6 მუსიკოსი, რომელმაც დროშა პატივისცემისა და სოლიდარობის ნიშნად აღმართა
ფოტო: Getty Images
კონცერტებზე გავრცელებული ტრადიციაა ფანების მიერ მუსიკოსებისთვის სცენაზე დროშების გადაცემა — იქნება ეს ეროვნული სიმბოლო, კონკრეტული მოძრაობისა თუ ორგანიზაციის ნიშანი. ბევრი მუსიკოსი ამ ჟესტს პატივისცემით ხვდება და მას საკუთარ მხარდამჭერებთან კავშირის გაღრმავების საშუალებად იყენებს.
მსგავსი ქმედებები არამხოლოდ კონცერტის განსაკუთრებულ მომენტად იქცევა, არამედ გულშემატკივრების მიერაც ძლიერ ემოციურ სიგნალად აღიქმება. დროშის სიმბოლოს პატივისცემა ხშირად არტისტის ღირებულებებისა და თანადგომის ნიშნად მიიჩნევა.
წარმოგიდგენთ 6 მუსიკოსს, რომელმაც დროშა მსმენელის პატივსაცემად ან ძლიერი გზავნილის გასაგზავნად გამოიყენა:
Aurora
ფოტო: Tbilisi Open Air
მომღერალი Aurora საქართველოში 2024 წელს, Tbilisi Open Air-ის ფარგლებში ჩამოვიდა და ქართველ მსმენელს ემოციური, ენერგიული და პატივისცემით აღსავსე შესრულება შესთავაზა.
მომღერალმა კონცერტის დროს არაერთხელ აღნიშნა, თუ როგორ მოეწონა საქართველო, ქართული კულტურა და ქართველები. ერთ მომენტში მსმენელის მიერ სცენაზე მისთვის მიწოდებული დროშაც აიღო და შემოიხვია, შესრულების ბოლომდე კი ჩვენი ქვეყნის დროშა ეკეთა.
“თქვენ ძალიან ძლიერი ქვეყანა ხართ. ვიცი, რომ ხალხი ქუჩაში აპროტესტებს და იბრძვის რისთვისაც სჯერა. დამპირდით, რომ არასდროს შეწყვეტთ თქვენი ხმის გამოყენებას," – მიმართა მუსიკოსმა აუდიტორიას.
ფოტო: Getty Images
M.I.A.
Tbilisi Open Air-ზე საქართველოს დროშა ცნობილმა რეპერმა, M.I.A.-მაც ამართა — ხუთჯვრიანი დროშა მას სცენაზე სწორედ მსმენელმა მიაწოდა.
ჰარი სტაილსი
ფოტო: Getty Images
ჰარი სტაილსმა 2022 წელს Madison Square Garden-ზე გამართულ კონცერტზე მსმენელის მიერ მიწოდებული უკრაინის დროშა აიღო, თავს დაიხვია და სიმღერა Sign of the Times უკრაინას მიუძღვნა.
Imagine Dragons
ამერიკული ჯგუფი Imagine Dragons ცნობილია აუდიტორიასთან ურთიერთობითა და სოციალურ საკითხებზე კომენტარების გაკეთებით.
2023 წელს ბენდი საქართველოშიც იყო ჩამოსული, სადაც ვოკალისტმა, დენ რეინოლდსმა, საქართველოსა და უკრაინის დროშები გაშალა. დენ რეინოლდსი უკრაინის დროშით თითქმის ყველა კონცერტზე გამოდის და ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლას ხმამაღლა უჭერს მხარს.
დენ რეინოლდსი პორტუგალიაში, 2025 წლის 25 ივნისი
ფოტო: Getty Images
აღსანიშნავია, რომ ამ კონცერტზე Starring Georgia-ს, საქართველოს ბიუჯეტიდან დაფინანსებული კომპანიის, დაცვის სამსახურმა დამსწრეებს უკრაინისა და საქართველოს დროშების კონცერტზე შეტანის უფლება არ მისცა.
ბილი აილიში
ფოტო: Pinterest
უკრაინის მიმართ მხარდაჭერას ბილი აილიშიც ხმამაღლა აფიქსირებს. ერთ-ერთ კონცერტზე მსმენელის მიერ მიწოდებული უკრაინის დროშა ბილიმაც დაიჭირა და სიმღერები ლურჯ-ყვითელი დროშით შეასრულა.
Kneecap
ფოტო: Getty Images
ირლანდიური ჰიპ-ჰოპ ჯგუფი Kneecap თავიანთ შესრულებებს ყოველთვის პალესტინის დროშების ფონზე მართავს. ჯგუფის წევრები პალესტინისა და ირლანდიის დროშების აღმართვისკენ თავიანთ მსმენელს აქტიურად მოუწოდებენ. მათი თქმით, ირლანდიასა და პალესტინას მსგავსი ისტორია აქვთ — პალესტინა იმ გზას გადის, რაც ირლანდიამ ბრიტანეთის მმართველობის ქვეშ გაიარა.
იხილეთ ასევე:
-
"ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება "ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება
გადახედვა
-
ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი
-
ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია
გადახედვა
-
ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია
გადახედვა
-
სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია
გადახედვა
-
10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს 10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა
-
კახა კალაძე: რეგიონების მართვაში გამოწვევები არსებობს, წარმატებებს ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს კახა კალაძე: რეგიონების მართვაში გამოწვევები არსებობს, წარმატებებს ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს
გადახედვა
-
ყველაზე დიდი ქომაგი — საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს ყველაზე დიდი ქომაგი — საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს
-
გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება
გადახედვა
-
კრისტი ყიფშიძემ ესპანეთის დედოფლის ცნობილი კაბა მოირგო, რომელიც უკვე თბილისი აუთლეტ ვილიჯშია კრისტი ყიფშიძემ ესპანეთის დედოფლის ცნობილი კაბა მოირგო, რომელიც უკვე თბილისი აუთლეტ ვილიჯშია
-
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო პრეპარატის შეძენის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო პრეპარატის შეძენის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა
გადახედვა
-
ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა — კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა — კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე
გადახედვა
-
კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი
გადახედვა
-
ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ
გადახედვა
კომენტარები