9 საუკეთესო სერიალი, რომელიც ივლისში გამოდის
ივლისი სერიალების მოყვარულებისთვის ახალი თავგადასავლებით სავსე თვეა! აქ გაგაცნობთ 9 სერიალს, რომლებიც ივლისში სხვადასხვა პლატფორმებზე გამოვა.
ფოტო: Paramount+
Ballard
ხანგრძლივი სერიალები ხშირ შემთხვევაში არ სრულდება, ისინი უბრალოდ სპინოფებს გვთავაზობენ. ბოშის შვიდ სეზონს, რომელშიც ტიტუს უელივერი ლოს-ანჯელესის დეტექტივს განასახიერებდა, ორი სეზონი მოჰყვა – ბოში: მემკვიდრეობა და ახლა ბალარდი. მეგი ქიუ დეტექტივი რენე ბალარდის როლს ასრულებს, რომელიც მემკვიდრეობის ბოლო ეპიზოდში დეტექტივად იყო წარდგენილი. პერსონაჟი საკუთარ სერიალში, რომელიც ბოშის მსგავსად, მაიკლ კონელის პოპულარულ რომანებს ეფუძნება, ლოს-ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტის გამოუძიებელი შემთხვევების განყოფილების ხელმძღვანელად გადაჰყავთ. მისი პერსონალი სარეზერვო პოლიციელებისგან და მოხალისეებისგან შედგება, თუმცა მალე მათ სერიოზული დანაშაულების გამოძიება მოუწევთ, ვინაიდან ისინი ეძებენ სერიულ მკვლელს და ჯონ დოუს სიკვდილს იძიებენ. უელივერის პერსონაჟი ჰარი ბოში რეგულარულად ჩანს სერიალში კონსულტაციებისთვის, რაც ბალარდს ხშირად საფრთხეში აგდებს.
სერიალის პრემიერა მსოფლიო მასშტაბით 9 ივლისს, Prime Video-ზე გაიმართება.
Ballard
ფოტო: Amazon Prime Video
Too Much
ლინა დანჰემი ყოველთვის საუკეთესოა საკუთარი ცხოვრებიდან ინსპირაციის მოპოვებაში და მან ეს შეძლო თავის პირველ სრულმეტრაჟიან ფილმში პაწია ავეჯი (2010), შემდეგ კი სერიალ გოგონებში (2012-2017), რომელიც ერთგვარი კულტურული ქვაკუთხედი გახდა – და ახლა ის იგივეს აკეთებს თავისი ახალი, კომედიური ჟანრის სერიალით, რომელიც მის მეუღლესთან, ბრიტანელ მუსიკოს ლუის ფელბერთან ერთად დაწერა და რომლის ინსპირაციაც სწორედ მისი და ფელბერის ურთიერთობაა. მეგან სოლტერი იდეალური ალტერნატივაა დანჰემისთვის ჯესიკას როლის შესასრულებლად, რომელიც ნიუ-იორკელი ტელეპროდიუსერია, რომლის ხანგრძლივი ურთიერთობა სრულდება. ის ლონდონში გადადის იმ იმედით, რომ იქ ისეთი რომანტიკული ურთიერთობა ექნება, როგორიც მხოლოდ რიჩარდ კერტისის ფილმებში გვხვდება. უილ შარპი ფელიქსის როლს თამაშობს, მუსიკოსის, რომელიც მოულოდნელად ჯესიკას ოცნების მამაკაცად იქცევა. კომედიური შინაარსის მთავარი წყაროც ბრიტანულ-ამერიკული კულტურული სხვაობებიდან მოდის. თავად დანჰემი შოუს ხელმძღვანელობს და ჯესიკას დეპრესიული დის როლს ირგებს. რიტა უილსონი მათი დედის როლს თამაშობს, რეა პერლმანი – ბებიის. დანარჩენ მსახიობთა სიაში არიან ენდრიუ სკოტი, ნაომი უოტსი და რიტა ორა.
Too Much-ის პრემიერა მსოფლიო მასშტაბით 10 ივლისს, ნეტფლიქსზე შედგება.
Too Much
ფოტო: Netflix
Electric Bloom
ამ საოჯახო, მუსიკალური სერიალის სახელწოდება გამოგონილი პოპ ჯგუფის სახელია, რომელიც თავისი უცნაური სახელის მიუხედავად, მსოფლიოს უდიდეს ჯგუფად იქცა. ისტორია იწყება ჯგუფის სამი გოგონას, პოუზის, ჯეიდის და ტულიპის სკოლაში გაცნობით და ასახავს მათ პოპულარობისკენ მიმავალ გზას. მათი პოპულარობა საინტერესო სიურპრიზია, თუმცა ჩვენთვის უფრო საინტერესო ის არის, რომ საპილოტე ეპიზოდის მთავარი მუსიკა დაწერა დაიან უორენმა, რომელიც ხშირად იყო ნომინირებული ოსკარზე, 16 ნომინაციით საუკეთესო სიმღერის კატეგორიაში და არცერთი გამარჯვებით. მისი მუსიკა უმეტესწილად არ ეხება ახალგაზრდულ ჯგუფებს, მაგრამ ეს მუსიკა, სავარაუდოდ, დისნეის ამ სერიალის აუდიტორიას შეესაბამება.
Electric Bloom-ის პრემიერა 10 ივლისს, Disney Channel-ზე შედგება, ხოლო მსოფლიო მასშტაბით მისი ყურება 17 სექტემბრიდან, Disney+-ზე იქნება შესაძლებელი.
Electric Bloom
ფოტო: Disney+
The Wild Ones
ბუნებასთან დაკავშირებული გადაცემები მაყურებლების მუდმივი ფავორიტია და ეს შოუც სწორედ სამ მკვლევარზე მოგვითხრობს, რომლებიც მსოფლიოს შორეულ ადგილებში მიემგზავრებიან გადაშენების პირას მყოფი სახეობების მოსაძებნად და მეცნიერებს მათ შესწავლასა და შენარჩუნებაში ეხმარებიან. მალაიზიაში ისინი იშვიათ, ლამაზ მალაიზიურ ვეფხვს ეძებენ, ინდონეზიაში – იავურ მარტორქას, ხოლო მონღოლეთში – გობის დათვს. სამივე მამაკაცი ბევრს საუბრობს, რაც მაყურებლისთვის სასიამოვნო თანამგზავრის როლს ასრულებს. ვიანეტი ოპერატორია, დეკლანი ფოტოგრაფი, რომელიც კამერებს პატარა, რთულად საპოვნელ ადგილებში ათავსებს, ხოლო ალდო ყოფილი სამეფო საზღვაო სამხედრო პირი, რომელიც მათ მდინარეებსა და ჯუნგლებში მიუძღვება. ისინი უმეტესად კამერებს სხვადასხვა ადგილებში ტოვებენ და შემდეგ ბრუნდებიან, რომ ნახონ, რომელი ცხოველები დააფიქსირეს კამერებმა. ეპიზოდების განმავლობაში ნაჩვენები საჰაერო და ახლო ხედები განსაცვიფრებელია.
შოუს პრემიერა 11 ივლისს, Apple TV+-ზე გაიმართება.
The Wild Ones
ფოტო: Apple TV+
Dexter: Ressurection
თუ ბალარდის შემდეგ კიდევ გჭირდებათ მტკიცებულება იმისა, რომ სერიალები არასოდეს წყდება, აი შემდეგი სერიალიც. როდესაც ორიგინალი სერიალის პრემიერა 19 წლის წინ შედგა, დექსტერი მაიამიში სასამართლო ექსპერტი იყო და პარალელურად ის დამნაშავეებს კლავდა, რათა სამართლიანობა აღედგინა. აღდგომაში ის ნიუ-იორკში მიემგზავრება, რათა შეეცადოს აღადგინოს ურთიერთობა თავის ზრდასრულ შვილთან, ჰარისონთან. სერიალს ორი ცნობილი მსახიობიც უერთდება. პიტერ დინკლიჯი მილიარდერის როლს ასრულებს, რომელსაც მკვლელების დაქირავება უყვარს, ხოლო უმა თურმანი მისი დაცვის უფროსია. მოწვეულ ვარსკვლავებს შორის ჯონ ლითგოუ ბრუნდება, როგორც სამების მკვლელის აჩრდილი. და ეს დასასრული არ არის. კლაიდ ფილიპსმა, აღდგომის შემქმნელმა, დექსტერის დიდი ხნის პროდიუსერმა, Vanity Fair-ს განუცხადა: "ჩვენ გვაქვს Showtime-ის ისტორიაში ყველაზე ძლიერი ფრენჩაიზი და ამას კიდევ წლები გავაგრძელებთ".
დექსტერი: აღდგომა 11 ივლისს, Paramount+-ზე გამოვა.
Dexter: Resurrection
ფოტო: Paramount+
The Institute
ამ საშინელებათა სერიალში, რომელიც სტივენ კინგის 2019 წლის რომანს ეფუძნება, მოზარდი გენიოსი, ლუკ ელისი, გაიტაცეს და ის სხვა გატაცებულ ახალგაზრდებთან ერთად დაწესებულებაში აღმოჩნდება, რომელშიც ადამიანებს ტელეკინეტიკური ძალები აქვთ. ეს თითქოს პროფესორ ქსავიერის ნიჭიერი ახალგაზრდების სკოლის, იქს-ადამიანების ფილმებიდან, ბოროტი ვერსიაა. მერი-ლუიზ პარკერი თამაშობს დირექტორის, ქალბატონ სიგსბის, როლს, რომელმაც გადაწყვიტა, სტუდენტებს საკუთარი ძალების გამოყენება ასწავლოს, რათა მან და მისმა თანამოაზრეებმა ამ ძალებით სარგებლობა შეძლონ. ჯო ფრიმენს, რომელიც ლუკის როლს ასრულებს, მცირე პროფესიული გამოცდილება აქვს, მაგრამ სამსახიობო კარიერა ოჯახიდან მოდის, მისი მშობლები მარტინ ფრიმენი და ამანდა აბინგტონი არიან. ბენ ბარნსი თამაშობს ყოფილ პოლიციელს, რომელიც ცდილობს დაეხმაროს ლუკს და მის მეგობრებს გაქცევაში. ბარნსმა თქვა, რომ სერიალი ნაკლებად არის საშიში ჟანრის და უფრო მეტად ნელი, დაძაბული თრილერია, რაც სტივენ კინგის აზრით, მართალია.
სერიალის ნახვა მსოფლიო მასშტაბით 13 ივლისს, MGM+-ზე იქნება შესაძლებელი.
The Institute
ფოტო: MGM+
Untamed
ერიკ ბანა თრილერებში ყოველთვის წარმატებული იყო, სტივენ სპილბერგის მიუნხენიდან (2005) დაწყებული, უფრო ახალი, დაუფასებელი ავსტრალიური ფილმით მშრალი (2020), რომელშიც ის პატარა ქალაქში მომხდარ საეჭვო სიკვდილს იძიებს. აქ ის შერჩეულია კაილ ტერნერის, ეროვნული პარკების სამსახურის აგენტის, როლისთვის, რომელიც იელოუსტოუნის ეროვნულ პარკში სასტიკ მკვლელობას იძიებს. მკვლელობა კი იმ ადამიანმა ჩაიდინა, ვინც, როგორც ჩანს, პარკს ზედმიწევნით იცნობს. ნეტფლიქსის მიერ სიუჟეტის აღწერის თანახმად: "კაილსა და პარკის წარსულში დამალული ბნელი საიდუმლოებები შეიძლება ისეთივე საშიში იყოს, როგორც მკვლელი". სემ ნილი პოლ საუტერის როლს ირგებს — პარკის მთავარ რეინჯერს და კაილის მეგობარს. როზმარი დევიტი თამაშობს კაილის ყოფილ ცოლს და ყველა კრიმინალურ ისტორიას აუცილებლად სჭირდება ახალბედა გამომძიებელი, რომელმაც უნდა ისწავლოს ყველაფერი. აქ ეს ახალგაზრდა რეინჯერია, სახელად ნაია ვასკესი, რომლის როლსაც ლილი სანტიაგო თამაშობს.
Untamed-ის პრემიერა მსოფლიო მასშტაბით 17 ივლისს, ნეტფლიქსზე მოხდება.
Untamed
ფოტო: Netflix
Washington Black
სტერლინგ კ. ბრაუნი მთავარი მატყუარაა, თუმცა არა მთავარი პერსონაჟი, ესი ედუგიანის 2018 წლის რომანის ამ ადაპტაციაში. მე-19 საუკუნის დასაწყისში, ჯორჯ ვაშინგტონ ბლეკი 11 წლის მონად ქცეული ბიჭია ბარბადოსის შაქრის პლანტაციაში. ის ასევე მხატვარი და მეცნიერ-ვუნდერკია. ტიჩი (ტომ ელისი სერიალიდან ლუციფერი) ვოშს გაქცევაში ეხმარება. მისი თავგადასავალი საბოლოოდ ახალ შოტლანდიაში იწყება, სადაც ქალაქის ლიდერი, მედვინ ჰარისი (ბრაუნი), მისი მენტორი ხდება. ისტორია დროში გვამოგზაურებს, რომელშიც ედი კარანჯა ვოშის ახალგაზრდობის როლს ასრულებს. ახალგაზრდობაში, ვოშს ტესა (იოლა ევანსი) შეუყვარდება, რომლის მამასაც სურს, რომ დამალოს მისი შვილის შერეული რასის ამბავი. სერიალის დიდი ნაწილი 2022 წელს გადაიღეს, ზოგიერთი სცენა კი გასულ წელს. მსახიობები, სათავგადასავლო ისტორია და რასობრივი იდენტობის თემები, სავარაუდოდ, სერიალის მთავარი საკითხები იქნება.
სერიალის პრემიერა 23 ივლისს, Hulu-ზე შედგება.
Washington Black
ფოტო: Disney
Leanne
ლიან მორგანი ცნობილი სახელი არ არის, მიუხედავად მისი წარმატებული ნეტფლიქსის სტენდაპ გამოშვებისა, ლიან მორგანი: მე ვარ ყველა ქალი (2023). თუმცა, მისი გამოგონილი ანალოგის სახელი ამ სიტკომის სახელწოდებაა, რომელიც მორგანმა ჩაკ ლორესთან ერთად შექმნა, რომელსაც წარმატებული შოუების (დიდი აფეთქების თეორია, ახალგაზრდა შელდონი) ისტორია აქვს. სერიალში მორგანი თამაშობს ქალს, რომელსაც ქმარი 33 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ შორდება და სხვა ადამიანებთან იწყებს შეხვედრას. პერსონაჟისგან განსხვავებით, მორგანი დაქორწინებულია, მაგრამ სამხრეთული ოჯახი და შოუს ტონი მის ავტობიოგრაფიულ სტენდაპს იმეორებს. კრისტენ ჯონსონი მის დას თამაშობს, ხოლო სელია ვესტონი მათი დედაა, რომელიც ცნობილია როგორც დედა მარგარეტი. მორგანმა თავის გვიანდელ მიღწევაზე საუბრისას თქვა: "მე ბებია ვარ ტენესიდან და ახლა სატელევიზიო შოუ მაქვს!". ბევრი სტრიმინგ-შოუსგან განსხვავებით, ამ სერიალს 16 ეპიზოდი ექნება.
სერიალი 31 ივლისს, ნეტფლიქსზე გამოვა.
Leanne
ფოტო: Netflix
-
"ერთიანი ნეიტრალური საქართველო" ქვეყნის ნეიტრალიტეტზე დისკუსიის დაწყების ინიციატივას კიდევ ერთხელ აყენებს "ერთიანი ნეიტრალური საქართველო" ქვეყნის ნეიტრალიტეტზე დისკუსიის დაწყების ინიციატივას კიდევ ერთხელ აყენებს
გადახედვა
-
სემ ალტმანის თქმით, ხელოვნური ინტელექტი უკვე სინგულარობის ეტაპზეა სემ ალტმანის თქმით, ხელოვნური ინტელექტი უკვე სინგულარობის ეტაპზეა
გადახედვა
-
იაპონიის სამხრეთ ნაწილში წინასწარი მონაცემებით 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა იაპონიის სამხრეთ ნაწილში წინასწარი მონაცემებით 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
შსს: ბოლო 24 საათში ე.წ. "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 27 პირი დააკავეს, 1-ს ბრალი წარედგინა შსს: ბოლო 24 საათში ე.წ. "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 27 პირი დააკავეს, 1-ს ბრალი წარედგინა
გადახედვა
-
პუტინი ფაშინიანს სომხეთში EU-ში გაწევრიანების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას სთხოვს — ერევნის პასუხი პუტინი ფაშინიანს სომხეთში EU-ში გაწევრიანების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას სთხოვს — ერევნის პასუხი
გადახედვა
-
ოდისეის მაღალი ხარისხის სრული ვერსია პლატფორმა X-ზე გავრცელდა ოდისეის მაღალი ხარისხის სრული ვერსია პლატფორმა X-ზე გავრცელდა
გადახედვა
-
აგრესია, კრუნჩხვები, გონების დაკარგვა, ზოგიერთ შემთხვევაში სიკვდილიც — ზურა სიხარულიძე ახალ სინთეზური კანაბინოიდზე აგრესია, კრუნჩხვები, გონების დაკარგვა, ზოგიერთ შემთხვევაში სიკვდილიც — ზურა სიხარულიძე ახალ სინთეზური კანაბინოიდზე
გადახედვა
-
ანდრია ჯაღმაიძე: ეკლესია ვერ იქნება საზოგადოებაში რაიმე ძალადობისკენ მოწოდების მხარდამჭერი ანდრია ჯაღმაიძე: ეკლესია ვერ იქნება საზოგადოებაში რაიმე ძალადობისკენ მოწოდების მხარდამჭერი
გადახედვა
-
აშშ-ს საელჩო: შეშფოთებულნი ვართ საქართველოს მთავრობის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს გამო აშშ-ს საელჩო: შეშფოთებულნი ვართ საქართველოს მთავრობის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს გამო
გადახედვა
-
თიბისიმ მეწარმეებისთვის გადახდების პროცესი კიდევ უფრო გაამარტივა თიბისიმ მეწარმეებისთვის გადახდების პროცესი კიდევ უფრო გაამარტივა
-
დავით მათიკაშვილი: თუ კონკრეტული გადაწყვეტილებების რეალიზება მოხდა, ეს ის ევროკავშირი ნამდვილად არ იქნება დავით მათიკაშვილი: თუ კონკრეტული გადაწყვეტილებების რეალიზება მოხდა, ეს ის ევროკავშირი ნამდვილად არ იქნება
გადახედვა
-
შემდეგი პოდკასტი: ელ-ნინიო ბრუნდება — როგორ იცვლება კლიმატი და რა საფრთხეები გვემუქრება შემდეგი პოდკასტი: ელ-ნინიო ბრუნდება — როგორ იცვლება კლიმატი და რა საფრთხეები გვემუქრება
გადახედვა
-
აზიმოვის რობოტიკის სამი კანონი 80 წლის შემდეგ — მუშაობს თუ არა ისინი დღეს? აზიმოვის რობოტიკის სამი კანონი 80 წლის შემდეგ — მუშაობს თუ არა ისინი დღეს?
გადახედვა
-
ახალი სარჩელის მიხედვით, ChatGPT-ის სამედიცინო რჩევამ კაცი "კინაღამ მოკლა" ახალი სარჩელის მიხედვით, ChatGPT-ის სამედიცინო რჩევამ კაცი "კინაღამ მოკლა"
გადახედვა
-
"ბანკები გააგრძელებენ "თელასის" მომსახურებას ეროვნულ ვალუტაში" — სებ-ი "ინტერ რაოს" სანქცირებაზე "ბანკები გააგრძელებენ "თელასის" მომსახურებას ეროვნულ ვალუტაში" — სებ-ი "ინტერ რაოს" სანქცირებაზე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშება დაიწყო — მოიგე 1 000 ლარი ყოველდღე ან 10 000 ლარი სუპერპრიზი საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშება დაიწყო — მოიგე 1 000 ლარი ყოველდღე ან 10 000 ლარი სუპერპრიზი
-
სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი ძალაში დატოვა სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი ძალაში დატოვა
გადახედვა
-
სუს: სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე გათავისუფლებულია სუს: სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე გათავისუფლებულია
გადახედვა
-
თიბისის შეთავაზება ბიზნესებს — სალარო აპარატი და POS ტერმინალი ერთ მოწყობილობაში, სრულიად უფასოდ თიბისის შეთავაზება ბიზნესებს — სალარო აპარატი და POS ტერმინალი ერთ მოწყობილობაში, სრულიად უფასოდ
-
შესაძლოა, ქავილს საკუთარი სენსორული ორგანო ჰქონდეს შესაძლოა, ქავილს საკუთარი სენსორული ორგანო ჰქონდეს
გადახედვა
-
არ უნდა ნახოთ, რადგან ნაგავია — ტომ ჰოლანდი თავის ძველ ფილმებს იხსენებს არ უნდა ნახოთ, რადგან ნაგავია — ტომ ჰოლანდი თავის ძველ ფილმებს იხსენებს
გადახედვა
კომენტარები