯილდოს სხვადასხვა კატეგორიაში.
ვის შეუძლია მიიღოს მონაწილეობა
ჰაკათონში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველას — მოსწავლეს, სტუდენტს, პროგრამისტს, დიზაინერს, მონაცემთა ანალიტიკოსს, მკვლევარსა თუ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, განურჩევლად გამოცდილებისა. საჭირო არ არის სპეციალური ტექნიკური ცოდნა - მთავარია მოტივაცია, შემოქმედებითი მიდგომა და გუნდური მუშაობის სურვილი. ჰაკათონზე მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა 60-ია.
მონაწილეობის პროცესი მარტივია:
მსურველმა უნდა შექმნას პირადი ანგარიში ვებსაიტზე, დარეგისტრირდეს პროექტის მონაწილედ, ადგილობრივი ღონისძიებების ჩამონათვალიდან შეარჩიოს ქალაქი ზუგდიდი და რეკომენდირებულია, გაეცნოს რეგისტრაციის ვიდეოინსტრუქციას.
მონაწილეობა სრულიად უფასოა, რეგისტრაცია კი ყველასთვის ღიაა.
არ გამოტოვო უნიკალური შესაძლებლობა, გახდე უდიდესი გლობალური ჰაკათონის მონაწილე, შეუერთდე ახალგაზრდებს, მეცნიერებს, დიზაინერებსა და ტექნოლოგიების მოყვარულებს, რათა ერთად შექმნათ მომავლის გადაწყვეტილებები.
ჰაკათონის ეტაპების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, თვალი ადევნეთ ალტე უნივერსიტეტის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდს. პროექტთან დაკავშირებულ ნებისმიერ შეკითხვაზე პასუხის მიღება ამავე პლატფორმაზე პირადი შეტყობინების საშუალებით იქნება შესაძლებელი.
-
ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა
გადახედვა
-
ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
გადახედვა
-
ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი" საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი"
გადახედვა
-
სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება
გადახედვა
-
100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის 100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის
-
Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა
გადახედვა
-
19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა 19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძე დააკავეს გიორგი ბარამიძე დააკავეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ
-
WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა
გადახედვა
-
კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს
გადახედვა
-
დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ
გადახედვა
-
აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა
გადახედვა
-
საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა
გადახედვა
-
"ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს "ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ
გადახედვა
-
შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება" შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება"
გადახედვა
-
ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება
გადახედვა
კომენტარები