ერდოღანი ერაყელ ქურთებს შიმშილით ემუქრება
ფოტო: AP / Yasin Bulbul
თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიპ ერდოღანი, ერაყის ქურთისტანის ავტონომიას სანქციებით და შიმშილით დაემუქრა. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა სამშაბათს განაცხადა. ერდოღანის ეს განცხადება 25 სექტემბერს, ერაყის ქურთისტანის ავტონომიაში დამოუკიდებლობის შესახებ გამართულ რეფერენდუმს მოჰყვა.
თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, თუ ავტონომიის ლიდერები გამართული რეფერენდუმის შემდეგ დამოუკიდებლობას გამოაცხადებენ, ქურთისტანის მოსახლეობას შიმშილი ელოდება. ერდოღანმა ქურთების ავტონომიის ლიდერი, მასუდ ბარზანი არაკეთილსინდისიერებაში დაადანაშაულა და მოუწოდა მას უარი თქვას დამღუპველ ავანტიურაზე.
ოფიციალურ ანკარას ქურთისტანზე ზემოქმედების საკმაოდ მძლავრი ბერკეტები აქვს, მათ შორის, უმთავრესი ჯეიჰანის მილსადენი და საზღვაო პორტია. სწორედ, ჯეიჰანის მილსადენიდან ხდება კირქუქში ქურთების ავტონომიაზე მოპოვებული ნავთობის უდიდესი წილის ტრანსპორტირება, ხოლო ჯეიჰანის პორტი კი, ამ ნავთობის გავრცელების ერთადერთი წერტილია. კირქუქის ნავთობის საბადოები ავტონომიის შემოსავლის მთავარ წყაროა.
ერდოღანის თქმით, ქურთების მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების შემთხვევაში, თურქეთი გადაკეტავს ჯეიჰანის მილსადენს და პორტს. პრეზიდენტი ასევე დაემუქრა საზღვრების ჩაკეტვით, დამოიკიდებლობის გამოცხადებისთანავე თურქეთი არ გაატარებს ქურთისტანში მიმავალ და იქიდან მომავალ არანაირ ტვირთს.
ქურთული ავტონომიის ინფორმაციით, 2017 პირველ ნახევარში თურქეთთან სავაჭრო მოცულობამ 5 მილიარდი დოლარი შეადგინა.
ერდოღანის განცხადებით: "თუ ბარზანი და ქურთების რეგიონალური მთავრობა არ გამოასწორებს ამ შეცდომას და დამოუკიდებლობას გამოაცხადებს ისინი შევლენ ისტორიაში როგორც ადამიანები, რომლებმაც რეგიონი ეთნიკურ და კონფესიურ კონფლიქტში ჩაითრიეს."
რეფერენდუმი დამოუკიდებლობის შესახებ ქურთისტანის ავტონომიაში 25 სექტემბერს ჩატარდა. ის რამდენიმე თვით ადრე, ქურთების ლიდერმა ბარზანიმ დააანონსა. აღნიშნულ რეფერენდუმზე მხოლოდ ერთი კითხვა გავიდა - მოსახლეობის უნდა დაეფიქსირებინა აზრი დამოუკიდებელი რესპუბლიკის შექმნაზე.
რეფერენდუმის ოფიციალური შედეგები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა წინასწარი გამოკითხვებით მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ დამოუკიდებლობის იდეას მხარი დაუჭირა.
ავტონომიის ლიდერების განცხადებით, ისინი არ აპირებენ დამოუკიდებლობის უმალვე გამოცხადებას. ბარზანის თქმით, რეფერენდუმის შედეგები იქნება ხალხის მიერ მათთვის გაცემული მანდატი მოლაპარაკებების საწარმოებლად ერაყის ცენტრალურ ხელისუფლებასთან და ასევე მეზობელ სახელმწიფოებთან.
დამოუკიდებლობის რეფერენდუმმა საერთაშორისო თანამეგობრობის კრიტიკის ფონზე ჩაიარა. მსოფლიოს წამყვანმა სახელმწიფოებმა, მათ შორის აშშ-მ, დამოუკიდებელი სახელმწიფოს იდეას მხარი არ დაუჭირა. თეთრი სახლის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ვაშინგტონი იმედგაცრუებულია ავტონომიის გადაწყვეტილებით ჩაატაროს რეფერენდუმი, თუმცა ეს ვერ შეცვლის ისტორიულად ჩამოყალიბებულ ურთიერთობებს.
ქურთები საკუთარი სახელმწიფოს შექმნას პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ცდილობენ.
-
ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა
გადახედვა
-
ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი" საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი"
გადახედვა
-
სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება
გადახედვა
-
Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა
გადახედვა
-
10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში 10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში
გადახედვა
-
19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა 19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა
გადახედვა
-
ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ? ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ?
-
ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძე დააკავეს გიორგი ბარამიძე დააკავეს
გადახედვა
-
Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ
-
საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ
-
დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ
გადახედვა
-
აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა
გადახედვა
-
საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა
გადახედვა
-
"ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს "ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება" შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება"
გადახედვა
-
ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება
გადახედვა
-
სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი: იგეგმება, რომ გარკვეულ ეტაპზე აზერბაიჯანს ვესტუმრო, თუმცა არა ბაქოს სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი: იგეგმება, რომ გარკვეულ ეტაპზე აზერბაიჯანს ვესტუმრო, თუმცა არა ბაქოს
გადახედვა
კომენტარები