ტრამპი და ობამა ბაიდენის კიბოს დიაგნოზს ეხმაურებიან
ფოტო: yaleclimateconnections.org
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, საკუთარი და მეუღლის, მელანიას სახელით, კვირა საღამოს, 18 მაისს, მხარდაჭერა გამოუცხადა ამერიკის სახელმწიფოს მეთაურის პოსტზე მის წინამორბედს, ჯო ბაიდენს, რომელსაც აგრესიული პროსტატის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს.
"მე და მელანიას ძალიან გვაწუხებს ჯო ბაიდენის ბოლოდროინდელი სამედიცინო დიაგნოზი. ჯილსა და მის ოჯახს ვუგზავნით ჩვენს ყველაზე თბილ და საუკეთესო სურვილებს და ჯოს სწრაფ და წარმატებულ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ", — დაწერა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ზე.
აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამაც გამოთქვა რწმენა, რომ ბაიდენი კიბოს წინააღმდეგ "მდგრადობითა და მადლით" იბრძოლებს.
"მიშელი და მე ბაიდენის მთელ ოჯახზე ვფიქრობთ. ჯოზე მეტად არავის გაუკეთებია კიბოს ყველა სტადიის სამკურნალო ინოვაციური ფორმების ძებნაში და დარწმუნებული ვარ, რომ ის ამ გამოწვევას თავისი განსაკუთრებული მონდომებითა და მადლით გაუმკლავდება. ჩვენ ვლოცულობთ მისი სწრაფი და სრული გამოჯანმრთელებისთვის", — დაწერა მან სოციალურ ქსელ X-ზე.
კამალა ჰარისმა, აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა და 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატი კანდიდატმა, X-ზე ბაიდენს სწრაფად გამოჯანმრთელება უსურვა .
"ჯო მებრძოლია. ვიცი, რომ ის ამ გამოწვევას იმავე ძალით, გამძლეობითა და ოპტიმიზმით შეხვდება, რაც ყოველთვის განსაზღვრავდა მის ცხოვრებას და ლიდერობას. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ სრულად და სწრაფად გამოჯანმრთელდება", — დაწერა ჰარისმა.
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დიაგნოზი 18 მაისს, ჯო ბაიდენის პრესმდივანმა გამოაცხადა.
"პრეზიდენტ ჯო ბაიდენს გასულ კვირას ჩაუტარდა გამოკვლევა პროსტატის კვანძზე ხშირი შარდვის სიმპტომების გამოვლენის შემდეგ. პარასკევს მას დაუდგინდა პროსტატის კიბო, რომელიც ხასიათდება გლისონის 9 ქულით (მე-5 კლასის ჯგუფი) ძვლებში მეტასტაზებით", — ნათქვამია განცხადებაში.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ ჯო ბაიდენი და მისი ოჯახი "ექიმებთან ერთად განიხილავენ მკურნალობის ვარიანტებს".
-
ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი
გადახედვა
-
ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
გადახედვა
-
ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი" საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი"
გადახედვა
-
100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის 100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის
-
Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა
გადახედვა
-
10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში 10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში
გადახედვა
-
19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა 19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა
გადახედვა
-
ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ? ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ?
-
ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა
გადახედვა
-
Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ
-
საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ
-
WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა
გადახედვა
-
დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ
გადახედვა
-
აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა
გადახედვა
-
საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა
გადახედვა
-
ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ
გადახედვა
-
შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება" შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება"
გადახედვა
-
ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება
გადახედვა
-
სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი: იგეგმება, რომ გარკვეულ ეტაპზე აზერბაიჯანს ვესტუმრო, თუმცა არა ბაქოს სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი: იგეგმება, რომ გარკვეულ ეტაპზე აზერბაიჯანს ვესტუმრო, თუმცა არა ბაქოს
გადახედვა
კომენტარები