ხატია ბუნიათიშვილი

29 Jul. 2025, 21:30

ბავშვები და სხვადასხვა ასაკის ადამიანები შიმშილით სიკვდილამდე არიან მისულები და ნუთუ ჩვენ არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია? როგორ შეიძლება ეს ჩვენ თვალწინ ხდებოდეს? როგორ შეიძლება ამის გვერდით ვცხოვრობდეთ? როგორ შეგვიძლია თავს უფლება მივცეთ, კვლავინდებურად გვიყვარდეს ცხოვრება? 

ბავშვების ტკივილს, შიმშილს, და მათი მშობლების სასოწარკვეთას არანაირი გამართლება არ შეიძლება ჰქონდეს. 

ანტისემიტიზმი ყოველთვის მიუღებელია, ამ ენით აუწერელ სისასტიკეში უდანაშაულო ადამიანებს ბრალს ვერ დავდებთ, მათ იმათთანაც არაფერი აქვთ საერთო, ვინც ამას სჩადის ან უშვებს.  

პოლიტიკოსებო მსოფლიოში — დაგვეხმარეთ! გთხოვთ, დაეხმარეთ უდანაშაულო ხალხს! ახლაა ზუსტად დრო იმისთვის, რომ აჩვენოთ, დიპლომატიას და პოლიტიკას კვლავაც აქვს აზრი და ისევ შეუძლია აუტანელი რეალობის შეცვლა. ჩვენი ჯერ კიდევ ენერგიით სავსე თაობა ვერასდროს მოუძებნის გამართლებას ჩვენს უძალობას იმ ტრაგედიაში, რომელიც დღეს ხდება. მომავალი თაობები ვერ შეძლებენ საკუთარი ოცნებების და მისწრაფებების ახდენას, რადგან ეცოდინებათ, რომ თავიანთმა მშობლებმა მშიერ ბავშვს პურის ნაჭერიც კი ვერ მიაწოდეს. გთხოვთ, დაგვეხმარეთ!

#ღაზა


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ქვიზი: გამოიცანი ქალაქი წყლის მიხედვით
  2. ქვიზი: რამდენად არჩევ ვარჯიშთან დაკავშირებულ მითებს რეალობისგან
  3. მკვლევრებმა ადამიანების აზროვნების 4 ტიპი გამოავლინეს — რომელი ხარ შენ?
  4. ქვიზი: უმკლავდები თუ ვერა ზაფხულის სიცხეს?
  5. ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

რატომ არის უბრალო სალათაც კი უფრო გემრიელი, როცა მას საყვარელ თეფშზე დებ?

კარადას რომ გამოაღებ, უამრავი ჭურჭლიდან, სავარაუდოდ, მაინც ყოველთვის იმ ერთს ირჩევ, რომელიც ყველაზე მეტად გიყვარს.…