შეწყვეტილი არია: ზურაბ სოტკილავა ფეხბურთსა და ოპერას შორის
ფოტო: VOA
თბილისში, 21 სექტემბერს, გამთენიისას, ზურაბ სოტკილავას ცხედარს ჩამოასვენებენ. მსოფლიო დონის ტენორი ბოლო ორი წელი ვერაგ დაავადებას, პანკრეასის კიბოს ებრძოდა და საბოლოოდ, 80 წლის ასაკში რუსეთში გარდაიცავალა. იგი სიცოცხლის ბოლომდე, 43 წლის მანძილზე, მოსკოვის დიდი თეატრის სოლისტი იყო. საოპერო კარიერა კი 1965 წელს, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის აკადემიურ თეატრში დაიწყო.
სოტკილავამ ულამაზესი, მზიური, ლირიული, რბილი ხმის, სამხრეთული, მგზნებარე ტემპერამენტისა და ენერგეტიკის წყალობით, მსოფლიო საოპერო სამყაროში არაერთი დაუვიწყარი არია და პარტია დატოვა. მათ შორის გამორჩეულია: მარიო კავარადოსი - პუჩინის ტოსკაში, დონ ხოსე - ბიზეს კარმენში, რადამესი და ოტელო - ვერდის აიდადან და ოტელოდან, აბესალომი - ფალიაშვილის აბესალომ და ეთერიდან და არზაყანი - თაქთაქიშვილის მთვარის მოტაცებიდან.
მსოფლიო ვარსკვლავი, სხვადასხვა ქვეყნებში არაერთი წოდების, პრიზის, პრემიის, მედლის, ორდენისა და დიპლომის მფლობელი, ყველაზე დიდ აღიარებად ბოლონიის სამუსიკო აკადემიის საპატიო წევრობას მიიჩნევდა, სადაც 1980 წელს, ჯუზეპე ვერდის ნაწარმოებების "არაჩვეულებრივი შესრულებისთვის" აირჩიეს.
პარადოქსია, მაგრამ ზურაბ სოტკილავას ოცნება არასოდეს ყოფილა ოპერა. იგი მხოლოდ ფეხბურთელის პროფესიულ კარიერაზე ოცნებობდა და სიცოცხლის ბოლომდე ამაყობდა, რომ მოზარდ ფეხბურთელთა შორის საბჭოთა კავშირის ჩემპიონი იყო:
მე ვიყავი ამ გუნდის კაპიტანი. 1956 წელს, მოსკოვში ფინალური მატჩი უკრაინასთან, 4-2 გავიმარჯვეთ და გავხდით ჩემპიონები. ძალიან ვამაყობ რომ საბჭოთა კავშირის ჩემპიონი ვარ.
"მოზარდებს შორის ფეხბურთში საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი მოვიგეთ, მე ვიყავი ამ გუნდის კაპიტანი. 1956 წელს მოსკოვში, ფინალური მატჩში უკრაინასთან, 4-2 გავიმარჯვეთ და გავხდით ჩემპიონები. ძალიან ვამაყობ, რომ საბჭოთა კავშირის ჩემპიონი ვარ."
ზურაბ სოტკილავა სოხუმში, ისტორიის მასწავლებლისა და ექიმის ოჯახში გაიზარდა. დედამ, თვითონ მშვენიერმა მომღერალმა, ქსენია ქარჩავამ ერთადერთი ვაჟი თავიდანვე ფორტეპიანოსა და ვიოლინოზე მიაბარა. პატარა ზურას კი ფეხბურთის გარდა არაფრის გაგონება სურდა. სოტკილავა იგონებდა, რომ ერთხელ ფეხბურთის გამო, დედა-შვილის ჩხუბი ბუცების დაჭრითაც კი დასრულდა.
სოხუმელმა ბიჭმა მაინც თავისი გაიტანა. სოტკილავა 12 წლის ასაკში სოხუმის საფეხბურთო სკოლაში აიყვანეს; 16 წლის უკვე სოხუმის დინამოში მოხვდა, და საქართველოს პირველობაზე ითამაშა. 18 წლისა კი ლეგენდარულმა ანდრო ჟორდანიამ თბილისის დინამოში მიიწვია. მისი დებიუტი საბჭოთა კავშირის უმაღლესს ლიგაში, 1955 წლის 15 აგვისტოს, სტალინოს შახტიორის წინააღმდეგ შედგა.
დინამომ ეს თამაში 3-1 მოიგო, გაზეთმა ლელომ კი დაწერა: "დამაკმაყოფილებლად ითამაშა ახალგაზრდა სოტკილავამ, რომელსაც მეტად ძლიერი თავდამსხმელის, ბობოშკოს დაჭერა მოუხდა."
ზურაბ სოტკილავამ თბილისის დინამოში სულ სამი სეზონი (1955, 1958, 1959) დაჰყო და ამ ხნის მანძილზე, ტრავმებისა და მწვრთნელთა ხშირი ცვლის გამო, ძირითადში, მხოლოდ სამი თამაში ჩაატარა. პარალელურად, საქართველოს ტექნიკურ ინსტიტუტში სამთ-ოგეოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობდა, ერთი სეზონი ინსტიტუტის გუნდშიც გაატარა.
იმ პერიოდში სრულიად შემთხვევით, სოტკილავას ბარიტონი პროფესორმა ნიკოლოზ ბოკუჩავამ მოისმინა და მისი დაჟინებული მოთხოვნით, უკვე ყოფილმა ფეხბურთელმა, სამთო-ინჟინრის დიპლომით, თბილისის კონსერვატორიაში ჩააბარა. დიდმა მაესტრომ დავით ანდღულაძემ კი მასში ლირიულ-დრამატული ტენორი აღმოაჩინა, რომელსაც მომდევნო წლებში, ოპერის მოყვარულები აღტაცებაში მოჰყავდა.
ზურაბ სოტკილავა 1974 წლიდან მოსკოვში ცხოვრობდა. მოსკოვის კონსერვატორიის პროფესორის, ბრწყინვალე პედაგოგის აღზრდილებს შორის არის მისი თანაქალაქელი, აფხაზი სოპრანო ხიბლა გერზმავაც.
აფხაზეთის, სოხუმის ოკუპაცია, სადაც მისი მშობლები არიან დაკრძალულნი (საფლავი 2015 წელს დაარბიეს - ზ.წ), სიცოცხლის ბოლომდე დიდი ტენორის უდიდესი ტკივილი იყო. ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში ზურაბ სოტკილავა ამბობდა:
გულწრფელად ვამბობ, რომ სანამ ჩემი ხალხი დევნილი იქნება და არ დაბრუნდება, მე სოხუმში არ ჩავალ, ჩემი პროტესტი ეს არის.
"რუსეთის ინტელიგენცია მიხალკოვი და სხვები რო გროვდებიან, რაო, ქართველები რატო აჭირვებთო საქმეს? ამაზე გვაქვს სულ კამათი. ვეუბნები, თბილისიდან 25 კილომეტრში თქვენი ჯარი დგას მეთქი. არაფრის გაგონება არ უნდათ, არც ამოიღებენ ხმას, ყველას თავისი ეშინია.
სოხუმში ჩავიდოდი, კაი პატივსაც მცემენ და კაციშვილი თითს ვერ გაანძრევს ჩემს წინააღმდეგ, მაგრამ სინდისი არ მაძლევს იმის უფლებას, რომ მე სოხუმში ვიხარხარო და იქედან გამოდევნილი 300 000 ადამიანი აქედან მიყურებდეს. გულწრფელად ვამბობ, რომ სანამ ჩემი ხალხი დევნილი იქნება და არ დაბრუნდება, მე სოხუმში არ ჩავალ, ჩემი პროტესტი ეს არის."
რუსეთში ზურაბ სოტკილავას განუმეორებელ ხმას "ეროვნულ საგანძურად" მიიჩნევდნენ. მოსკოვის დიდი თეატრის გენერალურმა დირექტორმა ვლადიმერ ურინმა თქვა, რომ "სოტკილავას წასვლით, მთელი ეპოქა წავიდა."
თავად დიდმა ქართველმა ტენორმა რუსეთში დაკრძალვა არ ისურვა. ანდერძის მიხედვით, ზურაბ სოტკილავას ცხედარს 23 სექტემბერს, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრიდან გამოასვენებენ და საბურთალოს სასაფლაოზე, ეკლესიის სიახლოვეს მიაბარებენ მიწას.
-
Wizz Air-ი ერევნიდან სამ ახალ ევროპულ მიმართულებას ამატებს და არსებული ფრენების სიხშირეს ზრდის Wizz Air-ი ერევნიდან სამ ახალ ევროპულ მიმართულებას ამატებს და არსებული ფრენების სიხშირეს ზრდის
გადახედვა
-
ხვალ, პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომელიც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული რეგულაციების გაუქმებას ეხება ხვალ, პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომელიც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული რეგულაციების გაუქმებას ეხება
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა
გადახედვა
-
ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
გადახედვა
-
ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის 100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის
-
Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა
გადახედვა
-
10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში 10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში
გადახედვა
-
19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა 19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა
გადახედვა
-
ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ? ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ?
-
გიორგი ბარამიძე დააკავეს გიორგი ბარამიძე დააკავეს
გადახედვა
-
Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ
-
საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ
-
WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა
გადახედვა
-
დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ
გადახედვა
-
აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა
გადახედვა
-
საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა
გადახედვა
-
"ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს "ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ
გადახედვა
-
შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება" შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება"
გადახედვა








კომენტარები