პრინცესა დაიანას პირადი ნივთები აუქციონზე იყიდება — დაათვალიერეთ მისი კოლექცია
აუქციონზე პრინცესას გარდერობიდან ცნობილი ნივთები გაიყიდება, მათ შორის ფოტოზე გამოსახული სვიტრიც.
ფოტო: Getty Images
ერთ-ერთი ყველაზე უცნაური ნივთი, რომელიც მარტინ ნოლანს — Julien’s Auctions-ის თანადამფუძნებელს — თავისი ოცწლიანი კარიერის განმავლობაში აუქციონზე გამოუტანია, ტორტის თხელი ნაჭერი იყო, რომელიც პრინცესა დაიანასა და პრინცი ჩარლზის ქორწილში, 1981 წელს გაიჭრა. ტორტის ნაჭერი $2831-ად გაიყიდა.
ეს 2008 წელს მოხდა. დღეს კი, ნოლანის შეფასებით, შესაძლოა, იგივე ნაჭერმა ათობით ათას დოლარად გაიყიდოს.
"წლების განმავლობაში შევნიშნეთ, რომ დაიანა ის ფიგურაა, რომლის ნივთებსაც განსაკუთრებული მონდომებით აგროვებენ," — განაცხადა ნოლანმა ერთ-ერთ ბოლო სატელეფონო ინტერვიუში New York Times-თან. "ეს ინვესტიციის საუცხოო შესაძლებლობაა, თანაც, ადამიანებს დაიანას ნივთების შეძენისას უჩნდებათ განცდა, თითქოს პრინცესასთან პირადი კავშირი აქვთ."
აუქციონზე გამოტანილი ნივთი პრინცესა დაიანას კოლექციიდან
ფოტო: Julien's
აუქციონზე გამოტანილი ნივთი პრინცესა დაიანას კოლექციიდან
ფოტო: Julien's
აუქციონზე გამოტანილი ნივთი პრინცესა დაიანას კოლექციიდან
ფოტო: Julien's
მსოფლიოს პრინცესას გრაციოზულობის შესაცნობად სულ რაღაც 16 წელი ჰქონდა — მისი საჯარო ცხოვრებაში გამოჩენიდან 1997 წლამდე, დაიანას ტრაგიკულ სიკვდილამდე. ნოლანის თქმით, ამ მოკლე დროში საზოგადოების ინტერესი კიდევ უფრო გაიზარდა. ბევრი ადამიანი დღესაც გაფაციცებით ეძებს დაიანას ნივთებს და ცდილობს, პრინცესას მოგონებას "დაეპატრონონ".
აუქციონზე გამოტანილი ნივთი პრინცესა დაიანას კოლექციიდან
ფოტო: Julien's
აუქციონზე გამოტანილი ნივთი პრინცესა დაიანას კოლექციიდან
ფოტო: Julien's
აუქციონზე გამოტანილი ნივთი პრინცესა დაიანას კოლექციიდან
ფოტო: Julien's
ზრდადმა მოთხოვნამ აუქციონებს უბიძგა, დიანას ნივთების უფრო მეტი რაოდენობა გამოიტანონ გასაყიდად. სწორედ ამ ხუთშაბათს, Julien’s ატარებს აუქციონს, სადაც წარმოდგენილი იქნება დაიანას პირადი ნივთების დიდი კოლექცია, აგრეთვე სხვა სამეფო ოჯახის წევრების ნივთები — მათ შორის, დედოფალ ელიზაბეტ II-ისა და პრინცესა მარგარეტის. გაყიდვაშია დაიანას Lady Dior ჩანთა (რომელსაც მის პატივსაცემად გადაარქვეს სახელი), კაბები, ქუდები და სხვა უფრო ინტიმური ნივთები, როგორიცაა პირადი წერილები, დაბადების დღის ბარათები და დღესასწაულის მისალოცები. გაყიდვიდან მიღებული შემოსავლის ნაწილი გადაირიცხება Muscular Dystrophy UK-ში — ბრიტანულ საქველმოქმედო ორგანიზაციაში, რომელიც კუნთის დისტროფიის მქონე ადამიანებს ეხმარება.
აუქციონზე გამოტანილი ნივთი პრინცესა დაიანას კოლექციიდან
ფოტო: Julien's
ფოტო: Getty Images
აუქციონზე გამოტანილი ნივთი პრინცესა დაიანას კოლექციიდან
ფოტო: Julien's
-
რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით
-
2008 წლის ომის შედეგები დღემდე ძირს უთხრის საქართველოს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას — ევროკავშირის პრესპიკერის განცხადება 2008 წლის ომის შედეგები დღემდე ძირს უთხრის საქართველოს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას — ევროკავშირის პრესპიკერის განცხადება
გადახედვა
- აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით
-
უკრაინის საგარეო უწყება: 2008 წლის აგრესიაზე რეაგირების ნაკლებობამ გზა გაუხსნა ფართომასშტაბიან ომებს უკრაინის საგარეო უწყება: 2008 წლის აგრესიაზე რეაგირების ნაკლებობამ გზა გაუხსნა ფართომასშტაბიან ომებს
გადახედვა
-
სტრასბურგის სასამართლო და 2008 წლის ომის საქმეები — საიას ბრძოლა დაზარალებულთა უფლებებისა და კომპენსაციებისთვის სტრასბურგის სასამართლო და 2008 წლის ომის საქმეები — საიას ბრძოლა დაზარალებულთა უფლებებისა და კომპენსაციებისთვის
გადახედვა
-
21-ე საუკუნის საუკეთესო თრილერი რომანები — ნახეთ The New York Times-ის სია 21-ე საუკუნის საუკეთესო თრილერი რომანები — ნახეთ The New York Times-ის სია
გადახედვა
-
აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა — ევროპული სახელმწიფოების საგარეო უწყებების განცხადებები აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა — ევროპული სახელმწიფოების საგარეო უწყებების განცხადებები
გადახედვა
-
POG: გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო POG: გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო
გადახედვა
-
ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო
გადახედვა
-
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
-
თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
-
საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის
-
ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო
გადახედვა
-
როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა
გადახედვა
-
საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის" ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის"
გადახედვა
-
ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი? ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი?
-
"რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს "რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს
გადახედვა
-
ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს
კომენტარები